Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართველი სტილისტი, რომელიც რუსი სელებრითების იმიჯს ქმნის
ვინ არის ქართველი სტილისტი, რომელიც რუსი სელებრითების იმიჯს ქმნის

მა­რი­ნა დო­ლი­ძე მოს­კო­ვის კი­დევ ერთი ცნო­ბი­ლი სა­ხეა, გე­მოვ­ნე­ბი­თა და სტი­ლის შეგ­რძნე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი, რო­მელ­საც ამ სფე­რო­ში საკ­მაო გა­მოც­დი­ლე­ბა და­უგ­როვ­და.

ლონ­დონ­ში St. Martins-ის კო­ლე­ჯში მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა და კარ­გა ხანს მუ­შა­ობ­და ცნო­ბილ სტი­ლისტ კირა პლას­ტი­ნი­ნას­თან და მისი ცალ­კე ხა­ზის, LUBLU Kira Plastinina-ს ხელ­მძღ-ვა­ნე­ლიც გახ­და.

ასე­ვე უმუ­შა­ვია მო­დუ­რი გა­მო­ცე­მე­ბის ფე­შე­ნექ­სპერ­ტად, მო­ნა­წი­ლე­ობ­და მი­უ­ზიკლ "მეტ­როს" მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­ში. მერე კი სა­კუ­თა­რი მო­დუ­რი სა­ა­გენ­ტო და­ა­არ­სა - Fashion IQ. მისი სა­ა­გენ­ტო დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მოს­კო­ვის მო­დურ ქალ­ბა­ტო­ნებს შო­რის: სა­ა­გენ­ტოს სტი­ლის­ტე­ბი მუ­შა­ო­ბენ ქსე­ნია სობ­ჩა­კის, ნა­დეჟ­და მი­ხალ­კო­ვას და სხვა ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბის იმი­ჯი­სა და სტი­ლის შექ­მნა­ზე. ყვე­ლას, ვი­საც სურს, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად და მო­დუ­რად ით­ვლე­ბო­დეს, შე­უძ­ლია, თა­ვი­სი სტი­ლის­ტი ჰყავ­დეს, რა­შიც მა­რი­ნა დო­ლი­ძე ეხ­მა­რე­ბა.

თვით მა­რი­ნას სა­მო­სი ყო­ველ­თვის გა­ნი­ხი­ლე­ბა მო­დურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­მო­ირ­ჩე­ვა ჩაც­მის სტი­ლით და მერე ამა­ზე ხში­რად მსჯე­ლო­ბენ. მას მოს­კო­ველ ალექ­სა ჩანგსაც უწო­დე­ბენ­და მის მო­რიგ თა­მამ სა­მოსს ხში­რად მოჰ­ყვე­ბა ხოლ­მე წა­მო­ძა­ხი­ლი: "დო­ლი­ძე გა­გიჟ­და!" მის გარ­დე­რობ­ში ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ბაფ­თი­ა­ნი კა­ბაა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის ეს­კი­ზის მი­ხედ­ვით შე­ი­კე­რა და სამი ათა­სი დო­ლა­რი დაჯ­და. მა­რი­ნა გა­თხო­ვი­ლია - ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავს, 8 წლის ლიზა და 1 წლის სო­ფია.

- რო­დის და­ი­წყო თქვე­ნი მო­დით გა­ტა­ცე­ბა?

- ჯერ კი­დევ სტუ­დენ­ტო­ბის დრო­ი­დან. მარ­თა­ლია, ლონ­დონ­ში თავ­და­პირ­ვე­ლად ეკო­ნო­მი­კის სკო­ლა­ში ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში მივ­ხვდი, რომ სა­ჩე­მო არ იყო და ფე­შენ­სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი. იქ მივ­ხვდი, რომ მიყ­ვარს მოდა, ქა­ლის სი­ლა­მა­ზე, მომ­წონს ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­წყო­ბა, სა­მო­სის მო­ფიქ­რე­ბა.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის წა­მო­წყე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლად Fashion IQ -ს გახ­სნა?

- ლოს-ან­ჯე­ლეს­ში არის მსგავ­სი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი - იქ ეს ძა­ლი­ან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნაა: სტი­ლის­ტე­ბი ბევ­რს მუ­შა­ო­ბენ და ბევ­რს შო­უ­ლო­ბენ, მათ­ზე დიდი მო­თხოვ­ნაა. ვი­ფიქ­რე, რომ ეს არ არის ცუდი პრო­ფე­სია, მით უმე­ტეს, ქა­ლის­თვის, რო­მელ­საც მოდა უყ­ვარს.

- გარ­და იმი­სა, რომ ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს სტი­ლის შექ­მნა­ში ეხ­მა­რე­ბით, კი­დევ რა მომ­სა­ხუ­რე­ბაა პო­პუ­ლა­რუ­ლი თქვენ­თან?

- მა­გა­ლი­თად, კა­რა­დის და­ლა­გე­ბა. ხში­რად ხდე­ბა, რომ ...

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვინ არის ქართველი სტილისტი, რომელიც რუსი სელებრითების იმიჯს ქმნის

ვინ არის ქართველი სტილისტი, რომელიც რუსი სელებრითების იმიჯს ქმნის

მარინა დოლიძე მოსკოვის კიდევ ერთი ცნობილი სახეა, გემოვნებითა და სტილის შეგრძნებით გამორჩეული, რომელსაც ამ სფეროში საკმაო გამოცდილება დაუგროვდა.

ლონდონში St. Martins-ის კოლეჯში მიიღო განათლება და კარგა ხანს მუშაობდა ცნობილ სტილისტ კირა პლასტინინასთან და მისი ცალკე ხაზის, LUBLU Kira Plastinina-ს ხელმძღ-ვანელიც გახდა.

ასევე უმუშავია მოდური გამოცემების ფეშენექსპერტად, მონაწილეობდა მიუზიკლ ''მეტროს'' მოსამზადებელ პერიოდში. მერე კი საკუთარი მოდური სააგენტო დააარსა - Fashion IQ. მისი სააგენტო დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსკოვის მოდურ ქალბატონებს შორის: სააგენტოს სტილისტები მუშაობენ ქსენია სობჩაკის, ნადეჟდა მიხალკოვას და სხვა ცნობილი სახეების იმიჯისა და სტილის შექმნაზე. ყველას, ვისაც სურს, გემოვნებიანად და მოდურად ითვლებოდეს, შეუძლია, თავისი სტილისტი ჰყავდეს, რაშიც მარინა დოლიძე ეხმარება.

თვით მარინას სამოსი ყოველთვის განიხილება მოდურ საზოგადოებაში. ყველა ღონისძიებაზე გამოირჩევა ჩაცმის სტილით და მერე ამაზე ხშირად მსჯელობენ. მას მოსკოველ ალექსა ჩანგსაც უწოდებენდა მის მორიგ თამამ სამოსს ხშირად მოჰყვება ხოლმე წამოძახილი: ''დოლიძე გაგიჟდა!'' მის გარდერობში ყველაზე საყვარელი ბაფთიანი კაბაა, რომელიც თავისი ქალიშვილის ესკიზის მიხედვით შეიკერა და სამი ათასი დოლარი დაჯდა. მარინა გათხოვილია - ორი ქალიშვილი ჰყავს, 8 წლის ლიზა და 1 წლის სოფია.

- როდის დაიწყო თქვენი მოდით გატაცება?

- ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან. მართალია, ლონდონში თავდაპირველად ეკონომიკის სკოლაში ჩავაბარე, მაგრამ ნახევარ წელიწადში მივხვდი, რომ საჩემო არ იყო და ფეშენსკოლაში გადავედი. იქ მივხვდი, რომ მიყვარს მოდა, ქალის სილამაზე, მომწონს ადამიანების გამოწყობა, სამოსის მოფიქრება.

- რატომ გადაწყვიტეთ საკუთარი საქმიანობის წამოწყება და კონკრეტულად Fashion IQ -ს გახსნა?

- ლოს-ანჯელესში არის მსგავსი სააგენტოები - იქ ეს ძალიან გავრცელებული მოვლენაა: სტილისტები ბევრს მუშაობენ და ბევრს შოულობენ, მათზე დიდი მოთხოვნაა. ვიფიქრე, რომ ეს არ არის ცუდი პროფესია, მით უმეტეს, ქალისთვის, რომელსაც მოდა უყვარს.

- გარდა იმისა, რომ ცნობილ ადამიანებს სტილის შექმნაში ეხმარებით, კიდევ რა მომსახურებაა პოპულარული თქვენთან?

- მაგალითად, კარადის დალაგება. ხშირად ხდება, რომ ...

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება