პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იაფფასიანი ფხვნილისგან დამზადებულ რძეს გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ცხი­მებს უმა­ტე­ბენ" - რას ვყიდულობთ რძის ნაცვლად
"იაფფასიანი ფხვნილისგან დამზადებულ რძეს გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ცხი­მებს უმა­ტე­ბენ" - რას ვყიდულობთ რძის ნაცვლად

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში ბავ­შ­ვი­სთ­ვის რძე შე­ვი­ძი­ნე. შინ რომ მი­ვი­ტა­ნე და ავა­დუ­ღე, რძე აიჭ­რა და მი­სი გა­დაქ­ცე­ვა მო­მიხ­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ველს ეს მო­ვუ­ყე­ვი, საყ­ვე­დუ­რიც ვუ­თხა­რი და თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბაც მოვ­თხო­ვე, მან კი, აქეთ შე­მო­მი­ტია და შე­უ­რაცხ­ყო­ფა მო­მა­ყე­ნა: რა ვი­ცი, იქ­ნებ ტყუ­ილს ამ­ბობ და ჩემ­თ­ვის ფუ­ლის და­ცინ­ც­ვ­ლა გინ­დაო... (?!) - ერ­თი სიტყ­ვით, ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი!

მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჩემ­მა ნაც­ნობ­მა მი­ამ­ბო, ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს გა­დახ­დე­ნია. ჩვენს სა­ვაჭ­რო ქსელ­ში გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ცი­ის სა­ეჭ­ვო ხა­რის­ხ­ზე არა­ერ­თ­გ­ზის თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა, გა­მო­ნაკ­ლისს არც რძის პრო­დუქ­ტე­ბი წარ­მო­ად­გენს. უფ­რო მე­ტიც - რამ­დე­ნი­მე თვის წინ "სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­მა" მო­რი­გი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა: რძის პრო­დუქ­ტე­ბის 15 სა­ხე­ო­ბი­დან 10 ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ახ­ლა­ხან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ის მი­ერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის რძე შე­ის­წავ­ლა და კვლავ უარ­ყო­ფი­თი დას­კ­ვ­ნა გა­მო­ი­ტა­ნა.

ლია თო­დუა, "ცენ­ტ­რის" პროგ­რა­მე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი:

- მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ბევ­რ­ჯერ მოგ­ვ­მარ­თეს თხოვ­ნით, რომ ქარ­თუ­ლი ფირ­მე­ბის მი­ერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი რძე შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ძალ­ზე მწი­რია, ამი­ტომ, ამ თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კარ­გა ხანს ვერ შევ­ძე­ლით. ცო­ტა ხნის წინ ერთ-ერ­თი ლა­ბო­რა­ტო­რია დაგ­ვ­თან­ხ­მ­და, რომ რძის ცხი­მის შე­მად­გენ­ლო­ბა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა და ჩვენც და­ვი­წყეთ ამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლის კვლე­ვა: შე­ვი­ძი­ნეთ სხვა­დას­ხ­ვა ფირ­მის მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის რძე, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის ეტი­კე­ტი­დან გა­ვარ­კ­ვი­ეთ, რომ ეს პრო­დუქ­ტე­ბი მცე­ნა­რე­ულ ცხიმს შე­ი­ცავ­და, ასე­თი პრო­დუქ­ტი კი ნამ­დ­ვი­ლი რძე არ არის. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, ნამ­დ­ვილ რძე­ში რძის ცხი­მის შე­მად­გენ­ლო­ბა 100% უნ­და იყოს, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის რძე არ არის. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა არ კრძა­ლავს ისე­თი პრო­დუქ­ტის "რძის" სა­ხე­ლით გა­ყიდ­ვას, რო­მელ­შიც რძის ცხი­მი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტია, და­ნარ­ჩე­ნი კი - გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ნივ­თი­ე­რე­ბაა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ფირ­მე­ბი რძეს ამ­ზა­დე­ბენ იაფ­ფა­სი­ა­ნი რძის ფხვნი­ლი­სა­გან, რო­მელ­საც გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ცხი­მებს უმა­ტე­ბენ. ამის გა­მო მწარ­მო­ე­ბელს ე.წ. რძის გა­მოშ­ვე­ბა შე­და­რე­ბით იაფი უჯ­დე­ბა, მყიდ­ვე­ლი კი - ზა­რალ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, რძის პრო­დუქ­ტ­ზეც იგი­ვე უნ­და ვთქვა: სა­მი­ო­დე თვის წინ შე­ვა­მოწ­მეთ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ცია - ხა­ჭო, მა­წო­ნი და არა­ჟა­ნი. პირ­ველ რიგ­ში, მა­თი ეტი­კე­ტე­ბი შე­მოწ­მ­და. თხუთ­მე­ტი სა­ხე­ო­ბი­დან ათის ეტი­კეტს ეწე­რა, რომ მცე­ნა­რე­ულ ცხიმს შე­ი­ცავ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ შე­მოწ­მე­ბას აზ­რი არ ჰქონ­და - ეს არ გახ­ლ­დათ ნამ­დ­ვი­ლი რძის პრო­დუქ­ტი, ამი­ტომ, მხო­ლოდ და­ნარ­ჩე­ნი ხუ­თი შე­ვა­მოწ­მეთ და მხო­ლოდ ეს ხუ­თი იყო ნამ­დ­ვი­ლი რძის პრო­დუქ­ტი.

უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს თუ არა მცე­ნა­რე­ულ ცხი­მებ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი "რძე" ჩვენს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე? - რა­საკ­ვირ­ვე­ლია. იაფ­ფა­სი­ა­ნი ცხი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ასეთ "რძე­ში­ა" გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ნამ­დ­ვი­ლად არ არის სა­სარ­გებ­ლო, რად­გან შე­საძ­ლოა, მათ­ში მა­ღა­ლი იყოს ე.წ. ტრან­ს­ცხი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ძალ­ზე სა­ზი­ა­ნოა. არ­სე­ბობს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია, რომ ხე­ლოვ­ნუ­რად წარ­მოქ­მ­ნი­ლი ტრან­ს­ცხი­მე­ბი მთლი­ა­ნად უნ­და ამო­ვი­ღოთ მოხ­მა­რე­ბი­დან.

ამა­ვე მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქ­ვამს სურ­სა­თის ექ­ს­პერ­ტი, პრო­ფე­სო­რი ეთერ სარ­ჯ­ვე­ლა­ძეც:

- რძი­სა და მის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცია და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან ის ბავ­შ­ვე­ბის მთა­ვა­რი საკ­ვე­ბია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მის მი­ხედ­ვით, და­უშ­ვე­ბე­ლია რძის პრო­დუქ­ტის სა­ხე­ლით ისე­თი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ნამ­დ­ვი­ლი რძის ცხი­მი­სა­გან არ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ეს ეხე­ბა რო­გორც რძეს, ასე­ვე კა­რაქს, ნა­ღებს, ხა­ჭოს, არა­ჟანს და ა.შ. არა­ჟა­ნი რძის ცხი­მის­გან მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია, ჩვენ კი რას ვყი­დუ­ლობთ? - "ა­რა­ჟა­ნი" აწე­რია, მაგ­რამ მცე­ნა­რე­ულ ცხიმ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. კა­რა­ქი არ შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს პრო­დუქტს, რომ­ლის ეტი­კეტს ერ­თ­დ­რო­უ­ლად აწე­რია "კა­რა­ქიც" და "სპრე­დიც" - ეს ორი, ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ცნე­ბაა. სპრე­დი არის ნა­რე­ვი, ხო­ლო კა­რა­ქი - რძის ცხი­მი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი. ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტის გარ­ჩე­ვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვის­გან შე­უ­ი­ა­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით შე­უძ­ლე­ბე­ლია. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც კი უჭირთ, ეჭ­ვი შე­ი­ტა­ნონ რძის პრო­დუქ­ტე­ბის ხა­რის­ხ­ში გე­მოს, სუ­ნის ან ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რის მი­ხედ­ვით. რო­დე­საც ეს პრო­დუქ­ტე­ბი არ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი რძის ცხიმ­ზე, შე­და­რე­ბით და­ბალ ფას­ში უნ­და იყი­დე­ბო­დეს. ჩვენ­თან კი ეს წე­სი ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ირ­ღ­ვე­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, ირ­ღ­ვე­ვა მომ­ხ­მა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბიც. არა­ჟანს, ხა­ჭოს ან მა­წონს, რო­მელ­საც შე­რე­უ­ლი აქვს ათას­გ­ვა­რი შე­მავ­სე­ბე­ლი ან სხვა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა, რძის პრო­დუქ­ტი ეწო­დოს. ადა­მი­ან­მა მარ­გა­რი­ნი თვე­ში ერ­თხელ რომ მი­ი­ღოს, არა­ფე­რი და­უ­შავ­დე­ბა, მაგ­რამ კა­რა­ქის მა­გივ­რად ყო­ველ­დღი­უ­რად მი­სი მი­ღე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

- ქალ­ბა­ტო­ნო ეთერ, რის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა რძის ნა­ტუ­რა­ლო­ბა და ხა­რის­ხი?

- რძის ნა­ტუ­რა­ლო­ბას გან­საზღ­ვ­რავს ყვე­ლა ძი­რი­თა­დი ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლის გა­რე­შეც ის თა­ვის ფუნ­ქ­ცი­ას ვერ შე­ას­რუ­ლებს. მცე­ნა­რე­ულ ცხიმ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლ "რძეს" კი არ შე­იძ­ლე­ბა რძე ვუ­წო­დოთ - ეს არის გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა. სა­გან­გა­შო ფაქ­ტია, რო­დე­საც რძე­ში მხო­ლოდ 5,6 ან 10%-ია რძის ცხი­მი, და­ნარ­ჩე­ნი კი - არა­ვინ იცის - რა. სა­ერ­თოდ, მწარ­მო­ე­ბელ­მა ფირ­მამ პრო­დუქ­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა ეტი­კეტ­ზე ზედ­მი­წევ­ნით უნ­და მი­უ­თი­თოს, რად­გან არ­სე­ბობს ორ­გ­ვა­რი ფალ­სი­ფი­კა­ცია - ტერ­მი­ნის ფალ­სი­ფი­კა­ცია არა­ნაკ­ლებ სა­ზი­ა­ნოა პრო­დუქ­ტის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ა­ზე. ტერ­მი­ნის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას ად­გი­ლი აქვს მა­შინ, რო­დე­საც სპრედს აწე­რია "კა­რა­ქი" და მომ­ხ­მა­რე­ბელს ის ნამ­დ­ვი­ლი კა­რა­ქი ჰგო­ნია. წარ­მო­ე­ბი­დან მომ­ხ­მა­რებ­ლამ­დე ნე­ბის­მი­ერ­მა საკ­ვებ­მა პრო­დუქ­ტ­მა უნ­და გა­ი­ა­როს ყვე­ლა რგო­ლი, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია. შე­საძ­ლოა, პრო­დუქ­ტი თა­ვი­დან ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს, მაგ­რამ არ შე­ი­ნა­ხონ შე­სა­ფე­რის გა­რე­მო­ში და მან მომ­ხ­მა­რებ­ლის მო­წამ­ვ­ლა გა­მო­იწ­ვი­ოს. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იძ­ლე­ვა იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ ჩვენ­ში ამ სფე­რო­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე არ არის. ამი­ტო­მაც გვსურს, რომ ქვე­ყა­ნა­ში რძის პრო­დუქ­ტე­ბის კონ­ტ­რო­ლი გამ­კაც­რ­დეს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ: რო­დე­საც რძეს, კა­რაქს, არა­ჟანს, ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა და­სა­ხე­ლე­ბის რძის პრო­დუქტს ყი­დუ­ლობთ, გულ­დას­მით უნ­და წა­ი­კი­თხოთ, რა აწე­რია მას ეტი­კეტ­ზე, გა­ეც­ნოთ მის შე­მად­გენ­ლო­ბას. ასე­ვე გულ­დას­მით უნ­და და­აკ­ვირ­დეთ შე­ნახ­ვის ვა­და­სა და იმას, თუ რა პი­რო­ბებ­ში ინა­ხა­ვენ ამ პრო­დუქ­ცი­ას. თუ რძე ან რძის პრო­დუქ­ტი ამ­ჟა­ვე­ბუ­ლი და უხა­რის­ხო აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, სრუ­ლი უფ­ლე­ბა გაქვთ, მა­ღა­ზი­ას უკან და­უბ­რუ­ნოთ და და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის ანა­ზღა­უ­რე­ბა მოს­თხო­ვოთ - ეს უფ­ლე­ბა კა­ნო­ნით გაქვთ მო­ნი­ჭე­ბუ­ლი! ეცა­დეთ, რძის პრო­დუქ­ტე­ბი მა­ცი­ვარ­ში შე­ი­ნა­ხოთ, რად­გან მა­თი და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე გა­ჩე­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

"იაფფასიანი ფხვნილისგან დამზადებულ რძეს გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ცხი­მებს უმა­ტე­ბენ" - რას ვყიდულობთ რძის ნაცვლად

"იაფფასიანი ფხვნილისგან დამზადებულ რძეს გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ცხი­მებს უმა­ტე­ბენ" - რას ვყიდულობთ რძის ნაცვლად

"რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში ბავ­შ­ვი­სთ­ვის რძე შე­ვი­ძი­ნე. შინ რომ მი­ვი­ტა­ნე და ავა­დუ­ღე, რძე აიჭ­რა და მი­სი გა­დაქ­ცე­ვა მო­მიხ­და. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, მა­ღა­ზი­ის გამ­ყიდ­ველს ეს მო­ვუ­ყე­ვი, საყ­ვე­დუ­რიც ვუთხა­რი და თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბაც მოვ­თხო­ვე, მან კი, აქეთ შე­მო­მი­ტია და შე­უ­რაცხ­ყო­ფა მო­მა­ყე­ნა: რა ვი­ცი, იქ­ნებ ტყუ­ილს ამ­ბობ და ჩემ­თ­ვის ფუ­ლის და­ცინ­ც­ვ­ლა გინ­დაო... (?!) - ერ­თი სიტყ­ვით, ძა­ლი­ან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი!

მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ჩემ­მა ნაც­ნობ­მა მი­ამ­ბო, ალ­ბათ ნე­ბის­მი­ერ ჩვენ­განს გა­დახ­დე­ნია. ჩვენს სა­ვაჭ­რო ქსელ­ში გა­სა­ყი­დად გა­მო­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ცი­ის სა­ეჭ­ვო ხა­რის­ხ­ზე არა­ერ­თ­გ­ზის თქმუ­ლა და და­წე­რი­ლა, გა­მო­ნაკ­ლისს არც რძის პრო­დუქ­ტე­ბი წარ­მო­ად­გენს. უფ­რო მე­ტიც - რამ­დე­ნი­მე თვის წინ "სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რ­მა" მო­რი­გი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რა და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა: რძის პრო­დუქ­ტე­ბის 15 სა­ხე­ო­ბი­დან 10 ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ახ­ლა­ხან ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ სხვა­დას­ხ­ვა კომ­პა­ნი­ის მი­ერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის რძე შე­ის­წავ­ლა და კვლავ უარ­ყო­ფი­თი დას­კ­ვ­ნა გა­მო­ი­ტა­ნა.

ლია თო­დუა, "ცენ­ტ­რის" პროგ­რა­მე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი:

- მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ბევ­რ­ჯერ მოგ­ვ­მარ­თეს თხოვ­ნით, რომ ქარ­თუ­ლი ფირ­მე­ბის მი­ერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი რძე შეგ­ვე­მოწ­მე­ბი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მოქ­მე­დი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ძალ­ზე მწი­რია, ამი­ტომ, ამ თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა კარ­გა ხანს ვერ შევ­ძე­ლით. ცო­ტა ხნის წინ ერთ-ერ­თი ლა­ბო­რა­ტო­რია დაგ­ვ­თან­ხ­მ­და, რომ რძის ცხი­მის შე­მად­გენ­ლო­ბა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა და ჩვენც და­ვიწყეთ ამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლის კვლე­ვა: შე­ვი­ძი­ნეთ სხვა­დას­ხ­ვა ფირ­მის მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბის რძე, მაგ­რამ ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნის ეტი­კე­ტი­დან გა­ვარ­კ­ვი­ეთ, რომ ეს პრო­დუქ­ტე­ბი მცე­ნა­რე­ულ ცხიმს შე­ი­ცავ­და, ასე­თი პრო­დუქ­ტი კი ნამ­დ­ვი­ლი რძე არ არის. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, ნამ­დ­ვილ რძე­ში რძის ცხი­მის შე­მად­გენ­ლო­ბა 100% უნ­და იყოს, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ის რძე არ არის. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა არ კრძა­ლავს ისე­თი პრო­დუქ­ტის "რძის" სა­ხე­ლით გა­ყიდ­ვას, რო­მელ­შიც რძის ცხი­მი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე პრო­ცენ­ტია, და­ნარ­ჩე­ნი კი - გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ნივ­თი­ე­რე­ბაა. სა­ვა­რა­უ­დოდ, ეს ფირ­მე­ბი რძეს ამ­ზა­დე­ბენ იაფ­ფა­სი­ა­ნი რძის ფხვნი­ლი­სა­გან, რო­მელ­საც გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ცხი­მებს უმა­ტე­ბენ. ამის გა­მო მწარ­მო­ე­ბელს ე.წ. რძის გა­მოშ­ვე­ბა შე­და­რე­ბით იაფი უჯ­დე­ბა, მყიდ­ვე­ლი კი - ზა­რალ­დე­ბა. სხვა­თა შო­რის, რძის პრო­დუქ­ტ­ზეც იგი­ვე უნ­და ვთქვა: სა­მი­ო­დე თვის წინ შე­ვა­მოწ­მეთ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ის მი­ერ წარ­მო­ე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ცია - ხა­ჭო, მა­წო­ნი და არა­ჟა­ნი. პირ­ველ რიგ­ში, მა­თი ეტი­კე­ტე­ბი შე­მოწ­მ­და. თხუთ­მე­ტი სა­ხე­ო­ბი­დან ათის ეტი­კეტს ეწე­რა, რომ მცე­ნა­რე­ულ ცხიმს შე­ი­ცავ­და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ შე­მოწ­მე­ბას აზ­რი არ ჰქონ­და - ეს არ გახ­ლ­დათ ნამ­დ­ვი­ლი რძის პრო­დუქ­ტი, ამი­ტომ, მხო­ლოდ და­ნარ­ჩე­ნი ხუ­თი შე­ვა­მოწ­მეთ და მხო­ლოდ ეს ხუ­თი იყო ნამ­დ­ვი­ლი რძის პრო­დუქ­ტი.

უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დებს თუ არა მცე­ნა­რე­ულ ცხი­მებ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლი "რძე" ჩვენს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე? - რა­საკ­ვირ­ვე­ლია. იაფ­ფა­სი­ა­ნი ცხი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ასეთ "რძე­ში­ა" გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ნამ­დ­ვი­ლად არ არის სა­სარ­გებ­ლო, რად­გან შე­საძ­ლოა, მათ­ში მა­ღა­ლი იყოს ე.წ. ტრან­ს­ცხი­მე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ძალ­ზე სა­ზი­ა­ნოა. არ­სე­ბობს ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცია, რომ ხე­ლოვ­ნუ­რად წარ­მოქ­მ­ნი­ლი ტრან­ს­ცხი­მე­ბი მთლი­ა­ნად უნ­და ამო­ვი­ღოთ მოხ­მა­რე­ბი­დან.

ამა­ვე მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქ­ვამს სურ­სა­თის ექ­ს­პერ­ტი, პრო­ფე­სო­რი ეთერ სარ­ჯ­ვე­ლა­ძეც:

- რძი­სა და მის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცია და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან ის ბავ­შ­ვე­ბის მთა­ვა­რი საკ­ვე­ბია. სა­ერ­თა­შო­რი­სო ნორ­მის მი­ხედ­ვით, და­უშ­ვე­ბე­ლია რძის პრო­დუქ­ტის სა­ხე­ლით ისე­თი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცია, რო­მე­ლიც ნამ­დ­ვი­ლი რძის ცხი­მი­სა­გან არ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ეს ეხე­ბა რო­გორც რძეს, ასე­ვე კა­რაქს, ნა­ღებს, ხა­ჭოს, არა­ჟანს და ა.შ. არა­ჟა­ნი რძის ცხი­მის­გან მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია, ჩვენ კი რას ვყი­დუ­ლობთ? - "ა­რა­ჟა­ნი" აწე­რია, მაგ­რამ მცე­ნა­რე­ულ ცხიმ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი. კა­რა­ქი არ შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს პრო­დუქტს, რომ­ლის ეტი­კეტს ერ­თ­დ­რო­უ­ლად აწე­რია "კა­რა­ქიც" და "სპრე­დიც" - ეს ორი, ერ­თ­მა­ნეთ­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ცნე­ბაა. სპრე­დი არის ნა­რე­ვი, ხო­ლო კა­რა­ქი - რძის ცხი­მი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი. ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტის გარ­ჩე­ვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვის­გან შე­უ­ი­ა­რა­ღე­ბე­ლი თვა­ლით შე­უძ­ლე­ბე­ლია. სპე­ცი­ა­ლის­ტებ­საც კი უჭირთ, ეჭ­ვი შე­ი­ტა­ნონ რძის პრო­დუქ­ტე­ბის ხა­რის­ხ­ში გე­მოს, სუ­ნის ან ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რის მი­ხედ­ვით. რო­დე­საც ეს პრო­დუქ­ტე­ბი არ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი რძის ცხიმ­ზე, შე­და­რე­ბით და­ბალ ფას­ში უნ­და იყი­დე­ბო­დეს. ჩვენ­თან კი ეს წე­სი ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ირ­ღ­ვე­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, ირ­ღ­ვე­ვა მომ­ხ­მა­რებ­ლის უფ­ლე­ბე­ბიც. არა­ჟანს, ხა­ჭოს ან მა­წონს, რო­მელ­საც შე­რე­უ­ლი აქვს ათას­გ­ვა­რი შე­მავ­სე­ბე­ლი ან სხვა ქი­მი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა, არ შე­იძ­ლე­ბა, რძის პრო­დუქ­ტი ეწო­დოს. ადა­მი­ან­მა მარ­გა­რი­ნი თვე­ში ერ­თხელ რომ მი­ი­ღოს, არა­ფე­რი და­უ­შავ­დე­ბა, მაგ­რამ კა­რა­ქის მა­გივ­რად ყო­ველ­დღი­უ­რად მი­სი მი­ღე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია.

- ქალ­ბა­ტო­ნო ეთერ, რის მი­ხედ­ვით გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა რძის ნა­ტუ­რა­ლო­ბა და ხა­რის­ხი?

- რძის ნა­ტუ­რა­ლო­ბას გან­საზღ­ვ­რავს ყვე­ლა ძი­რი­თა­დი ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლის გა­რე­შეც ის თა­ვის ფუნ­ქ­ცი­ას ვერ შე­ას­რუ­ლებს. მცე­ნა­რე­ულ ცხიმ­ზე დამ­ზა­დე­ბუ­ლ "რძეს" კი არ შე­იძ­ლე­ბა რძე ვუ­წო­დოთ - ეს არის გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა. სა­გან­გა­შო ფაქ­ტია, რო­დე­საც რძე­ში მხო­ლოდ 5,6 ან 10%-ია რძის ცხი­მი, და­ნარ­ჩე­ნი კი - არა­ვინ იცის - რა. სა­ერ­თოდ, მწარ­მო­ე­ბელ­მა ფირ­მამ პროდუქტის შე­მად­გენ­ლო­ბა ეტი­კეტ­ზე ზედ­მი­წევ­ნით უნ­და მი­უ­თი­თოს, რად­გან არ­სე­ბობს ორ­გ­ვა­რი ფალ­სი­ფი­კა­ცია - ტერ­მი­ნის ფალ­სი­ფი­კა­ცია არა­ნაკ­ლებ სა­ზი­ა­ნოა პრო­დუქ­ტის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ა­ზე. ტერ­მი­ნის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ას ად­გი­ლი აქვს მა­შინ, რო­დე­საც სპრედს აწე­რია "კა­რა­ქი" და მომ­ხ­მა­რე­ბელს ის ნამ­დ­ვი­ლი კა­რა­ქი ჰგო­ნია. წარ­მო­ე­ბი­დან მომ­ხ­მა­რებ­ლამ­დე ნე­ბის­მი­ერ­მა საკ­ვებ­მა პრო­დუქ­ტ­მა უნ­და გა­ი­ა­როს ყვე­ლა რგო­ლი, რო­მე­ლიც აუცი­ლე­ბე­ლია. შე­საძ­ლოა, პრო­დუქ­ტი თა­ვი­დან ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს, მაგ­რამ არ შე­ი­ნა­ხონ შე­სა­ფე­რის გა­რე­მო­ში და მან მომ­ხ­მა­რებ­ლის მო­წამ­ვ­ლა გა­მო­იწ­ვი­ოს. სამ­წუ­ხა­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იძ­ლე­ვა იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ ჩვენ­ში ამ სფე­რო­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე არ არის. ამი­ტო­მაც გვსურს, რომ ქვე­ყა­ნა­ში რძის პრო­დუქ­ტე­ბის კონ­ტ­რო­ლი გამ­კაც­რ­დეს.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გვირ­ჩე­ვენ: რო­დე­საც რძეს, კა­რაქს, არა­ჟანს, ან ნე­ბის­მი­ე­რი სხვა და­სა­ხე­ლე­ბის რძის პრო­დუქტს ყი­დუ­ლობთ, გულ­დას­მით უნ­და წა­ი­კითხოთ, რა აწე­რია მას ეტი­კეტ­ზე, გა­ეც­ნოთ მის შე­მად­გენ­ლო­ბას. ასე­ვე გულ­დას­მით უნ­და და­აკ­ვირ­დეთ შე­ნახ­ვის ვა­და­სა და იმას, თუ რა პი­რო­ბებ­ში ინა­ხა­ვენ ამ პრო­დუქ­ცი­ას. თუ რძე ან რძის პრო­დუქ­ტი ამ­ჟა­ვე­ბუ­ლი და უხა­რის­ხო აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, სრუ­ლი უფ­ლე­ბა გაქვთ, მა­ღა­ზი­ას უკან და­უბ­რუ­ნოთ და და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხის ანაზღა­უ­რე­ბა მოს­თხო­ვოთ - ეს უფ­ლე­ბა კა­ნო­ნით გაქვთ მო­ნი­ჭე­ბუ­ლი! ეცა­დეთ, რძის პრო­დუქ­ტე­ბი მა­ცი­ვარ­ში შე­ი­ნა­ხოთ, რად­გან მა­თი და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე გა­ჩე­რე­ბა აუცი­ლე­ბე­ლია.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია