საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაისად "ევროვიზია" საქართველოში ჩატარდება" - პროგნოზი, რომელსაც ჯგუფის "შინ" ლიდერი, ზაზა მიმინოშვილი აკეთებს
"გაისად "ევროვიზია" საქართველოში ჩატარდება" - პროგნოზი, რომელსაც ჯგუფის "შინ" ლიდერი, ზაზა მიმინოშვილი აკეთებს

"ევ­რო­ვი­ზია 2014" ახ­ლოვ­დე­ბა. ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ამ კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გენს, სა­გულ­და­გუ­ლოდ ემ­ზა­დე­ბა. თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და ჯგუფ "ში­ნის" ლი­დე­რი ზაზა მი­მი­ნოშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც "ამ­ბე­ბი.გე"-ს სა­კუ­თარ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს უზი­ა­რებს. მუ­სი­კო­სი გარ­კვე­ულ პროგ­ნო­ზებ­საც აკე­თებს არა მარ­ტო წლე­ვან­დელ კონ­კურ­სზე, არა­მედ "ევ­რო­ვი­ზია 2015"-ის გა­მარ­თვის ად­გილ­ზეც.

- მო­ახ­ლოვ­და "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სი. რო­გორ ემ­ზა­დე­ბით?

- ფი­ნალს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით. მე ჩემი ჯგუ­ფის წევ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ერთი კვი­რით ადრე ჩა­მო­ვე­დი. ახლა სამ­ზა­დი­სის ბოლო პე­რი­ო­დია. 27 აპ­რილს კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში მივფრი­ნავთ, სა­დაც ბოლო ეტა­პი იწყე­ბა, ხმის პრობ­ლე­მა­ტი­კი­დან და­წყე­ბუ­ლი, ვი­ზუ­ა­ლით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ყვე­ლა დე­ტა­ლი უნდა და­მუ­შავ­დეს. ამი­ტომ, ახლა ქარ­თულ მხა­რეს აქვს სე­რი­ო­ზუ­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შაო ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

- ქარ­თულ მხა­რე­ში ვის გუ­ლის­ხმობთ?

- სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტს - სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს და ასე­ვე ჩვენს გუნდს. ჩვენს ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­ზე რე­ჟი­სო­რი ბასა ფო­ცხიშ­ვი­ლი და მხატ­ვა­რი თამ­რი­კო ფო­ცხიშ­ვი­ლი მუ­შა­ო­ბენ. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვე­ნი გზავ­ნი­ლე­ბი ზუს­ტად და­ვად­გი­ნოთ, ანუ კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში რო­გორ წარვდგე­ბით.

- რა იქ­ნე­ბა თქვე­ნი მთავრი მე­სი­ჯი?

- მი­ზე­ზი, რის­თვი­საც "შინი" ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და­თან­ხმდა, იყო გზავ­ნი­ლი, რო­მე­ლიც ჩვენს სიმ­ღე­რა­ში ჩა­ი­დო. ის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის პო­ზი­ცი­ა­საც და­ემ­თხვა. ამ­ჯე­რად ქარ­თულ­მა მხა­რემ რა­ღაც ისე­თი სათ­ქმე­ლი უნდა წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რო­მე­ლიც არის ზო­გა­დი, მაგ­რამ ამა­ვე დროს ქარ­თუ­ლიც... რომ ძა­ლი­ან ზო­გა­დის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლი ვართ და სიმ­ღე­რა­მაც ზუს­ტად ეს იტ­ვირ­თა.

- რა ჰქვია სიმ­ღე­რას?

- მას­ში ჩვე­ნე­ბუ­რი იუ­მო­რი ჩავ­რთეთ. "ევ­რო­ვი­ზი­ის" ყა­ლი­ბის მო­თხოვ­ნით, მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი სამ­წუ­თი­ა­ნი უნდა იყოს. ამი­ტომ მას "სამი წუთი დე­და­მი­წამ­დე" - ასე და­ვარ­ქვით.

- ეს რას ნიშ­ნავს?

- ადა­მი­ა­ნის დიდ დაბ­რუ­ნე­ბას თა­ვის სა­წყის­თან. იმის­თვის, რომ ეს ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბი იყოს, სიმ­ღე­რის ენად ინ­გლი­სუ­რი ავირ­ჩი­ეთ. ნო­მე­რი ქარ­თუ­ლი ჟღე­რა­დო­ბით იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ზო­გა­დიც. მოკ­ლედ, ამ სიმ­ღე­რამ სა­კუ­თარ თავ­ზე ბევ­რი რამ აიღო, - წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი ბახ­თან ერ­თად ჟღერს. ეს არის გზავ­ნი­ლი, რომ­ლი­თაც ადა­მი­ანს ეუბ­ნე­ბი, რომ არ უნდა დავ­კარ­გოთ ერ­თა­დერ­თი სამ­შობ­ლო, დე­და­მი­წა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს მი­ე­ცა. ეს მე­სი­ჯი კი იმი­ჯის, ვი­ზუ­ა­ლის, სი­ტყვი­ე­რი და მუ­სი­კა­ლუ­რი თან­ხვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა გა­ვაგ­ზავ­ნოთ.

- რას გვე­ტყვით მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძე­ზე, რო­მე­ლიც "ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე ამ სათ­ქმელს თქვენ­თან ერ­თად იტყვის. რო­გორ აფა­სებთ მას და რო­გო­რი აღ­მოჩ­ნდა მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

- მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩვე­ნი სურ­ვი­ლი იყო. თა­ვი­დან, რო­დე­საც სა­უ­ბა­რი ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან და­ვი­წყეთ, რომ "შინს" ამ კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლო წრედ­გი­ნა, აქ­ცენ­ტი გა­კეთ­და იმა­ზე, რომ ჩვენ­თან ერ­თად, ახალ­გაზ­რდა, ელ­ვა­რე, ნი­ჭი­ე­რი სახე ყო­ფი­ლი­ყო. მა­რი­კოს შო­რი­დან ვიც­ნობ­დით. მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ, აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, რომ მა­რი­კოს ნი­ჭი­ე­რე­ბას­თან ერ­თად, სა­ო­ცა­რი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა აქვს. გა­ცი­ლე­ბით პო­ზი­ტი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა ჩვე­ნი მას­ზე მა­ნამ­დე შო­რი­დან შექ­მნი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა.

- რო­გორც ვიცი, მას­თან სკა­ი­პის სა­შუ­ა­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლობ­დით, რად­გა­ნაც "შინს" უცხოეში უწევს მოღ­ვა­წე­ო­ბა.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენს სიმ­ღე­რა­ში ჩა­დე­ბუ­ლია აზრი, რომ ციფ­რუ­ლი სამ­ყა­რო­დან დე­და­მი­წა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დავ­ბრუნ­დეთ, ციფ­რუ­ლი სამ­ყა­რო მან­ძილ­ზე სწო­რედ წარ­მა­ტე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რა.

- სა­ბო­ლო­ოდ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" რა შან­სე­ბი გაქვთ? ამ კონ­კურ­სზე სა­ერ­თოდ, დიდი როლს პო­ლი­ტი­კა თა­მა­შობს ხოლ­მე. თქვენ რას იტყვით?

- ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ პო­ლი­ტი­კა და სხვა ას­პექ­ტი ასეთ დროს ცუდ როლს თა­მა­შობს, მაგ­რამ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც სრუ­ლი კარტბ­ლან­შია იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ ევ­რო­პას აქვს პო­ლი­ტი­კუ­რა­დაც შან­სი, თქვას, რომ ძალა ერ­თო­ბა­სა და გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­შია. წელს "ევ­რო­ვი­ზი­ის" სლო­გა­ნია "შე­მოგ­ვი­ერ­თდი". ამ ყვე­ლაფ­რის გან­თვა­ლის­წი­ნე­ბით, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თეთ და იქ წარ­სად­გენ სიმ­ღე­რებს შო­რის ჩვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი და ერ­თა­დერ­თია, რო­მე­ლიც ახ­ლოს არის წლე­ვან­დე­ლი კონ­კურ­სის მო­თხოვ­ნებ­თან. ამი­ტომ ქარ­თველ­მა ემიგ­რან­ტებ­მაც უნდა იბ­რძო­ლონ, შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ და მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რონ, ვი­ნა­ი­დან ჩვენ მათ სათ­ქმელ­საც ვამ­ბობთ, რომ ყვე­ლას სამ­შობ­ლო დე­და­მი­წაა, სა­დაც უნდა დავ­ბრუნ­დეთ! მოკ­ლედ, ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა არ­სე­ბობს, რომ "ევ­რო­ვი­ზია" შემ­დეგ წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტარ­დეს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.ეგ"-სთვის

"გაისად "ევროვიზია" საქართველოში ჩატარდება" - პროგნოზი, რომელსაც ჯგუფის "შინ" ლიდერი, ზაზა მიმინოშვილი აკეთებს

"გაისად "ევროვიზია" საქართველოში ჩატარდება" - პროგნოზი, რომელსაც ჯგუფის "შინ" ლიდერი, ზაზა მიმინოშვილი აკეთებს

"ევროვიზია 2014" ახლოვდება. ჯგუფი, რომელიც ამ კონკურსზე საქართველოს წარმოადგენს, საგულდაგულოდ ემზადება. თბილისში ჩამოვიდა ჯგუფ "შინის" ლიდერი ზაზა მიმინოშვილიც, რომელიც "ამბები.გე"-ს საკუთარ შთაბეჭდილებებს უზიარებს. მუსიკოსი გარკვეულ პროგნოზებსაც აკეთებს არა მარტო წლევანდელ კონკურსზე, არამედ "ევროვიზია 2015"-ის გამართვის ადგილზეც.

- მოახლოვდა "ევროვიზიის" კონკურსი. როგორ ემზადებით?

- ფინალს ვუახლოვდებით. მე ჩემი ჯგუფის წევრებისგან განსხვავებით, ერთი კვირით ადრე ჩამოვედი. ახლა სამზადისის ბოლო პერიოდია. 27 აპრილს კოპენჰაგენში მივფრინავთ, სადაც ბოლო ეტაპი იწყება, ხმის პრობლემატიკიდან დაწყებული, ვიზუალით დასრულებული, ყველა დეტალი უნდა დამუშავდეს. ამიტომ, ახლა ქართულ მხარეს აქვს სერიოზული მოსამზადებელი სამუშაო ჩასატარებელი.

- ქართულ მხარეში ვის გულისხმობთ?

- საორგანიზაციო კომიტეტს - საზოგადოებრივ მაუწყებელს და ასევე ჩვენს გუნდს. ჩვენს ვიზუალურ მხარეზე რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი და მხატვარი თამრიკო ფოცხიშვილი მუშაობენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გზავნილები ზუსტად დავადგინოთ, ანუ კოპენჰაგენში როგორ წარვდგებით.

- რა იქნება თქვენი მთავრი მესიჯი?

- მიზეზი, რისთვისაც "შინი" ამ პროექტში მონაწილეობაზე დათანხმდა, იყო გზავნილი, რომელიც ჩვენს სიმღერაში ჩაიდო. ის საორგანიზაციო კომიტეტის, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციასაც დაემთხვა. ამჯერად ქართულმა მხარემ რაღაც ისეთი სათქმელი უნდა წარმოაჩინოს, რომელიც არის ზოგადი, მაგრამ ამავე დროს ქართულიც... რომ ძალიან ზოგადის აუცილებელი ნაწილი ვართ და სიმღერამაც ზუსტად ეს იტვირთა.

- რა ჰქვია სიმღერას?

- მასში ჩვენებური იუმორი ჩავრთეთ. "ევროვიზიის" ყალიბის მოთხოვნით, მუსიკალური ნომერი სამწუთიანი უნდა იყოს. ამიტომ მას "სამი წუთი დედამიწამდე" - ასე დავარქვით.

- ეს რას ნიშნავს?

- ადამიანის დიდ დაბრუნებას თავის საწყისთან. იმისთვის, რომ ეს ყველასთვის გასაგები იყოს, სიმღერის ენად ინგლისური ავირჩიეთ. ნომერი ქართული ჟღერადობით იქნება, მაგრამ ზოგადიც. მოკლედ, ამ სიმღერამ საკუთარ თავზე ბევრი რამ აიღო, - წარმოიდგინეთ, მრავალჟამიერი ბახთან ერთად ჟღერს. ეს არის გზავნილი, რომლითაც ადამიანს ეუბნები, რომ არ უნდა დავკარგოთ ერთადერთი სამშობლო, დედამიწა, რომელიც ადამიანს მიეცა. ეს მესიჯი კი იმიჯის, ვიზუალის, სიტყვიერი და მუსიკალური თანხვედრის საშუალებით უნდა გავაგზავნოთ.

- რას გვეტყვით მარიკო ებრალიძეზე, რომელიც "ევროვიზიის" კონკურსზე ამ სათქმელს თქვენთან ერთად იტყვის. როგორ აფასებთ მას და როგორი აღმოჩნდა მასთან თანამშრომლობა?

- მასთან თანამშრომლობა ჩვენი სურვილი იყო. თავიდან, როდესაც საუბარი ტელევიზიასთან დავიწყეთ, რომ "შინს" ამ კონკურსზე საქართველო წრედგინა, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ჩვენთან ერთად, ახალგაზრდა, ელვარე, ნიჭიერი სახე ყოფილიყო. მარიკოს შორიდან ვიცნობდით. მასთან თანამშრომლობის შემდეგ, აღმოვაჩინეთ, რომ მარიკოს ნიჭიერებასთან ერთად, საოცარი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა აქვს. გაცილებით პოზიტიური აღმოჩნდა ჩვენი მასზე მანამდე შორიდან შექმნილი შთაბეჭდილება.

- როგორც ვიცი, მასთან სკაიპის საშუალებით თანამშრომლობდით, რადგანაც "შინს" უცხოეში უწევს მოღვაწეობა.

- მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სიმღერაში ჩადებულია აზრი, რომ ციფრული სამყაროდან დედამიწაზე აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ, ციფრული სამყარო მანძილზე სწორედ წარმატებულ თანამშრომლობაში დაგვეხმარა.

- საბოლოოდ "ევროვიზიაზე" რა შანსები გაქვთ? ამ კონკურსზე საერთოდ, დიდი როლს პოლიტიკა თამაშობს ხოლმე. თქვენ რას იტყვით?

- ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკა და სხვა ასპექტი ასეთ დროს ცუდ როლს თამაშობს, მაგრამ წარმოიდგინეთ, ამ მიმართულებითაც სრული კარტბლანშია იმ თვალსაზრისით, რომ ევროპას აქვს პოლიტიკურადაც შანსი, თქვას, რომ ძალა ერთობასა და გაერთიანებაშია. წელს "ევროვიზიის" სლოგანია "შემოგვიერთდი". ამ ყველაფრის განთვალისწინებით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და იქ წარსადგენ სიმღერებს შორის ჩვენი ნამუშევარი გამორჩეული და ერთადერთია, რომელიც ახლოს არის წლევანდელი კონკურსის მოთხოვნებთან. ამიტომ ქართველმა ემიგრანტებმაც უნდა იბრძოლონ, შემოგვიერთდნენ და მხარი დაგვიჭირონ, ვინაიდან ჩვენ მათ სათქმელსაც ვამბობთ, რომ ყველას სამშობლო დედამიწაა, სადაც უნდა დავბრუნდეთ! მოკლედ, ყველანაირი პირობა არსებობს, რომ "ევროვიზია" შემდეგ წელს საქართველოში ჩატარდეს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.ეგ"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება