"დიდებულ საუკუნეში" ჰიურემის როლის ბრწყინვალე შემსრულებელი, როგორ ჩანს, სკანდალის გარეშე ცხოვრებას გადაეჩვია. ახლახან მერიემ უზერლიმ საკუთარ ფეისბუკზე ადამიანური სიყვარულის შესახებ გამოთქვა თვალსაზრისი. მსახიობის კომენტარში მთავარი მოქმედი პირები ქრისტე, მუჰამედი და ბუდა არიან, მისი აზრით, ისინი რელიგიური მიმდინარეობის სულიერი წინამძღოლები, ლიდერები კი არ იყნენ, არამედ მასწავლებლები, რომლებიც მსოფლიო ხალხებს ერთმანეთის სიყვარულს ასწავლიდნენ.
მსახიობის აზრებმა მის თაყვანისმცემლებში კრიტიკის ქარიშხალი გამოიწვია, მორწმუნეები მიიჩნევენ, რომ მსახიობმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო და მიანიშნებენ, რომ ამჯერად "ძალზე ღრმად შეტოპა".
ამასობაში "ჰიურემის" კიდევ ერთ საიდუმლოს აეხადა ფარდა