პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამუშაოდ საზღვარგარეთ - რომელ პროფესიებზეა მოთხოვნა ევროპაში და არაბულ ქვეყნებში
სამუშაოდ საზღვარგარეთ - რომელ პროფესიებზეა მოთხოვნა ევროპაში და არაბულ ქვეყნებში

ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე და თბი­ლი­სის შე­ნო­ბე­ბის ფა­სა­დე­ბი ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი­თაა აჭ­რე­ლე­ბუ­ლი:

"ვიწ­ვევთ პო­ლო­ნეთ­ში სამ­კერ­ვა­ლო­ებ­ში, სათ­ბუ­რებ­სა და ხორცკომ­ბი­ნა­ტებ­ში, ასე­ვე მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე მო­მუ­შა­ვე პერ­სო­ნალს, გან­სა­კუთ­რე­ბით, შემ­დუ­ღებ­ლებს, კა­ლა­ტო­ზებს"; ან "აიხ­დი­ნეთ ოც­ნე­ბა, გა­ა­ტა­რეთ 1 წელი გერ­მა­ნი­ა­ში! 18-დან 25 წლამ­დე გო­გო­ნებს ვთა­ვა­ზობთ და­საქ­მე­ბას გერ­მა­ნულ ოჯა­ხებ­ში, ბინა, კვე­ბა და და­ზღვე­ვა უფა­სოა, ანა­ზღა­უ­რე­ბა 260 ევ­რო­დან".

რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რი და სან­დოა ამ­გვა­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, რო­გორ დავ­საქმდეთ ლე­გა­ლუ­რად ევ­რო­კავ­ში­რის თუ აზი­ის ქვეყ­ნებ­ში?

ერთ-ერთი და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, ამ­ბობს, რომ ამ­ჟა­მად მო­თხოვ­ნაა სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღო­ლებ­ზე ლიტ­ვა­ში, პო­ლო­ნეთ­ში, დიდი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბით, უპი­რა­ტე­სო­ბა ინ­გლი­სუ­რის, თუნ­დაც მი­ნი­მა­ლურ დო­ნე­ზე მცოდ­ნე­ებს ენი­ჭე­ბათ.

"სა­მუ­შაო ვი­ზე­ბი ფორმ­დე­ბა - ევ­რო­კავ­ში­რის ვი­ზის ფასი 35 ევ­რო­დან იწყე­ბა. ცხა­დია, სა­ა­გენ­ტოც იღებს ანა­ზღა­უ­რე­ბას მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში, თან­ხა სხვა­დას­ხვაა, ქვე­ყა­ნას გა­აჩ­ნია. ლიტ­ვის სა­ტყეო მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში სჭირ­დე­ბათ მუ­შა­ხე­ლი; იტა­ლი­ი­დან, სა­ბერ­ძნე­თი­დან, ის­რა­ე­ლი­დან ავად­მყო­ფის ან მო­ხუ­ცის მომ­ვლე­ლებ­ზეა მო­თხოვ­ნა, ის­რა­ელ­ში რუ­სუ­ლი ენის მცოდ­ნე­ებს ანი­ჭე­ბენ უპი­რა­ტე­სო­ბას. არის ვა­კან­სი­ე­ბი დო­ჰა­ში, ყა­ტა­რის დე­და­ქა­ლაქ­ში - უფრო ბარ­მე­ნი, მიმ­ტა­ნი, კა­რის­კა­ცი, დამ­ლა­გე­ბე­ლი სჭირ­დე­ბათ სას­ტუმ­რო­ებ­ში. იდე­ბა სა­მუ­შაო კონ­ტრაქ­ტი ინ­გლი­სურ ენა­ზე, სა­დაც და­სა­კა­ვე­ბე­ლი პო­ზი­ცია და ხელ­ფა­სი ზუს­ტად არის მი­თი­თე­ბუ­ლი, ასე­ვე, სხვა პი­რო­ბე­ბი - გა­მო­სას­ვლე­ლი დღე­ე­ბი, და­მა­ტე­ბი­თი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა," - გა­ნუ­ცხა­და ბპნ-ს და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მელ­მა.

მისი თქმით, მგზავ­რო­ბის ხარ­ჯებს ხში­რად დამ­საქ­მე­ბე­ლი ფა­რავს, თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი როცა ითხო­ვენ სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბას ცე ჰე­პა­ტიტ­ზე, შიდსზე და ა.შ.

"ქარ­თვე­ლი კა­ცე­ბი და გან­სა­კუთ­რე­ბით, ქა­ლე­ბი არა­ბულ სამ­ყა­რო­ში გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბელ, უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხში­რად ვარ­დე­ბი­ან იმის გამო, რომ იქა­ურ ცხოვ­რე­ბის წესს, იქ მოქ­მედ აკ­რძალ­ვებს ცუ­დად იც­ნო­ბენ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­მუ­შა­ოდ წას­ვლამ­დე ელე­მენ­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ინც მი­ვი­ღებთ ამ ქვეყ­ნებ­ზე," - მი­აჩ­ნია და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრო­მელს.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" პრო­ექ­ტე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლე­ვან ნატ­როშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის 16 სა­ხელ­მწი­ფოს­თან აქვს ხელი მო­წე­რი­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ზე ევ­რო­კავ­ში­რის "პარტნი­ო­რო­ბა მო­ბი­ლუ­რო­ბის­თვის" ფარ­გლებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც არა­ლე­გა­ლურ მიგ­რა­ცი­ას­თან ერ­თობ­ლივ ბრძო­ლა­სა და ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამ დეკ­ლა­რა­ცი­ით რე­გუ­ლირ­დე­ბა მიგ­რან­ტე­ბის მოძ­რა­ო­ბა, სა­მუ­შაო, სას­წავ­ლო თუ ტუ­რის­ტუ­ლი ვი­ზე­ბის გა­ცე­მა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ასე­ვე არე­გუ­ლი­რებს არა­ლე­გა­ლე­ბის სა­კითხს, რე­ად­მი­სი­ას - ანუ, სა­ქარ­თვე­ლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებს ევ­რო­კავ­შირ­ში უკა­ნო­ნოდ შე­სუ­ლი თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, მათი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში კი ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბიც და­ეხ­მა­რე­ბი­ან.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­ღალკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ კად­რებს, ნატ­როშ­ვი­ლი ფიქ­რობს, რომ მათ­ზე ისე­დაც დიდი მო­თხოვ­ნაა, გან­სა­კუთ­რე­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში.

"თვი­თონ არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი "ტვი­ნე­ბის მი­ზიდ­ვით". და­ბალკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მო­ზღვა­ვე­ბა კი ევ­რო­პას, პი­რი­ქით, პრობ­ლე­მას უქ­მნის - ჩა­სუ­ლე­ბი, მათ შო­რის ქარ­თვე­ლე­ბი, გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლებ ანა­ზღა­უ­რე­ბას თახმდე­ბი­ან, რი­თაც ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას შრო­მით ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ას უწე­ვენ. ამი­ტომ, ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა მიგ­რან­ტე­ბის შეს­ვლის შე­ზღუდ­ვას ითხოვს და მთავ­რო­ბე­ბიც მიგ­რან­ტთა მკაცრ კვო­ტებს აწე­სე­ბენ, მით უმე­ტეს, რომ ჩა­სულ­თა დიდი ნა­წი­ლი იქ სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ნას ცდი­ლობს. მიგ­რა­ცი­ის ტალ­ღის შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია - ადა­მი­ა­ნი მი­დის იქ, სა­დაც ცო­ტა­თი მა­ინც მეტი ანა­ზღა­უ­რე­ბა, ხელ­ფა­სი ექ­ნე­ბა, ამას­თან ბრძო­ლის ერ­თა­დერ­თი გზა კი ქვე­ყა­ნა­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის შექ­მნაა," - მი­აჩ­ნია ნატ­როშ­ვილს.

ცირ­კუ­ლა­რუ­ლი მიგ­რა­ცის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ევ­რო­კავ­ში­რის ზოგ ქვე­ყა­ნა­ში დრო­ე­ბით ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ. ეს ქვეყ­ნე­ბია - პო­ლო­ნე­თი, ლიტ­ვა, ეს­ტო­ნე­თი, ლატ­ვია, ჩე­ხე­თი და შვე­დე­თი. ოღონდ, ამ ქვეყ­ნებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია დრო­ე­ბი­თი ცხოვ­რე­ბი­სა და და­საქ­მე­ბის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბა და არა მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

წყა­რო:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სამუშაოდ საზღვარგარეთ - რომელ პროფესიებზეა მოთხოვნა ევროპაში და არაბულ ქვეყნებში

სამუშაოდ საზღვარგარეთ - რომელ პროფესიებზეა მოთხოვნა ევროპაში და არაბულ ქვეყნებში

ინტერნეტსივრცე და თბილისის შენობების ფასადები ასეთი განცხადებებითაა აჭრელებული:

"ვიწვევთ პოლონეთში სამკერვალოებში, სათბურებსა და ხორცკომბინატებში, ასევე მშენებლობებზე მომუშავე პერსონალს, განსაკუთრებით, შემდუღებლებს, კალატოზებს"; ან "აიხდინეთ ოცნება, გაატარეთ 1 წელი გერმანიაში! 18-დან 25 წლამდე გოგონებს ვთავაზობთ დასაქმებას გერმანულ ოჯახებში, ბინა, კვება და დაზღვევა უფასოა, ანაზღაურება 260 ევროდან".

რამდენად რეალური და სანდოა ამგვარი შემოთავაზება, როგორ დავსაქმდეთ ლეგალურად ევროკავშირის თუ აზიის ქვეყნებში?

ერთ-ერთი დასაქმების სააგენტოს თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამბობს, რომ ამჟამად მოთხოვნაა სატვირთო მანქანის მძღოლებზე ლიტვაში, პოლონეთში, დიდი სამუშაო გამოცდილებით, უპირატესობა ინგლისურის, თუნდაც მინიმალურ დონეზე მცოდნეებს ენიჭებათ.

"სამუშაო ვიზები ფორმდება - ევროკავშირის ვიზის ფასი 35 ევროდან იწყება. ცხადია, სააგენტოც იღებს ანაზღაურებას მომსახურებაში, თანხა სხვადასხვაა, ქვეყანას გააჩნია. ლიტვის სატყეო მეურნეობებში სჭირდებათ მუშახელი; იტალიიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან ავადმყოფის ან მოხუცის მომვლელებზეა მოთხოვნა, ისრაელში რუსული ენის მცოდნეებს ანიჭებენ უპირატესობას. არის ვაკანსიები დოჰაში, ყატარის დედაქალაქში - უფრო ბარმენი, მიმტანი, კარისკაცი, დამლაგებელი სჭირდებათ სასტუმროებში. იდება სამუშაო კონტრაქტი ინგლისურ ენაზე, სადაც დასაკავებელი პოზიცია და ხელფასი ზუსტად არის მითითებული, ასევე, სხვა პირობები - გამოსასვლელი დღეები, დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება," - განუცხადა ბპნ-ს დასაქმების სააგენტოს თანამშრომელმა.

მისი თქმით, მგზავრობის ხარჯებს ხშირად დამსაქმებელი ფარავს, თუმცა არის შემთხვევები როცა ითხოვენ სამედიცინო შემოწმებას ცე ჰეპატიტზე, შიდსზე და ა.შ.

"ქართველი კაცები და განსაკუთრებით, ქალები არაბულ სამყაროში გაუთვალისწინებელ, უხერხულ სიტუაციაში ხშირად ვარდებიან იმის გამო, რომ იქაურ ცხოვრების წესს, იქ მოქმედ აკრძალვებს ცუდად იცნობენ. კარგი იქნება, თუ სამუშაოდ წასვლამდე ელემენტალურ ინფორმაციას მაინც მივიღებთ ამ ქვეყნებზე," - მიაჩნია დასაქმების სააგენტოს თანამშრომელს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტების ხელმძღვანელი ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირის 16 სახელმწიფოსთან აქვს ხელი მოწერილი დეკლარაციაზე ევროკავშირის "პარტნიორობა მობილურობისთვის" ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც არალეგალურ მიგრაციასთან ერთობლივ ბრძოლასა და ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ამ დეკლარაციით რეგულირდება მიგრანტების მოძრაობა, სამუშაო, სასწავლო თუ ტურისტული ვიზების გაცემა. ხელშეკრულება ასევე არეგულირებს არალეგალების საკითხს, რეადმისიას - ანუ, საქართველო ვალდებულებას იღებს ევროკავშირში უკანონოდ შესული თავისი მოქალაქეების დაბრუნებაზე, მათი პირობების გაუმჯობესებაში კი ევროკავშირის ქვეყნებიც დაეხმარებიან.

რაც შეეხება მაღალკვალიფიციურ კადრებს, ნატროშვილი ფიქრობს, რომ მათზე ისედაც დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში.

"თვითონ არიან დაინტერესებულნი "ტვინების მიზიდვით". დაბალკვალიფიციური კადრების მოზღვავება კი ევროპას, პირიქით, პრობლემას უქმნის - ჩასულები, მათ შორის ქართველები, გაცილებით ნაკლებ ანაზღაურებას თახმდებიან, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას შრომით ბაზარზე კონკურენციას უწევენ. ამიტომ, ევროკავშირის ქვეყნების მოსახლეობა მიგრანტების შესვლის შეზღუდვას ითხოვს და მთავრობებიც მიგრანტთა მკაცრ კვოტებს აწესებენ, მით უმეტეს, რომ ჩასულთა დიდი ნაწილი იქ სამუდამოდ დარჩენას ცდილობს. მიგრაციის ტალღის შეჩერება შეუძლებელია - ადამიანი მიდის იქ, სადაც ცოტათი მაინც მეტი ანაზღაურება, ხელფასი ექნება, ამასთან ბრძოლის ერთადერთი გზა კი ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნაა," - მიაჩნია ნატროშვილს.

ცირკულარული მიგრაცის შესახებ შეთანხმებით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში დროებით ლეგალურად დასაქმების საშუალება ეძლევათ. ეს ქვეყნებია - პოლონეთი, ლიტვა, ესტონეთი, ლატვია, ჩეხეთი და შვედეთი. ოღონდ, ამ ქვეყნებში შესაძლებელია დროებითი ცხოვრებისა და დასაქმების უფლების მოპოვება და არა მუდმივი ბინადრობის.

ნინო კვიტაშვილი

წყარო:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია