პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხატია შამუგია ანტონიო ბანდერასთან და ალიაქოთი Facebook-ზე
ხატია შამუგია ანტონიო ბანდერასთან და ალიაქოთი Facebook-ზე

ხა­ტია შა­მუ­გია გუ­შინ ეს­პა­ნე­თი­დან დაბ­რუნ­და. პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი პიარ-მე­ნე­ჯე­რი მივ­ლი­ნე­ბი­სას მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან დი­ზა­ი­ნე­რებს და ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლავს, ან­ტო­ნიო ბან­დერასს შეხ­ვდა. მათ­თან შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ხა­ტი­ამ ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რა­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. Ambebi.ge ხა­ტია შა­მუ­გი­ას და­უ­კავ­შირ­და:

- ხა­ტია, სად შეხ­ვდი ან­ტო­ნიო ბან­დერასს?

- ან­ტო­ნიო ბან­დერა­სის გარ­და შევ­ხვდი ჟან პოლ გო­ტი­ეს, კა­რო­ლი­ნა ჰე­რე­რას. ეს მოხ­და ეს­პა­ნეთ­ში. ან­ტო­ნიო "იო­ჯის" ასი წლის იუ­ბი­ლე­ზე მი­იწ­ვი­ეს და სწო­რედ იქ შევ­ხვდი. მო­საწ­ვევ­ში ეწე­რა, რომ მკაც­რად იყო გა­წე­რილ დრეს-კოდი, კოქ­ტე­ი­ლის კა­ბე­ბი უნდა გვცმო­და და ვი­ცო­დით სუპ­რი­ზი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ასეთ სი­ურპრიზს არ ვე­ლო­დით. ორ­ჯერ შევ­ხვდი მას, ერთხელ "პა­ლას ლა მუ­სი­კა­ში" და მე­ო­რედ - ვახ­შამ­ზე. აღ­მოჩ­ნდა, რომ ვახ­შამ­ზე მე და ან­ტო­ნიო ბან­დერა­სი ერთ სუფ­რას­თან ვის­ხე­დით. გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მე­ხარ­და მას­თან შეხ­ვედ­რა, ერთ დღეს ვართ და­ბა­დე­ბუ­ლი. შევ­ძე­ლი მას­თან სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა, მხარ­ზე საყ­ვარ­ლად მო­მი­თა­თუ­ნა ხელი ფო­ტოს გა­და­ღე­ბის დროს. მი­თხრეს, რომ ამ მხრივ ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, ამ­ბო­ბენ, რომ მე­ლა­ნი გრი­ფი­ტი ეჭ­ვი­ა­ნია და ისიც თუ იქ­ნე­ბო­და ვახ­შამ­ზე, ფო­ტოს გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბას არ მის­ცემ­და ქმარს.

- ცხოვ­რე­ბა­შიც ისე­თი­ვე სიმ­პა­ტი­უ­რია ან­ტო­ნიო ბან­დერა­სი?

- ძა­ლი­ან სიმ­პა­ტი­უ­რია, უფრო გამ­ხდა­რია, ვიდ­რე ეკ­რან­ზე ჩანს. ეტყო­ბა და­სას­ვე­ნებ­ლად იყო, რად­გან გა­რუ­ჯუ­ლი გახ­ლდათ. ვახ­შამ­ზე იყო კა­რო­ლი­ნა და ჰე­რე­რა და გო­ტიე, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ექ­ცე­ოდ­ნენ ან­ტო­ნიო ბან­დერასს. კა­რო­ლი­ნა ჰე­რე­რა პი­რა­დად გა­ვი­ცა­ნი, მო­ვი­და ქარ­თულ დე­ლე­გა­ცი­ას­თან, გაგ­ვე­სა­უბ­რა, კა­ბა­ზე მი­თხრა, ძა­ლი­ან მა­გა­რი კაბა გაც­ვი­აო.

- ვისი კაბა გეც­ვა?

- და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლის კაბა მეც­ვა და ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა კა­რო­ლი­ნა ჰე­რე­რას ჩემი ჩაც­მუ­ლო­ბა. 75 წლის არის ეს ქალი და 40 წლის გე­გო­ნე­ბათ, გრა­ცი­ო­ზუ­ლო­ბის პი­კია ჰე­რე­რა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ხატია შამუგია ანტონიო ბანდერასთან და ალიაქოთი Facebook-ზე

ხატია შამუგია ანტონიო ბანდერასთან და ალიაქოთი Facebook-ზე

ხატია შამუგია გუშინ ესპანეთიდან დაბრუნდა. პარფიუმერული პიარ-მენეჯერი მივლინებისას მსოფლიოს წამყვან დიზაინერებს და ჰოლივუდის ვარსკვლავს, ანტონიო ბანდერასს შეხვდა. მათთან შეხვედრის ამსახველი ფოტოები ხატიამ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Ambebi.ge ხატია შამუგიას დაუკავშირდა:

- ხატია, სად შეხვდი ანტონიო ბანდერასს?

- ანტონიო ბანდერასის გარდა შევხვდი ჟან პოლ გოტიეს, კაროლინა ჰერერას. ეს მოხდა ესპანეთში. ანტონიო "იოჯის" ასი წლის იუბილეზე მიიწვიეს და სწორედ იქ შევხვდი. მოსაწვევში ეწერა, რომ მკაცრად იყო გაწერილ დრეს-კოდი, კოქტეილის კაბები უნდა გვცმოდა და ვიცოდით სუპრიზი იქნებოდა, მაგრამ ასეთ სიურპრიზს არ ველოდით. ორჯერ შევხვდი მას, ერთხელ "პალას ლა მუსიკაში" და მეორედ - ვახშამზე. აღმოჩნდა, რომ ვახშამზე მე და ანტონიო ბანდერასი ერთ სუფრასთან ვისხედით. განსაკუთრებით გამეხარდა მასთან შეხვედრა, ერთ დღეს ვართ დაბადებული. შევძელი მასთან სურათის გადაღება, მხარზე საყვარლად მომითათუნა ხელი ფოტოს გადაღების დროს. მითხრეს, რომ ამ მხრივ ძალიან გამიმართლა, ამბობენ, რომ მელანი გრიფიტი ეჭვიანია და ისიც თუ იქნებოდა ვახშამზე, ფოტოს გადაღების უფლებას არ მისცემდა ქმარს.

- ცხოვრებაშიც ისეთივე სიმპატიურია ანტონიო ბანდერასი?

- ძალიან სიმპატიურია, უფრო გამხდარია, ვიდრე ეკრანზე ჩანს. ეტყობა დასასვენებლად იყო, რადგან გარუჯული გახლდათ. ვახშამზე იყო კაროლინა და ჰერერა და გოტიე, მაგრამ განსაკუთრებულად ექცეოდნენ ანტონიო ბანდერასს. კაროლინა ჰერერა პირადად გავიცანი, მოვიდა ქართულ დელეგაციასთან, გაგვესაუბრა, კაბაზე მითხრა, ძალიან მაგარი კაბა გაცვიაო.

- ვისი კაბა გეცვა?

- დათუნა სულიკაშვილის კაბა მეცვა და ძალიან მოეწონა კაროლინა ჰერერას ჩემი ჩაცმულობა. 75 წლის არის ეს ქალი და 40 წლის გეგონებათ, გრაციოზულობის პიკია ჰერერა.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება