პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერს ვიტყვი!" - რატომ აუკრძალეს ბარბარე რაფალიანცის ოჯახს პრესასთან ურთიერთობა
"ყველაფერს ვიტყვი!" - რატომ აუკრძალეს ბარბარე რაფალიანცის ოჯახს პრესასთან ურთიერთობა

წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­ლაგ­ში 10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი მა­რან­ში, წყლით სავ­სე ქვევრში დამ­ხრჩვა­ლი იპო­ვეს. არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა რამ­დენ­ჯერ­მე სა­ჯა­როდ და­დეს პი­რო­ბა, რომ საქ­მეს სწრა­ფად გა­მო­ი­ძი­ებ­დნენ, მაგ­რამ შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის საქ­მე დღემ­დე გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლია.

და­ვინ­ტე­რეს­დით, რა­ი­მე სი­ახ­ლე ხომ არ არის გა­მო­ძი­ე­ბის კუ­თხით. ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის დე­ი­დას, დალი მე­ქე­რიშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც სა­უ­ბარ­ზე არ დაგ­ვთან­ხმდა იმ მო­ტი­ვით, რომ ად­ვო­კატ­მა მათ ოჯახს კო­მენ­ტა­რე­ბის გა­კე­თე­ბა აუკ­რძა­ლა. ამის შემ­დეგ Ambebi.ge რა­ფა­ლი­ან­ცე­ბის ად­ვო­კატს ლალი ბი­წოშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- რამე სი­ახ­ლე ხომ არ არის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე­ში?

- რამე ახა­ლი რომ იყოს, რო­გორ გგო­ნი­ათ, აქამ­დე გავ­ჩერ­დე­ბო­დი და არ გა­ვახ­მა­უ­რებ­დი?

- ოჯახს რა­ტომ აუკ­რძა­ლეთ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი­სა და კო­მენ­ტა­რე­ბის მი­ცე­მა?

- გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არც მე ვიძ­ლე­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ას. მოვა დრო, გა­მო­ვალ ტე­ლე­ვი­ზი­ით და ვი­ტყვი ყვე­ლა­ფერს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2012 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, არ­ჩევ­ნე­ბის წინა ღა­მით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტარ­მა კან­დი­დატ­მა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა პირ­და­პი­რი ეთე­რის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ცნო სო­ფელ კო­ლაგ­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ის შე­სა­ხებ, სა­დაც გარ­დაც­ვლი­ლი ჩვი­ლის ქვევ­რი­დან ამოყ­ვა­ნას ტე­ლე­ვი­ზი­ის ვი­დეო-კა­მე­რა იღებ­და. 10 თვის ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცი 2012 წლის 30 სექ­ტემ­ბერს, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კო­ლაგ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ, სა­ძი­ნე­ბე­ლი ოთა­ხის გვერ­დით მდე­ბა­რე მა­რან­ში, წყლით სავ­სე ქვევრში იპო­ვეს გარ­დაც­ვლი­ლი. ქვევ­რს ზე­მო­დან ქვა ჰქონ­და და­ფა­რე­ბუ­ლი. გო­გო­ნას დე­ი­დამ, დალი მე­ქე­რიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო, ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა არ­ჩევ­ნებს და­უ­კავ­ში­რა, ცხელ გულ­ზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვილ­მა კი და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი, გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, რო­მე­ლიც 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გურ­ჯა­ან­ში კენ­ჭს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" იყ­რი­და.

"მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბარ­ბა­რე რა­ფა­ლი­ან­ცის საქ­მე გახ­სნი­ლია, მაგ­რამ არ ახ­მა­უ­რე­ბენ, რად­გან "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" არ აწყობს. იმი­ტომ არ ახ­მა­უ­რე­ბენ, რომ რო­გორც კი ამას იტყვი­ან, ის ადა­მი­ა­ნი, ვინც მე ტრა­გე­დი­ის ღა­მეს და­მა­და­ნა­შა­უ­ლა, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში უნდა მი­ე­ცეს. ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ახლა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეა, ცრუ დას­მე­ნის­თვის უნდა და­ი­სა­ჯოს. მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი და ცრუ დას­მე­ნა და­ნა­შა­უ­ლია. სრუ­ლი­ად ნა­თე­ლია, რა მოხ­და ამ ღა­მეს, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­მო­ი­ყე­ნა ეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ და ცო­ცხე­ბის ფონ­ზე ამომ­რჩე­ვე­ლი ამ ტრა­გე­დი­ით დამ­ძი­მე­ბუ­ლი მი­იყ­ვა­ნა სა­არ­ჩევ­ნო ყუ­თებ­თან," - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილ­მა.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ყველაფერს ვიტყვი!" - რატომ აუკრძალეს ბარბარე რაფალიანცის ოჯახს პრესასთან ურთიერთობა

"ყველაფერს ვიტყვი!" - რატომ აუკრძალეს ბარბარე რაფალიანცის ოჯახს პრესასთან ურთიერთობა

წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ბარბარე რაფალიანცი მარანში, წყლით სავსე ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს. არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა რამდენჯერმე საჯაროდ დადეს პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ, მაგრამ შემზარავი მკვლელობის საქმე დღემდე გამოუძიებელია.

დავინტერესდით, რაიმე სიახლე ხომ არ არის გამოძიების კუთხით. ბარბარე რაფალიანცის დეიდას, დალი მექერიშვილს დავუკავშირდით, რომელიც საუბარზე არ დაგვთანხმდა იმ მოტივით, რომ ადვოკატმა მათ ოჯახს კომენტარების გაკეთება აუკრძალა. ამის შემდეგ Ambebi.ge რაფალიანცების ადვოკატს ლალი ბიწოშვილს დაუკავშირდა.

- რამე სიახლე ხომ არ არის ბარბარე რაფალიანცის საქმეში?

- რამე ახალი რომ იყოს, როგორ გგონიათ, აქამდე გავჩერდებოდი და არ გავახმაურებდი?

- ოჯახს რატომ აუკრძალეთ ჟურნალისტებისთვის ინტერვიუებისა და კომენტარების მიცემა?

- გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არც მე ვიძლევი ინფორმაციას. მოვა დრო, გამოვალ ტელევიზიით და ვიტყვი ყველაფერს.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 30 სექტემბერს, არჩევნების წინა ღამით, "ქართული ოცნების" გურჯაანის რაიონის მაჟორიტარმა კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა პირდაპირი ეთერის საშუალებით საქართველოს ამცნო სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ, სადაც გარდაცვლილი ჩვილის ქვევრიდან ამოყვანას ტელევიზიის ვიდეო-კამერა იღებდა. 10 თვის ბარბარე რაფალიანცი 2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში, დაახლოებით ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით სავსე ქვევრში იპოვეს გარდაცვლილი. ქვევრს ზემოდან ქვა ჰქონდა დაფარებული. გოგონას დეიდამ, დალი მექერიშვილმა, რომელიც საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო, ბავშვის მკვლელობა არჩევნებს დაუკავშირა, ცხელ გულზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ბერიკაშვილმა კი დანაშაულის ორგანიზებაში ყოფილი გუბერნატორი, გიორგი ღვინიაშვილი დაადანაშაულა, რომელიც 1 ოქტომბრის არჩევნებისთვის გურჯაანში კენჭს "ნაციონალური მოძრაობიდან" იყრიდა.

"მაქვს ინფორმაცია, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმე გახსნილია, მაგრამ არ ახმაურებენ, რადგან "ქართულ ოცნებას" არ აწყობს. იმიტომ არ ახმაურებენ, რომ როგორც კი ამას იტყვიან, ის ადამიანი, ვინც მე ტრაგედიის ღამეს დამადანაშაულა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს. ქალბატონი მანანა ბერიკაშვილი, რომელიც ახლა კულტურის მინისტრის მოადგილეა, ცრუ დასმენისთვის უნდა დაისაჯოს. მე ძალიან კარგად ვიცი სისხლის სამართლის კოდექსი და ცრუ დასმენა დანაშაულია. სრულიად ნათელია, რა მოხდა ამ ღამეს, "ქართულმა ოცნებამ" გამოიყენა ეს წინასაარჩევნოდ და ცოცხების ფონზე ამომრჩეველი ამ ტრაგედიით დამძიმებული მიიყვანა საარჩევნო ყუთებთან," - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ღვინიაშვილმა.

ნანა ფიცხელაური, Ambebi.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ