პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პედოფილები და მკვლელები დამკვეთის ზარს ელოდებიან. ზონდერები ხელისუფლებაში იმალებიან"
"პედოფილები და მკვლელები დამკვეთის ზარს ელოდებიან. ზონდერები ხელისუფლებაში იმალებიან"

"მოხ­და სრუ­ლი მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის", თუმ­ცა მათ ჰქონ­დათ შან­სი გამ­ხდა­რიყ­ვნენ კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ზი­ცია და ეს შან­სი არ გა­მო­ი­ყე­ნეს", - გა­ნა­ცხა­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­მა ლალი მო­როშ­კი­ნამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში.

"არა­ერ­თხელ და­მი­წე­რია რე­ა­ლურ საფრ­თხე­ებ­ზე, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და. მე გე­ტყვით რა ძა­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ის, რა­საც ფიქ­რო­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი. ფიქ­რო­ბენ იმი­ტომ, რომ წა­გე­ბუ­ლი აქვთ ეს არ­ჩევ­ნე­ბი, რად­გან არა­ნა­ირ სხვა არ­ჩევ­ნებ­ში შან­სი არ ექ­ნე­ბათ. მე არ ვიცი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის რამ­დე­ნად არის ცნო­ბი­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ის­ტე­რი­ულ ტემპში ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ათა­ვი­სუფ­ლებ­და ცი­ხე­ე­ბი­დან მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის­თვის ნა­სა­მარ­თლევ ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თაც მის­ჯი­ლი ჰქონ­დათ 30–40 წელი, მათ შო­რის იყ­ვნენ პე­დო­ფი­ლე­ბი, მკვლე­ლე­ბი, ყა­ჩა­ღო­ბა­ზე ნა­სა­მარ­თლე­ვი. ასე­თე­ბი ასე­უ­ლო­ბით არი­ან. რა თქმა უნდა, ისი­ნი დამ­კვე­თის ზარს ელო­დე­ბი­ან. ეს არის ერთი სეგ­მენ­ტი. მე­ო­რე - ის ძა­ლე­ბი ისევ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რებ­ში იმა­ლე­ბი­ან და კო­ორ­დი­ნი­რე­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ერ­თად და იმე­დი აქვთ, რა­ღა­ცა სა­ხით, თუ ისი­ნი დაბ­რუნ­დე­ბი­ან, გვერდს და­უმ­შვე­ნე­ბენ. ესე­ნი არი­ან ზონ­დერე­ბი და პირ­და­პირ უნდა და­ა­სა­ხე­ლონ. მე წარ­მო­ვაგ­დენ სა­ჯა­რო მო­ხე­ლეს, სა­დაც სა­ჭი­რო იყო წარ­ვად­გი­ნე ეს სი­ე­ბი და დას­ტუ­რი მი­ვი­ღე, რომ ეს ხალ­ხი და­ტო­ვებს სა­ვარ­ძელს. სხვა შემ­თხვე­ვა­ში მე დავ­ტო­ვებ სა­ვარ­ძელს და რო­გორც თა­ვი­სუ­ფალ მო­ქა­ლა­ქეს მექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ვა­სა­ხე­ლო ეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. ჩვენ არ გვახ­სოვს არც ერთი შს მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც ღიად გა­ნა­ცხა­დებ­და, რომ საფრ­თხე არ­სე­ბობს. ეს იყო დრო­უ­ლი, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ხა­სი­ა­თის გან­ცხა­დე­ბა", - აცხა­დებს მო­როშ­კი­ნა.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"პედოფილები და მკვლელები დამკვეთის ზარს ელოდებიან. ზონდერები ხელისუფლებაში იმალებიან"

"პედოფილები და მკვლელები დამკვეთის ზარს ელოდებიან. ზონდერები ხელისუფლებაში იმალებიან"

"მოხდა სრული მარგინალიზაცია "ნაციონალური მოძრაობის", თუმცა მათ ჰქონდათ შანსი გამხდარიყვნენ კონსტრუქციული ოპოზიცია და ეს შანსი არ გამოიყენეს", - განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველმა ლალი მოროშკინამ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

"არაერთხელ დამიწერია რეალურ საფრთხეებზე, რომელიც არსებობდა. მე გეტყვით რა ძალებზე დაყრდნობით შეიძლება მოხდეს ის, რასაც ფიქრობენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები. ფიქრობენ იმიტომ, რომ წაგებული აქვთ ეს არჩევნები, რადგან არანაირ სხვა არჩევნებში შანსი არ ექნებათ. მე არ ვიცი საზოგადოებისთვის რამდენად არის ცნობილი, აბსოლუტურად ისტერიულ ტემპში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ათავისუფლებდა ციხეებიდან მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევ ადამიანებს, რომელთაც მისჯილი ჰქონდათ 30–40 წელი, მათ შორის იყვნენ პედოფილები, მკვლელები, ყაჩაღობაზე ნასამართლევი. ასეთები ასეულობით არიან. რა თქმა უნდა, ისინი დამკვეთის ზარს ელოდებიან. ეს არის ერთი სეგმენტი. მეორე - ის ძალები ისევ სახელისუფლებო სტრუქტურებში იმალებიან და კოორდინირებენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად და იმედი აქვთ, რაღაცა სახით, თუ ისინი დაბრუნდებიან, გვერდს დაუმშვენებენ. ესენი არიან ზონდერები და პირდაპირ უნდა დაასახელონ. მე წარმოვაგდენ საჯარო მოხელეს, სადაც საჭირო იყო წარვადგინე ეს სიები და დასტური მივიღე, რომ ეს ხალხი დატოვებს სავარძელს. სხვა შემთხვევაში მე დავტოვებ სავარძელს და როგორც თავისუფალ მოქალაქეს მექნება საშუალება, დავასახელო ეს მოქალაქეები. ჩვენ არ გვახსოვს არც ერთი შს მინისტრი, რომელიც ღიად განაცხადებდა, რომ საფრთხე არსებობს. ეს იყო დროული, პრევენციული ხასიათის განცხადება", - აცხადებს მოროშკინა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია