პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აბანოში თუ იუშჩენკოს ნაცვლად სხვა კაცმა იბანავა, უნდა გამოვიძიოთ - ირინე იმერლიშვილი ექს-პრეზიდენტის სკანდალად ქცეულ ბანაობაზე
აბანოში თუ იუშჩენკოს ნაცვლად სხვა კაცმა იბანავა, უნდა გამოვიძიოთ - ირინე იმერლიშვილი ექს-პრეზიდენტის სკანდალად ქცეულ ბანაობაზე

უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კოს პრესმდი­ვან­მა 2011 წელს, ექს-პრე­ზი­დენ­ტის სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტი­სას გო­გირ­დის აბა­ნო­ში და­ხარ­ჯულ 591 ლარ­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა, რო­მე­ლიც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ­მა სამ­სა­ხურ­მა და­ფა­რა. პრეს-მდივ­ნის თქმით, ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კო 2011 წლის 6 აპ­რილს არ იმ­ყო­ფე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­ევ­ში, სა­კუ­თა­რი პარ­ტი­ის ოფის­ში მუ­შა­ობ­და. გარ­და ამი­სა პრეს-სპი­კე­რი ამ­ბობს, რომ იუშ­ჩენ­კო მზა­დაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დახ­მა­რე­ბის სა­ხით გა­დას­ცეს ის 400 დო­ლა­რი, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დაც­ვამ გა­და­ი­ხა­და.

ამ გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ ირი­ნე იმერ­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში საპ­რო­ცე­დუ­რო და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებს, აცხა­დებს, რომ "საქ­მე ბო­ლომ­დეა მი­საყ­ვა­ნი". მისი თქმით, გა­მო­ძი­ე­ბით უნდა დად­გინ­დეს თუ აბა­ნო­ში არა იუშ­ჩენ­კომ, არა­მედ სხვა კაც­მა იბა­ნა­ვა.

"თუ სა­უ­ბა­რია, რომ იმ დღეს აბა­ნო­ში იუშ­ჩენ­კო არ ყო­ფი­ლა და სხვა კაც­მა იბა­ნა­ვა, რა­შიც სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ფუ­ლია გა­დახ­დი­ლი, ესეც გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია. მი­ვა­დევ­ნებ თვალ­ყურს, რომ შე­სა­ბა­მის­მა ორ­გა­ნო­ებ­მა ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნონ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა არა მხო­ლოდ ამ ნა­წილ­ში, არა­მედ ბევრ ნა­წილ­ში", - აცხა­დებს იმერ­ლიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფაქტს იმის შე­სა­ხებ, რომ N5 აბა­ნო­ში უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვიქ­ტორ იუშ­ჩენ­კო იმ­ყო­ფე­ბო­და, შპს "ნა­რი­ყა­ლა­ში" ადას­ტუ­რე­ბენ. გავ­რცელ­და აბა­ნოს დი­რექ­ტო­რის, ლუ­ი­ზა გო­გო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბაც, რო­მელ­შიც ამ­ბობს, რომ იუ­შენ­კო გო­გირ­დის აბა­ნო­ში 2-3 წლის წინ ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და.

"ნამ­დვი­ლად იმ­ყო­ფე­ბო­და უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ჩვენს აბა­ნო­ში. ის ვიპ აბა­ნო­ში იყო შე­სუ­ლი. ეს და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 წლის წინ მოხ­და, ზუს­ტი თა­რი­ღი არ მახ­სოვს. უნდა ვთქვა, რომ ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბა, მი­ირ­თვა ჩაი, ასე­ვე გა­უ­კეთ­და მა­სა­ჟი და სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­ცე­დუ­რე­ბიც. ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი წა­ვი­და", - გა­ნა­ცხა­და გო­გო­ძემ.

ამას­თან, რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც იუშ­ჩენ­კოს მო­ემ­სა­ხურ­ნენ, ამ­ჟა­მად სხვა­გან მუ­შა­ო­ბენ.

გო­გირ­დის აბა­ნო­ში იუშ­ჩენ­კოს სტუმ­რო­ბის ფაქ­ტი სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯე­ბის ამ­სახ­ვე­ლი მა­სა­ლე­ბით დას­ტურ­დე­ბა. სამ­სა­ხუ­რის არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და დო­კუ­მენ­ტა­ცია დე­პუ­ტატ­მა ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა. დე­პუ­ტა­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა ეს ხარ­ჯი ფა­რულ ხარ­ჯებ­შია გა­ტა­რე­ბუ­ლი და მას დღემ­დე გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო"ედო.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­ლა­როს შე­მო­სავ­ლის ორ­დე­რის მი­ხედ­ვით, იუშ­ჩენ­კოს აბა­ნოს მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში სულ 591 ლა­რია და­ხარ­ჯუ­ლი. ორ­დე­რი 2011 წლის 6 აპ­რილს არის გა­ცე­მუ­ლი.

ინ­ვო­ი­სის მი­ხედ­ვით, მომ­სა­ხუ­რე­ბა 7 ადა­მი­ან­ზე იყო გა­წე­რი­ლი და მას­ში შე­დი­ო­და თაფ­ლის მა­სა­ჟი, სამი ჩა­ი­და­ნი ჩაი მუ­რა­ბით, 6 მი­ნე­რა­ლუ­რი და 6 სას­მე­ლი წყა­ლი, 7 სა­პო­ნი, 7 შამ­პუ­ნი და 7 წყვი­ლი ჩუს­ტი. ინ­ვო­ისს ხელს აწერს შპს "ნა­რი­ყა­ლას" დი­რექ­ტო­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

აბანოში თუ იუშჩენკოს ნაცვლად სხვა კაცმა იბანავა, უნდა გამოვიძიოთ - ირინე იმერლიშვილი ექს-პრეზიდენტის სკანდალად ქცეულ ბანაობაზე

აბანოში თუ იუშჩენკოს ნაცვლად სხვა კაცმა იბანავა, უნდა გამოვიძიოთ - ირინე იმერლიშვილი ექს-პრეზიდენტის სკანდალად ქცეულ ბანაობაზე

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს პრესმდივანმა 2011 წელს, ექს-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტისას გოგირდის აბანოში დახარჯულ 591 ლართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა დაფარა. პრეს-მდივნის თქმით, ვიქტორ იუშჩენკო 2011 წლის 6 აპრილს არ იმყოფებოდა საქართველოში და ის მთელი დღის განმავლობაში კიევში, საკუთარი პარტიის ოფისში მუშაობდა. გარდა ამისა პრეს-სპიკერი ამბობს, რომ იუშჩენკო მზადაა, რომ საქართველოს დახმარების სახით გადასცეს ის 400 დოლარი, რომელიც, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის დაცვამ გადაიხადა.

ამ განცხადების საპასუხოდ ირინე იმერლიშვილი, რომელიც პარლამენტში საპროცედურო და წესების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებს, აცხადებს, რომ "საქმე ბოლომდეა მისაყვანი". მისი თქმით, გამოძიებით უნდა დადგინდეს თუ აბანოში არა იუშჩენკომ, არამედ სხვა კაცმა იბანავა.

"თუ საუბარია, რომ იმ დღეს აბანოში იუშჩენკო არ ყოფილა და სხვა კაცმა იბანავა, რაშიც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფულია გადახდილი, ესეც გამოსაძიებელია. მივადევნებ თვალყურს, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ბოლომდე მიიყვანონ საქმის გამოძიება არა მხოლოდ ამ ნაწილში, არამედ ბევრ ნაწილში", - აცხადებს იმერლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფაქტს იმის შესახებ, რომ N5 აბანოში უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო იმყოფებოდა, შპს "ნარიყალაში" ადასტურებენ. გავრცელდა აბანოს დირექტორის, ლუიზა გოგოლაძის განცხადებაც, რომელშიც ამბობს, რომ იუშენკო გოგირდის აბანოში 2-3 წლის წინ ნამდვილად იმყოფებოდა.

"ნამდვილად იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ჩვენს აბანოში. ის ვიპ აბანოში იყო შესული. ეს დაახლოებით 2-3 წლის წინ მოხდა, ზუსტი თარიღი არ მახსოვს. უნდა ვთქვა, რომ ძალიან მოეწონა ჩვენი მომსახურება, მიირთვა ჩაი, ასევე გაუკეთდა მასაჟი და სხვადასხვა სახის პროცედურებიც. ძალიან კმაყოფილი წავიდა", - განაცხადა გოგოძემ.

ამასთან, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ის თანამშრომლები, რომლებიც იუშჩენკოს მოემსახურნენ, ამჟამად სხვაგან მუშაობენ.

გოგირდის აბანოში იუშჩენკოს სტუმრობის ფაქტი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტის ხარჯების ამსახველი მასალებით დასტურდება. სამსახურის არამიზნობრივი ხარჯების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია დეპუტატმა ირინა იმერლიშვილმა გამოაქვეყნა. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ყველა ეს ხარჯი ფარულ ხარჯებშია გატარებული და მას დღემდე გრიფი "საიდუმლო"ედო.

გამოქვეყნებული სალაროს შემოსავლის ორდერის მიხედვით, იუშჩენკოს აბანოს მომსახურებაში სულ 591 ლარია დახარჯული. ორდერი 2011 წლის 6 აპრილს არის გაცემული.

ინვოისის მიხედვით, მომსახურება 7 ადამიანზე იყო გაწერილი და მასში შედიოდა თაფლის მასაჟი, სამი ჩაიდანი ჩაი მურაბით, 6 მინერალური და 6 სასმელი წყალი, 7 საპონი, 7 შამპუნი და 7 წყვილი ჩუსტი. ინვოისს ხელს აწერს შპს "ნარიყალას" დირექტორი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა