პარლამენტის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, 10 აპრილს, თელავში, მას და გიორგი ღვინიაშვილს, შეჩერებულ პროექტებთან დაკავშირებით ბრიფინგის ჩატარების საშუალება კრიმინალებმა არ მისცეს.
"თელავის ინციდენტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი ჟურული, რომელიც წარსულში ნასამართლევია მკვლელობისთვის, არჩილ მაისურაძე, მეტსახელად "სტარიჩოკა", ასევე მკვლელობაზე ნასამართლევი პირი, დავით მეგუთნიშვილი მეტსახელად "ტაშტი" "ქართული ოცნების" აქტივისტი და წინანდლის კოორდინატორი. ასეთი ნახევრად კრიმინალური დაჯგუფებების მეშვეობით, სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ჩვენს აქტივისტებზე ზეწოლა ხდება", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი ღვინიაშვილს და ლევან ბეჟაშვილს თელავში, თეატრის წინ, ბრიფინგის გამართვის საშუალება არ მისცეს.