მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ასაკია იდეალური პირველი ფეხმძიმობისთვის და როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს
რა ასაკია იდეალური პირველი ფეხმძიმობისთვის და როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს

ორ­სუ­ლო­ბა კვერ­ცხუ­ჯრე­დის გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­დან ბავ­შვის და­ბა­დე­ბამ­დე სა­შუ­ა­ლოდ 267 დღე მიმ­დი­ნა­რე­ობს. გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბი­დან 4 დღის შემ­დეგ ზი­გო­ტა დნმ-ის ჯგუფს იღებს. სწო­რედ ეს დნმ ფეხ­მძი­მო­ბის 9 თვის და მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სხე­უ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს. ფეხ­მძი­მო­ბის მე­ხუ­თე-მე­ექ­ვსე კვი­რა­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩა­ნა­სა­ხის სიგ­რძე მხო­ლოდ 6 მი­ლი­მეტ­რია, ცხვი­რი, პირი და ყუ­რე­ბი უკვე გა­მოკ­ვე­თას, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას იწყებს. ფეხ­მძი­მო­ბის მე-5 ან მე-6 კვი­რა­ში ჩა­ნა­სა­ხის გული წუთ­ში 100-ჯერ ცემს. მე­ა­თე კვი­რა­ში სხე­უ­ლის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ორ­გა­ნო­ე­ბი: თირკმე­ლი, ნაწ­ლა­ვე­ბი, ტვი­ნი და ღვიძ­ლი მუ­შა­ობს. ბავ­შვი პა­წა­წი­ნა ხე­ლებ­სა და ფე­ხებს უკვე ამოძ­რა­ვებს. ამას­თან, კუნ­თებს წონა ემა­ტე­ბა. ფეხ­მძი­მო­ბის მეშ­ვი­დე კვი­რას, თუ ფეხ­მძი­მე ხელს მუ­ცელ­ზე და­ი­დებს, პა­ტა­რა აუ­ცი­ლებ­ლად უპა­სუ­ხებს, რად­გა­ნაც ამ დროს ჩა­ნა­სახს რეფ­ლექ­სე­ბი უვი­თარ­დე­ბა. ფეხ­მძი­მო­ბის მე­ექ­ვსე თვე­ში პა­ტა­რას გა­რე­გან ხმებ­სა და აჩ­ქა­რე­ბულ პულსზე რე­ა­გი­რე­ბა შე­უძ­ლია. თუ ას­ლო­კი­ნებს, ფეხ­მძი­მე მუ­ცელ­ში ჩა­ნა­სა­ხის მკვეთრ მოძ­რა­ო­ბას იგ­რძნობს. 8 თვის ფეხ­მძი­მო­ბი­სას პა­ტა­რა დე­დის ხმას ცნობს.

ფეხ­მძი­მო­ბა ფას­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჩუ­ქა­რია, მაგ­რამ ამას­თან ქალი ვალ­დე­ბუ­ლია იზ­რუ­ნოს რო­გორც სა­კუ­თარ, ასე­ვე მო­მა­ვალ სი­ცო­ცხლე­ზე. რა ასა­კია იდე­ა­ლუ­რი პირ­ვე­ლი ფეხ­მძი­მო­ბის­თვის, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ქალი, რომ ჯან­მრთე­ლი შვი­ლი და­ი­ბა­დოს და რა ეტა­პე­ბის გავ­ლა მო­უ­წევს მო­მა­ვალ დე­დას, ამ სა­კი­თხებ­ზე გი­ნე­კო­ლო­გი ნინო ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რა.

ნინო ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი: ორ­სუ­ლო­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პია ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან ორ­სუ­ლი ქალი და­ორ­სუ­ლე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ათ­ვით­ცნო­ბი­ე­რებს, რომ ის დედა უნდა გახ­დეს. ქალი სხვა­ნა­ი­რად იწყებს თა­ვის თავ­ზე ზრუნ­ვას, ვი­ნა­ი­დან ამ ზრუნ­ვის შე­დე­გად ის ზრუ­ნავს მო­მა­ვალ ბავ­შვზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ ეტა­პის­თვის მკვეთ­რად იმა­ტა ორ­სუ­ლი ქა­ლე­ბის რი­ცხვმა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გა­ი­ზარ­და დე­დო­ბის სურ­ვი­ლი. არა მარ­ტო უშ­ვი­ლო, ან ერ­თშ­ვი­ლი­ან ოჯა­ხებ­ში, არა­მედ ორ და სამ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებ­შიც.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნინო, რისი გა­კე­თე­ბა ეკ­რძა­ლე­ბა ფეხ­მძი­მეს და რა რე­კო­მენ­და­ცი­ას მის­ცემთ მათ?

- გვაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ორ­სუ­ლო­ბას­თა­ნაა კავ­შირ­ში. პრობ­ლე­მე­ბი გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ორ­სულ­თა ასა­კით და მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბით. ორ­სულ­თა ასაკ­ში ნა­გუ­ლის­ხმე­ბია რო­გორ ად­რე­უ­ლი, ესე იგი პა­ტა­რა გო­გო­ნე­ბის და­ორ­სუ­ლე­ბა, აგ­რეთ­ვე 40 წელს მიღ­წე­უ­ლი და გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის და­ორ­სუ­ლე­ბა. მათი ერ­თობ­ლი­ვი პრობ­ლე­მა მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, რომ ორი­ვე ასა­კობ­რივ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ჭი­როა ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­უ­რი მიდ­გო­მა და გა­თა­ვი­სე­ბა იმი­სა, თუ რა შე­უძ­ლია გა­ა­კე­თოს ორ­სულ­მა და რა არ შე­უძ­ლია. არ­სე­ბობს სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს მო­მა­ვალ­მა დე­დამ: რაც ეკ­რძა­ლე­ბა, ეს არის თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბა, ასე­ვე და­მამ­შვი­დე­ბე­ლი აბე­ბის მი­ღე­ბა, ეკ­რძა­ლე­ბა ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბა, რად­გა­ნაც კარ­გად მოგ­ვეხ­სე­ნე­ბა მისი ეფექ­ტი ორ­სულ­სა და ნა­ყოფ­ზე. ჯან­მრთელ ორ­სულს ფეხ­მძი­მო­ბის პე­რი­ოდ­ში გარ­კვე­უ­ლი ფი­ზი­კუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი არ აქვს. ჯან­მრთელ ორ­სუ­ლად ით­ვლე­ბა ქალი, რო­მელ­საც არ გა­აჩ­ნია პრობ­ლე­მე­ბი ფეხ­მძი­მო­ბის პირ­ველ, მე­ო­რე და მე­სა­მე ტრი­მესტრში. ჯან­მრთელ ორ­სულს შე­უძ­ლია თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დეს, წა­ვი­დეს სამ­სა­ხურ­ში და და­ის­ვე­ნოს ზამ­თრი­სა თუ ზა­ფხუ­ლის კუ­რორ­ტებ­ზე. მსოფ­ლი­ოს ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­წო­დე­ბუ­ლი რჩე­ვე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით, ორ­სუ­ლო­ბი­სას მა­რი­ლი­ა­ნი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბაც კი არ იკ­რძა­ლე­ბა და არაა შე­ზღუ­დუ­ლი სი­თხის მი­ღე­ბა. მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლია ვი­ზი­ტე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და ეს 6 ვი­ზი­ტი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია ჯან­სა­ღი ორ­სუ­ლის­თვის. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ქალი ყო­ველკ­ვი­რე­ულ დაკ­ვირ­ვე­ბას, ყო­ველკ­ვი­რე­ულ ანა­ლი­ზებ­სა და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს.

- პირ­ვე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი ასა­კი

- სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბის­თვის გა­წე­რი­ლი ასა­კი არ არის. თუმ­ცა, ყვე­ლა ასა­კის ქალ­მა უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რას ნიშ­ნავს გა­თხო­ვე­ბა, ან და­ორ­სუ­ლე­ბა. რა სირ­თუ­ლე­ებ­თან არის ორ­სუ­ლო­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მათი ცხოვ­რე­ბის ად­რე­ულ ეტაპ­ზე, რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რებს ეს ორ­სუ­ლო­ბა და მო­მა­ვა­ლი დე­დო­ბა მას და ამის შემ­დეგ მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სკო­ლებ­ში უნდა არ­სე­ბობ­დეს სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა - სა­ჭი­როა, სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებს გა­ე­წი­ოთ სა­თა­ნა­დო რჩე­ვე­ბი და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ამ თე­მის გარ­შე­მო. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად 20 წლამ­დე გო­გო­ნა­ცა და 30 წლის ქა­ლიც მზად არი­ან ორ­სუ­ლო­ბის­თვის, თუმ­ცა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით 20 წლამ­დე გო­გო­ნას ნაკ­ლე­ბად აქვს გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი რის­თვის უნდა იყოს მზად.

- ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის დროს სა­კე­ის­რო კვე­თა უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში კეთ­დე­ბო­და, ახლა სურ­ვი­ლი­სა­მებრ გო­გო­ნე­ბი გა­უტ­კი­ვა­რე­ბით მშო­ბი­ა­რო­ბენ - რა უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს ბუ­ნებ­რივ მშო­ბი­ა­რო­ბას და სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­თხვე­ვა­ში, რა გარ­თუ­ლე­ბე­ბი იჩენს თავს?

- ყვე­ლა­ფე­რი ფა­სე­უ­ლი ბუ­ნებ­რი­ვია - თუკი ქალს აქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ბუ­ნებ­რი­ვად იმ­შო­ბი­ა­როს, სა­სურ­ვე­ლია ნა­ყო­ფი ამ გზით მო­ევ­ლი­ნოს ქვე­ყა­ნას. გა­მოკ­ვლე­ვე­ბი ცხად­ყოფს, რომ ბუ­ნებ­რი­ვი გზით და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი შემ­დგომ­ში მე­ტად ჯან­მრთე­ლე­ბი არი­ან, მათი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა უფრო ძლი­ე­რი და ხში­რად შე­ურ­ყე­ვე­ლია და ავად­მყო­ფო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ად­ვი­ლად ინ­კურ­ნე­ბი­ან და სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბებ­საც უფრო ძლი­ე­რად უმკლავ­დე­ბი­ან. რო­დე­საც ფეხ­მძი­მე კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვს, რომ მშო­ბი­ა­რო­ბა სა­კე­ის­რო კვე­თით ჩა­ტარ­დეს, ჩვენ პირ­ველ რიგ­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ ავუხ­სნათ, ყვე­ლა ის გარ­თუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს სა­კე­ის­რო კვე­თის წარ­მო­ე­ბას. თი­თო­ე­უ­ლი პუნ­ქტი უნდა გავ­შა­ლოთ და ვე­სა­უბ­როთ დაწ­ვრი­ლე­ბით მის­თვის გა­სა­გებ ენა­ზე. ძა­ლი­ან მა­ღა­ლია სა­კე­ის­რო კვე­თის რი­ცხვი. ექი­მის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­კე­ის­რო კვე­თის ოპე­რა­ცია მკვეთ­რად უნდა იყოს გამ­ყა­რე­ბუ­ლი მკაც­რი ჩვე­ნე­ბით. დღე­ი­სათ­ვის სა­კე­ის­რო კვე­თა სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლებ­ში ტარ­დე­ბა მხო­ლოდ აბ­სო­ლუ­ტუ­რი ჩვე­ნე­ბით.

- რა არის ის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი, რის გა­მოც გო­გო­ნე­ბი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით ითხო­ვენ სა­კე­ის­რო კვე­თას?

- გო­გო­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით მი­მარ­თა­ვენ სა­კე­ის­რო კვე­თის ოპე­რა­ცი­ას, რა­საკ­ვირ­ვე­ლია თავს არი­დე­ბენ ტკი­ვილს. ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა გვყავს, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნე­ბი მო­დი­ან და ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რია მათი ასე­თი მიდ­გო­მა! მათ ჰგო­ნი­ათ, რომ თუკი ისი­ნი გა­ა­ჩე­ნენ ბავ­შვს, და­ირ­ღვე­ვა მათი სა­შოს ანა­ტო­მია, ფარ­თოვ­დე­ბა საშო, სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა გახ­დე­ბა უინ­ტე­რე­სო და სწო­რედ ამ შემ­თხვე­ვე­ბის გამო მი­მარ­თა­ვენ სა­კე­ის­რო კვე­თის ოპე­რა­ცი­ას.

ეკა­ტე­რი­ნე ცი­ცხვა­ია, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

რა ასაკია იდეალური პირველი ფეხმძიმობისთვის და როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს

რა ასაკია იდეალური პირველი ფეხმძიმობისთვის და როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ ბავშვი ჯანმრთელი დაიბადოს

ორსულობა კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან ბავშვის დაბადებამდე საშუალოდ 267 დღე მიმდინარეობს. განაყოფიერებიდან 4 დღის შემდეგ ზიგოტა დნმ-ის ჯგუფს იღებს. სწორედ ეს დნმ ფეხმძიმობის 9 თვის და მთელი ცხოვრების განმავლობაში სხეულის განვითარებაზე გავლენას მოახდენს. ფეხმძიმობის მეხუთე-მეექვსე კვირაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩანასახის სიგრძე მხოლოდ 6 მილიმეტრია, ცხვირი, პირი და ყურები უკვე გამოკვეთას, ჩამოყალიბებას იწყებს. ფეხმძიმობის მე-5 ან მე-6 კვირაში ჩანასახის გული წუთში 100-ჯერ ცემს. მეათე კვირაში სხეულის ყველაზე მთავარი ორგანოები: თირკმელი, ნაწლავები, ტვინი და ღვიძლი მუშაობს. ბავშვი პაწაწინა ხელებსა და ფეხებს უკვე ამოძრავებს. ამასთან, კუნთებს წონა ემატება. ფეხმძიმობის მეშვიდე კვირას, თუ ფეხმძიმე ხელს მუცელზე დაიდებს, პატარა აუცილებლად უპასუხებს, რადგანაც ამ დროს ჩანასახს რეფლექსები უვითარდება. ფეხმძიმობის მეექვსე თვეში პატარას გარეგან ხმებსა და აჩქარებულ პულსზე რეაგირება შეუძლია. თუ ასლოკინებს, ფეხმძიმე მუცელში ჩანასახის მკვეთრ მოძრაობას იგრძნობს. 8 თვის ფეხმძიმობისას პატარა დედის ხმას ცნობს.

ფეხმძიმობა ფასდაუდებელი საჩუქარია, მაგრამ ამასთან ქალი ვალდებულია იზრუნოს როგორც საკუთარ, ასევე მომავალ სიცოცხლეზე. რა ასაკია იდეალური პირველი ფეხმძიმობისთვის, როგორ უნდა მოიქცეს ქალი, რომ ჯანმრთელი შვილი დაიბადოს და რა ეტაპების გავლა მოუწევს მომავალ დედას, ამ საკითხებზე გინეკოლოგი ნინო ჩერქეზიშვილი გვესაუბრა.

ნინო ჩერქეზიშვილი: ორსულობა მეტად მნიშვნელოვანი ეტაპია ქალის ცხოვრებაში, ვინაიდან ორსული ქალი დაორსულების პირველივე დღიდან ათვითცნობიერებს, რომ ის დედა უნდა გახდეს. ქალი სხვანაირად იწყებს თავის თავზე ზრუნვას, ვინაიდან ამ ზრუნვის შედეგად ის ზრუნავს მომავალ ბავშვზე. საქართველოში ამ ეტაპისთვის მკვეთრად იმატა ორსული ქალების რიცხვმა, ეს იმას ნიშნავს, რომ საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში გაიზარდა დედობის სურვილი. არა მარტო უშვილო, ან ერთშვილიან ოჯახებში, არამედ ორ და სამშვილიან ოჯახებშიც.

- ქალბატონო ნინო, რისი გაკეთება ეკრძალება ფეხმძიმეს და რა რეკომენდაციას მისცემთ მათ?

- გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ორსულობასთანაა კავშირში. პრობლემები განპირობებულია ორსულთა ასაკით და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით. ორსულთა ასაკში ნაგულისხმებია როგორ ადრეული, ესე იგი პატარა გოგონების დაორსულება, აგრეთვე 40 წელს მიღწეული და გადაცილებული ქალბატონების დაორსულება. მათი ერთობლივი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ორივე ასაკობრივ შემთხვევაში, საჭიროა ძალიან სპეციფიური მიდგომა და გათავისება იმისა, თუ რა შეუძლია გააკეთოს ორსულმა და რა არ შეუძლია. არსებობს საკითხები, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მომავალმა დედამ: რაც ეკრძალება, ეს არის თამბაქოს მოხმარება, ასევე დამამშვიდებელი აბების მიღება, ეკრძალება ალკოჰოლის მიღება, რადგანაც კარგად მოგვეხსენება მისი ეფექტი ორსულსა და ნაყოფზე. ჯანმრთელ ორსულს ფეხმძიმობის პერიოდში გარკვეული ფიზიკური შეზღუდვები არ აქვს. ჯანმრთელ ორსულად ითვლება ქალი, რომელსაც არ გააჩნია პრობლემები ფეხმძიმობის პირველ, მეორე და მესამე ტრიმესტრში. ჯანმრთელ ორსულს შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს, წავიდეს სამსახურში და დაისვენოს ზამთრისა თუ ზაფხულის კურორტებზე. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მოწოდებული რჩევებისა და რეკომენდაციების მიხედვით, ორსულობისას მარილიანი საკვების მიღებაც კი არ იკრძალება და არაა შეზღუდული სითხის მიღება. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებულია ვიზიტების გარკვეული რაოდენობა და ეს 6 ვიზიტი სრულიად საკმარისია ჯანსაღი ორსულისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევები, როდესაც ქალი ყოველკვირეულ დაკვირვებას, ყოველკვირეულ ანალიზებსა და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.

- პირველი მშობიარობისთვის სასურველი ასაკი

- საქართველოში პირველი ორსულობისთვის გაწერილი ასაკი არ არის. თუმცა, ყველა ასაკის ქალმა უნდა გააცნობიეროს, რას ნიშნავს გათხოვება, ან დაორსულება. რა სირთულეებთან არის ორსულობა დაკავშირებული მათი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე, რა პასუხისმგებლობას აკისრებს ეს ორსულობა და მომავალი დედობა მას და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება. სკოლებში უნდა არსებობდეს სპეციალური პროგრამა - საჭიროა, სკოლის მოსწავლეებს გაეწიოთ სათანადო რჩევები და რეკომენდაციები ამ თემის გარშემო. ფიზიოლოგიურად 20 წლამდე გოგონაცა და 30 წლის ქალიც მზად არიან ორსულობისთვის, თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით 20 წლამდე გოგონას ნაკლებად აქვს გათვითცნობიერებული რისთვის უნდა იყოს მზად.

- ჩვენი მშობლების დროს საკეისრო კვეთა უკიდურეს შემთხვევაში კეთდებოდა, ახლა სურვილისამებრ გოგონები გაუტკივარებით მშობიარობენ - რა უპირატესობა აქვს ბუნებრივ მშობიარობას და საკეისრო კვეთის შემთხვევაში, რა გართულებები იჩენს თავს?

- ყველაფერი ფასეული ბუნებრივია - თუკი ქალს აქვს საშუალება, რომ ბუნებრივად იმშობიაროს, სასურველია ნაყოფი ამ გზით მოევლინოს ქვეყანას. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ბუნებრივი გზით დაბადებული ბავშვები შემდგომში მეტად ჯანმრთელები არიან, მათი იმუნური სისტემა უფრო ძლიერი და ხშირად შეურყეველია და ავადმყოფობის შემთხვევაში, ადვილად ინკურნებიან და სხვადასხვა დაავადებებსაც უფრო ძლიერად უმკლავდებიან. როდესაც ფეხმძიმე კატეგორიულად მოითხოვს, რომ მშობიარობა საკეისრო კვეთით ჩატარდეს, ჩვენ პირველ რიგში ვალდებულები ვართ ავუხსნათ, ყველა ის გართულება, რომელიც შეიძლება მოჰყვეს საკეისრო კვეთის წარმოებას. თითოეული პუნქტი უნდა გავშალოთ და ვესაუბროთ დაწვრილებით მისთვის გასაგებ ენაზე. ძალიან მაღალია საკეისრო კვეთის რიცხვი. ექიმის მიერ ჩატარებული საკეისრო კვეთის ოპერაცია მკვეთრად უნდა იყოს გამყარებული მკაცრი ჩვენებით. დღეისათვის საკეისრო კვეთა სამშობიარო სახლებში ტარდება მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებით.

- რა არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც გოგონები საკუთარი სურვილით ითხოვენ საკეისრო კვეთას?

- გოგონები, რომლებიც საკუთარი სურვილით მიმართავენ საკეისრო კვეთის ოპერაციას, რასაკვირველია თავს არიდებენ ტკივილს. ძალიან განათლებული ახალგაზრდობა გვყავს, განათლებული გოგონები მოდიან და ძალიან გასაკვირია მათი ასეთი მიდგომა! მათ ჰგონიათ, რომ თუკი ისინი გააჩენენ ბავშვს, დაირღვევა მათი საშოს ანატომია, ფართოვდება საშო, სქესობრივი ცხოვრება გახდება უინტერესო და სწორედ ამ შემთხვევების გამო მიმართავენ საკეისრო კვეთის ოპერაციას.

ეკატერინე ციცხვაია, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია