სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგულავას სიმამრს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით ბრალი წაუყენეს
უგულავას სიმამრს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით ბრალი წაუყენეს

სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო დე­პარ­ტა­მენ­ტის ქვე­მო ქარ­თლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, უკა­ნო­ნო სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის ფაქ­ტზე, ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს შპს "მანი"-ს დი­რექ­ტო­რე­ბი შალ­ვა კი­ლა­ძე და გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვი­ლი, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, შალ­ვა კი­ლა­ძემ ვერ მო­ა­ხერ­ხა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში მის­ვლა, ამი­ტომ მას ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა სა­კუ­თარ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში.

"გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2006 წლის 01 თე­ბერ­ვლი­დან, ქ. თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას სი­მა­მა­რი შალ­ვა კი­ლა­ძე, მე­უღ­ლის ნინა კი­ლა­ძის სა­ხე­ლით ფლობს შპს "მანი"-ს 50% წილს. 2011 წლის 3 თე­ბერ­ვალს შპს "მან­ზე" გა­ცე­მუ­ლი ლი­ცენ­ზი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­წარ­მო გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ კრწა­ნი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახ­დენს გა­ჯის მო­პო­ვე­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ლი­ცენ­ზი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი იყო გა­ჯის მო­სა­პო­ვე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რია და ნედ­ლე­უ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა, ნი­ა­და­გის მა­ხა­სი­ა­თებ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მეტი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის მიზ­ნით, გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას მფარ­ვე­ლო­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი­სა­გან ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ის და­პი­რე­ბით, შალ­ვა კი­ლა­ძე ავა­ლებ­და სა­წარ­მოს დი­რექ­ტორს გი­ორ­გი მჭედ­ლიშ­ვილს და სხვა თა­ნამ­შრომ­ლებს ლი­ცენ­ზი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის გა­რეთ გა­ჯის ნედ­ლე­უ­ლის მო­პო­ვე­ბას, რა დრო­საც შპს "მა­ნის" მიერ სო­ფელ კრწა­ნი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ იქნა გა­და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი 9 475,07 კვ.მ მი­წის ნაკ­ვე­თი, სა­ი­და­ნაც სა­წარ­მომ მი­ი­ღო 138 572 ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სა­ვა­ლი.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­წარ­მოს საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როს წარ­მო­ად­გენ­და გა­ჯის ნედ­ლე­უ­ლის მო­პო­ვე­ბა და გა­და­მუ­შა­ვე­ბა, 2007-2009 წლებ­ში შპს "მა­ნის" თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სათ­ვის და სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ი­სათ­ვის მი­წო­დე­ბუ­ლი აქვს სა­წო­ლე­ბი და ლე­ი­ბე­ბი, ასე­ვე ქ. თბი­ლი­სის მე­რი­ი­სათ­ვის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს კონ­ცერ­ტის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბაც შე­ად­გენს 1 566 521 ლარს.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 192-ე მუხ­ლის მე 2 ნა­წი­ლის "ა" პუნ­ქტით, რაც ით­ვა­ლი­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას 3 დან 5 წლამ­დე ვა­დით", - ნათ­ქვა­მია სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

უგულავას სიმამრს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით ბრალი წაუყენეს

უგულავას სიმამრს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლით ბრალი წაუყენეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს შპს "მანი"-ს დირექტორები შალვა კილაძე და გიორგი მჭედლიშვილი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, შალვა კილაძემ ვერ მოახერხა საგამოძიებო ორგანოში მისვლა, ამიტომ მას ბრალი წარედგინა საკუთარ საცხოვრებელ სახლში.

"გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 01 თებერვლიდან, ქ. თბილისის ყოფილი მერის გიორგი უგულავას სიმამარი შალვა კილაძე, მეუღლის ნინა კილაძის სახელით ფლობს შპს "მანი"-ს 50% წილს. 2011 წლის 3 თებერვალს შპს "მანზე" გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისის მიმდებარე ტერიტორიაზე ახდენს გაჯის მოპოვებას. მიუხედავად იმისა, რომ ლიცენზიით განსაზღვრული იყო გაჯის მოსაპოვებელი ტერიტორია და ნედლეულის რაოდენობა, ნიადაგის მახასიათებლიდან გამომდინარე, მეტი სარგებლის მიღების მიზნით, გიორგი უგულავას მფარველობისა და სამართალდამცავი ორგანოებისაგან ხელშეუხებლობის გარანტიის დაპირებით, შალვა კილაძე ავალებდა საწარმოს დირექტორს გიორგი მჭედლიშვილს და სხვა თანამშრომლებს ლიცენზიით გათვალისწინებული საზღვრების გარეთ გაჯის ნედლეულის მოპოვებას, რა დროსაც შპს "მანის" მიერ სოფელ კრწანისის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ იქნა გადამუშავებული 9 475,07 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საიდანაც საწარმომ მიიღო 138 572 ლარის უკანონო შემოსავალი.

მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა გაჯის ნედლეულის მოპოვება და გადამუშავება, 2007-2009 წლებში შპს "მანის" თავდაცვის სამინისტროსათვის და სასაზღვრო პოლიციისათვის მიწოდებული აქვს საწოლები და ლეიბები, ასევე ქ. თბილისის მერიისათვის შესრულებული აქვს კონცერტის საორგანიზაციო სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულებაც შეადგენს 1 566 521 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე 2 ნაწილის "ა" პუნქტით, რაც ითვალიწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 დან 5 წლამდე ვადით", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ