ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ლუკა კურტანიძე და ამავე ფედერაციის პრესსპიკერი და კომპანია ”ზედაზენის” პიარ-მენეჯერი ხათუნა მიქაცაძე დაქორწინდნენ.
ხათუნა მიქაცაძე:
"ლუკამ ხელი მოულოდნელად, კომპანიის კორპორატიულ საღამოზე მთხოვა, ასევე მოულოდნელი იყო ნიშნობაც. საერთოდ, ლუკა სურპრიზების მოყვარულია", - განუცხადა ambebi.ge-ს ხათუნამ.
წყვილი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო თაფლობის თვეს საქართველოში ატარებს.
ambebi.ge ულოცავს ლუკას და ხათუნას გაბედნიერებას.
ნათია გედენიძე, AMBEBI.GE