სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მეთოდებია საჭირო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ქალის შემოსარიგებლად
რა მეთოდებია საჭირო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ქალის შემოსარიგებლად

მა­მა­კა­ცე­ბის აზ­რით, ქა­ლე­ბი ურ­თუ­ლე­სი და ხში­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­ურ­კვე­ვე­ლი აზ­როვ­ნე­ბის მქო­ნე არ­სე­ბე­ბი არი­ან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მა­მა­კა­ცე­ბის დიდი ნა­წი­ლი ქა­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი "ხუშ­ტუ­რე­ბის" ძი­რი­თად ნა­წილს ვერ ან არ ხვდე­ბა. მათ შო­რი­საა ბუ­ტი­ა­ო­ბა და წვრილ­მა­ნებ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბა, რაც და­მე­თან­ხმე­ბით მან­დი­ლოს­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას ხში­რად ახა­სი­ა­თებს. თუმ­ცა ძვირ­ფა­სი მა­მა­კა­ცე­ბის გა­სა­გო­ნად მინ­და ვთქვა, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ თქვენ საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი იცით, კონ­ფლიქ­ტი­სა და გა­უ­გებ­რო­ბის შემ­დეგ მის შე­მო­სა­რი­გებ­ლად გზე­ბის მო­ნახ­ვა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვი და იოლი საქ­მე იქ­ნე­ბა.

ვერ­ძი

ქალი ვერ­ძი ფეთ­ქე­ბა­დი, ემო­ცი­უ­რი და ფი­ცხია. ამი­ტომ მისი რის­ხვა მა­მა­კაცს რო­გორც წესი ატო­მუ­რი ბომ­ბის აფეთ­ქე­ბა­სა­ვით ატყდე­ბა თავს. მაგ­რამ ასე იგი მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში იქ­ცე­ვა, როცა ნამ­დვი­ლად უყ­ვარს ვინ­მე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვერ­ძი ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში გაბ­რა­ზე­ბის კი არა სი­ჩუ­მის უნდა გე­ში­ნო­დეთ ძვირ­ფა­სო მამ­რე­ბო. სა­ი­მი­სოდ რომ ქალი ვერ­ძი შე­მო­ი­რი­გოთ, სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცით ბო­ლომ­დე ამოთ­ქვას თქვენ მი­მართ გულ­ში დაგ­რო­ვი­ლი წყე­ნა და პრე­ტენ­ზი­ე­ბი. გარ­და ამი­სა, მას­თან დი­ა­ლოგ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი დო­ზით გა­მო­ი­ყე­ნეთ იუ­მო­რი; მერ­წმუ­ნეთ, ასე ნე­ბის­მი­ერ ყი­ნულს გა­ად­ნობთ ვერ­ძის გულ­ში.

კურო

ქალი კურო სა­ოც­რად მომთმე­ნი, თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი და დინ­ჯი ინ­დი­ვი­დია. ამი­ტომ მარ­ტი­ვი ქა­ლუ­რი ხუშ­ტუ­რე­ბი და ჭირ­ვე­უ­ლო­ბე­ბი რო­გორც წესი მას იშ­ვი­ა­თად ახა­სი­ა­თებს, შე­სა­ბა­მი­სად, ასე­თი ქა­ლის გა­ნა­წყე­ნე­ბა თუ შე­ძე­ლით ე.ი. რა­ღაც ჭეშ­მა­რი­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი "მი­გი­ქა­რავთ". კურო ვერ­ძი არ არის რომ წყე­ნამ ორ სა­ათ­ში გა­უ­ა­როს, ამი­ტომ მისი გუ­ლის ხელ­მე­ო­რედ მო­სა­გე­ბად და ძვე­ლე­ბუ­რი ნდო­ბის აღ­სად­გე­ნად ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე მო­გიხ­დე­ბათ ლო­დი­ნი, მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნა და ჩა­დე­ნი­ლი საქ­ცი­ე­ლის გამო, გულ­წრფე­ლი სი­ნა­ნუ­ლის და­ნახ­ვე­ბა მის­თვის.

ტყუ­პი

ქალი ტყუ­პი ცვა­ლე­ბა­დი, ემო­ცი­უ­რი და ხმა­უ­რი­ა­ნი ქმნი­ლე­ბაა. მისი გაბ­რა­ზე­ბა ისე­ვე რო­გორც გა­ხა­რე­ბა, მარ­ტი­ვი და აბ­სო­ლუ­ტუ­რად იოლი რა­მაა. ტყუპს შე­უძ­ლია წა­მის მე­ა­სედ­ში უკი­დუ­რე­სი ის­ტე­რი­კის შე­მო­ტე­ვა გა­ი­თა­მა­შოს საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის მი­სა­მარ­თით, თა­ნაც ისე, რომ ამ უკა­ნას­კნელს თმა ყალ­ყზე და­უდ­გეს აღ­შფო­თე­ბის­გან. თუმ­ცა, ასე­თი ქა­ლის გაბ­რა­ზე­ბის ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ, წყე­ნა რო­გორც წესი მას მოკ­ლე ხან­ში ავი­წყდე­ბა. მთა­ვა­რია, როცა ბრა­ზობს სა­უბ­რის და "ქა­ქა­ნის" სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეთ. ერ­თი­ორ­ჯერ ქო­ქო­ლას მო­გაყ­რით და მა­ლე­ვე შე­გი­რიგ­დე­ბათ, მო­რიგ კონ­ფლიქ­ტამ­დე.

კირჩხი­ბი

ქალი კირჩხი­ბის გა­ნა­წყე­ნე­ბა­ზე ად­ვი­ლი ალ­ბათ არა­ფე­რია ბუ­ნე­ბა­ში. ამას­თან ერ­თად, კირჩხი­ბის გა­ბუტვის მი­ზეზს ხში­რად არა­თუ მა­მა­კა­ცი, ახლო მე­გო­ბა­რი ქა­ლე­ბიც კი ვერ ხვდე­ბი­ან ბო­ლომ­დე და პრინ­ციპ­ში თა­ვად კირჩხიბ­საც ვერ გა­უ­გია ხში­რად რა­ტომ ეც­ვლე­ბა გან­წყო­ბა პო­ზი­ტი­უ­რი­დან ნე­გა­ტი­უ­რის­კენ, სრუ­ლი­ად აუხ­სნე­ლად. კირჩხი­ბი ბუ­ნე­ბით სენ­სი­ტი­უ­რი, სით­ბო­სა და ზრუნ­ვის მოყ­ვა­რუ­ლი ინ­დი­ვი­დია. ამი­ტომ "გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლის ნი­ღაბს" ხში­რად სპე­ცი­ა­ლუ­რად, ყო­ველ­გვა­რი არ­სე­ბი­თი მი­ზე­ზის გა­რე­შეც მარ­ტი­ვად ირ­გებს, მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გამო, რომ საყ­ვა­რელ­მა მა­მა­კაც­მა, ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მე მი­ა­ტო­ვოს და მის­კენ გა­ე­შუ­როს სიყ­ვა­რუ­ლის კი­დევ ერთხელ და მე­ა­თი­ა­თასე­ჯერ და­სამ­ტკი­ცებ­ლად.

ლომი

ლომი ქალი უზო­მოდ ამა­ყი, სა­კუ­თა­რი ღი­რე­ბის შეგ­რძნე­ბით აღ­სავ­სე და თავ­მომ­წო­ნე ინ­დი­ვი­დია. ამი­ტომ ქალი ლო­მის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლო­ბა სუ­ლაც არ გახ­ლავთ იოლი საქ­მე. ფაქ­ტობ­რი­ვად მა­მა­კაცს "თი­თის წვე­რებ­ზე" სი­ა­რუ­ლი მო­ე­თხო­ვე­ბა, სა­ი­მი­სოდ რომ მისი კე­თილ­გან­წყო­ბა ხან­გრძლი­ვი დრო­ით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს. ქალი ლომი ყვე­ლა­ზე მე­ტად სი­ძუნ­წის, უყუ­რა­დღე­ბო­ბი­სა და უპა­ტივ­ცე­მუ­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო ნა­წყენ­დე­ბა კაც­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, თუ თქვენ ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი რო­მე­ლი­ღაც ცოდ­ვა­თა­გა­ნი ჩა­ი­დი­ნეთ, თქვე­ნი სა­ხელ­ფა­სო ბი­უ­ჯე­ტის 98% გა­ღე­ბა მო­გი­წევთ მისი გუ­ლის ხე­ლახ­ლა მო­სა­გე­ბად. ამას­თან ერ­თად, სით­ბოს, ყუ­რა­დღე­ბი­სა და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა­დაც უნდა იქ­ცეთ სა­ჩუქ­რე­ბი­სა და სი­ურპრი­ზე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად.

ქალ­წუ­ლი

შეგ­ნე­ბუ­ლი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და სტა­ბი­ლუ­რი ფსი­ქი­კის მქო­ნე ქა­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. მას იშ­ვი­ა­თად ახა­სი­ა­თებს ტი­პუ­რი, ქა­ლუ­რი ჭირ­ვე­უ­ლო­ბე­ბი და დრა­მა­ტიზ­მის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა. თუმ­ცა, არ­სე­ბობს მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც ქალ­წუ­ლი ქალი შე­იძ­ლე­ბა წყო­ბი­დან გა­მო­ვი­დეს და მა­მა­კაც­ზე გული აიც­რუ­ოს. მათ შო­რი­საა ამ უკა­ნას­კნე­ლის მხრი­დან უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, მო­უ­წეს­რი­გებ­ლო­ბა და არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი საქ­ცი­ე­ლი. ქალ­წულს არ უყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას თუ გეგ­მავთ, თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი უნდა და­არ­ქვათ და ნე­ბის­მი­ე­რი და­ნა­პი­რე­ბი ყო­ველ­თვის დრო­უ­ლად შე­ას­რუ­ლოთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ვეჭ­ვობ ერ­თად დიდ­ხანს გაძ­ლოთ.

სას­წო­რი

მისი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი მომ­ხიბ­ვლე­ლი ღი­მი­ლია, რო­მე­ლიც გაბ­რა­ზე­ბის მო­მენ­ტშიც არ ქრე­ბა სას­წო­რის სა­ხი­დან. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი ჰა­ე­რო­ვა­ნი და ფუმ­ფუ­ლა იმი­ჯი­სა, ქალ სას­წორს სა­ო­ცა­რი პრინ­ცი­პუ­ლო­ბი­სა და სი­ჯი­უ­ტის გა­მოვ­ლე­ნა შე­უძ­ლია პე­რი­ო­დუ­ლად. შე­სა­ბა­მი­სად, მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც მის ამ სირ­ბი­ლეს არ და­ა­ფა­სებს, სა­მო­მავ­ლოდ ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე მო­უ­წევს ამ ქა­ლის ღი­მი­ლი­ა­ნი უა­რის და მისი ემო­ცი­უ­რი სი­ცი­ვის ატა­ნა. სა­ი­მი­სოდ რომ სას­წორ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ისევ აღად­გი­ნოთ, მო­უ­წყვეთ მას რო­მან­ტი­უ­ლი სი­ურპრი­ზე­ბი, გა­ა­ნე­ბივ­რეთ ყვა­ვი­ლე­ბი­თა და ტკბი­ლე­უ­ლით; და რაც მთა­ვა­რია, სით­ბო აშ­კა­რად გა­მო­ხა­ტეთ. ეს ყვე­ლა­ზე ნა­ცა­დი და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დია სას­წო­რის გუ­ლის მო­სა­გე­ბად.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რა მეთოდებია საჭირო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ქალის შემოსარიგებლად

რა მეთოდებია საჭირო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ქალის შემოსარიგებლად

მამაკაცების აზრით, ქალები ურთულესი და ხშირად აბსოლუტურად გაურკვეველი აზროვნების მქონე არსებები არიან. აქედან გამომდინარე, მამაკაცების დიდი ნაწილი ქალისთვის დამახასიათებელი "ხუშტურების" ძირითად ნაწილს ვერ ან არ ხვდება. მათ შორისაა ბუტიაობა და წვრილმანებზე განაწყენება, რაც დამეთანხმებით მანდილოსნების უმეტესობას ხშირად ახასიათებს. თუმცა ძვირფასი მამაკაცების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვენ საყვარელი ქალის ზოდიაქოს ნიშანი იცით, კონფლიქტისა და გაუგებრობის შემდეგ მის შემოსარიგებლად გზების მონახვა საკმაოდ მარტივი და იოლი საქმე იქნება.

ვერძი

ქალი ვერძი ფეთქებადი, ემოციური და ფიცხია. ამიტომ მისი რისხვა მამაკაცს როგორც წესი ატომური ბომბის აფეთქებასავით ატყდება თავს. მაგრამ ასე იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა, როცა ნამდვილად უყვარს ვინმე. აქედან გამომდინარე, ვერძი ქალის შემთხვევაში გაბრაზების კი არა სიჩუმის უნდა გეშინოდეთ ძვირფასო მამრებო. საიმისოდ რომ ქალი ვერძი შემოირიგოთ, საშუალება მიეცით ბოლომდე ამოთქვას თქვენ მიმართ გულში დაგროვილი წყენა და პრეტენზიები. გარდა ამისა, მასთან დიალოგში მაქსიმალური დოზით გამოიყენეთ იუმორი; მერწმუნეთ, ასე ნებისმიერ ყინულს გაადნობთ ვერძის გულში.

კურო

ქალი კურო საოცრად მომთმენი, თავშეკავებული და დინჯი ინდივიდია. ამიტომ მარტივი ქალური ხუშტურები და ჭირვეულობები როგორც წესი მას იშვიათად ახასიათებს, შესაბამისად, ასეთი ქალის განაწყენება თუ შეძელით ე.ი. რაღაც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი "მიგიქარავთ". კურო ვერძი არ არის რომ წყენამ ორ საათში გაუაროს, ამიტომ მისი გულის ხელმეორედ მოსაგებად და ძველებური ნდობის აღსადგენად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოგიხდებათ ლოდინი, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და ჩადენილი საქციელის გამო, გულწრფელი სინანულის დანახვება მისთვის.

ტყუპი

ქალი ტყუპი ცვალებადი, ემოციური და ხმაურიანი ქმნილებაა. მისი გაბრაზება ისევე როგორც გახარება, მარტივი და აბსოლუტურად იოლი რამაა. ტყუპს შეუძლია წამის მეასედში უკიდურესი ისტერიკის შემოტევა გაითამაშოს საყვარელი მამაკაცის მისამართით, თანაც ისე, რომ ამ უკანასკნელს თმა ყალყზე დაუდგეს აღშფოთებისგან. თუმცა, ასეთი ქალის გაბრაზების ნუ შეგეშინდებათ, წყენა როგორც წესი მას მოკლე ხანში ავიწყდება. მთავარია, როცა ბრაზობს საუბრის და "ქაქანის" საშუალება მისცეთ. ერთიორჯერ ქოქოლას მოგაყრით და მალევე შეგირიგდებათ, მორიგ კონფლიქტამდე.

კირჩხიბი

ქალი კირჩხიბის განაწყენებაზე ადვილი ალბათ არაფერია ბუნებაში. ამასთან ერთად, კირჩხიბის გაბუტვის მიზეზს ხშირად არათუ მამაკაცი, ახლო მეგობარი ქალებიც კი ვერ ხვდებიან ბოლომდე და პრინციპში თავად კირჩხიბსაც ვერ გაუგია ხშირად რატომ ეცვლება განწყობა პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ, სრულიად აუხსნელად. კირჩხიბი ბუნებით სენსიტიური, სითბოსა და ზრუნვის მოყვარული ინდივიდია. ამიტომ "განაწყენებულის ნიღაბს" ხშირად სპეციალურად, ყოველგვარი არსებითი მიზეზის გარეშეც მარტივად ირგებს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საყვარელმა მამაკაცმა, ყველანაირი საქმე მიატოვოს და მისკენ გაეშუროს სიყვარულის კიდევ ერთხელ და მეათიათასეჯერ დასამტკიცებლად.

ლომი

ლომი ქალი უზომოდ ამაყი, საკუთარი ღირების შეგრძნებით აღსავსე და თავმომწონე ინდივიდია. ამიტომ ქალი ლომის თაყვანისმცემლობა სულაც არ გახლავთ იოლი საქმე. ფაქტობრივად მამაკაცს "თითის წვერებზე" სიარული მოეთხოვება, საიმისოდ რომ მისი კეთილგანწყობა ხანგრძლივი დროით შეინარჩუნოს. ქალი ლომი ყველაზე მეტად სიძუნწის, უყურადღებობისა და უპატივცემულო დამოკიდებულების გამო ნაწყენდება კაცზე. შესაბამისად, თუ თქვენ ზემოთ ხსენებული რომელიღაც ცოდვათაგანი ჩაიდინეთ, თქვენი სახელფასო ბიუჯეტის 98% გაღება მოგიწევთ მისი გულის ხელახლა მოსაგებად. ამასთან ერთად, სითბოს, ყურადღებისა და გულისხმიერების განსახიერებადაც უნდა იქცეთ საჩუქრებისა და სიურპრიზების პარალელურად.

ქალწული

შეგნებული, გაწონასწორებული და სტაბილური ფსიქიკის მქონე ქალების კატეგორიას განეკუთვნება. მას იშვიათად ახასიათებს ტიპური, ქალური ჭირვეულობები და დრამატიზმისკენ მიდრეკილება. თუმცა, არსებობს მიზეზები, რის გამოც ქალწული ქალი შეიძლება წყობიდან გამოვიდეს და მამაკაცზე გული აიცრუოს. მათ შორისაა ამ უკანასკნელის მხრიდან უპასუხისმგებლობა, მოუწესრიგებლობა და არაპროგნოზირებადი საქციელი. ქალწულს არ უყვარს სიურპრიზები. შესაბამისად, მასთან ურთიერთობის გაგრძელებას თუ გეგმავთ, თქვენს ურთიერთობაში ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვათ და ნებისმიერი დანაპირები ყოველთვის დროულად შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვეჭვობ ერთად დიდხანს გაძლოთ.

სასწორი

მისი სავიზიტო ბარათი მომხიბვლელი ღიმილია, რომელიც გაბრაზების მომენტშიც არ ქრება სასწორის სახიდან. თუმცა, მიუხედავად ასეთი ჰაეროვანი და ფუმფულა იმიჯისა, ქალ სასწორს საოცარი პრინციპულობისა და სიჯიუტის გამოვლენა შეუძლია პერიოდულად. შესაბამისად, მამაკაცს, რომელიც მის ამ სირბილეს არ დააფასებს, სამომავლოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე მოუწევს ამ ქალის ღიმილიანი უარის და მისი ემოციური სიცივის ატანა. საიმისოდ რომ სასწორთან ურთიერთობა ისევ აღადგინოთ, მოუწყვეთ მას რომანტიული სიურპრიზები, გაანებივრეთ ყვავილებითა და ტკბილეულით; და რაც მთავარია, სითბო აშკარად გამოხატეთ. ეს ყველაზე ნაცადი და აპრობირებული მეთოდია სასწორის გულის მოსაგებად.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს