პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარჩება თუ არა უტა ივანიშვილი "ქართუ ბანკის" გარეშე
დარჩება თუ არა უტა ივანიშვილი "ქართუ ბანკის" გარეშე

ბან­კი "ქარ­თუს" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის, ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ხუთ­შა­ბათს, 9 აპ­რილს შეხ­ვდა ბან­კის დამ­ფუძ­ნე­ბელს, სა­დაც შე­თან­ხმდნენ, რომ შე­საძ­ლოა, სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტი გა­ი­ყი­დოს.

"მას შემ­დეგ, რაც საკ­მა­ოდ აჟი­ტი­რე­ბულ თე­მად იქცა ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი, მით უმე­ტეს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, რომ ბან­კმა და­კარ­გა შე­საძ­ლო სა­ინ­ვეს­ტი­ციო აქ­ტუ­ა­ლო­ბა, მე მქონ­და სა­უ­ბა­რი დამ­ფუძ­ნე­ბელ­თან და მი­ვე­დით ერ­თობ­ლივ დას­კვნამ­დე, რომ თუკი იქ­ნე­ბა ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დე­ბი და ცენ­ტრი, ამ თვალ­საზ­რი­სით, ბან­კი "ქარ­თუს" აქ­ტუ­ა­ლო­ბა დამ­ფუძ­ნებ­ლის­თვის მე­ო­რე პლან­ზე გა­და­დის. შევ­თან­ხმდით, რომ შე­იძ­ლე­ბა, ეს ბან­კი გა­ი­ყი­დოს, თუ ამის მსურ­ვე­ლი გა­მოჩ­ნდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

ამა­ვე დროს, სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ უარ­ყო ვერ­სია, თით­ქოს "ქარ­თუ" შე­საძ­ლოა, პარტნი­ო­რი გახ­დეს, ან შე­ვი­დეს ისე­თი მსხვი­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის კა­პი­ტალ­ში, რო­გო­რიც თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი დღის წინ ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა ბან­კის გა­ყიდ­ვის თა­ო­ბა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო, ისე­ვე რო­გორც ინ­ფორ­მა­ცია, რომ გა­რი­გე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი თურქ და ებ­რა­ელ ინ­ვეს­ტო­რებ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

"ჯერ ერთი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ვერ გა­ყი­დის "ქარ­თუ ბანკს", რად­გან მისი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი არ არის. მე­ო­რეც, არ ვიცი, სა­ი­დან მო­დის ეს ინ­ფორ­მა­ცია. ჩემ­თან ამ თე­მა­ზე არა­ნა­ი­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი არას­დროს არ ყო­ფი­ლა", - აღ­ნიშ­ნა მა­შინ ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა.

სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კი "რო­სი­ის­კი კრე­დი­ტი-ქარ­თუ" 1996 და­ფუძნ­და, 1998 წელს კი მას "ბან­კი ქარ­თუ" და­ერ­ქვა. ამ­ჟა­მად, ბან­კის მფლო­ბე­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვაჟი, უტა ივა­ნიშ­ვი­ლია, ის ბან­კის 100%-იან წილს ფლობს.

წყა­რო:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დარჩება თუ არა უტა ივანიშვილი "ქართუ ბანკის" გარეშე

დარჩება თუ არა უტა ივანიშვილი "ქართუ ბანკის" გარეშე

ბანკი "ქართუს" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, ხუთშაბათს, 9 აპრილს შეხვდა ბანკის დამფუძნებელს, სადაც შეთანხმდნენ, რომ შესაძლოა, საფინანსო ინსტიტუტი გაიყიდოს.

"მას შემდეგ, რაც საკმაოდ აჟიტირებულ თემად იქცა ამ თემაზე საუბარი, მით უმეტეს თანაინვესტირების ფონდის განცხადების შემდეგ, რომ ბანკმა დაკარგა შესაძლო საინვესტიციო აქტუალობა, მე მქონდა საუბარი დამფუძნებელთან და მივედით ერთობლივ დასკვნამდე, რომ თუკი იქნება ასეთი სერიოზული საინვესტიციო ფონდები და ცენტრი, ამ თვალსაზრისით, ბანკი "ქართუს" აქტუალობა დამფუძნებლისთვის მეორე პლანზე გადადის. შევთანხმდით, რომ შეიძლება, ეს ბანკი გაიყიდოს, თუ ამის მსურველი გამოჩნდება", - აღნიშნა ჯავახიშვილმა.

ამავე დროს, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ უარყო ვერსია, თითქოს "ქართუ" შესაძლოა, პარტნიორი გახდეს, ან შევიდეს ისეთი მსხვილი სტრუქტურების კაპიტალში, როგორიც თანაინვესტირების ფონდია.

აღსანიშნავია, რომ ორი დღის წინ ნოდარ ჯავახიშვილმა ბანკის გაყიდვის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო, ისევე როგორც ინფორმაცია, რომ გარიგებაზე მოლაპარაკებები თურქ და ებრაელ ინვესტორებთან მიმდინარეობდა.

"ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილი ვერ გაყიდის "ქართუ ბანკს", რადგან მისი დამფუძნებელი არ არის. მეორეც, არ ვიცი, საიდან მოდის ეს ინფორმაცია. ჩემთან ამ თემაზე არანაირი კონსულტაციები არასდროს არ ყოფილა", - აღნიშნა მაშინ ნოდარ ჯავახიშვილმა.

სააქციო საზოგადოება კომერციული ბანკი "როსიისკი კრედიტი-ქართუ" 1996 დაფუძნდა, 1998 წელს კი მას "ბანკი ქართუ" დაერქვა. ამჟამად, ბანკის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, უტა ივანიშვილია, ის ბანკის 100%-იან წილს ფლობს.

წყარო:

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა