13 მარტს მთავრობის კანცელარიასთან აქციის "არა კოლაბორაციონიზმს! არა მტერთან თანამშრომლობას!" დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა. უცნობი პირი "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას ფიზიკურად დაუპირისპირდა.
მამაკაცი, რომელიც ბოკერიას ფიზიკურად დაუპირისპირდა, თამარ ჩერგოლეიშვილის გარემოცვის ფოტოობიექტივში დაფიქსირდა.
Facebook/ თამარა ჩერგოლეიშვილი, ტელეწამყვანი:
"ეს წვერიანი მაჯლაჯუნა ეცა გიგას. მანამდე 5 წუთი ტვინი უბურღა კუკავას ტექსტებით ევროპასა და გარყვნილების პროპაგანდასთან დაკავშირებით, გიგა მოთმინებით უხსნიდა რომ ცდება. მერე წავიდა და რაღაც მომენტში - გიგა რომ განაპირას დაინახა (ცხადია უკნიდან) გაექაჩა", - წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტის შემდეგ აღნიშნული პირი სამართლადამცველებმა შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს. ბოკერიას თქმით, აღნიშნული მოქალაქე ფსიქიკურად გაუწონასწორებელია. "პირი ფსიკურად გაუწონასწორებელია. ცდილობდა ჩემთან დაპირისპირებას. როგორც ჩანს, ის ებრძვის იმ იდეებს, რომელიც აქციაზე გაჟღერდა", – განაცხადა გიგა ბოკერიამ.