პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მათხოვარი ოთარინიო კალაძეს ეძებს - მინისტრის მამის ძველი ნაცნობის გალექსილი, ემოციური მუდარის წერილი
მათხოვარი ოთარინიო კალაძეს ეძებს - მინისტრის მამის ძველი ნაცნობის გალექსილი, ემოციური მუდარის წერილი

თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში არა­ერთ ფი­ნან­სუ­რად გა­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ანს შეხ­ვე­დე­ბით, რომ­ლე­ბიც თავს მა­თხოვ­რო­ბით ირ­ჩე­ნენ. ზოგი მათ­გა­ნი მო­წყა­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ დაგ­ლო­ცავთ, ზოგ­მა შე­საძ­ლოა, ხატი გა­ჩუ­ქოთ. ახ­ლა­ხანს კი გა­მოჩ­ნდა შუა ხნის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მო­წყა­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ მის მიერ და­წე­რილ ლექსს გა­ჩუ­ქებთ...

ლექ­სის ავ­ტო­რია ოთა­რი­ნიო, რო­მე­ლიც, რო­გორც ში­ნა­არ­სი­დან ირ­კვე­ვა, კა­ლა­ძის მა­მის ძვე­ლი ნაც­ნო­ბია, რომ­ლის­გა­ნაც წლე­ბის წინ ბევ­რი სი­კე­თე ახ­სოვს. ახლა კი დახ­მა­რე­ბას კახი კა­ლა­ძეს სთხოვს. სა­თხო­ვა­რი კი ისე­თი­ვეა, რო­გორც ათა­სო­ბით და­საქ­მე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლის ქვე­ყა­ნა­ში - სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა. ლექ­სის ავ­ტო­რი სწო­რედ ამ ხერ­ხით ცდი­ლობს ხმა მი­აწ­ვდი­ნოს კახი კა­ლა­ძეს.

ერთ-ერთი, ვინც ოთა­რი­ნი­ოს­გან მო­წყა­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ მის მიერ და­წე­რი­ლი ლექ­სი მი­ი­ღო, Ambebi.ge-ს თა­ნამ­შრო­მე­ლია. გთა­ვა­ზობთ ლექსს (სტი­ლი და­ცუ­ლია) და ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ასე უფრო გა­ვუ­მარ­ტი­ვებთ ავ­ტორს ხმა მი­აწ­ვდი­ნოს ად­რე­სატს.

კახი კა­ლა­ძეს

მთავ­რო­ბამ ნდო­ბა გა­მო­გი­ცხა­და

რუ­სებ­მაც კი თქვეს მა­ლა­დეც,

და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ

ვიც-პრე­მი­ე­რო კა­ლა­ძევ!

შენ­თვის ყო­ველ­თვის ვიქ­ნე­ბი

მუ­დამ ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი,

ჩემ­ზე ბევ­რად მდი­და­რია

ჟორ­ჟიკ ამ­ბარ­ცუ­მი­ა­ნი.

კახა თავ­მდა­ბა­ლი ხარ,

კე­თი­ლი ხარ და ჭკვი­ა­ნი,

არ­ჩევ­ნებ­ზე შე­მოვ­ხა­ზე

ორ­მოც­და­ერ­თი­ა­ნი.

მა­მა­შე­ნი ად­რი­ან წლებ­ში

მა­კი­თხებ­და გა­ზე­თებს,

დი­ნა­მო­ში რომ იყა­ვი

მჩუქ­ნი­და ათ მა­ნე­თებს.

ჩემო კახა, გე­ნაც­ვა­ლე

მინ­და მქონ­დეს სამ­სა­ხუ­რი,

ფუ­ლის თხოვ­ნა სირ­ცხვი­ლია

სა­კუ­თა­რი მინ­და ფული.

კახა, გთხოვ, გე­მუ­და­რე­ბი

იქ­ნებ სად­მე და­მა­საქ­მო,

ლუკ­მა პუ­რის ფული მქონ­დეს,

და­გი­ლო­ცავ ოჯახს, საძ­მოს (დე­მეს და კო­ბის).

ავ­ტო­რი - ოთა­რი­ნიო

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: კახა კა­ლა­ძის სტი­ლის ევო­ლუ­ცია და უც­ნო­ბი ფო­ტო­ე­ბი (+15 PHOTO)

მათხოვარი ოთარინიო კალაძეს ეძებს - მინისტრის მამის ძველი ნაცნობის გალექსილი, ემოციური მუდარის წერილი

მათხოვარი ოთარინიო კალაძეს ეძებს - მინისტრის მამის ძველი ნაცნობის გალექსილი, ემოციური მუდარის წერილი

თბილისის ქუჩებში არაერთ ფინანსურად გაჭირვებულ ადამიანს შეხვედებით, რომლებიც თავს მათხოვრობით ირჩენენ. ზოგი მათგანი მოწყალების სანაცვლოდ დაგლოცავთ, ზოგმა შესაძლოა, ხატი გაჩუქოთ. ახლახანს კი გამოჩნდა შუა ხნის მამაკაცი, რომელიც მოწყალების სანაცვლოდ მის მიერ დაწერილ ლექსს გაჩუქებთ...

ლექსის ავტორია ოთარინიო, რომელიც, როგორც შინაარსიდან ირკვევა, კალაძის მამის ძველი ნაცნობია, რომლისგანაც წლების წინ ბევრი სიკეთე ახსოვს. ახლა კი დახმარებას კახი კალაძეს სთხოვს. სათხოვარი კი ისეთივეა, როგორც ათასობით დასაქმების გარეშე დარჩენილის ქვეყანაში - სამსახურის შოვნა. ლექსის ავტორი სწორედ ამ ხერხით ცდილობს ხმა მიაწვდინოს კახი კალაძეს.

ერთ-ერთი, ვინც ოთარინიოსგან მოწყალების სანაცვლოდ მის მიერ დაწერილი ლექსი მიიღო, Ambebi.ge-ს თანამშრომელია. გთავაზობთ ლექსს (სტილი დაცულია) და ვიმედოვნებთ, რომ ასე უფრო გავუმარტივებთ ავტორს ხმა მიაწვდინოს ადრესატს.

კახი კალაძეს

მთავრობამ ნდობა გამოგიცხადა

რუსებმაც კი თქვეს მალადეც,

დაბადების დღეს გილოცავ

ვიც-პრემიერო კალაძევ!

შენთვის ყოველთვის ვიქნები

მუდამ ყურადღებიანი,

ჩემზე ბევრად მდიდარია

ჟორჟიკ ამბარცუმიანი.

კახა თავმდაბალი ხარ,

კეთილი ხარ და ჭკვიანი,

არჩევნებზე შემოვხაზე

ორმოცდაერთიანი.

მამაშენი ადრიან წლებში

მაკითხებდა გაზეთებს,

დინამოში რომ იყავი

მჩუქნიდა ათ მანეთებს.

ჩემო კახა, გენაცვალე

მინდა მქონდეს სამსახური,

ფულის თხოვნა სირცხვილია

საკუთარი მინდა ფული.

კახა, გთხოვ, გემუდარები

იქნებ სადმე დამასაქმო,

ლუკმა პურის ფული მქონდეს,

დაგილოცავ ოჯახს, საძმოს (დემეს და კობის).

ავტორი - ოთარინიო

ასევე დაგაინტერესებთ: კახა კალაძის სტილის ევოლუცია და უცნობი ფოტოები (+15 PHOTO)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია