მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - "სითი პარკის" საქმეზე შესაძლოა ბრალი წამიყენონ
გიგი უგულავა - "სითი პარკის" საქმეზე  შესაძლოა ბრალი წამიყენონ

გიგი უგუ­ლა­ვამ ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი 7-სა­ა­თი­ა­ნი და­კი­თხვის შემ­დეგ და­ტო­ვა. რო­გორც უგუ­ლა­ვამ და­კი­თხვის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, კი­თხვე­ბი ძი­რი­თა­დად ბუ­ღალ­ტე­რი­ას შე­ე­ხე­ბო­და. უგუ­ლა­ვას თქმით, ის "სითი პარ­კის" საქ­მე­ზე და­კი­თხვას მეტს აღარ ელო­დე­ბა, თუმ­ცა ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს.

"კი­თხვე­ბი ძი­რი­თა­დად ეხე­ბო­და ბუ­ღალ­ტე­რი­ას, სა­ხა­ზი­ნო კო­დებს, ბუ­ღალ­ტრულ ნი­უ­ან­სებს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ბუ­ნებ­რი­ვია, ბევ­რი არა­ფე­რი ვიცი. რაც შე­ე­ხე­ბა ამ საქ­მეს, ვვა­რა­უ­დობ, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­აგ­დე­ბენ "სითი პარ­კის" თე­მას. ერ­თა­დერ­თი, მინ­და მო­ვუ­წო­დო, ფრთხი­ლად იყ­ვნენ. შე­იძ­ლე­ბა ისე­თი შეც­დო­მა და­უშ­ვან, რომ შემ­დგომ არ­ბიტ­რაჟ­ში მთავ­რო­ბამ წა­ა­გოს და სა­ხელ­მწი­ფოს დიდი ვალი და­ე­კის­როს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში თუ ეს საქ­მე სა­სა­მარ­თლომ­დე მივა, ვფიქ­რობ, სა­სა­მარ­თლო­ზე არა­ნა­ი­რი პერ­სპექ­ტი­ვა არ აქვს. თვი­თონ გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან პრე­ტენ­ზია არ მაქვს. რო­გორც ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, უკვე დავ­მე­გობ­რდით კი­დეც, ნა­წი­ლობ­რივ, ტე­ლე­ვი­ზორ­საც ვუ­ყუ­რებ­დით. მაგ­რამ ის, რაც გა­რეთ ხდე­ბო­და, გა­ცი­ლე­ბით უფრო მძი­მე სიმპტო­მებს შე­ი­ცავს. ივა­ნიშ­ვი­ლის და ღა­რი­ბაშ­ვი­ლის უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით სა­ქარ­თვე­ლო და გან­სა­კუთ­რე­ბით თბი­ლი­სი შე­იძ­ლე­ბა და­ემ­სგავ­სოს კი­ნო­სუ­რათს- ნიუ-იორ­კის გენ­გე­ბი. რე­ცი­დი­ვე­ბი უკვე არის. ეს კვერ­ცხოს­ნე­ბი და კვერ­ცხო­ვა­ნი ხალ­ხი თუ არ ალაგ­მა მთავ­რო­ბამ, შე­იძ­ლე­ბა უმარ­თავ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­და­ვი­დეს. ამ საქ­მე­ზე და­კი­თხვას მეტს აღარ ვე­ლო­დე­ბი, ბრა­ლი შე­იძ­ლე­ბა წა­მი­ყე­ნონ", - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

გიგი უგუ­ლა­ვა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში 7 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იკი­თხე­ბო­და. უგუ­ლა­ვამ ჩვე­ნე­ბა "სითი პარკთან" და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მე­ზე მის­ცა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

გიგი უგულავა - "სითი პარკის" საქმეზე შესაძლოა ბრალი წამიყენონ

გიგი უგულავა - "სითი პარკის" საქმეზე  შესაძლოა ბრალი წამიყენონ

გიგი უგულავამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური 7-საათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა. როგორც უგულავამ დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, კითხვები ძირითადად ბუღალტერიას შეეხებოდა. უგულავას თქმით, ის "სითი პარკის" საქმეზე დაკითხვას მეტს აღარ ელოდება, თუმცა ბრალის წაყენებას არ გამორიცხავს.

"კითხვები ძირითადად ეხებოდა ბუღალტერიას, სახაზინო კოდებს, ბუღალტრულ ნიუანსებს, რომლის შესახებაც ბუნებრივია, ბევრი არაფერი ვიცი. რაც შეეხება ამ საქმეს, ვვარაუდობ, წინასაარჩევნოდ აუცილებლად გამოაგდებენ "სითი პარკის" თემას. ერთადერთი, მინდა მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ. შეიძლება ისეთი შეცდომა დაუშვან, რომ შემდგომ არბიტრაჟში მთავრობამ წააგოს და სახელმწიფოს დიდი ვალი დაეკისროს. სხვა შემთხვევაში თუ ეს საქმე სასამართლომდე მივა, ვფიქრობ, სასამართლოზე არანაირი პერსპექტივა არ აქვს. თვითონ გამომძიებლებთან პრეტენზია არ მაქვს. როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, უკვე დავმეგობრდით კიდეც, ნაწილობრივ, ტელევიზორსაც ვუყურებდით. მაგრამ ის, რაც გარეთ ხდებოდა, გაცილებით უფრო მძიმე სიმპტომებს შეიცავს. ივანიშვილის და ღარიბაშვილის უპასუხისმგებლობით საქართველო და განსაკუთრებით თბილისი შეიძლება დაემსგავსოს კინოსურათს- ნიუ-იორკის გენგები. რეციდივები უკვე არის. ეს კვერცხოსნები და კვერცხოვანი ხალხი თუ არ ალაგმა მთავრობამ, შეიძლება უმართავ სიტუაციაში გადავიდეს. ამ საქმეზე დაკითხვას მეტს აღარ ველოდები, ბრალი შეიძლება წამიყენონ", - განაცხადა უგულავამ.

გიგი უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 7 საათის განმავლობაში იკითხებოდა. უგულავამ ჩვენება "სითი პარკთან" დაკავშირებულ საქმეზე მისცა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ