Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვანში დაღუპულის ოჯახი - ბავშვს ოპერაცია დაგვიანებით გაუკეთეს
ვანში დაღუპულის ოჯახი - ბავშვს ოპერაცია დაგვიანებით გაუკეთეს

ვან­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის დე­ტა­ლებ­ზე, ქარჩხა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი, ლია ხურ­ცი­ძე სა­უბ­რობს. მისი თქმით, მცი­რე­წლო­ვანს, რო­მელ­საც ლა­ვი­წის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა ჰქონ­და, ოპე­რა­ცია ხუთი დღის ნაც­ვლად, 15 დღის დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­უ­კეთ­და.

"ოპე­რა­ცია ხუთი დღის შემ­დეგ უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო და მე­თხუთ­მე­ტე დღეს გა­კეთ­და. თა­ვი­დან სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გვი­თხრეს, რომ ბავ­შვე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა მათ არ ეხე­ბო­დათ და ვან­ში გად­მოგ­ვა­მი­სა­მარ­თეს. ასე ვი­ყა­ვით ქუ­თა­ი­სი-ვა­ნის გზა­ზე გა­წე­ლი­ლი. ჩვენს ამ­ბავ­ში მთე­ლი ქვე­ყა­ნა მას შემ­დეგ ჩა­ე­რია, რაც ჩემ­მა ქმარ­მა თავი მო­იკ­ლა და ოპე­რა­ცია სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია "ჯი­პი­ა­ის" და­ფი­ნან­სე­ბით გა­კეთ­და. ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ ექიმ­მა თქვა, რომ დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო, ჭრი­ლო­ბას შე­ხორ­ცე­ბა ჰქონ­და და­წყე­ბუ­ლი", - ამ­ბობს მცი­რე­წლო­ვა­ნის დედა ლია ხურ­ცი­ძე.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ტრა­გე­დია ვან­ში - მა­მამ შვი­ლის ოპე­რა­ცი­ის­თვის თავი მო­იკ­ლა

"ირი­ნა ქარჩხა­ძე და­ზღვე­უ­ლია "ჯი­პი­აი ჰოლ­დინ­გში" უმ­წე­ო­თა და­ზღვე­ვის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მით. ირი­ნას ოჯახ­მა გეგ­მი­უ­რი ოპე­რა­ცი­ის მო­თხოვ­ნით მოგ­ვმარ­თა 2014 წლის 19 მარტს. საქ­მე ეხე­ბო­და მო­ტე­ხი­ლო­ბის მკურ­ნა­ლო­ბას და კლი­ნი­კის­გან იყო მო­მარ­თვა არა გა­და­უ­დე­ბელ, არა­მედ გეგ­მი­ურ ოპე­რა­ცი­ა­ზე, რად­გან სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით სა­ჭი­რო იყო ქსო­ვი­ლე­ბის შე­შუ­პე­ბის ჩა­ცხრო­ბა ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბამ­დე. კომ­პა­ნი­ის მიერ უმოკ­ლეს ვა­და­ში გა­ი­ცა სა­გა­რან­ტიო მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხის 100%-ით და­ფი­ნან­სე­ბა­ზე. სა­გა­რან­ტი­ოს სა­ფუძ­ველ­ზე და­ზღვე­ულს ოპე­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და 30 მარტს ქუ­თა­ი­სის ცხა­კა­ი­ას სა­ხე­ლო­ბის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში და ამ­ჟა­მად გა­წე­რი­ლია ბი­ნა­ზე. ოჯახს რა­ი­მე სა­ხის პრე­ტენ­ზი­ით არც ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბამ­დე და არც შემ­დეგ ჩვენ­თვის არ მო­უ­მარ­თავს," - აცხა­დე­ბენ სა­და­ზღვე­ვო კომ­პა­ნია "ჯი­პი­აი"-ში.

იხი­ლეთ ვრცლად

"ახა­ლი გა­ზე­თი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ვანში დაღუპულის ოჯახი - ბავშვს ოპერაცია დაგვიანებით გაუკეთეს

ვანში დაღუპულის ოჯახი - ბავშვს ოპერაცია დაგვიანებით გაუკეთეს

ვანში მომხდარი ტრაგედიის დეტალებზე, ქარჩხაძეების ოჯახის დიასახლისი, ლია ხურციძე საუბრობს. მისი თქმით, მცირეწლოვანს, რომელსაც ლავიწის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა, ოპერაცია ხუთი დღის ნაცვლად, 15 დღის დაგვიანებით გაუკეთდა.

"ოპერაცია ხუთი დღის შემდეგ უნდა გაკეთებულიყო და მეთხუთმეტე დღეს გაკეთდა. თავიდან სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ბავშვების დაფინანსება მათ არ ეხებოდათ და ვანში გადმოგვამისამართეს. ასე ვიყავით ქუთაისი-ვანის გზაზე გაწელილი. ჩვენს ამბავში მთელი ქვეყანა მას შემდეგ ჩაერია, რაც ჩემმა ქმარმა თავი მოიკლა და ოპერაცია სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაის" დაფინანსებით გაკეთდა. ოპერაციის შემდეგ ექიმმა თქვა, რომ დაგვიანების გამო, ჭრილობას შეხორცება ჰქონდა დაწყებული", - ამბობს მცირეწლოვანის დედა ლია ხურციძე.

ასევე დაგაინტერესებთ: ტრაგედია ვანში - მამამ შვილის ოპერაციისთვის თავი მოიკლა

"ირინა ქარჩხაძე დაზღვეულია "ჯიპიაი ჰოლდინგში" უმწეოთა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით. ირინას ოჯახმა გეგმიური ოპერაციის მოთხოვნით მოგვმართა 2014 წლის 19 მარტს. საქმე ეხებოდა მოტეხილობის მკურნალობას და კლინიკისგან იყო მომართვა არა გადაუდებელ, არამედ გეგმიურ ოპერაციაზე, რადგან სამედიცინო თვალსაზრისით საჭირო იყო ქსოვილების შეშუპების ჩაცხრობა ოპერაციის ჩატარებამდე. კომპანიის მიერ უმოკლეს ვადაში გაიცა საგარანტიო მოთხოვნილი თანხის 100%-ით დაფინანსებაზე. საგარანტიოს საფუძველზე დაზღვეულს ოპერაცია ჩაუტარდა 30 მარტს ქუთაისის ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში და ამჟამად გაწერილია ბინაზე. ოჯახს რაიმე სახის პრეტენზიით არც ოპერაციის ჩატარებამდე და არც შემდეგ ჩვენთვის არ მოუმართავს," - აცხადებენ სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი"-ში.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა