Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქმა ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი დალოცა" - როდის დაიწყებენ მამა გაბრიელზე ფილმის გადაღებას
"პატრიარქმა ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი დალოცა" - როდის დაიწყებენ მამა გაბრიელზე ფილმის გადაღებას

ცოტა ხნის წინ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი და­ვა­ა­ნონ­სეთ: რე­ჟი­სო­რი გია კა­ჭა­რა­ვა გა­ზა­ფხულ­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე წმინ­დან­ზე, მამა გაბ­რილ­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბას იწყებ­და.

"ამ­ბე­ბი.გე" პრო­ექ­ტის შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს შე­ეხ­მი­ა­ნა, რომ­ლის წევ­რე­ბიც და­ვით ქა­ცა­რა­ვა (პრო­დუ­სე­რი) და მისი მე­უღ­ლე - სოფო ხა­ჭა­პუ­რი­ძე (პრო­ექ­ტის პიარ-მე­ნე­ჯე­რი) არი­ან. სა­ინ­ტე­რე­სოა, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია პრო­ექ­ტი, რომ­ლის გა­და­ღე­ბაც გა­ზა­ფხულ­ზე უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, მით უფრო, რომ საქ­მე მამა გაბ­რი­ელს ეხე­ბა. 

- თქვენს გეგ­მებ­ში რა­ი­მე ხომ არ შე­იც­ვა­ლა?

სოფო ხა­ჭა­პუ­რი­ძე:

- ფილ­მის გა­და­ღე­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გო­რი რთუ­ლი პრო­ცე­სია. მა­ნამ­დე კი სე­რი­ო­ზუ­ლი მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დია გა­სავ­ლე­ლი. ამი­ტომ ახლა ეგ ეტა­პი გვაქვს. თან, ისეთ თე­მას შე­ვე­ჭი­დეთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი იდე­ა­ლუ­რად გვინ­და, რომ გა­მოგ­ვი­ვი­დეს... იყო პარტნი­ო­რე­ბის ძი­ე­ბა, შეხ­ვედ­რე­ბი, შე­თან­ხმე­ბე­ბი და ძა­ლი­ან გა­მოც­დილ კი­ნო­კომ­პა­ნი­ას ("სარ­კე") მი­ვა­კი­თხეთ, სა­დაც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი პრო­დი­უ­სე­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ, მას­შტა­ბურ ფილ­მებს იღე­ბენ. მათ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბით იმ დას­კვნამ­დე მი­ვე­დით, რომ ჩვე­ნი ფილ­მი არა ორ­ნა­წი­ლი­ა­ნი, არა­მედ ერ­თნა­წი­ლი­ა­ნი იყოს. არა­და, რო­გორც იცით, ფილ­მის რე­ჟი­სორ გია კა­ჭა­რა­ვას ის ორ­ნა­წი­ლი­ა­ნად და მე­ტა­დაც ჰქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი. მოკ­ლედ, გვირ­ჩი­ეს, მის ნა­წი­ლე­ბად და­ყო­ფას, ქრო­ნო­მეტ­რა­ჟით ოდ­ნავ გრძე­ლი ფილ­მი იყო­სო. ამი­ტომ გია კა­ჭა­რა­ვას ამ­ჟა­მად ხე­ლახ­ლა უწევს სცე­ნარ­ზე მუ­შა­ო­ბა და ეს პრო­ცე­სი დრო­ში ცოტა გა­ი­წე­ლე­ბა. სე­რი­ო­ზუ­ლი სა­მუ­შაო მიმ­დი­ნა­რე­ობს, ისე­თი, ყვე­ლაფ­რის სა­ფუძ­ვე­ლი რომ არის. სცე­ნა­რი თუ არ ვარ­გა, რო­გო­რი უმაგ­რე­სი რე­ჟი­სო­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რიც არ უნდა იყოს,ფილ­მი არ გა­მო­ვა. ძლი­ე­რი სცე­ნა­რი ფილ­მის სა­ძირ­კვე­ლია.

- გა­და­ღე­ბას გა­ზა­ფხულ­ზე გეგ­მავ­დით. რას ფიქ­რობთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით? რო­დის და­ი­წყებთ?

- გა­ზა­ფხულ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კას­ტინ­გის თა­რი­ღი სცე­ნა­რის გამო გა­დავ­წი­ეთ. ჯო­ბია ეს პრო­ცე­სი გა­ი­წე­ლოს და მერე ად­ვი­ლად წავა ყვე­ლა­ფე­რი. მოკ­ლედ, სცე­ნარ­ზე ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი.

- ჩვე­ნი ბოლო შეხ­ვედ­რი­დან ვიცი, რომ კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია II-მ ამ ფილ­მის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ი­მე თუ შე­იც­ვა­ლა?

- კი, მამა ტა­რი­ე­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბით (ძა­ლი­ან სპონ­ტა­ნუ­რად) მოხ­და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის პატ­რი­არ­ქთან შეხ­ვედ­რა. იქ ჩემი მე­უღ­ლე და­ვით ქა­ცა­რა­ვაც გახ­ლდათ. პატ­რი­არ­ქმა პრო­ექ­ტი და­ლო­ცა და ამას­თან, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის ყვე­ლა წვე­რიც. ჩემი მე­უღ­ლე იქი­დან სა­ო­ცა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი­თა და შეგ­რძნე­ბე­ბით დაბ­რუნ­და. ყვე­ლა­ნი ამაღ­ლე­ბულ ხა­სი­ათ­ზე იყ­ვნენ.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ასე­ვე: ექ­სკლუ­ზი­ვი: მამა გაბ­რი­ელ­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბა იწყე­ბა - და­ვით ქა­ცა­რა­ვა პრო­ექ­ტის დე­ტა­ლებ­ზე

"პატრიარქმა ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი დალოცა" - როდის დაიწყებენ მამა გაბრიელზე ფილმის გადაღებას

"პატრიარქმა ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი დალოცა" - როდის დაიწყებენ მამა გაბრიელზე ფილმის გადაღებას

ცოტა ხნის წინ საინტერესო ამბავი დავაანონსეთ: რეჟისორი გია კაჭარავა გაზაფხულზე თანამედროვე წმინდანზე, მამა გაბრილზე ფილმის გადაღებას იწყებდა.

"ამბები.გე" პროექტის შემოქმედებით ჯგუფს შეეხმიანა, რომლის წევრებიც დავით ქაცარავა (პროდუსერი) და მისი მეუღლე - სოფო ხაჭაპურიძე (პროექტის პიარ-მენეჯერი) არიან. საინტერესოა, რა მდგომარეობაშია პროექტი, რომლის გადაღებაც გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, მით უფრო, რომ საქმე მამა გაბრიელს ეხება. 

- თქვენს გეგმებში რაიმე ხომ არ შეიცვალა?

სოფო ხაჭაპურიძე:

- ფილმის გადაღება, მოგეხსენებათ, როგორი რთული პროცესია. მანამდე კი სერიოზული მოსამზადებელი პერიოდია გასავლელი. ამიტომ ახლა ეგ ეტაპი გვაქვს. თან, ისეთ თემას შევეჭიდეთ, რომ ყველაფერი იდეალურად გვინდა, რომ გამოგვივიდეს... იყო პარტნიორების ძიება, შეხვედრები, შეთანხმებები და ძალიან გამოცდილ კინოკომპანიას ("სარკე") მივაკითხეთ, სადაც კვალიფიციური პროდიუსერები მუშაობენ, მასშტაბურ ფილმებს იღებენ. მათთან კონსულტაციებით იმ დასკვნამდე მივედით, რომ ჩვენი ფილმი არა ორნაწილიანი, არამედ ერთნაწილიანი იყოს. არადა, როგორც იცით, ფილმის რეჟისორ გია კაჭარავას ის ორნაწილიანად და მეტადაც ჰქონდა ჩაფიქრებული. მოკლედ, გვირჩიეს, მის ნაწილებად დაყოფას, ქრონომეტრაჟით ოდნავ გრძელი ფილმი იყოსო. ამიტომ გია კაჭარავას ამჟამად ხელახლა უწევს სცენარზე მუშაობა და ეს პროცესი დროში ცოტა გაიწელება. სერიოზული სამუშაო მიმდინარეობს, ისეთი, ყველაფრის საფუძველი რომ არის. სცენარი თუ არ ვარგა, როგორი უმაგრესი რეჟისორული ნამუშევარიც არ უნდა იყოს,ფილმი არ გამოვა. ძლიერი სცენარი ფილმის საძირკველია.

- გადაღებას გაზაფხულზე გეგმავდით. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? როდის დაიწყებთ?

- გაზაფხულზე გამოცხადებული კასტინგის თარიღი სცენარის გამო გადავწიეთ. ჯობია ეს პროცესი გაიწელოს და მერე ადვილად წავა ყველაფერი. მოკლედ, სცენარზე ვართ დამოკიდებულები.

- ჩვენი ბოლო შეხვედრიდან ვიცი, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ამ ფილმის შესახებ არაფერი იცოდა. ამ მიმართულებით რაიმე თუ შეიცვალა?

- კი, მამა ტარიელის ორგანიზებით (ძალიან სპონტანურად) მოხდა შემოქმედებითი ჯგუფის პატრიარქთან შეხვედრა. იქ ჩემი მეუღლე დავით ქაცარავაც გახლდათ. პატრიარქმა პროექტი დალოცა და ამასთან, შემოქმედებითი ჯგუფის ყველა წვერიც. ჩემი მეუღლე იქიდან საოცარი შთაბეჭდილებებითა და შეგრძნებებით დაბრუნდა. ყველანი ამაღლებულ ხასიათზე იყვნენ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: ექსკლუზივი: მამა გაბრიელზე ფილმის გადაღება იწყება - დავით ქაცარავა პროექტის დეტალებზე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება