მსოფლიო
საზოგადოება
სპორტი

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფრთხილად! მკითხავთა მაფია თბილისში – სქემა, რომლითაც "ჯადობაზები" მოქალაქეებს ძარცვავენ
ფრთხილად! მკითხავთა მაფია თბილისში – სქემა, რომლითაც "ჯადობაზები" მოქალაქეებს ძარცვავენ

ჩემი მე­გო­ბა­რი, უფრო ზუს­ტად, მისი ჯიბე, მკი­თხავს ემსხვერ­პლა. სქე­მა, რომ­ლი­თაც მკი­თხა­ვი მოქ­მე­დებ­და, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი აღ­მოჩ­ნდა. მოკ­ლედ, ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ოჯა­ხის წევ­რი კლი­ნი­კა­ში და­აწ­ვი­ნა.

მას ერთი ქალ­ბა­ტო­ნი გა­მო­ეც­ნა­უ­რა - უთხრა, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ნა­თე­სა­ვის სა­ნა­ხა­ვად მო­ვი­და. რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ქალ­ბა­ტო­ნი ჩემი მე­გობ­რის ოჯა­ხის წევ­რის ჯან­მრთე­ლო­ბას დიდი თა­ნაგ­რძნო­ბით კი­თხუ­ლობ­და და ჩემს მე­გო­ბარს დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ესა­უბ­რე­ბო­და ხოლ­მე (თა­ვად ამ­ბობ­და, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ნა­თე­სა­ვის სა­ნა­ხა­ვად ყო­ველ­დღე და­დი­ო­და).

ერთ-ერთი ასე­თი სა­უბ­რი­სას ამ ქალ­ბა­ტონ­მა ჩემს მე­გო­ბარს სას­ხვა­თა­შო­რი­სოდ უთხრა, რომ ადრე მისი ახ­ლო­ბე­ლიც იგი­ვე და­ა­ვა­დე­ბით იტან­ჯე­ბო­და, რომ­ლი­თაც ჩემი მე­გობ­რის ოჯა­ხის წევ­რი (ფსი­კი­ქუ­რი პრობ­ლე­მე­ბი), მაგ­რამ ექი­მებ­მა ვე­რა­ფე­რი უშ­ვე­ლეს და მხო­ლოდ ერთი მკი­თხა­ვის ძა­ლის­ხმე­ვით გა­დარ­ჩა. უთხრა - თუ სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბო­და ამ მკი­თხა­ვის ნო­მერს მის­ცემ­და. გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ხავსს ეჭი­დე­ბო­დაო და ისიც დას­თან­ხმდა. ოღონდ ეს მკი­თხა­ვი, თურ­მე, სახ­ლში არა­ვის იღებ­და, უნდა და­გე­რე­კა და თა­ვად მო­ვი­დო­და შენს ბი­ნა­ში.

მკი­თხავ­თან მი­სულ­მა პირ­ვე­ლი შოკი მა­შინ მი­ი­ღო, რო­დე­საც "ჯა­დო­ბაზ­მა" მისი ოჯა­ხის წევ­რის სუ­რათს და­ხე­და და და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლა­ფე­რი მო­უყ­ვა, (რო­მე­ლიც მა­ნამ­დე სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გაც­ნო­ბი­ლი "კე­თი­ლის­მსურ­ვე­ლის­გან" უკვე გა­ე­გო). ამან ჩემი მე­გობ­რის თვალ­ში მეტი და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა შეს­ძი­ნა მკი­თხავს. სა­ბო­ლო­ოდ, "მკურ­ნა­ლო­ბა" და­ი­წყეს და შე­დე­გად, ჩემი მე­გობ­რის ბი­უ­ჯე­ტი რამ­დე­ნი­მე ათა­სი დო­ლა­რით შემ­ცირ­და, ხოლო მის ახ­ლო­ბელს ისევ ექი­მებ­მა უმ­კურ­ნა­ლეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი ისევ ასე დარ­ჩე­ბო­და, რომ არა "მკი­თხა­ვის" და­უ­დევ­რო­ბა. იგი­ვე სცე­ნა­რი შეს­თა­ვა­ზეს ჩემი მე­გობ­რის თა­ნამ­შრო­მელს, ოღონდ სხვა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

"მკი­თხავს და­ვუ­რე­კე და ვთხო­ვე, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რს "და­მა­ტე­ბი­თი მკურ­ნა­ლო­ბა" სჭირ­დე­ბო­და. მო­ვი­და. პირ­და­პირ ვუ­თხა­რი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ვი­ცო­დი მისი თაღ­ლი­თო­ბის შე­სა­ხებ. არ უა­რუყ­ვია. რა ვქნა, ამით ვშო­უ­ლობ ფულ­სო. არ და­გი­მა­ლავთ, იმის ში­შით, რომ პო­ლი­ცია არ ჩა­მერ­თო საქ­მე­ში, ფუ­ლის დიდი ნა­წი­ლი და­მიბ­რუ­ნა. მის­გან გა­ვი­გე, რომ ამ სქე­მით მარ­ტო ერთი კი არა, რამ­დე­ნი­მე მკი­თხა­ვი მოქ­მე­დებს. მა­ფია?! საკ­მა­ოდ, ბევ­რია სა­სო­წარ­კვე­თი­ლი ხალ­ხი და შე­საძ­ლოა, თაღ­ლი­თე­ბი მას ფულს დღემ­დე სძა­ლა­ვენ", - გა­ნა­ცხა­და ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა.

P.S. სა­ნამ ექოს­კო­პი­ის აპა­რა­ტე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბო­და, ხა­შუ­რის რა­ი­ონ­ში ერთი მკი­თხა­ვი იყო, რო­მე­ლიც ჯერ არ­და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვის სქესს "წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­და". სა­ნამ პა­სუხს ეტყო­და მშო­ბელს, ჯერ იმას ეკი­თხე­ბო­და, თუ ვინ უფრო უნ­დო­და, ბიჭი თუ გოგო. რო­დე­საც პა­სუხს გა­ი­გებ­და, ჩა­ა­ტა­რებ­და შა­მა­ნურ რი­ტუ­ალს და სწო­რედ იმ სა­სურ­ველ სქესს ეუბ­ნე­ბო­და. თუ მარ­თლაც "გა­არ­ტყამ­და" 9 თვის თავ­ზე "მა­ღა­რიჩს" კის­რუ­ლობ­დნენ, მაგ­რამ თუ შეც­დე­ბო­და, მი­უ­ვარ­დე­ბოდ­ნენ ხოლ­მე სა­ჩხუბ­რად. მკი­თხა­ვი დიდ დავ­თარს გა­მო­უ­ტან­და და აჩ­ვე­ნებ­და, რომ იმ დავ­თარ­ში ამ წყვი­ლის გას­წვრივ ბავ­შვის შე­სა­ბა­მი­სი სქე­სი ჰქონ­და მი­თი­თე­ბუ­ლი და დას­ძენ­და, თქვენ გე­ნაც­ვა­ლეთ ბიჭი/გოგო გინ­დო­დათ და რომ მეთ­ქვა სი­მარ­თლე, ხომ აბორ­ტს გა­ი­კე­თებ­დით?! ჰოდა გე­ნაც­ვა­ლე, მე მაგ ცოდ­ვა­ში ფეხს ვერ ჩავ­დგამ­დიო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ფრთხილად! მკითხავთა მაფია თბილისში – სქემა, რომლითაც "ჯადობაზები" მოქალაქეებს ძარცვავენ

ფრთხილად! მკითხავთა მაფია თბილისში – სქემა, რომლითაც "ჯადობაზები" მოქალაქეებს ძარცვავენ

ჩემი მეგობარი, უფრო ზუსტად, მისი ჯიბე, მკითხავს ემსხვერპლა. სქემა, რომლითაც მკითხავი მოქმედებდა, ძალიან მარტივი აღმოჩნდა. მოკლედ, ჩემმა მეგობარმა ოჯახის წევრი კლინიკაში დააწვინა.

მას ერთი ქალბატონი გამოეცნაურა - უთხრა, რომ საავადმყოფოში ნათესავის სანახავად მოვიდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ეს ქალბატონი ჩემი მეგობრის ოჯახის წევრის ჯანმრთელობას დიდი თანაგრძნობით კითხულობდა და ჩემს მეგობარს დიდი ხნის განმავლობაში ესაუბრებოდა ხოლმე (თავად ამბობდა, რომ საავადმყოფოში ნათესავის სანახავად ყოველდღე დადიოდა).

ერთ-ერთი ასეთი საუბრისას ამ ქალბატონმა ჩემს მეგობარს სასხვათაშორისოდ უთხრა, რომ ადრე მისი ახლობელიც იგივე დაავადებით იტანჯებოდა, რომლითაც ჩემი მეგობრის ოჯახის წევრი (ფსიკიქური პრობლემები), მაგრამ ექიმებმა ვერაფერი უშველეს და მხოლოდ ერთი მკითხავის ძალისხმევით გადარჩა. უთხრა - თუ სურვილი ექნებოდა ამ მკითხავის ნომერს მისცემდა. გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო და ისიც დასთანხმდა. ოღონდ ეს მკითხავი, თურმე, სახლში არავის იღებდა, უნდა დაგერეკა და თავად მოვიდოდა შენს ბინაში.

მკითხავთან მისულმა პირველი შოკი მაშინ მიიღო, როდესაც "ჯადობაზმა" მისი ოჯახის წევრის სურათს დახედა და დაავადების შესახებ ყველაფერი მოუყვა, (რომელიც მანამდე საავადმყოფოში გაცნობილი "კეთილისმსურველისგან" უკვე გაეგო). ამან ჩემი მეგობრის თვალში მეტი დამაჯერებლობა შესძინა მკითხავს. საბოლოოდ, "მკურნალობა" დაიწყეს და შედეგად, ჩემი მეგობრის ბიუჯეტი რამდენიმე ათასი დოლარით შემცირდა, ხოლო მის ახლობელს ისევ ექიმებმა უმკურნალეს. ეს ყველაფერი ისევ ასე დარჩებოდა, რომ არა "მკითხავის" დაუდევრობა. იგივე სცენარი შესთავაზეს ჩემი მეგობრის თანამშრომელს, ოღონდ სხვა საავადმყოფოში.

"მკითხავს დავურეკე და ვთხოვე, რომ ჩემი ოჯახის წევრს "დამატებითი მკურნალობა" სჭირდებოდა. მოვიდა. პირდაპირ ვუთხარი, რომ ყველაფერი ვიცოდი მისი თაღლითობის შესახებ. არ უარუყვია. რა ვქნა, ამით ვშოულობ ფულსო. არ დაგიმალავთ, იმის შიშით, რომ პოლიცია არ ჩამერთო საქმეში, ფულის დიდი ნაწილი დამიბრუნა. მისგან გავიგე, რომ ამ სქემით მარტო ერთი კი არა, რამდენიმე მკითხავი მოქმედებს. მაფია?! საკმაოდ, ბევრია სასოწარკვეთილი ხალხი და შესაძლოა, თაღლითები მას ფულს დღემდე სძალავენ", - განაცხადა ჩვენმა რესპონდენტმა.

P.S. სანამ ექოსკოპიის აპარატები გამოჩნდებოდა, ხაშურის რაიონში ერთი მკითხავი იყო, რომელიც ჯერ არდაბადებული ბავშვის სქესს "წინასწარმეტყველებდა". სანამ პასუხს ეტყოდა მშობელს, ჯერ იმას ეკითხებოდა, თუ ვინ უფრო უნდოდა, ბიჭი თუ გოგო. როდესაც პასუხს გაიგებდა, ჩაატარებდა შამანურ რიტუალს და სწორედ იმ სასურველ სქესს ეუბნებოდა. თუ მართლაც "გაარტყამდა" 9 თვის თავზე "მაღარიჩს" კისრულობდნენ, მაგრამ თუ შეცდებოდა, მიუვარდებოდნენ ხოლმე საჩხუბრად. მკითხავი დიდ დავთარს გამოუტანდა და აჩვენებდა, რომ იმ დავთარში ამ წყვილის გასწვრივ ბავშვის შესაბამისი სქესი ჰქონდა მითითებული და დასძენდა, თქვენ გენაცვალეთ ბიჭი/გოგო გინდოდათ და რომ მეთქვა სიმართლე, ხომ აბორტს გაიკეთებდით?! ჰოდა გენაცვალე, მე მაგ ცოდვაში ფეხს ვერ ჩავდგამდიო.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია