ჩვენი რესპოდენტი ეპატაჟური მომღერალი გია სურამელაშვილია. სასმელზე, სექსზე და ჩინოვნიკ თაყვანისმცემლებზე, მათგან მიღებულ ძვირადღირებულ საჩუქრებზე მომღერალი Ambebi.ge-ს ესაუბრა.
- ბოლო დროს ცოტა გავზარმაცდი, გადავიღალე, შეყვარებული აღარ ვარ და ალბათ, ამის ბრალია ყველაფერი. ძირითადად მეგობრებთან ვატარებ დროს. გავდივართ ქალაქგარეთ, ვქეიფობთ, ბევრს ვჭამ და მერე ისევ დიეტაზე ვარ.
- რომელი დიეტაა ყველაზე ეფექტური წონის დასაკლებად?
- უჭმელობაა ყველაზე კარგი დიეტა. მხოლოდ წვნიანებს და ყავას მივირთმევ ასეთ დღეებში. რომ ვთქვა, სულ გარეგნობაზე ვზრუნავ და სხვა საქმე აღარ მაქვს-მეთქი, მოგატყუებ, მაგრამ მაინც ვცდილობ მუდმივად კარგ ფორმაში ვიყო. ჭორია, თითქოს "კატასტროფულად" ვუვლი თავს, ჭორია, გენში მაქვს სილამაზე. ერთი ნაოჭიც კი არ მაქვს. ახლაც დიეტაზე ვარ, მხოლოდ ყავა დავლიე დღეს და ორი ჭიქა ვისკი. ორშაბათს "ორ ვარსკვლავში" ვმღერი და ვცდილობ გავანეიტრალო წინა დღეების ჭამა-სმა. სისტემატურად როცა ქეიფობ, ხომ უნდა ჭამოს ადამიანმა?
- როგორი სიმთვრალე გაქვს, ბევრს სვამ?
- ბევრს ვსვამ, ძირითადად ვისკის და შამპანურს მივირთმევ. ნასვამი საშინელება ვარ, ვინც მიყვარს, ყველა თავზე უნდა დამტრიალებდეს. ცხოვრება გავუმწარე მეგობრებს. "ვჭედავ" სიმთვრალეში, მაგრამ მიზეზის გარეშე არ ვჩხუბობ. თუ საჩხუბარია, რად მინდა დალევა, ისედაც ვიჩხუბებ - ლაღად, მე რომ მომიხდება და მაპატებენ. ისე, ვჩხუბობ სიმთვრალეში და მეორე დღეს მრცხვენია ხოლმე. თამადობაც მიწევს ხანდახან, წლებთან ერთად ცოტა სევდაც მომეძალა ეტყობა და ისეთ სადღეგრძელოებს ვამბობ, ხალხს ცრემლები მოსდის. იმდენად ლამაზად ვამბობ სადღეგრძელოებს, მე თვითონაც ჟრუანტელი მივლის. შეიძლება ზოგჯერ მეც არ მეღიმებოდეს, მაგრამ ვცდილობ კარგად ვიყო, ყველას დავეხმარო. უკან მიბრუნდება ეს ყველაფერი. როცა წნევა მაქვს, ყველა პატარა ბავშვივით მივლის. მეკითხებიან: რატომ გაქვს წნევაო? ვეუბნები - ბევრი ჩავცეცხლე და იმიტომ-მეთქი.
- პოლიტიკაში მოსვლას აღარ აპირებ?
- არ მინდა და არ მაინტერესებს პოლიტიკა. როცა ვთქვი, პრეზიდენტობას ვაპირებ-მეთქი, ვიმალებოდი. ნაბახუსევი ვიყავი, ვიხუმრე და ისეთი ამბავი ატყდა, ქუჩაში ვეღარ გამოვდიოდი. რაც კი რამე არსებობს, ტელევიზია თუ რადიო, ყველა ჩემს სახლთან იდგა. მე მგონი რაღაც მომენტეში, გავიდოდი კიდეც, ისეთი რეიტინგი მქონდა.
- შეყვარებულს რატომ დაშორდი?
- მიზეზი ეჭვიანობა იყო. ჩემს პოპულარობას ვერ უძლებენ. ძალიანაც რომ მიყვარდეს და ვუყვარდე, ეჭვიანობა დამღლელი ხდება. მერე ავადმყოფობაში გადადის ყველაფერი, სიგიჟემდე მიდიან, მე კი ამის ატანა აღარ შემიძლია და ურთიერთობას ვასრულებ. თავიდან მტკივნეულად გადამაქვს ურთიერთობების დასრულება, რადგან ბუნებით ერთგული ადამიანი ვარ, მაგრამ თუ გადავწყვეტავ დაშორებას, მერე აღარ ვურიგდები. შინაგანად ერთგული ადამიანი ვარ, სულ ვცდილობ ურთიერთობას გავუფრთხილდე, ზედ რომ მახტებოდნენ, არც გავიხედავ სხვისკენ.
- ხშირად ცდილობენ შენი გულის მოგებას ძვირფასი ნივთებით?
- არ ვიცი, ალფონსს ნუ გამომიყვანთ. ქალებიც, კაცებიც, ყველა ცდილობს თუ ძვირფას ოქროს არა, სათვალე მაინც მაჩუქონ. იქედან გამომდინარე მჩუქნიან საჩუქრებს, რა უნდათ ჩემგან (იცინის)
- სექსს რა ადგილი აქვს შენს ცხოვრებაში?
- რომ გითხრა სასწაული ადგილი უკავია, მოგატყუებ. თუ ლამაზი სექსი არ არის, ურთიერთობა არ შედგება. ცოლ-ქმრობას არ აქვს აზრი, თუ არ აქვთ შერწყმული სექსი. შვილების გამო ორმა ადამიანმა როგორ უნდა გაუძლოს ერთმანეთს, თუ ერთად ყოფნით იტანჯებიან? არ მესმის, ქმრის ძმაკაცს რატომ უნდა მისცე, ან ცოლის დაქალი რატომ უნდა შეათრიო ლოგინში. ამას ჯობია დაშორდე. დაიმსხვრა ქართველობა, დაიმსხვრა.
- უსიყვარულოდ სექსზე რას ფიქრობ?
- ეს ბოზობა და ჟიმაობის სიყვარულია.
- მიუღებელია შენთვის? არასდროს გქონია ერთი ღამის ურთიერთობა?
- არ არის მიუღებელი, მაგრამ თუ არ გევასება ადამიანი, რატომ უნდა გქონდეს მასთან სექსი? ბალიშს ხომ არ დააფარებ? მქონია უსიყვარულო სექსი, მაგრამ მომწონდა ის ადამიანი და იმიტომ მქონდა. მოწონებიდან მიდის ლოგინამდე საქმე. სექსში ხომ უნდა ნახო, როგორია ადამიანი?
- ლოგინში იმედები გაგცრუებია?
- კი, გამცრუებია იმედები, როცა ლოგინამდე მისულა საქმე, მაგრამ სიყვარულიც დაწყებულა ერთი ღამის ურთიერთობიდან.
- ქალები სექსის სანაცვლოდ გთავაზობენ საჩუქრებს?
- აბა კაცები ხომ არ შემომთავაზებენ? მეუბნებიან ქალები, ჩემთან იყავი და ყველაფერს გაგიკეთებო, ეს ხომ იცით რასაც ნიშნავს? ე.ი. სექსი უნდათ ჩემთან. ვენაცვალე ყველას. მამაკაცებს უფრო დიდ პატივს ვცემ, სიყვარულს და პატივისცემას მომღერლის მიმართ უკომპლექსოდ რომ გამოხატავს. ბევრ კაცს უკოცნია ჩემთვის ხელებზე.
- კაცები როცა გთავაზობენ ურთიერთობას, რა რეაქცია გაქვს?
- ცხრა ნომერი გოიმი ხომ არ ვარ, ამაზე ჩხუბი დავიწყო? ვეუბნები, გენაცვალე, დიდი მადლობა-მეთქი. სახეზე მატყობს დაცვა, ამ დროს ვინ უნდა გაიყვანონ და ვინ არა. ზოგი მაღალჩინოსანი და დონე კაცია, ამიტომ არც უნდა აკადრო დაცვამ გათრევა. ფსიქოლოგიურად, ლამაზად უნდა მოიცილო. ფულებსაც მიგზავნიან ხოლმე. წლების წინ ასეთმა თაყვანისმცემელმა მაჩუქა მანქანა. ცოტა ხნის წინ კი თაყვანისმცემელმა "პრადოც" მაჩუქა.
თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge