მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭაჭა, "ბორჯომი" და ჯოზეფ ქეი უცხოურ ფილმებში - ჰოლივუდის მსახიობები ქართულ ბრენდებს აპიარებენ
ჭაჭა, "ბორჯომი" და ჯოზეფ ქეი უცხოურ ფილმებში - ჰოლივუდის მსახიობები ქართულ ბრენდებს აპიარებენ

ფრან­გი რე­ჟი­სო­რის, ჟილ ბურ­დოს მიერ 2008 წელს გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის "სიკ­ვდი­ლის მძე­ვა­ლი" ერთ-ერთ კადრში ქარ­თუ­ლი არა­ყის ირი­ბი რეკ­ლა­მა მოხ­ვდა. რუ­სუ­ლი წარ­მო­შო­ბის პერ­სო­ნა­ჟი მე­გო­ბარს, ნიუ-იორ­კელ გავ­ლე­ნი­ან ად­ვო­კატს წვე­უ­ლე­ბა­ზე ქარ­თულ არაყს სთა­ვა­ზობს და ეკი­თხე­ბა, გა­უ­სინ­ჯავს თუ არა ის ოდეს­მე.

გარ­გა ამი­სა, ფილ­მის ერთ-ერთი მთა­ვა­რი გმი­რი, უც­ნა­უ­რი ექი­მი ჯო­ზეფ ქეია, რო­მელ­მაც ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლის თა­რი­ღი იცის. მას ჯონ მალ­კო­ვი­ჩი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. უც­ნო­ბია, აქვს თუ არა რა­ი­მე კავ­ში­რი ამ დამ­თხვე­ვას სკან­და­ლურ ბიზ­ნეს­მენ ჯო­ზეფ ქე­ის­თან, რომ­ლის სა­ხე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" საქ­მეს უკავ­შირ­დე­ბა.

სუ­რათ­ში მთა­ვარ რო­ლებს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი, ლილი ევან­ჯე­ლი­ნი, რო­მენ დი­უ­რი და ჯონ მალ­კო­ვი­ჩი ას­რუ­ლე­ბენ.

"სიკ­ვდი­ლის მძე­ვა­ლი" პო­პუ­ლა­რუ­ლი ფრან­გი მწერ­ლის, გიომ მუ­სოს რო­მა­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აა. მისი ბი­უ­ჯე­ტი $15 400 000 შე­ად­გენს.

ფილ­მის პრე­მი­ე­რა 2008-2011 წლე­ში ბელ­გი­ა­ში, კა­ნა­და­ში, საფ­რან­გეთ­ში, ია­პო­ნი­ა­ში, რუ­სეთ­ში, პო­ლო­ნეთ­ში, შვე­დეთ­ში, ბრა­ზი­ლი­ა­სა და მსოფ­ლი­ოს სხვა ქვეყ­ნებ­ში გა­ი­მარ­თა.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­და­ღე­ბულ ფილ­მებ­ში ქარ­თუ­ლი ბრენ­დე­ბის რეკ­ლა­მა ჩანს.

2003 წელს გა­და­ღე­ბულ ფილმში "სა­ზღვრებს მიღ­მა", რო­მელ­შიც მთა­ვარ როლს ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი ას­რუ­ლებს "ბორ­ჯო­მის" რეკ­ლა­მას შეხ­ვდე­ბით. ჯო­ლის გმი­რი ჩეჩ­ნეთ­ში ჩა­დის და სწო­რედ ჩეჩ­ნე­თის კად­რებ­ში ჩანს ქარ­თუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ჭაჭა, "ბორჯომი" და ჯოზეფ ქეი უცხოურ ფილმებში - ჰოლივუდის მსახიობები ქართულ ბრენდებს აპიარებენ

ჭაჭა, "ბორჯომი" და ჯოზეფ ქეი უცხოურ ფილმებში - ჰოლივუდის მსახიობები ქართულ ბრენდებს აპიარებენ

ფრანგი რეჟისორის, ჟილ ბურდოს მიერ 2008 წელს გადაღებული ფილმის "სიკვდილის მძევალი" ერთ-ერთ კადრში ქართული არაყის ირიბი რეკლამა მოხვდა. რუსული წარმოშობის პერსონაჟი მეგობარს, ნიუ-იორკელ გავლენიან ადვოკატს წვეულებაზე ქართულ არაყს სთავაზობს და ეკითხება, გაუსინჯავს თუ არა ის ოდესმე.

გარგა ამისა, ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი, უცნაური ექიმი ჯოზეფ ქეია, რომელმაც ნებისმიერი ადამიანის სიკვდილის თარიღი იცის. მას ჯონ მალკოვიჩი განასახიერებს. უცნობია, აქვს თუ არა რაიმე კავშირი ამ დამთხვევას სკანდალურ ბიზნესმენ ჯოზეფ ქეისთან, რომლის სახელიც ტელეკომპანია "იმედის" საქმეს უკავშირდება.

სურათში მთავარ როლებს ცნობილი მსახიობები, ლილი ევანჯელინი, რომენ დიური და ჯონ მალკოვიჩი ასრულებენ.

"სიკვდილის მძევალი" პოპულარული ფრანგი მწერლის, გიომ მუსოს რომანის ეკრანიზაციაა. მისი ბიუჯეტი $15 400 000 შეადგენს.

ფილმის პრემიერა 2008-2011 წლეში ბელგიაში, კანადაში, საფრანგეთში, იაპონიაში, რუსეთში, პოლონეთში, შვედეთში, ბრაზილიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გაიმართა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰოლივუდის მსახიობების მონაწილეობით გადაღებულ ფილმებში ქართული ბრენდების რეკლამა ჩანს.

2003 წელს გადაღებულ ფილმში "საზღვრებს მიღმა", რომელშიც მთავარ როლს ანჯელინა ჯოლი ასრულებს "ბორჯომის" რეკლამას შეხვდებით. ჯოლის გმირი ჩეჩნეთში ჩადის და სწორედ ჩეჩნეთის კადრებში ჩანს ქართული მინერალური წყალი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება