გორის ყოფილი ბაზრის ტერიტორიაზე მთავარი ნაგებობის კედელი ჩამოინგრა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი გორიდან იუწყება, ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყლია, თუმცა მოვაჭრეები მოითხოვენ, რომ სამაშველო სამსახურმა ნანგრევები მაინც შეამოწმოს, რადგან შენობის ამ ნაწილში მაღაზიის მეპატრონეები წყლის ასავსებად ხშირად შედიოდნენ.
აღნიშნული ბაზარი ახალ ტერიტორიაზე სამი თვის წინ გადავიდა. ამ ხნის განმავლობაში მოვაჭრეებმა რამდენჯერმე გამართეს საპროტესტო აქცია და ძველ სავაჭრო ობიექტზე დაბრუნება მოითხოვეს. მათი განცხადებით, 20 აპრილიდან ბაზრის ძველ ტერიტორიაზე დაბრუნებას თვითნებურად გეგმავდნენ და სწორედ ამას უკავშირდება შენობის ნგრევა.
მათი ვერსიით, კედლის ჩამონგრევა ხელოვნურად ბაზრის ადმინისტრაციამ და არაბმა ინვესტორმა დადგეს. ამ ვერსიის შესახებ მოვაჭრეებმა შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც ისაუბრეს.
ამ დრომდე შემთხვევის ადგილას ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არ გამოჩენილან.