რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ერთი ქართველი კვლავ გალის ციხეში რჩება

რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ერთი ქართველი კვლავ გალის ციხეში რჩება

ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში დაკავებული ორი ქართველიდან აფხაზებმა ერთი გათავისუფლეს. გუშინ საღამოს აფხაზურმა მხარემ ე.წ. სასამართლო პროცესის შემდეგ გელა თორია გაათავისუფლა. სავარაუდოდ, მან ჯარიმა გადაიხადა. კიდევ ერთი ქართველი, ტარიელ ბერია ამ დრომდე გალის იზოლატორში რჩება.

ტარიელ ბერიას დის, თალიკო ბერიას განცხადებით, მათ ოჯახს საშუალება არა აქვს, ე. წ. ჯარიმა გადაიხადოს, ამიტომ დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავს. თალიკო ბერია აცხადებს, რომ თუ ხელისუფლება თანხას არ გამოყოფს, ტარიელ ბერიას გალის ციხეში ყოფნა მოუწევს.

სოფელ ხურჩის ტერიტორიაზე, რუსმა სამხედროებმა, ორი ქართველი ხუთი დღის წინ დააკავეს.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?