პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პალიტრის" მასშტაბური ეკოპროექტი დაიწყო - მარტივი ინსტრუქცია, როგორ გავაშენოთ ტყე!
"პალიტრის" მასშტაბური ეკოპროექტი დაიწყო - მარტივი ინსტრუქცია, როგორ გავაშენოთ ტყე!

რო­გორც შეგ­პირ­დით, "კვი­რის პა­ლიტ­რა" გა­ზე­თის ამ ნო­მერ­თან ერ­თად, სპე­ცი­ა­ლურ პა­კეტ­ში მო­თავ­სე­ბულ ჰი­მა­ლა­ის კედ­რის თესლს სა­ჩუქ­რად გთა­ვა­ზობთ. ერთი წლის შემ­დეგ რე­დაქ­ცია ერ­თგულ მკი­თხვე­ლებ­თან ერ­თად კედ­რის ტყეს გა­ა­შე­ნებს!

რო­გორ დავ­თე­სოთ კე­და­რი და რო­გორ მო­ვუ­ა­როთ აღ­მო­ცე­ნე­ბულ ნარ­გავს, ამას სა­ტყეო სა­ბა­ზი­სო სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბის მეც­ნი­ერ-სპე­ცი­ა­ლის­ტი როს­ტომ მა­თუ­რე­ლი ფო­ტო­ინ­სტრუქ­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით გან­მარ­ტავს.

კედ­რის და­თეს­ვის წესი მო­ცე­მუ­ლია ფო­ტო­ინ­სტრუქ­ცი­ა­ზე:

1. ამ საქ­მის­თვის დაგ­ჭირ­დე­ბათ ყვა­ვი­ლე­ბის მიწა, რომ­ლის შე­ძე­ნა ყვა­ვი­ლე­ბის ნე­ბის­მი­ერ მა­ღა­ზი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა შე­გიძლLიათ ცო­ტა­ო­დე­ნი მეტ­ნაკ­ლე­ბად ნოყი­ე­რი მიწა ეზო­ში ან რო­მე­ლი­მე სკვერ­შიც აი­ღოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მი­წას ცოტა ნა­კელ­საც შე­უ­რევთ.

თუ ქო­თა­ნი არ გაქვთ, შე­გიძ­ლი­ათ სხვა სა­შუ­ა­ლო ზო­მის ჭურ­ჭე­ლი, თუნ­დაც პლასტმა­სის ერთჯე­რა­დი ჭიქა გა­მო­ი­ყე­ნოთ, ოღონდ ძი­რის გახ­ვრე­ტა არ და­გა­ვი­წყდეთ.

2. გთხოვთ, თეს­ლი ფრთხი­ლად ამო­ი­ღოთ პა­კე­ტი­დან და მი­წით სავ­სე ქოთ­ნის (ან სხვა ჭურ­ჭლის) შუ­ა­გულ­ში ჩა­დოთ.

3. და­სა­თე­სად თი­თის და­ჭე­რაც კმა­რა. თეს­ლის მი­წა­ში ღრმად დაფლვა სა­ჭი­რო არ არის (და­ახ­ლო­ე­ბით 1-1,5 სმ-ზე).

4. ნა­თესს ზე­მო­დან მი­წის თხე­ლი ფენა მო­ა­ყა­რეთ და მორ­წყეთ.

ყუ­რა­დღე­ბა! კედ­რის თეს­ლი სა­ნამ გაღ­ვივ­დე­ბა, მიწა რომ გაშ­რე­ბა, ცო­ტა­ო­დე­ნი წყლით მორ­წყეთ ხოლ­მე. რო­დე­საც ღერო ამო­იწ­ვე­რე­ბა, კვი­რა­ში ორ­ჯერ მორ­წყეთ მსუ­ბუ­ქად. მიწა ოდ­ნავ ტე­ნი­ა­ნი უნდა იყოს, გაფრ­თხილ­დით! - წყლის სი­ჭარ­ბე სა­ზი­ა­ნოა.

ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ ქო­თანს ქვე­მო­დან და­უ­დოთ წყლი­ა­ნი ლან­გა­რი - მცე­ნა­რე იმ­დენ სი­თხეს შე­ი­წოვს, რამ­დე­ნიც დას­ჭირ­დე­ბა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ლან­გარ­ზე წყა­ლი სულ უნდა ეს­ხას.

აღ­მო­ცე­ნე­ბამ­დე მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ქო­თა­ნი მზე­ზე იდ­გე­ბა თუ ჩრდილ­ში, ოღონდ თბილ ად­გი­ლას უნდა იყოს. მაგ­რამ უკვე ამოწ­ვე­რი­ლი ღერო ზა­ფხულ­ში შუ­ა­დღის მწველ მზის სხი­ვებს მო­ა­რი­დეთ. დამ­დეგ ზამ­თარს კე­და­რი აი­ვან­ზეც გა­და­ი­ტანს.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

იხი­ლეთ ასე­ვე:

- თენ­გიზ არჩვა­ძე - მე დავრგავ ათას კე­დარს!..

- "თუ გვინ­და, რომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა ისუნ­თქონ, ამ წა­მო­წყე­ბას ხელი უნდა შე­ვუ­წყოთ" – ექ­სპერ­ტე­ბი "კვი­რის პა­ლიტ­რის" პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ

- შან­სი მათ­თვის, ვი­საც ხე ჯერ არ და­ურ­გავს!

- არ გა­მოგრჩეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის" 14 აპ­რი­ლის ნო­მე­რი - თქვენ საშ­ვი­ლიშ­ვი­ლო პრო­ექ­ტის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე გახ­დე­ბით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"პალიტრის" მასშტაბური ეკოპროექტი დაიწყო - მარტივი ინსტრუქცია, როგორ გავაშენოთ ტყე!

"პალიტრის" მასშტაბური ეკოპროექტი დაიწყო - მარტივი ინსტრუქცია, როგორ გავაშენოთ ტყე!

როგორც შეგპირდით, "კვირის პალიტრა" გაზეთის ამ ნომერთან ერთად, სპეციალურ პაკეტში მოთავსებულ ჰიმალაის კედრის თესლს საჩუქრად გთავაზობთ. ერთი წლის შემდეგ რედაქცია ერთგულ მკითხველებთან ერთად კედრის ტყეს გააშენებს!

როგორ დავთესოთ კედარი და როგორ მოვუაროთ აღმოცენებულ ნარგავს, ამას სატყეო საბაზისო სანერგე მეურნეობის მეცნიერ-სპეციალისტი როსტომ მათურელი ფოტოინსტრუქციის მეშვეობით განმარტავს.

კედრის დათესვის წესი მოცემულია ფოტოინსტრუქციაზე:

1. ამ საქმისთვის დაგჭირდებათ ყვავილების მიწა, რომლის შეძენა ყვავილების ნებისმიერ მაღაზიაში შეიძლება. თუმცა შეგიძლLიათ ცოტაოდენი მეტნაკლებად ნოყიერი მიწა ეზოში ან რომელიმე სკვერშიც აიღოთ. კარგი იქნება, თუ მიწას ცოტა ნაკელსაც შეურევთ.

თუ ქოთანი არ გაქვთ, შეგიძლიათ სხვა საშუალო ზომის ჭურჭელი, თუნდაც პლასტმასის ერთჯერადი ჭიქა გამოიყენოთ, ოღონდ ძირის გახვრეტა არ დაგავიწყდეთ.

2. გთხოვთ, თესლი ფრთხილად ამოიღოთ პაკეტიდან და მიწით სავსე ქოთნის (ან სხვა ჭურჭლის) შუაგულში ჩადოთ.

3. დასათესად თითის დაჭერაც კმარა. თესლის მიწაში ღრმად დაფლვა საჭირო არ არის (დაახლოებით 1-1,5 სმ-ზე).

4. ნათესს ზემოდან მიწის თხელი ფენა მოაყარეთ და მორწყეთ.

ყურადღება! კედრის თესლი სანამ გაღვივდება, მიწა რომ გაშრება, ცოტაოდენი წყლით მორწყეთ ხოლმე. როდესაც ღერო ამოიწვერება, კვირაში ორჯერ მორწყეთ მსუბუქად. მიწა ოდნავ ტენიანი უნდა იყოს, გაფრთხილდით! - წყლის სიჭარბე საზიანოა.

ასევე შეგიძლიათ ქოთანს ქვემოდან დაუდოთ წყლიანი ლანგარი - მცენარე იმდენ სითხეს შეიწოვს, რამდენიც დასჭირდება. გაითვალისწინეთ, ლანგარზე წყალი სულ უნდა ესხას.

აღმოცენებამდე მნიშვნელობა არ აქვს, ქოთანი მზეზე იდგება თუ ჩრდილში, ოღონდ თბილ ადგილას უნდა იყოს. მაგრამ უკვე ამოწვერილი ღერო ზაფხულში შუადღის მწველ მზის სხივებს მოარიდეთ. დამდეგ ზამთარს კედარი აივანზეც გადაიტანს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

იხილეთ ასევე:

- თენგიზ არჩვაძე - მე დავრგავ ათას კედარს!..

- "თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ისუნთქონ, ამ წამოწყებას ხელი უნდა შევუწყოთ" – ექსპერტები "კვირის პალიტრის" პროექტის შესახებ

- შანსი მათთვის, ვისაც ხე ჯერ არ დაურგავს!

- არ გამოგრჩეთ "კვირის პალიტრის" 14 აპრილის ნომერი - თქვენ საშვილიშვილო პროექტის თანამონაწილე გახდებით!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია