სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი გიორგი მარგველაშვილს მიმართავს
საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი გიორგი მარგველაშვილს მიმართავს

საყ­დრი­სის გა­დარ­ჩე­ნის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­მი­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს.

მი­მარ­თვა­ში წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას ითხო­ვენ და საყ­დრის­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ზე მთავ­რო­ბას­თან ერ­თად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მა­საც ანი­ჭე­ბენ.

"ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი ბრძან­დე­ბით. თქვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი მო­ვა­ლე­ო­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის დაც­ვაა. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია და მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი ფიქ­სირ­დე­ბა საყ­დრი­სის უძ­ვე­ლე­სი მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის კულ­ტუ­რუ­ლი ძეგლის ირ­გვლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ერ­თხელ მოგ­წე­რეთ საყ­დრი­სის პრობ­ლე­მა­ზე (#2548 31.03.2014 წ.) სამ­წუ­ხა­როდ, თქვე­ნი პო­ზი­ცია დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლია, არ არის ღია და ნა­თე­ლი. ჩვენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ ჩა­გა­ყე­ნოთ საქ­მის კურ­სში თქვენ, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი - საყ­დრი­სი საფრ­თხე­შია!

ამ­დე­ნად, ჩვენ სხვა გზა აღარ დაგ­ვრჩა, მივ­მარ­თავთ პრო­ტეს­ტის უკი­დუ­რეს ფორ­მებს. საყ­დრის­თან კარ­ვე­ბი გა­იშ­ლე­ბა და ახალ­გაზ­რდე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბი პერ­მა­ნენ­ტუ­ლად გა­ვაპ­რო­ტეს­ტებთ იქ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. მივ­მარ­თავთ სხვა რა­დი­კა­ლურ ზო­მებ­საც, თუ სხვა გზა არ დაგ­ვრჩე­ბა.

იმედს ვი­ტო­ვებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის წი­ნა­შე და­დე­ბუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო ფიცი გუ­ლი­დან მომ­დი­ნა­რე იყო და ამ სუ­ლის­კვე­თე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად ქარ­თვე­ლი ერის­გან მო­ნი­ჭე­ბულ უფ­ლე­ბას ჯე­როვ­ნად გა­მო­ი­ყე­ნებთ!

სას­წრა­ფოდ ვი­თხოვთ თქვენ­თან შეხ­ვედ­რას, რათა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, გა­და­წყდეს საყ­დრის­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის პრეს­ტიჟ­სა და მო­მა­ვალს საფრ­თხის წი­ნა­შე აყე­ნებს.

ამას­თან, გვინ­და დავ­ძი­ნოთ, რომ თქვენ­თან ერ­თად სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა მთელ მთავ­რო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი უმაღ­ლეს ხე­ლი­სუ­ფალთ!" - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ ღია წე­რილ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი გიორგი მარგველაშვილს მიმართავს

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი გიორგი მარგველაშვილს მიმართავს

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ღია წერილით მიმართავს.

მიმართვაში წერილის ავტორები გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ითხოვენ და საყდრისთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე მთავრობასთან ერთად პასუხისმგებლობას მასაც ანიჭებენ.

"ბატონო პრეზიდენტო, თქვენ საქართველოს არჩეული პრეზიდენტი და ქვეყნის პირველი პირი ბრძანდებით. თქვენი უპირველესი მოვალეობა კულტურული მემკვიდრეობის ხელშეუხებლობის დაცვაა. საქართველოს მოსახლეობა ინფორმირებულია და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ფიქსირდება საყდრისის უძველესი მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოგწერეთ საყდრისის პრობლემაზე (#2548 31.03.2014 წ.) სამწუხაროდ, თქვენი პოზიცია დღემდე გაურკვეველია, არ არის ღია და ნათელი. ჩვენ ვალდებულები ვართ ჩაგაყენოთ საქმის კურსში თქვენ, როგორც პრეზიდენტი - საყდრისი საფრთხეშია!

ამდენად, ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვრჩა, მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმებს. საყდრისთან კარვები გაიშლება და ახალგაზრდები და საზოგადოების სხვა აქტიური წევრები პერმანენტულად გავაპროტესტებთ იქ მიმდინარე მოვლენებს. მივმართავთ სხვა რადიკალურ ზომებსაც, თუ სხვა გზა არ დაგვრჩება.

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის წინაშე დადებული საპრეზიდენტო ფიცი გულიდან მომდინარე იყო და ამ სულისკვეთების განსახორციელებლად ქართველი ერისგან მონიჭებულ უფლებას ჯეროვნად გამოიყენებთ!

სასწრაფოდ ვითხოვთ თქვენთან შეხვედრას, რათა ერთხელ და სამუდამოდ, გადაწყდეს საყდრისთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის პრესტიჟსა და მომავალს საფრთხის წინაშე აყენებს.

ამასთან, გვინდა დავძინოთ, რომ თქვენთან ერთად სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მთელ მთავრობას, განსაკუთრებით კი უმაღლეს ხელისუფალთ!" - ნათქვამია პრეზიდენტისადმი გაგზავნილ ღია წერილში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია