სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

23

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსკლუზივები "ერთი ერთშის" ახალი სეზონიდან
ექსკლუზივები "ერთი ერთშის" ახალი სეზონიდან

"ჯდს"-ის ეთერ­ში მალე "ერთი ერ­თშის" მე­ო­რე სე­ზო­ნი და­ი­წყე­ბა. შო­უ­ში ბევ­რი სი­ახ­ლე იგეგ­მე­ბა. შე­იც­ვალ­ნენ ჟი­უ­რის წევ­რე­ბი, მო­იწ­ვი­ეს ახა­ლი ვო­კა­ლის პე­და­გო­გი სისი სამი, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე ბრი­ტა­ნულ "X ფაქ­ტორ­სა" და "ვო­ის­თან" თა­ნამ­შრომ­ლობ­და. მას­თან ერ­თად ჟი­უ­რის წევ­რი იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი­დან ყვე­ლას­თვის კარ­გად ნაც­ნო­ბი ზაკ რისი და ასე­ვე მსა­ხი­ო­ბი ზაზა კო­ლე­ლიშ­ვი­ლი. პრო­ექ­ტის სხვა სი­ახ­ლე­ებ­ზე შოუს აღ­მას­რუ­ლე­ბელ პრო­დი­უ­სერ ელე­ნე კო­ლე­ლიშ­ვილს და მუ­სი­კა­ლურ პრო­დი­უ­სერ გვან­ცა კი­ლა­სო­ნი­ას ვე­სა­უბ­რეთ.

- რა იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მე­ო­რე სე­ზონ­ში?

გვან­ცა:

- შოუს პრინ­ცი­პი არ დარ­ღვე­უ­ლა. მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის იქ­ნე­ბი­ან ოთხი გო­გო­ნა და ოთხი ბიჭი. სა­კონ­კურ­სო მა­რა­თო­ნიც ზუს­ტად იმა­ვე­ნა­ი­რად წა­რი­მარ­თე­ბა. სი­ახ­ლე გვაქვს ჟი­უ­რის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. გვე­ყო­ლე­ბა ჟი­უ­რის სამი მუდ­მი­ვი და მე­ო­თხე მოწ­ვე­უ­ლი წევ­რი, რო­მე­ლიც მო­ნა­წი­ლე­ებს ასე­ვე და­უ­წერს ქუ­ლებს.

- ქარ­თულ ტე­ლე­არ­ხებ­ზე უკვე გა­დის "ორი ვარ­სკვლა­ვი" და იწყე­ბა "X ფაქ­ტო­რი". კონ­კუ­რენ­ცი­ა­ზე რას ფიქ­რობთ?

ელე­ნე:

- ჩვენს პრო­ექტს ჰყავს თა­ვი­სი ერ­თგუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ელო­დე­ბა "ერთი ერ­თშის" მე­ო­რე სე­ზონს. ჩვე­ნი პრო­ექ­ტი არც ერთ შოუს არ ჰგავს. ჩვენს შო­უ­ში მთა­ვა­რია გარ­და­სახ­ვა, გრი­მი, კოს­ტი­უ­მი და ვო­კა­ლი, ამი­ტომ პი­რა­დად მე არც ერთი სხვა პრო­ექ­ტის არ მე­ში­ნია.

გვან­ცა:

- პირ­ველ სე­ზონ­ზეც იმ­დე­ნი­ვე შოუ გა­დი­ო­და, რამ­დე­ნიც წელ­საა. მა­შინ "ნი­ჭი­ე­რი" იყო, ახლა "X ფაქ­ტო­რი" და­ი­წყე­ბა. "იმედ­ზე" "ახა­ლი ხმა" იყო და ახლა "ორი ვარ­სკვლა­ვი" გა­დის. ვფიქ­რობ, "ერთი ერ­თში" სტა­ბი­ლუ­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. არას­დროს შე­ვა­და­რებ ორ სე­ზონს ერ­თმა­ნეთს, მა­გარს რო­დე­საც ვამ­ბობ, ვგუ­ლის­ხმობ, რომ პრო­ექ­ტზე მო­მუ­შა­ვე გუნ­დმა მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ი­ღო. მი­ხა­რია, რომ ჯდს-ი, რამ­დე­ნი­მე წლის ტე­ლე­ვი­ზია, ძა­ლი­ან თა­ვი­სუფ­ლად უწევს კონ­კუ­რენ­ცი­ას მე­გა­შო­უ­ებს სხვა არ­ხებ­ზე და ერთ სე­ზონ­ზე სა­ტე­ლე­ვი­ზიო ბა­ზარ­ზე ჯდს-მა თა­ვი­სი ნიშა და­ი­კა­ვა. რო­დე­საც თქვენ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი შო­უ­ებს თვლით, ყო­ველ­თვის ახ­სე­ნებთ ჩვე­ნი არ­ხის ამ პრო­ექტს და ესაა არ­ხის მთა­ვა­რი წარ­მა­ტე­ბა.

- აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ პირ­ველ სე­ზონ­ში კონ­კურ­სან­ტებს სა­უ­კე­თე­სო გრი­მი უკეთ­დე­ბო­დათ.

ელე­ნე:

- სწო­რედ ამი­ტომ გრი­მი­ო­რე­ბის იგი­ვე ჯგუ­ფი იმუ­შა­ვებს ამ სე­ზონ­ზეც. გრი­მი და კოს­ტი­უ­მი შო­უ­ში პირ­ველ ეფექტს ახ­დენს. ამ შემ­თხვე­ვა­ში დათ­მო­ბებ­ზე წას­ვლა არა­ნა­ი­რად არ ღირს. თუ ნე­ბის­მი­ე­რი მომ­ღე­რა­ლი გა­რეგ­ნუ­ლად არ ჰგავს მას, ვი­საც ჰბა­ძავს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ხმით და­ემ­სგავ­სე­ბა თუ არა. ბულ­გა­რე­ლი იანა სტო­ი­ა­ნო­ვა და ანა ან­დრე­ე­ვა, ქარ­თვე­ლი გრი­მი­ო­რე­ბი სოფო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი და ელა ვო­ინ­ვარ­ცი იმუ­შა­ვე­ბენ ამ სე­ზონ­ზეც. კოს­ტი­უ­მე­ბის მხატ­ვა­რი შევ­ცვა­ლეთ, მაგ­რამ ეფექ­ტი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იგი­ვე იქ­ნე­ბა. ასე­ვე ახა­ლი პე­და­გო­გი გვყავს დრა­მა­ში – აჩი­კო სო­ლო­ღაშ­ვი­ლი, და ვფიქ­რობთ, მისი გა­მოც­დი­ლე­ბა ძა­ლი­ან წა­ად­გე­ბა შოუს მო­ნა­წი­ლე­ებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

ექსკლუზივები "ერთი ერთშის" ახალი სეზონიდან

ექსკლუზივები "ერთი ერთშის" ახალი სეზონიდან

"ჯდს"-ის ეთერში მალე "ერთი ერთშის" მეორე სეზონი დაიწყება. შოუში ბევრი სიახლე იგეგმება. შეიცვალნენ ჟიურის წევრები, მოიწვიეს ახალი ვოკალის პედაგოგი სისი სამი, რომელიც მანამდე ბრიტანულ "X ფაქტორსა" და "ვოისთან" თანამშრომლობდა. მასთან ერთად ჟიურის წევრი იქნება პირველი სეზონიდან ყველასთვის კარგად ნაცნობი ზაკ რისი და ასევე მსახიობი ზაზა კოლელიშვილი. პროექტის სხვა სიახლეებზე შოუს აღმასრულებელ პროდიუსერ ელენე კოლელიშვილს და მუსიკალურ პროდიუსერ გვანცა კილასონიას ვესაუბრეთ.

- რა იქნება განსხვავებული მეორე სეზონში?

გვანცა:

- შოუს პრინციპი არ დარღვეულა. მონაწილეთა შორის იქნებიან ოთხი გოგონა და ოთხი ბიჭი. საკონკურსო მარათონიც ზუსტად იმავენაირად წარიმართება. სიახლე გვაქვს ჟიურის შემადგენლობაში. გვეყოლება ჟიურის სამი მუდმივი და მეოთხე მოწვეული წევრი, რომელიც მონაწილეებს ასევე დაუწერს ქულებს.

- ქართულ ტელეარხებზე უკვე გადის "ორი ვარსკვლავი" და იწყება "X ფაქტორი". კონკურენციაზე რას ფიქრობთ?

ელენე:

- ჩვენს პროექტს ჰყავს თავისი ერთგული მაყურებელი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ელოდება "ერთი ერთშის" მეორე სეზონს. ჩვენი პროექტი არც ერთ შოუს არ ჰგავს. ჩვენს შოუში მთავარია გარდასახვა, გრიმი, კოსტიუმი და ვოკალი, ამიტომ პირადად მე არც ერთი სხვა პროექტის არ მეშინია.

გვანცა:

- პირველ სეზონზეც იმდენივე შოუ გადიოდა, რამდენიც წელსაა. მაშინ "ნიჭიერი" იყო, ახლა "X ფაქტორი" დაიწყება. "იმედზე" "ახალი ხმა" იყო და ახლა "ორი ვარსკვლავი" გადის. ვფიქრობ, "ერთი ერთში" სტაბილურად წარმატებული იქნება. არასდროს შევადარებ ორ სეზონს ერთმანეთს, მაგარს როდესაც ვამბობ, ვგულისხმობ, რომ პროექტზე მომუშავე გუნდმა მეტი გამოცდილება მიიღო. მიხარია, რომ ჯდს-ი, რამდენიმე წლის ტელევიზია, ძალიან თავისუფლად უწევს კონკურენციას მეგაშოუებს სხვა არხებზე და ერთ სეზონზე სატელევიზიო ბაზარზე ჯდს-მა თავისი ნიშა დაიკავა. როდესაც თქვენ, ჟურნალისტები შოუებს თვლით, ყოველთვის ახსენებთ ჩვენი არხის ამ პროექტს და ესაა არხის მთავარი წარმატება.

- აღნიშნავდნენ, რომ პირველ სეზონში კონკურსანტებს საუკეთესო გრიმი უკეთდებოდათ.

ელენე:

- სწორედ ამიტომ გრიმიორების იგივე ჯგუფი იმუშავებს ამ სეზონზეც. გრიმი და კოსტიუმი შოუში პირველ ეფექტს ახდენს. ამ შემთხვევაში დათმობებზე წასვლა არანაირად არ ღირს. თუ ნებისმიერი მომღერალი გარეგნულად არ ჰგავს მას, ვისაც ჰბაძავს, არ აქვს მნიშვნელობა, ხმით დაემსგავსება თუ არა. ბულგარელი იანა სტოიანოვა და ანა ანდრეევა, ქართველი გრიმიორები სოფო მაჭავარიანი და ელა ვოინვარცი იმუშავებენ ამ სეზონზეც. კოსტიუმების მხატვარი შევცვალეთ, მაგრამ ეფექტი, დარწმუნებული ვარ, იგივე იქნება. ასევე ახალი პედაგოგი გვყავს დრამაში – აჩიკო სოლოღაშვილი, და ვფიქრობთ, მისი გამოცდილება ძალიან წაადგება შოუს მონაწილეებს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება