მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოიკითხა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ავადმყოფობის პერიოდში ლუბა ელიაშვილი
მოიკითხა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ავადმყოფობის პერიოდში ლუბა ელიაშვილი

ჟურ­ნა­ლის­ტი ლუბა ელი­აშ­ვი­ლი "მე­ცხრე არ­ხის" და­ხურ­ვი­დან ძა­ლი­ან მალე ცუ­დად გახ­და. ამ­ბობ­დნენ, რომ მისი ავად­მყო­ფო­ბა ბრალ­დე­ბე­ბის შე­დე­გი იყო, რო­მე­ლიც მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით ხში­რად ის­მო­და. ლუბა ელი­აშ­ვი­ლი ახლა უკვე კარ­გა­დაა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სახ­ლში გა­დის.

- ქალ­ბა­ტო­ნო ლუბა, რო­დე­საც ცუ­დად გახ­დით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იწე­რე­ბო­და, რომ თქვე­ნი ავად­მყო­ფო­ბა, "მე­ცხრე არ­ხის" გამო ატე­ხილ­მა სკან­დალ­მა გა­მო­იწ­ვია...

- არ მეს­მის, რას ნიშ­ნავს "მე­ცხრე არ­ხის" გამო ატე­ხი­ლი სკან­და­ლი". რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ავად­მყო­ფო­ბას, გა­მო­იწ­ვია იმან, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღა­ლი წნე­ვა მაქვს და თა­ნაც, ბოლო ოთხი წე­ლია, სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის უფ­ლე­ბა არ მი­მი­ცია, და­სას­ვე­ნებ­ლად წავ­სუ­ლი­ყა­ვი. სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას საკ­მა­ოდ უდი­ე­რად ვექ­ცე­ო­დი, ცოტა უფრო ადრე რომ მი­მე­მარ­თა ჩემი ამ­ჟა­მინ­დე­ლი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ექი­მის­თვის, თამ­რი­კო ცქი­ტიშ­ვი­ლის­თვის, ალ­ბათ, არც ინ­სულ­ტი და­მე­მარ­თე­ბო­და. ახლა მისი წყა­ლო­ბით, "კოს­მო­ნავ­ტის წნე­ვა" მაქვს.

- რო­დის აპი­რებთ, რომ საქ­მი­ა­ნო­ბას აქ­ტი­უ­რად და­უბ­რუნ­დეთ?

- ახ­ლაც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვსაქ­მი­ა­ნობ, ამ­ჯე­რად სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობ, შე­ვას­რუ­ლო ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ექი­მე­ბი მირ­ჩე­ვენ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბას, ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა, რომ "მე­ცხრე არხი" იყო ამ საქ­მი­ა­ნო­ბის ერ­თერ­თი სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ორ­ჯერ, ერთხელ "იბე­რი­ა­ში" და მე­ო­რედ "მე­ცხრე არხზე", მო­მე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, მა­ყუ­რებ­ლის­თვის მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა სა­რე­დაქ­ციო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი და ტე­ლეპ­რო­დუქ­ცია, შე­მახ­ვედ­რა იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო. ვგუ­ლის­ხმობ რო­გორც ამ არ­ხე­ბის დამ­ფუძ­ნებ­ლებს, ასე­ვე თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს, რომ­ლებ­თან ერ­თად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის მძი­მე ხა­ნა­შიც ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას. ამის­თვის ყვე­ლა მათ­განს კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბას ვუხ­დი. რო­გორც კი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და­ვას­რუ­ლებ და ისევ "ად­რინ­დე­ლი ლუბა" ვიქ­ნე­ბი, ვფიქ­რობ, და­ვუბ­რუნ­დე ჩემს საყ­ვა­რელ საქ­მეს.

- გაქვთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბის გეგ­მა?

- რამ­დე­ნი­მე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­დან მაქვს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა. ჩემი მო­მა­ვა­ლი კა­რი­ე­რის და­გეგ­მვი­სას ბევ­რი დე­ტა­ლი მექ­ნე­ბა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩემი მე­უღ­ლე ვა­კის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი და პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლეა, ამის გამო ზო­გი­ერ­თი კო­ლე­გა ინ­ტე­რეს­თა კონ­ფლიქტზეც მი­მი­თი­თებ­და. არ მი­მაჩ­ნია, რომ ეს საყ­ვე­დუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნია, მაგ­რამ ვეც­დე­ბი, მოღ­ვა­წე­ო­ბის ისე­თი სფე­რო ავირ­ჩიო, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას არ მის­ცემს ჩემს არა­კე­თილ­მო­სურ­ნე­ებს, ეთი­კურ პრობ­ლე­მა­ზე მი­მი­თი­თონ. პირ­და­პირ შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მთე­ლი ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, და­მეც­ვა ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი სტან­დარ­ტი და ჩემი ეთი­კუ­რი სიფრ­თხი­ლის გამო თუ ვინ­მე და­ი­ჩაგ­რა, მხო­ლოდ ჩემი მე­უღ­ლე შალ­ვა შავ­გუ­ლი­ძეა, რო­მე­ლიც მა­შინ არა­ერ­თი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის ად­ვო­კა­ტი და ბევ­რის­თვის სა­ნატ­რე­ლი რეს­პონ­დენ­ტი იყო, მე კი არას­დროს მი­მიწ­ვე­ვია გა­და­ცე­მა "დი­ა­ლო­გის" ეთერ­ში, რო­მელ­საც თა­ვად ვუ­ძღვე­ბო­დი.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მნი­ლი ერ­თერ­თი ჯგუ­ფი "მე­ცხრე არ­ხის" ეთერ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვს, რო­გორ ფიქ­რობთ, რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია ეს მო­თხოვ­ნა?

- ალ­ბათ, და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია, რას გუ­ლის­ხმობს "მე­ცხრე არ­ხის" ეთერ­ში დაბ­რუ­ნე­ბა. ამ ეტაპ­ზე არ­ხის უამ­რა­ვი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი სხვა­დას­ხვა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­სა თუ სხვა სამ­სა­ხურ­შია და­საქ­მე­ბუ­ლი. თუ არ­სე­ბობს სპონ­სო­რი, რო­მელ­საც სურს ახა­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის შექ­მნა, დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­დაგ­ვა­რი ლი­ცენ­ზი­ე­ბის აღე­ბა, რაც "მე­ცხრე არხს" ჰქონ­და, რთუ­ლი არ არის. არც აპა­რა­ტუ­რის ჩა­მო­ტა­ნას ემუქ­რე­ბა სა­ბა­ჟო­ზე და­ზი­ა­ნე­ბის საფრ­თხე, აღა­რა­ვინ უქ­მნის ხე­ლოვ­ნურ ბა­რი­ე­რებს ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ეთერ­ში გას­ვლას. რო­გორც ვხე­დავ, სო­კო­ე­ბი­ვით მომ­რავ­ლდნენ ახა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი. ამ­დე­ნად, არ მეს­მის, რაში სჭირ­დე­ბა ამ საქ­მეს პე­ტი­ცი­ე­ბის წერა. თუ სა­ხელ­წო­დე­ბა არ ეთ­მო­ბათ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, "ახა­ლი მე­ცხრე არ­ხის" სა­ხე­ლით გა­კეთ­დეს ტე­ლე­ვი­ზია.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

მოიკითხა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ავადმყოფობის პერიოდში ლუბა ელიაშვილი

მოიკითხა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ავადმყოფობის პერიოდში ლუბა ელიაშვილი

ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი ''მეცხრე არხის'' დახურვიდან ძალიან მალე ცუდად გახდა. ამბობდნენ, რომ მისი ავადმყოფობა ბრალდებების შედეგი იყო, რომელიც მისი მიმართულებით ხშირად ისმოდა. ლუბა ელიაშვილი ახლა უკვე კარგადაა და რეაბილიტაციას სახლში გადის.

- ქალბატონო ლუბა, როდესაც ცუდად გახდით, სოციალურ ქსელში იწერებოდა, რომ თქვენი ავადმყოფობა, ''მეცხრე არხის'' გამო ატეხილმა სკანდალმა გამოიწვია...

- არ მესმის, რას ნიშნავს ''მეცხრე არხის'' გამო ატეხილი სკანდალი''. რაც შეეხება ჩემს ავადმყოფობას, გამოიწვია იმან, რომ წლების განმავლობაში მაღალი წნევა მაქვს და თანაც, ბოლო ოთხი წელია, საკუთარი თავისთვის უფლება არ მიმიცია, დასასვენებლად წავსულიყავი. საკუთარ ჯანმრთელობას საკმაოდ უდიერად ვექცეოდი, ცოტა უფრო ადრე რომ მიმემართა ჩემი ამჟამინდელი შესანიშნავი ექიმისთვის, თამრიკო ცქიტიშვილისთვის, ალბათ, არც ინსულტი დამემართებოდა. ახლა მისი წყალობით, ''კოსმონავტის წნევა'' მაქვს.

- როდის აპირებთ, რომ საქმიანობას აქტიურად დაუბრუნდეთ?

- ახლაც ძალიან აქტიურად ვსაქმიანობ, ამჯერად  საკუთარი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. მაქსიმალურად ვცდილობ, შევასრულო ყველაფერი, რასაც ექიმები მირჩევენ. რაც შეეხება ჩემს პროფესიულ საქმიანობას, ძალიან მეამაყება, რომ ''მეცხრე არხი'' იყო ამ საქმიანობის ერთერთი საუკეთესო პერიოდი. ჩემს ცხოვრებაში ორჯერ, ერთხელ ''იბერიაში'' და მეორედ ''მეცხრე არხზე'', მომეცა საშუალება, მაყურებლისთვის მიგვეწოდებინა სარედაქციო დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხის საინფორმაციო გამოშვებები და ტელეპროდუქცია, შემახვედრა იმ ადამიანებს, რომლებთან ერთად მუშაობა დიდი სიამოვნება იყო. ვგულისხმობ როგორც ამ არხების დამფუძნებლებს, ასევე თითოეულ თანამშრომელს, რომლებთან ერთად ჟურნალისტებისთვის მძიმე ხანაშიც ვემსახურებოდით სიტყვის თავისუფლებას. ამისთვის ყველა მათგანს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი. როგორც კი რეაბილიტაციას დავასრულებ და ისევ ''ადრინდელი ლუბა'' ვიქნები, ვფიქრობ, დავუბრუნდე ჩემს საყვარელ საქმეს.

- გაქვთ ტელევიზიაში დაბრუნების გეგმა?

- რამდენიმე ტელეკომპანიიდან მაქვს შემოთავაზება. ჩემი მომავალი კარიერის დაგეგმვისას ბევრი დეტალი მექნება გასათვალისწინებელი. მოგეხსენებათ, ჩემი მეუღლე ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, ამის გამო ზოგიერთი კოლეგა ინტერესთა კონფლიქტზეც მიმითითებდა. არ მიმაჩნია, რომ ეს საყვედური სამართლიანია, მაგრამ ვეცდები, მოღვაწეობის ისეთი სფერო ავირჩიო, რომელიც საშუალებას არ მისცემს ჩემს არაკეთილმოსურნეებს, ეთიკურ პრობლემაზე მიმითითონ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ მთელი ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობდი, დამეცვა ჟურნალისტური სტანდარტი და ჩემი ეთიკური სიფრთხილის გამო თუ ვინმე დაიჩაგრა, მხოლოდ ჩემი მეუღლე შალვა შავგულიძეა, რომელიც მაშინ არაერთი გახმაურებული საქმის ადვოკატი და ბევრისთვის სანატრელი რესპონდენტი იყო, მე კი არასდროს მიმიწვევია გადაცემა ''დიალოგის'' ეთერში, რომელსაც თავად ვუძღვებოდი.

- სოციალურ ქსელში შექმნილი ერთერთი ჯგუფი ''მეცხრე არხის'' ეთერში დაბრუნებას ითხოვს, როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია ეს მოთხოვნა?

- ალბათ, დასაზუსტებელია, რას გულისხმობს ''მეცხრე არხის'' ეთერში დაბრუნება. ამ ეტაპზე არხის უამრავი პროფესიონალი თანამშრომელი სხვადასხვა ტელეკომპანიასა თუ სხვა სამსახურშია დასაქმებული. თუ არსებობს სპონსორი, რომელსაც სურს ახალი ტელეკომპანიის შექმნა, დღევანდელ საქართველოში იმდაგვარი ლიცენზიების აღება, რაც ''მეცხრე არხს'' ჰქონდა, რთული არ არის. არც აპარატურის ჩამოტანას ემუქრება საბაჟოზე დაზიანების საფრთხე, აღარავინ უქმნის ხელოვნურ ბარიერებს ტელევიზიების ეთერში გასვლას. როგორც ვხედავ, სოკოებივით მომრავლდნენ ახალი ტელევიზიები. ამდენად, არ მესმის, რაში სჭირდება ამ საქმეს პეტიციების წერა. თუ სახელწოდება არ ეთმობათ, შესაძლებელია, ''ახალი მეცხრე არხის'' სახელით გაკეთდეს ტელევიზია.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია