მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს - ქართველი ჟურნალისტების დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია
შსს - ქართველი ჟურნალისტების დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია

რუსი ოკუ­პან­ტე­ბის მიერ ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია უკვე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას ინ­ფორ­მა­ცია ცხე­ლი ხა­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით მი­ე­წო­და.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ საქ­მე­ში უკვე ჩარ­თო სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი. ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით ცოტა ხნის წინ მი­ე­წო­და ინ­ფორ­მა­ცია ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას", - აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა სო­ფელ აძვში ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან ტე­ლე­კომ­პა­ნია "TV 3"-ის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი - ჟურ­ნა­ლის­ტი ბელა ზა­ქა­ი­ძე, ოპე­რა­ტო­რი ვახო ლე­კი­აშ­ვი­ლი და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ტექ­ნი­კუ­რი თა­ნამ­შრო­მე­ლი მი­ხე­ილ მი­ხო­ე­ვი.

და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად ტე­ლე­კომ­პა­ნია ავ­რცე­ლებს. მისი ცნო­ბით, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი სო­ფელ აძვში სა­ზღვრის გად­მო­წე­ვის ფაქ­ტის გა­სა­შუ­ქებ­ლად იყო ჩა­სუ­ლი, რო­დე­საც რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა და­ა­კა­ვეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

შსს - ქართველი ჟურნალისტების დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია

შსს - ქართველი ჟურნალისტების დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია

რუსი ოკუპანტების მიერ ქართველი ჟურნალისტების დაკავების შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე ინფორმირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ინფორმაცია ცხელი ხაზის საშუალებით მიეწოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეში უკვე ჩართო საერთაშორისო ორგანიზაციები. ცხელი ხაზის მეშვეობით ცოტა ხნის წინ მიეწოდა ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას", - აცხადებენ უწყებაში.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვში ქართველი ჟურნალისტები დააკავეს. დაკავებული არიან ტელეკომპანია "TV 3"-ის გადამღები ჯგუფი - ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი.

დაკავების შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს. მისი ცნობით, ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სოფელ აძვში საზღვრის გადმოწევის ფაქტის გასაშუქებლად იყო ჩასული, როდესაც რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ