მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში განათლების ყოფილ მინისტრსა და ექსპერტ გია ნოდიას კრიტიკას პასუხობს.
"გია ნოდიას აზრი, ყოფილი მინისტრის, რომლმაც 60 მლნ გაუქრო განათლების სამინისტროს, ჩემთვის საინტერესო არ არის და დანარჩენ კომენტატორებს ნარმანია-ნარმალნიაზე, მოგახსენებთ…
თბილისელობას დამსახურება უნდა, ისევე როგორც ბათუმელობას, თელაველობას.. ა.შ. გიზო ნიშნიანიძე საჩხერედან და რევაზ ლაღიძე ობჩადან ჩამოვიდნენ და მათზე მეტი თბილისელი, ქალაქელი თქვენ თუ იცით ვინმე, მითხარით, მე არ ვიცი.. მიუხედავად ჩემი ბაბუის ბაბუის მთაწმინდელობისა...
დამსახურება უნდა და არა გასტრონომთან ლუდის სმას, როგორც ეს ნარმანიამ განაცხადა", - წერს გიორგობიანი.
შეგახსენებთ, გია ნოდიამ გიორგობიანი ცნობილ "კოხორას" შეადარა და აღნიშნა, რომ კოხორასგან განსხვავებით, მის ფენომენს პოლიტიკური ფაქტორი უფრო სერიოზულს ხდის.
იხილეთ ასევე: გია ნოდიამ მანჩო გიორგობიანი კოხორას შეადარა - "დალაგებულად აზროვნება აშკარად უჭირს"