პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქრისტესისხლას ნაყენი მეტასტაზების ზრდა-განვითარებას აფერხებს
 ქრისტესისხლას ნაყენი მეტასტაზების ზრდა-განვითარებას აფერხებს

ქრის­ტე­სის­ხლას გა­მორ­ჩე­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი აქვს. მის პრე­პა­რა­ტებს იყე­ნე­ბენ ან­თე­ბი­სა და ქა­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ჭრი­ლო­ბე­ბის შე­სა­ხორ­ცებ­ლად და მო­საწ­ვა­ვად, ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით.

ახალ­გა­მო­წუ­რუ­ლი წვე­ნი­თა და და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი ბა­ლა­ხით შე­იძ­ლე­ბა ხა­ლე­ბის, კონ­დი­ლო­მე­ბის, კოჟ­რე­ბი­სა და ჭორფლის მო­ცი­ლე­ბა, და­ხეთ­ქი­ლი მტევ­ნე­ბი­სა და ქუს­ლე­ბის მო­შუ­შე­ბა. მეც­ნი­ე­რუ­ლი კვლე­ვე­ბით და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ ქრის­ტე­სის­ხლას ძი­რი­თა­დად სპაზ­მის მომხსნე­ლი, ან­თე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო და ბაქ­ტე­რი­ცი­დუ­ლი თვი­სე­ბე­ბი აქვს. აქვს ჰი­პო­ტენ­ზი­უ­რი (წნე­ვის და­მაქ­ვე­ი­თე­ბე­ლი) და ბრა­დი­კარ­დი­უ­ლი (პულ­სის გა­მა­იშ­ვი­ა­თე­ბე­ლი) ეფექ­ტი.

ქრის­ტე­სის­ხლას წვე­ნით მკურ­ნა­ლო­ბენ ცხვირ-ხა­ხის პა­თო­ლო­გი­ებს, ადე­ნო­ი­დებს, პო­ლი­პებს, ნუ­შუ­რებს, კოჟ­რებს, ხორ­ცმე­ტებს, ნა­ხეთ­ქებს, სხვა­დას­ხვა წარ­მო­შო­ბის მუ­წუ­კებს, ფუ­რუნ­კუ­ლებს, ეგ­ზე­მას, ღრძი­ლებს, ჰერ­პე­სულ ინ­ფექ­ცი­ას (გან­სა­კუთ­რე­ბით - ტუ­ჩებ­ზე), აგ­რეთ­ვე - ცე­ცხლის ალით, ორ­თქლით, ცხე­ლი რძით, მზის სხი­ვე­ბით და სხვა­დას­ხვა ქი­მი­უ­რი ნა­ერ­თით გა­მოწ­ვე­ულ დამ­წვრო­ბას.

ქრის­ტე­სის­ხლას წარ­მა­ტე­ბით იყე­ნე­ბენ ჰი­პერ­ტო­ნი­ის, ას­თმის, ლე­ი­კო­ზის, ათე­როსკლე­რო­ზის, ფიბ­რო­მის, გრი­პის, მსხვი­ლი ნაწ­ლა­ვის პო­ლი­პო­ზის, ბუ­ა­სი­ლის, გას­ტრი­ტის, ჩიყ­ვის, პო­დაგ­რის, რევ­მა­ტიზ­მის, საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ტრაქ­ტის წყლუ­ლის, ღვიძ­ლი­სა და ნაღ­ვლის ბუშ­ტის, აგ­რეთ­ვე თირკმე­ლე­ბი­სა და გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბა­თა სამ­კურ­ნა­ლოდ. ქრის­ტე­სის­ხლას ნა­ყე­ნის ჭინ­ჭარ­სა და გულყვი­თე­ლას­თან კომ­ბი­ნა­ცია აფერ­ხებს მე­ტას­ტა­ზე­ბის ზრდა-გან­ვი­თა­რე­ბას. ამ მიზ­ნით თა­ნა­ბა­რი რა­ო­დე­ნო­ბით იღე­ბენ სა­მი­ვე ბა­ლახს, აქუც­მა­ცე­ბენ, ერ­თმა­ნეთ­ში ურე­ვენ და ერთ სა­დი­ლის კოვზ ნა­რევს ყრი­ან თერ­მოს­ში, ას­ხა­მენ ერთ ჭიქა მდუ­ღა­რე წყალს და 1-2 სა­ა­თით აჩე­რე­ბენ. ნა­ხე­ვარ ჭიქა ნა­ყენს დი­ლით, უზ­მო­ზე იღე­ბენ, ნა­ხე­ვარს კი - ვახ­შმამ­დე ერთი სა­ა­თით ადრე.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
0

სიმსიმნის შემთხვევაში რა დოზით იღებენ და წელიწადში რამდენჯერ.

ნინა
3

ნახევარი ჭიქა. , გარკვევით წერია, რათა დოზებს კითხულობთ. 

მე მარტო ქრისტესისხლას ვაყენებ, 1 ს/კ + 200 მლ მდუღარე წყალი , გავაჩეროთ 20 წუთი და გადავწუროთ. მივიღოთ 15-20 წუთით ადრე ჭამამდე 50 მლ დღეში 3 ჯერ ორი კვირის განმავლობაში.შემდეგ შეისვენოთ 2 კვირა და გავაგრძელოთ კიდევ 2 კვირა (ანუ საერთო ჯამში 4 კვირა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ქრისტესისხლას ნაყენი მეტასტაზების ზრდა-განვითარებას აფერხებს

 ქრისტესისხლას ნაყენი მეტასტაზების ზრდა-განვითარებას აფერხებს

ქრისტესისხლას გამორჩეული სამკურნალო თვისებები აქვს. მის პრეპარატებს იყენებენ ანთებისა და ქავილის საწინააღმდეგოდ, ჭრილობების შესახორცებლად და მოსაწვავად, ანტიმიკრობული დანიშნულებით.

ახალგამოწურული წვენითა და დაქუცმაცებული ბალახით შეიძლება ხალების, კონდილომების, კოჟრებისა და ჭორფლის მოცილება, დახეთქილი მტევნებისა და ქუსლების მოშუშება. მეცნიერული კვლევებით დადასტურებულია, რომ ქრისტესისხლას ძირითადად სპაზმის მომხსნელი, ანთების საწინააღმდეგო და ბაქტერიციდული თვისებები აქვს. აქვს ჰიპოტენზიური (წნევის დამაქვეითებელი) და ბრადიკარდიული (პულსის გამაიშვიათებელი) ეფექტი.

ქრისტესისხლას წვენით მკურნალობენ ცხვირ-ხახის პათოლოგიებს, ადენოიდებს, პოლიპებს, ნუშურებს, კოჟრებს, ხორცმეტებს, ნახეთქებს, სხვადასხვა წარმოშობის მუწუკებს, ფურუნკულებს, ეგზემას, ღრძილებს, ჰერპესულ ინფექციას (განსაკუთრებით - ტუჩებზე), აგრეთვე - ცეცხლის ალით, ორთქლით, ცხელი რძით, მზის სხივებით და სხვადასხვა ქიმიური ნაერთით გამოწვეულ დამწვრობას.

ქრისტესისხლას წარმატებით იყენებენ ჰიპერტონიის, ასთმის, ლეიკოზის, ათეროსკლეროზის, ფიბრომის, გრიპის, მსხვილი ნაწლავის პოლიპოზის, ბუასილის, გასტრიტის, ჩიყვის, პოდაგრის, რევმატიზმის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის წყლულის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, აგრეთვე თირკმელებისა და გულის დაავადებათა სამკურნალოდ. ქრისტესისხლას ნაყენის ჭინჭარსა და გულყვითელასთან კომბინაცია აფერხებს მეტასტაზების ზრდა-განვითარებას. ამ მიზნით თანაბარი რაოდენობით იღებენ სამივე ბალახს, აქუცმაცებენ, ერთმანეთში ურევენ და ერთ სადილის კოვზ ნარევს ყრიან თერმოსში, ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს და 1-2 საათით აჩერებენ. ნახევარ ჭიქა ნაყენს დილით, უზმოზე იღებენ, ნახევარს კი - ვახშმამდე ერთი საათით ადრე.

იხილეთ სტატიის გაგრძელება