მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისი დაკავებისგან თავის შეკავებას სთხოვს ღარიბაშვილი სამართალდამცავებს
ვისი დაკავებისგან თავის შეკავებას სთხოვს ღარიბაშვილი სამართალდამცავებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი წი­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის და­კა­ვე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­რა­ტო­რი­უმს აცხა­დებს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ა­კე­თა და სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს მი­მარ­თა, რომ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თულ პირ­თა და­კა­ვე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მო­ახ­დი­ნონ, თუკი ის გა­და­უ­დე­ბელ და გარ­და­უ­ვალ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს.

"ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ყუ­რა­დღე­ბით ვაკ­ვირ­დე­ბი ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს. ვხე­დავ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჯერ კი­დევ დაგ­რო­ვი­ლია აგ­რე­სია, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ. მინ­და მივ­მა­რო თი­თო­ე­ულ მო­ქა­ლა­ქეს – თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბით უნდა მოხ­დეს კი­დევ ერთი დე­მონ­სტრი­რე­ბა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა მოხ­და და რომ ქვე­ყა­ნას მარ­თავს პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი, რო­მე­ლიც მტკი­ცედ ად­გას დე­მოკ­რა­ტი­ის გზას და არის იმის გა­რან­ტი, რომ ნამ­დვი­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა. ჩვენ უნდა გა­ვა­კე­თოთ ყვე­ლა­ფე­რი იმის­თვის, რომ ყვე­ლა პარ­ტი­ას მი­ე­ცეს სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. სწო­რედ ამი­ტომ მინ­და გა­მო­ვა­ცხა­დო მო­რა­ტო­რი­უ­მი და მივ­მარ­თო სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვონ თავი იმ პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი შე­ზღუდ­ვის­გან და იმ პი­რე­ბის და­კა­ვე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში. ეს უნდა იყოს უკი­დუ­რე­სი ზომა და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ არ­სე­ბობს მკა­ფი­ოდ და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, გა­და­უ­დე­ბე­ლი და გარ­და­უ­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის პრი­ო­რი­ტე­ტია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში მოხ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა.

"აქვე მინ­და მივ­მარ­თო, ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ობი­ექ­ტუ­რად და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლად გა­ა­შუ­ქონ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბი და ისე მი­ა­წო­დონ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ასე­ვე მინ­და მივ­მარ­თო, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, ჩარ­თონ კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გში და მოგ­ვა­წო­დონ მათი შე­ნიშ­ვნე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც უყუ­რა­დღე­ბოდ არ დავ­ტო­ვებთ და გა­ვით­ვალ­სი­წი­ნებთ. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გი მთლი­ა­ნად ასა­ხავ­დეს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას და მჯე­რა, რომ ის ისე რო­გორც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა მარ­თლაც სა­მა­გა­ლი­თო და უპ­რე­ცე­დენ­ტო მთე­ლი რე­გი­ო­ნის­თვის", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ვისი დაკავებისგან თავის შეკავებას სთხოვს ღარიბაშვილი სამართალდამცავებს

ვისი დაკავებისგან თავის შეკავებას სთხოვს ღარიბაშვილი სამართალდამცავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წისაარჩევნო კამპანიაში ჩართული პირების დაკავებებთან დაკავშირებით მორატორიუმს აცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, რომ საარჩევნო კამპანიაში ჩართულ პირთა დაკავება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდინონ, თუკი ის გადაუდებელ და გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.

"ბოლო დღეების განმავლობაში ყურადღებით ვაკვირდები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს. ვხედავ, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაგროვილია აგრესია, რომელიც პერიოდულად გამოიხატება ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. მინდა მივმარო თითოეულ მოქალაქეს – თვითმმართველობის არჩევნებით უნდა მოხდეს კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოში რეალური ცვლილება მოხდა და რომ ქვეყანას მართავს პოლიტიკური გუნდი, რომელიც მტკიცედ ადგას დემოკრატიის გზას და არის იმის გარანტი, რომ ნამდვილად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ყველა პარტიას მიეცეს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. სწორედ ამიტომ მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი და მივმართო სამართალდამცავ ორგანოებს წინასაარჩევნო პერიოდში მაქსიმალურად შეიკავონ თავი იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისგან და იმ პირების დაკავებისგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საარჩევნო კამპანიაში. ეს უნდა იყოს უკიდურესი ზომა და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებობს მკაფიოდ დასაბუთებული, გადაუდებელი და გარდაუვალი აუცილებლობა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია, რომ არჩევნების პერიოდში მოხდეს პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა.

"აქვე მინდა მივმართო, ყველა მედიასაშუალებას, რომ ობიექტურად და მიუკერძოებლად გააშუქონ წინასაარჩევნო პროცესები და ისე მიაწოდონ საზოგადოებას. ასევე მინდა მივმართო, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ჩართონ კვალიფიციური დამკვირვებლები საარჩევნო პროცესის მონიტორინგში და მოგვაწოდონ მათი შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებსაც უყურადღებოდ არ დავტოვებთ და გავითვალსიწინებთ. ჩვენი მიზანია, არჩევნების შედეგი მთლიანად ასახავდეს ქართველი ხალხის ნებას და მჯერა, რომ ის ისე როგორც საპრეზიდენტო არჩევნები იქნება მართლაც სამაგალითო და უპრეცედენტო მთელი რეგიონისთვის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ