პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იცხოვრებს ქართულ მიწაზე, თურქი, რუსი თუ სომეხი - საქართველო ყველაზე უპერსპექტივო ერებს შორის სახელდება
ვინ იცხოვრებს ქართულ მიწაზე, თურქი, რუსი თუ სომეხი - საქართველო ყველაზე უპერსპექტივო ერებს შორის სახელდება

ზვი­ად გამ­სა­ხუ­არ­დი­ას ვაჟი, ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს. ამით ექს-პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე უპერ­სპექ­ტი­ვო ერე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შე­დის.

"არა, აშ­კა­რაა რომ "ღმერ­თს ვუყ­ვარ­ვართ"... მაგ­რამ იქ­ნებ ლე­გენ­დე­ბის და ზღაპ­რე­ბის და­ჯე­რე­ბი­დან, სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი აზ­როვ­ნე­ბი­დან, უმეც­რე­ბი­დან გა­მო­ვი­დეთ და რე­ა­ლო­ბას თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ?! ეს მხო­ლოდ ციფ­რე­ბია... მათ უკან თვი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ცხოვ­რე­ბა დგას: თა­ვის შეც­დო­მე­ბით, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­თა და საქ­ცი­ე­ლით, რა­მაც ნელ-ნელა, მაგ­რამ უეჭ­ველ კა­ტას­ტრო­ფამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა!

მახ­სოვს, რო­დე­საც 1995 წელს "CIA"-ს პროგ­ნო­ზი წა­ვი­კი­თხე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და კი­დევ რა­მო­დე­ნი­მე ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნით შემ­ცირ­დე­ბო­და. არ და­ვი­ჯე­რე. ოცი წლის ბიჭ­მა ვერ გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე სი­ნამ­დვი­ლე ადეკ­ვა­ტუ­რად. ფაქ­ტი სა­ხე­ზეა, ყვე­ლა­ფე­რი ახდა. რომ მო­ვი­ხე­დავ, ბოლო ოც­და­ხუ­თი წლის მან­ძილ­ზე რამ­დე­ნი ჩემი ნაც­ნობ-მე­გო­ბა­რი აღარ არის, ან აღარ მი­ნა­ხავს... ამ პროგ­ნო­ზის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე მარ­ტი­ვად რომ გი­თხრათ, ურა­პატ­რი­ო­ტუ­ლი ზი­ზილ­პი­პი­ლო­ე­ბის გა­რე­შე, გა­მო­დის, რომ ჩემ­თვის ნაც­ნო­ბი ორი ადა­მი­ა­ნი­დან ერთი ან აღარ იქ­ნე­ბა ფი­ზი­კუ­რად, ან - აქ არ იცხოვ­რებს. ეს სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა. ვინც უნდა იყო, მკი­თხვე­ლო, მე­მარ­ჯვე­ნე თუ მე­მარ­ცხე­ნე, მორ­წმუ­ნე და ურ­წმუ­ნო, კონ­სერ­ვა­ტო­რი თუ ლი­ბე­რა­ლი, ნაცი თუ ქოცი, ქალი თუ კაცი, კარ­გად გა­ი­აზ­რე, რაც აქ წე­რია. თუ ასე გაგ­რძელ­და, ჩვენს შვი­ლიშ­ვი­ლებს უკვე აღარ მო­უ­წევთ აქ ცხოვ­რე­ბა. თუ მო­უ­წევთ სა­ერ­თოდ!

ჩემ­ში დიდი ხა­ნია იწ­ვევს ირო­ნი­ას ფა­ნა­ტი­კო­სე­ბის ბოდ­ვა, "ღვთის­მშო­ბე­ლი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა", "არ გა­დავ­შენ­დე­ბით", "ეგე­თე­ბის­თვის გაგ­ვიძ­ლია". "მაშ აქამ­დე რო­გორ მო­ვე­დით" და სხვა ეგო­ის­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლე­ე­ბი, რო­მელ­ნიც სა­კუ­თა­რი უნი­ა­თო­ბის, უქ­ნა­რო­ბი­სა და უმეც­რე­ბის გა­მარ­თლე­ბას ისა­ხავ­და მიზ­ნად. ახლა მა­ინც გა­ი­გეთ: დე­და­მი­წას არ აწე­რია, ვი­სია. და არც ზე­ცა­ში არ­სე­ბო­ბენ ქვეყ­ნე­ბი! თუ ასე გა­ვაგ­რძე­ლებთ, მოვა და იცხოვ­რებს ამ და­ლოც­ვილ ად­გი­ლას თურ­ქი, რუსი, სო­მე­ხი თუ სხვა ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი, რო­მე­ლიც არის უფრო სო­ლი­და­რუ­ლი, შეგ­ნე­ბუ­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე. და მერე თქვენ ეს გინ­და "ღმერ­თის სას­ჯე­ლად" ჩათ­ვა­ლეთ და გინდ - ის­ტო­რი­ულ კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბად!" - წერს გამ­სა­ხურ­დია.

ვინ იცხოვრებს ქართულ მიწაზე, თურქი, რუსი თუ სომეხი - საქართველო ყველაზე უპერსპექტივო ერებს შორის სახელდება

ვინ იცხოვრებს ქართულ მიწაზე, თურქი, რუსი თუ სომეხი - საქართველო ყველაზე უპერსპექტივო ერებს შორის სახელდება

ზვიად გამსახუარდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ სტატუსს აქვეყნებს. ამით ექს-პრეზიდენტის ვაჟი სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო მსოფლიოს ყველაზე უპერსპექტივო ერების ჩამონათვალში შედის.

"არა, აშკარაა რომ "ღმერთს ვუყვარვართ"... მაგრამ იქნებ ლეგენდების და ზღაპრების დაჯერებიდან, სტერეოტიპული აზროვნებიდან, უმეცრებიდან გამოვიდეთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ?! ეს მხოლოდ ციფრებია... მათ უკან თვითოეული ჩვენგანის ცხოვრება დგას: თავის შეცდომებით, შეხედულებებითა და საქციელით, რამაც ნელ-ნელა, მაგრამ უეჭველ კატასტროფამდე მიგვიყვანა!

მახსოვს, როდესაც 1995 წელს "CIA"-ს პროგნოზი წავიკითხე, რომ საქართველოსა და კიდევ რამოდენიმე ქვეყნის მოსახლეობა მილიონი ადამიანით შემცირდებოდა. არ დავიჯერე. ოცი წლის ბიჭმა ვერ გავაცნობიერე სინამდვილე ადეკვატურად. ფაქტი სახეზეა, ყველაფერი ახდა. რომ მოვიხედავ, ბოლო ოცდახუთი წლის მანძილზე რამდენი ჩემი ნაცნობ-მეგობარი აღარ არის, ან აღარ მინახავს... ამ პროგნოზის თანახმად, ყველაზე მარტივად რომ გითხრათ, ურაპატრიოტული ზიზილპიპილოების გარეშე, გამოდის, რომ ჩემთვის ნაცნობი ორი ადამიანიდან ერთი ან აღარ იქნება ფიზიკურად, ან - აქ არ იცხოვრებს. ეს საშინელი ტრაგედიაა. ვინც უნდა იყო, მკითხველო, მემარჯვენე თუ მემარცხენე, მორწმუნე და ურწმუნო, კონსერვატორი თუ ლიბერალი, ნაცი თუ ქოცი, ქალი თუ კაცი, კარგად გაიაზრე, რაც აქ წერია. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენს შვილიშვილებს უკვე აღარ მოუწევთ აქ ცხოვრება. თუ მოუწევთ საერთოდ!

ჩემში დიდი ხანია იწვევს ირონიას ფანატიკოსების ბოდვა, "ღვთისმშობელი დაგვეხმარება", "არ გადავშენდებით", "ეგეთებისთვის გაგვიძლია". "მაშ აქამდე როგორ მოვედით" და სხვა ეგოისტური სისულელეები, რომელნიც საკუთარი უნიათობის, უქნარობისა და უმეცრების გამართლებას ისახავდა მიზნად. ახლა მაინც გაიგეთ: დედამიწას არ აწერია, ვისია. და არც ზეცაში არსებობენ ქვეყნები! თუ ასე გავაგრძელებთ, მოვა და იცხოვრებს ამ დალოცვილ ადგილას თურქი, რუსი, სომეხი თუ სხვა ჩვენი მეზობელი, რომელიც არის უფრო სოლიდარული, შეგნებული და შრომისმოყვარე. და მერე თქვენ ეს გინდა "ღმერთის სასჯელად" ჩათვალეთ და გინდ - ისტორიულ კანონზომიერებად!" - წერს გამსახურდია.