მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უშვილობის გამომწვევი მიზეზები საქართველოში - რჩევები გინეკოლოგისგან
უშვილობის გამომწვევი მიზეზები საქართველოში - რჩევები გინეკოლოგისგან

ქა­ლის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა დე­დო­ბაა, მაგ­რამ ზოგ­ჯერ თავს იჩენს პრობ­ლე­მე­ბი, რის გა­მოც ქალი რამ­დე­ნი­მე თვი­სა და ხში­რად წლე­ბის მან­ძილ­ზე და­ფეხ­მძი­მე­ბას ელის. ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ამ მტკივ­ნე­ულ თე­მა­ზე - უშ­ვი­ლო­ბა­ზე, გი­ნე­კო­ლოგ ნინო ჩერ­ქე­ზიშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

რო­გორც ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნომ გა­ნა­ცხა­და, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ქალს და­ფეხ­მძი­მე­ბა სურს და აქ­ტი­უ­რი სქე­სობ­რი­ვი კავ­ში­რის შემ­დე­გაც კი, 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­სუ­ლო­ბა არ ფიქ­სირ­დე­ბა, სა­ჭი­როა ექიმ­თან ვი­ზი­ტი. მისი თქმით, ქალი, რო­მე­ლიც ვერ ფეხ­მძიმ­დე­ბა, ძა­ლი­ან მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­ურ წნეხ­შია. ამ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია ტაქ­ტი ვი­ქო­ნი­ოთ და მისი მძი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფონი ისე­თი შე­კი­თხვე­ბით, რო­გო­რი­ცაა - "მკურ­ნა­ლობ?", "რა­ტომ არ ხარ ფეხ­მძი­მედ?", "უკვე დროა, შვილ­ზე იფიქ­რო" - არ და­ვამ­ძი­მოთ.

ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს­თან უშ­ვი­ლო­ბის თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი აბორ­ტით და­ვი­წყეთ, რად­გა­ნაც დი­დია შან­სი, რომ ქალი პირ­ველ ორ­სუ­ლო­ბა­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი აბორ­ტის შემ­დეგ უშ­ვი­ლო დარ­ჩეს.

ნინო ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი: აბორ­ტი სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში აკ­რძა­ლუ­ლი არ არის და გუ­ლახ­დი­ლად რომ გი­თხრათ, ვერც აიკ­რძა­ლე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ქა­ლე­ბი ექი­მე­ბის მიერ ინ­ფორ­მი­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ, თუ რა დღე­ე­ბია მათ­თვის კრი­ტი­კუ­ლი და რო­მელ დღე­ებ­ში აქვთ რის­კი და­ორ­სუ­ლე­ბის - ვის­თვის რის­კი და ვის­თვის შან­სი. ასე­თი დღე­ე­ბი თვე­ში გვაქვს 9-10 დღე; მგო­ნი რთუ­ლი არ იქ­ნე­ბა, ამ დღე­ებ­ში ქალ­მა თავი და­იც­ვას სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით, რაც ფარ­თოდ არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. პირ­ველ აბორ­ტს ახ­ლავს ძა­ლი­ან დიდი რის­კფაქ­ტო­რი. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არა მხო­ლოდ პირ­ვე­ლი, შემ­დგო­მი აბორ­ტე­ბი მომ­დევ­ნო სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბის­თვის ძა­ლი­ან ცუდ გავ­ლე­ნას ახ­დენს. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა პე­რი­ოდ­შია გა­კე­თე­ბუ­ლი აბორ­ტი, ჰქონ­და თუ არა ქალს ინ­ფექ­ცია. ერ­თია, რომ ქალ­მა აბორ­ტი გა­ი­კე­თა და მე­ო­რეა - რა ვი­თა­რე­ბა­ში. თუკი მწვა­ვე ინ­ფექ­ცი­ის ფონ­ზეა ნა­წარ­მო­ე­ბი აბორ­ტი, რა თქმა უნდა იქ არ­სე­ბობს უდი­დე­სი რის­კი, რომ აღ­მა­ვა­ლი ინ­ფექ­ცი­ით და­ზი­ან­დე­ბა საშ­ვი­ლოს­ნო და გა­მო­იწ­ვევს საშ­ვი­ლოს­ნოს ან­თე­ბას. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ტექ­ნი­კურ მხა­რეს - ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და მის იმუ­ნურ სის­ტე­მას.

ხში­რად მომ­მარ­თა­ვენ ჩი­ვი­ლით ხე­ლოვ­ნუ­რად შე­წყვე­ტი­ლი ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ. ქალს მე­გობ­რე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, ნაც­ნო­ბე­ბი ურ­ჩე­ვენ პრე­პა­რატ სა­ი­ტო­ტე­კის ყიდ­ვას. სა­ი­ტო­ტეკს არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს გი­ნე­კო­ლო­გი­ას­თან. ის ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში არ არის და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, რო­გორც გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი პრე­პა­რა­ტი. არა­ვინ ზრუ­ნავს იმა­ზე, რომ ეს პრე­პა­რა­ტი არ იყი­დე­ბო­დეს. სა­ი­ტო­ტე­კი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი აქვს მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ აბორტთან, რო­მე­ლიც სულ სხვა რა­მეა. მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი აბორ­ტი კეთ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ, სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­წე­რი­ლი გრა­ფი­კით. ამ დროს ექი­მი პა­ცი­ენტს ხელს აწე­რი­ნებს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი აბორ­ტი არ გა­მოდ­გეს ეფექ­ტუ­რი და და პა­ცი­ენტს საშ­ვი­ლოს­ნოს ღრუს გა­მო­ფხე­კა დას­ჭირ­დეს. არ­სე­ბობს პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იმი­სა, რომ ქალს არ შვე­ლის მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი აბორ­ტი და მა­ინც სა­ჭი­რო­ებს ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას. სა­ი­ტო­ტე­კის აბებს სვა­მენ, ან ან­თავ­სე­ბენ სა­შო­ში - შე­დე­გად პა­ცი­ენ­ტი ჩვენ­თან სის­ხლის­დე­ნით მო­დის, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ტემ­პე­რა­ტუ­რით, სა­ჭი­რო­ებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას. მინ­და მო­ვუ­წო­დო ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნებს, ქალ­ბა­ტო­ნებს, კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ გა­ე­კარ­ნონ ამ მე­დი­კა­მენტს!

- რა იწ­ვევს უშ­ვი­ლო­ბას? რო­გო­რია თქვე­ნი, რო­გორც გი­ნე­კო­ლო­გის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უშ­ვი­ლო­ბის მკურ­ნა­ლო­ბა­სა და ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნას­თან?

- უშ­ვი­ლო­ბის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი არის მრა­ვა­ლი - ჭეშ­მა­რი­ტი მი­ზე­ზის მიგ­ნე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლია. სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბი­დან 1 წლის შემ­დეგ, თუკი არ დად­გა სა­სურ­ვე­ლი ფეხ­მძი­მო­ბა, სა­სურ­ვე­ლია ექიმ­თან ვი­ზი­ტი. ძა­ლი­ან დიდ ბო­დიშს მო­ვიხ­დი იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე, რო­მე­ლიც ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნას აღ­მერ­თებს და დიდ იმე­დებს ამ­ყა­რებს. ყვე­ლა ღო­ნეს ვხმა­რობთ, ვა­ტა­რებთ გა­მოკ­ვლე­ვე­ბის დიდ პა­კე­ტებს, ვნიშ­ნავთ სა­უ­კე­თე­სო მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც შე­დე­გი არ ჩანს. 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, რო­დე­საც შეც­ვლი­ლია გა­რე­მო პი­რო­ბე­ბი, დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლია იმუ­ნი­ტე­ტი, გვაქვს არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა, არ ვართ, ან მცი­რე დო­ზით ვართ სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თულ­ნი - ისეთ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ბევ­რი ასე­თი რის­კფაქ­ტო­რია, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა უშ­ვი­ლო წყვი­ლის ბედი ხალ­ხურ მე­დი­ცი­ნას ვან­დოთ? აქ მოქ­მე­დებს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტი - შე­იძ­ლე­ბა ხალ­ხუ­რი მე­დი­ცი­ნის მხო­ლოდ პლა­ცე­ბოს სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბა. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა ფსი­ქო-ემო­ცი­ურ ფაქ­ტორს - ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ცენ­ტრა­ლურ ნერ­ვულ სის­ტე­მას.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: რა ასა­კია იდე­ა­ლუ­რი პირ­ვე­ლი ფეხ­მძი­მო­ბის­თვის და რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ქალი, რომ ბავ­შვი ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­დოს

ეკა­ტე­რი­ნე ცი­ცხვა­ია, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

უშვილობის გამომწვევი მიზეზები საქართველოში - რჩევები გინეკოლოგისგან

უშვილობის გამომწვევი მიზეზები საქართველოში - რჩევები გინეკოლოგისგან

ქალისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება დედობაა, მაგრამ ზოგჯერ თავს იჩენს პრობლემები, რის გამოც ქალი რამდენიმე თვისა და ხშირად წლების მანძილზე დაფეხმძიმებას ელის. ქალის ცხოვრებაში ამ მტკივნეულ თემაზე - უშვილობაზე, გინეკოლოგ ნინო ჩერქეზიშვილს ვესაუბრეთ.

როგორც ქალბატონმა ნინომ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ ქალს დაფეხმძიმება სურს და აქტიური სქესობრივი კავშირის შემდეგაც კი, 1 წლის განმავლობაში ორსულობა არ ფიქსირდება, საჭიროა ექიმთან ვიზიტი. მისი თქმით, ქალი, რომელიც ვერ ფეხმძიმდება, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიურ წნეხშია. ამ შემთხვევაში აუცილებელია ტაქტი ვიქონიოთ და მისი მძიმე ფსიქოლოგიური ფონი ისეთი შეკითხვებით, როგორიცაა - "მკურნალობ?", "რატომ არ ხარ ფეხმძიმედ?", "უკვე დროა, შვილზე იფიქრო" - არ დავამძიმოთ.

ქალბატონ ნინოსთან უშვილობის თემაზე საუბარი აბორტით დავიწყეთ, რადგანაც დიდია შანსი, რომ ქალი პირველ ორსულობაზე გაკეთებული აბორტის შემდეგ უშვილო დარჩეს.

ნინო ჩერქეზიშვილი: აბორტი სამწუხაროდ, დღემდე ჩვენს ქვეყანაში აკრძალული არ არის და გულახდილად რომ გითხრათ, ვერც აიკრძალება. აუცილებელია, რომ ქალები ექიმების მიერ ინფორმირებულნი იყვნენ, თუ რა დღეებია მათთვის კრიტიკული და რომელ დღეებში აქვთ რისკი დაორსულების - ვისთვის რისკი და ვისთვის შანსი. ასეთი დღეები თვეში გვაქვს 9-10 დღე; მგონი რთული არ იქნება, ამ დღეებში ქალმა თავი დაიცვას სხვადასხვა მეთოდებით, რაც ფართოდ არის გავრცელებული. პირველ აბორტს ახლავს ძალიან დიდი რისკფაქტორი. ხშირ შემთხვევაში, არა მხოლოდ პირველი, შემდგომი აბორტები მომდევნო სასურველი ორსულობისთვის ძალიან ცუდ გავლენას ახდენს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა პერიოდშია გაკეთებული აბორტი, ჰქონდა თუ არა ქალს ინფექცია. ერთია, რომ ქალმა აბორტი გაიკეთა და მეორეა - რა ვითარებაში. თუკი მწვავე ინფექციის ფონზეა ნაწარმოები აბორტი, რა თქმა უნდა იქ არსებობს უდიდესი რისკი, რომ აღმავალი ინფექციით დაზიანდება საშვილოსნო და გამოიწვევს საშვილოსნოს ანთებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ტექნიკურ მხარეს - ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის იმუნურ სისტემას.

ხშირად მომმართავენ ჩივილით ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობის შესახებ. ქალს მეგობრები, მეზობლები, ნაცნობები ურჩევენ პრეპარატ საიტოტეკის ყიდვას. საიტოტეკს არანაირი კავშირი არ აქვს გინეკოლოგიასთან. ის ჩვენს ქვეყანაში არ არის დარეგისტრირებული, როგორც გინეკოლოგიური პრეპარატი. არავინ ზრუნავს იმაზე, რომ ეს პრეპარატი არ იყიდებოდეს. საიტოტეკი ჩვენს საზოგადოებას გათავისებული აქვს მედიკამენტოზურ აბორტთან, რომელიც სულ სხვა რამეა. მედიკამენტოზური აბორტი კეთდება სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სპეციალურად გაწერილი გრაფიკით. ამ დროს ექიმი პაციენტს ხელს აწერინებს, რომ შესაძლებელია მედიკამენტოზური აბორტი არ გამოდგეს ეფექტური და და პაციენტს საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა დასჭირდეს. არსებობს პროცენტული მაჩვენებელი იმისა, რომ ქალს არ შველის მედიკამენტოზური აბორტი და მაინც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. საიტოტეკის აბებს სვამენ, ან ანთავსებენ საშოში - შედეგად პაციენტი ჩვენთან სისხლისდენით მოდის, ხშირ შემთხვევაში ტემპერატურით, საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას. მინდა მოვუწოდო ახალგაზრდა გოგონებს, ქალბატონებს, კატეგორიულად არ გაეკარნონ ამ მედიკამენტს!

- რა იწვევს უშვილობას? როგორია თქვენი, როგორც გინეკოლოგის დამოკიდებულება უშვილობის მკურნალობასა და ხალხურ მედიცინასთან?

- უშვილობის გამომწვევი მიზეზები არის მრავალი - ჭეშმარიტი მიზეზის მიგნება ძალიან რთულია. სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან 1 წლის შემდეგ, თუკი არ დადგა სასურველი ფეხმძიმობა, სასურველია ექიმთან ვიზიტი. ძალიან დიდ ბოდიშს მოვიხდი იმ საზოგადოების წინაშე, რომელიც ხალხურ მედიცინას აღმერთებს და დიდ იმედებს ამყარებს. ყველა ღონეს ვხმარობთ, ვატარებთ გამოკვლევების დიდ პაკეტებს, ვნიშნავთ საუკეთესო მედიკამენტოზურ მკურნალობას, მაგრამ სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც შედეგი არ ჩანს. 21-ე საუკუნეში, როდესაც შეცვლილია გარემო პირობები, დაქვეითებულია იმუნიტეტი, გვაქვს არასრულფასოვანი კვება, არ ვართ, ან მცირე დოზით ვართ სპორტულ ცხოვრებაში ჩართულნი - ისეთ პირობებში, როდესაც ბევრი ასეთი რისკფაქტორია, როგორ შეიძლება უშვილო წყვილის ბედი ხალხურ მედიცინას ვანდოთ? აქ მოქმედებს ფსიქოლოგიური მომენტი - შეიძლება ხალხური მედიცინის მხოლოდ პლაცებოს სახით გამოყენება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქო-ემოციურ ფაქტორს - ყურადღება უნდა მივაქციოთ ცენტრალურ ნერვულ სისტემას.

ასევე დაგაინტერესებთ: რა ასაკია იდეალური პირველი ფეხმძიმობისთვის და როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია