Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი, რამდენად აითვისებს ფართოტოტიან შარვალს ქართველი მომხმარებელი" - დიზაინერის რჩევები მოდის მოყვარულებს
"არ ვიცი, რამდენად აითვისებს ფართოტოტიან შარვალს ქართველი მომხმარებელი" - დიზაინერის რჩევები მოდის მოყვარულებს

დი­ზა­ი­ნერ მა­ი­კო ქურ­ცი­კი­ძეს ბავ­შვო­ბი­დან უნ­დო­და, ამ პრო­ფე­სი­ას და­უფ­ლე­ბო­და, მო­დე­ლი­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ის­წავ­ლა და უკვე 10 წე­ლია, ამ საქ­მე­შია ჩარ­თუ­ლი. ძი­რი­თა­დად კო­მერ­ცი­ულ შეკ­ვე­თებ­ზე მუ­შა­ობს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი კარ­გი გე­მოვ­ნე­ბი­თა და პრე­ტენ­ზი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა.

- ტენ­დენ­ცი­ებ­ზე სა­უ­ბარს ფე­რე­ბით და­ვი­წყებ, წელს აქ­ტუ­ა­ლუ­რია ყვი­თე­ლი, ლურ­ჯი, მდოგ­ვის­ფე­რი, ყა­ვის­ფე­რი, ნა­რინ­ჯის­ფე­რი, შავი და თეთ­რი, რო­მე­ლიც კლა­სი­კაა. ვი­ნა­ი­დან გა­ზა­ფხუ­ლია, უპი­რა­ტე­სო­ბა მა­ინც თა­მამ ფე­რებს ენი­ჭე­ბა. ფაქ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით მო­დუ­რია კუ­ბოკ­რუ­ლი. თეთ­რი­სა და შა­ვის, ან რამ­დე­ნი­მე ქსო­ვი­ლის კომ­ბი­ნა­ცია, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა და ხში­რად ვი­ყე­ნებ. ასე­ვე - ტყა­ვით და მე­ტა­ლით გა­ფორ­მე­ბა, მაქ­მა­ნე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა სი­ლუ­ეტს, ამ მხრივ 50-60-იანი წლე­ბი ახ­დენს გავ­ლე­ნას, გირ­ჩევთ წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი, ან "ზბო­რი­ა­ნი", მუხლს ქვე­მოთ სიგ­რძის კა­ბე­ბის მორ­გე­ბას, თუმ­ცა ეს სიგ­რძე საკ­მა­ოდ პრე­ტენ­ზი­უ­ლია.

- შარ­ვლის შერ­ჩე­ვი­სას რა დე­ტა­ლე­ბი უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ?

- მა­ღალ­სა­თა­ვი­ა­ნი და ჭრე­ლი ან ფე­რა­დი შარ­ვლე­ბი ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ძა­ლი­ან მომ­წონს მა­ღალ­წე­ლი­ა­ნი შარ­ვა­ლი, რად­გან საკ­მა­ოდ კარგ ტანს აჩენს, მით უმე­ტეს, თუ ადა­მი­ანს ცოტა და­ბა­ლი ფე­ხე­ბი აქვს, მის სხე­ულს უფრო ლა­მა­ზად წარ­მო­ა­ჩენს. რაც შე­ე­ხე­ბა შარ­ვლის ტოტს, ფარ­თოვ­დე­ბა, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი იმ­დე­ნად ვიწ­რო შარ­ვალ­საა მიჩ­ვე­უ­ლი, რო­გორ გა­ი­თა­ვი­სებს ამ სი­ახ­ლეს, არ ვიცი. ალ­ბათ, ცოტა გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა.

- ზე­და­ტა­ნის შემ­თხვე­ვა­ში რა არის სა­გუ­ლის­ხმო?

- რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ატა­რებს თა­ვი­სუ­ფალ ზე­დას, რაც ახლა საკ­მა­ოდ მო­დუ­რია, სა­სურ­ვე­ლია, ქვე­და­ბო­ლო იყოს მოხ­დე­ნი­ლი და ტან­ზე გა­მოყ­ვა­ნი­ლი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სი­ლუ­ე­ტი არ ჩანს ლა­მა­ზად.

იხი­ლეთ სრუ­ლად

"არ ვიცი, რამდენად აითვისებს ფართოტოტიან შარვალს ქართველი მომხმარებელი" - დიზაინერის რჩევები მოდის მოყვარულებს

"არ ვიცი, რამდენად აითვისებს ფართოტოტიან შარვალს ქართველი მომხმარებელი" - დიზაინერის რჩევები მოდის მოყვარულებს

დიზაინერ მაიკო ქურციკიძეს ბავშვობიდან უნდოდა, ამ პროფესიას დაუფლებოდა, მოდელირების ფაკულტეტზე ისწავლა და უკვე 10 წელია, ამ საქმეშია ჩართული. ძირითადად კომერციულ შეკვეთებზე მუშაობს და აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხი კარგი გემოვნებითა და პრეტენზიულობით გამოირჩევა.

- ტენდენციებზე საუბარს ფერებით დავიწყებ, წელს აქტუალურია ყვითელი, ლურჯი, მდოგვისფერი, ყავისფერი, ნარინჯისფერი, შავი და თეთრი, რომელიც კლასიკაა. ვინაიდან გაზაფხულია, უპირატესობა მაინც თამამ ფერებს ენიჭება. ფაქტურული თვალსაზრისით მოდურია კუბოკრული. თეთრისა და შავის, ან რამდენიმე ქსოვილის კომბინაცია, რაც ძალიან საინტერესოა და ხშირად ვიყენებ. ასევე - ტყავით და მეტალით გაფორმება, მაქმანები.

რაც შეეხება სილუეტს, ამ მხრივ 50-60-იანი წლები ახდენს გავლენას, გირჩევთ წელში გამოყვანილი, ან "ზბორიანი'', მუხლს ქვემოთ სიგრძის კაბების მორგებას, თუმცა ეს სიგრძე საკმაოდ პრეტენზიულია.

- შარვლის შერჩევისას რა დეტალები უნდა გავითვალისწინოთ?

- მაღალსათავიანი და ჭრელი ან ფერადი შარვლები ძალიან აქტუალურია. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომწონს მაღალწელიანი შარვალი, რადგან საკმაოდ კარგ ტანს აჩენს, მით უმეტეს, თუ ადამიანს ცოტა დაბალი ფეხები აქვს, მის სხეულს უფრო ლამაზად წარმოაჩენს. რაც შეეხება შარვლის ტოტს, ფართოვდება, მაგრამ ქართველი მომხმარებელი იმდენად ვიწრო შარვალსაა მიჩვეული, როგორ გაითავისებს ამ სიახლეს, არ ვიცი. ალბათ, ცოტა გაგვიჭირდება.

- ზედატანის შემთხვევაში რა არის საგულისხმო?

- როდესაც ადამიანი ატარებს თავისუფალ ზედას, რაც ახლა საკმაოდ მოდურია, სასურველია, ქვედაბოლო იყოს მოხდენილი და ტანზე გამოყვანილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სილუეტი არ ჩანს ლამაზად.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება