ქეთევან ციხელაშვილი - ჟურნალისტების დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ

ქეთევან ციხელაშვილი - ჟურნალისტების დაკავება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ

სოფელ აძვში რუსი სამხედროების მიერ ტელეკომპანია "ტვ3"-ის გადამღები ჯგუფის დაკავების თაობაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობას ესაუბრა.

"რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ჟურნალისტების თაობაზე უკვე გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობასთან. როგორც მაცნობეს, მისია "ცხელი ხაზის" საშუალებით დაუკავშირდა ოსურ მხარეს და ჟურნალისტების გათავისუფლებაზე აქტიურად ვმუშაობთ. ჟურნალისტების დაკავება ძალიან სამწუხარო და სავალალო ფაქტია, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს. დაკავებული არიან ტელეკომპანია "TV 3"-ის გადამღები ჯგუფი - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

დაკავების შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. მისი ცნობით, ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა