პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას უკავშირებს რუსეთის საგარეო უწყება ქართველი ჟურნალისტების დაკავებას
რას უკავშირებს რუსეთის საგარეო უწყება ქართველი ჟურნალისტების დაკავებას

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სო­ფელ აძვთან რუსი მე­სა­ზღვრე­ე­ბის მიერ ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­კა­ვე­ბის ფაქტს ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, 15 აპ­რილს რუს­მა მე­სა­ზღვრე­ებ­მა, რომ­ლე­ბიც მთავ­რო­ბა­თა­შო­რის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ხრეთ ოსე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის დაც­ვას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, სამ­ხრეთ ოსე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამი ქარ­თვე­ლი ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი და­ა­კა­ვეს.

"მოქ­მე­დი წე­სის თა­ნახ­მად, და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი სამ­ხრეთ ოსე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­და­ე­ცა. არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ, რომ სა­ზღვრის დამ­რღვე­ვე­ბი შეგ­ნე­ბუ­ლად და დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად გა­და­ვიდ­ნენ სო­ფელ აძ­ვი­დან, მის მიმ­დე­ბა­რედ, სამ­ხრეთ ოსურ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტში, სა­დაც სა­სა­ზღვრო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­და­ღე­ბა მო­ახ­დი­ნეს", - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

ამას­თან, რო­გორც რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბა აღ­ნიშ­ნავს, ეს უნდა შე­ფას­დეს რო­გორც და­გეგ­მი­ლი აქ­ცია, რომ­ლის მი­ზა­ნიც პრა­ღა­ში, დღეს მიმ­დი­ნა­რე აბა­ში­ძე-კა­რა­სი­ნის შეხ­ვედ­რის ატ­მოს­ფე­როს და­ძაბ­ვა იყო.

"ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც პრა­ღის მო­რი­გი შეხ­ვედ­რის წინ მსგავ­სი სა­ხის პრო­ვო­კა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა ხდე­ბა. ყო­ვე­ლი­ვე ეს ისე­ვე, რო­გორც ბოლო დროს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცია რუ­სე­თის თვითმფრი­ნა­ვე­ბის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჰა­ე­რო სივ­რცის დარ­ღვე­ვის თა­ო­ბა­ზე, მოწ­მობს, რომ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გრძელ­დე­ბა ბრძო­ლა იმ ძა­ლებს შო­რის, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბა­სა და მათ შო­რის, ვინც იზი­ა­რებს მტრო­ბის გაღ­ვი­ვე­ბის­კენ მი­მარ­თულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის მიერ გა­ტა­რე­ბულ კურსს", - ნათ­ქვა­მია რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტვ3"-ის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი – ჟურ­ნა­ლის­ტი ბელა ზა­ქა­ი­ძე, ოპე­რა­ტო­რი ვახო ლე­კი­აშ­ვი­ლი და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ხე­ილ მი­ხო­ე­ვი - სო­ფელ აძვში გუ­შინ და­ა­კა­ვეს. ისი­ნი სო­ფელ­ში სი­უ­ჟე­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად იყ­ვნენ ჩა­სუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას უკავშირებს რუსეთის საგარეო უწყება ქართველი ჟურნალისტების დაკავებას

რას უკავშირებს რუსეთის საგარეო უწყება ქართველი ჟურნალისტების დაკავებას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოფელ აძვთან რუსი მესაზღვრეების მიერ ქართველი ჟურნალისტების დაკავების ფაქტს ეხმაურება.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 15 აპრილს რუსმა მესაზღვრეებმა, რომლებიც მთავრობათაშორის შეთანხმების შესაბამისად, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის დაცვას ახორციელებენ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამი ქართველი ტელეჟურნალისტი დააკავეს.

"მოქმედი წესის თანახმად, დაკავებულები სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას გადაეცა. არსებული მონაცემები ადასტურებენ, რომ საზღვრის დამრღვევები შეგნებულად და დემონსტრაციულად გადავიდნენ სოფელ აძვიდან, მის მიმდებარედ, სამხრეთ ოსურ დასახლებულ პუნქტში, სადაც სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გადაღება მოახდინეს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ამასთან, როგორც რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, ეს უნდა შეფასდეს როგორც დაგეგმილი აქცია, რომლის მიზანიც პრაღაში, დღეს მიმდინარე აბაშიძე-კარასინის შეხვედრის ატმოსფეროს დაძაბვა იყო.

"ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრაღის მორიგი შეხვედრის წინ მსგავსი სახის პროვოკაციის ორგანიზება ხდება. ყოველივე ეს ისევე, როგორც ბოლო დროს გავრცელებული ცრუ ინფორმაცია რუსეთის თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის თაობაზე, მოწმობს, რომ ქართულ საზოგადოებაში გრძელდება ბრძოლა იმ ძალებს შორის, რომლებიც ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებასა და მათ შორის, ვინც იზიარებს მტრობის გაღვივებისკენ მიმართულ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ გატარებულ კურსს", - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსმა ოკუპანტებმა ტელეკომპანია "ტვ3"-ის გადამღები ჯგუფი – ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი - სოფელ აძვში გუშინ დააკავეს. ისინი სოფელში სიუჟეტის მოსამზადებლად იყვნენ ჩასული.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა