პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აჭარაში ექვსი პირი დააკავა
იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აჭარაში ექვსი პირი დააკავა

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლურ­მა ინ­სპექ­ცი­ამ აჭა­რა­ში ექ­ვსი პირი და­ა­კა­ვა. რო­გორც ბა­თუ­მის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ლე­ვან როს­ტო­მაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, 2013 წლის 21 დე­კემ­ბრი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა ე.წ. ამ­ზომ­ვე­ლე­ბის საქ­მე­ზე. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, არ­სე­ბობ­და ეჭვი, რომ სოფ­ლის რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, მი­წის ამ­ზომ­ვე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, ყო­ველ­გვა­რი კა­ნო­ნი­ე­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე ად­გენ­დნენ ყალბ სა­ბუ­თებ­სა და ნა­ხა­ზებს, რის შე­დე­გა­დაც სა­ჯა­რო რე­ესტრის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­ვა­ჩა­უ­რის სა­რე­გის­ტრა­ციო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­კუთ­რე­ბა­ში არე­გის­ტრი­რებ­დნენ მდი­ნა­რე­ე­ბის - ჭო­რო­ხი და აჭა­რის­წყა­ლი - კა­ლა­პო­ტებს, ჭა­ლებ­სა და წყალ­ში მდე­ბა­რე კუნ­ძუ­ლებს.

ლე­ვან როს­ტო­მაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, უკა­ნო­ნოდ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტე­ბი, ჭა­ლე­ბი და წყალ­ში მდე­ბა­რე კუნ­ძუ­ლე­ბი, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბაა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ სხვის­დე­ბო­და ჰე­სის მშე­ნე­ბელ კომ­პა­ნი­ა­ზე.

"გა­ტა­რე­ბუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო და ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად და შე­სა­ბა­მი­სი სა­სა­მარ­თლო გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნინ­სპექ­ცი­ის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ იქ­ნენ: სა­ჯა­რო რე­ესტრის ხელ­ვა­ჩა­უ­რის სა­რე­გის­ტრა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი დ.გ., სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე რ.ზ. და ამა­ვე სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტი ე.ქ. ასე­ვე და­კა­ვე­ბუ­ლია ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მა­რა­დი­დის რწმუ­ნე­ბუ­ლი ჯ.ლ. სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ფაქ­ტზე, შპს "გეო"-ს ამ­ზომ­ვე­ლი ხ.ლ. - ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე, მო­ქა­ლა­ქე შ.ლ. დიდი ოდე­ნო­ბით თაღ­ლი­თო­ბის ჩა­დე­ნის ფაქ­ტზე. ამას­თან, სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ეც­ნენ: ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის აჭა­რის­წყლის თე­მის სო­ფელ მირ­ვე­თის და მა­ჭახ­ლის­პი­რის რწმუ­ნე­ბუ­ლი ნ.ზ. და კირ­ნა­თის თე­მის სო­ფელ გვა­რას ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი - ფ.ლ. და რ.შ. სულ საქ­მე­ში 45 პირი ფი­გუ­რი­რებს, მათ შო­რის ათამ­დე ამ­ზომ­ვე­ლი კომ­პა­ნი­აა. გა­მო­ძი­ე­ბით ამ ეტაპ­ზე დად­გე­ნი­ლია შემ­დე­გი: სა­ამ­ზომ­ვე­ლო კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ფუ­ლა­დი სარ­გებ­ლის მი­ღე­ბის სა­ნაც­ვლოდ, ამ­ზა­დებ­დნენ ყალბ სა­კა­დას­ტრო აზომ­ვით ნა­ხა­ზებს მდი­ნა­რე ჭო­რო­ხის და აჭა­რის­წყლის კა­ლა­პოტ­ში მდე­ბა­რე სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნილ მი­წებ­ზე, რო­გო­რი­ცაა მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი, მდი­ნა­რის ჭალა და წყალ­ში მდე­ბა­რე კუნ­ძუ­ლე­ბი. ყალბ ნა­ხა­ზებ­ზე ასა­ხუ­ლი ფარ­თე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პი­რად სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბო­ბის ფაქტს უკა­ნო­ნოდ ადას­ტუ­რებ­დნენ ად­გი­ლობ­რი­ვი რწმუ­ნე­ბუ­ლე­ბი. ამ გზით შექ­მნი­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის წარ­დგე­ნა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ხდე­ბო­და სა­ჯა­რო რე­ესტრის ხელ­ვა­ჩა­უ­რის სა­რე­გის­ტრა­ციო სამ­სა­ხურ­ში, რომ­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც, სა­თა­ნა­დო გა­და­მოწ­მე­ბის გა­რე­შე, ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ებს. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ამ­გვა­რად მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­კუთ­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ გას­ხვი­სე­ბულ იქნა ჰე­სე­ბის მშე­ნე­ბელ კომ­პა­ნი­ა­ზე, რის შე­დე­გა­დაც ისი­ნი და­ე­უფლნენ დიდი ოდე­ნო­ბის თან­ხებს", - აღ­ნიშ­ნა ლე­ვან როს­ტო­მაშ­ვილ­მა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია საქ­მე­ზე ინ­ტენ­სი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის წარ­მო­ე­ბას გა­ნაგ­რძობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აჭარაში ექვსი პირი დააკავა

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აჭარაში ექვსი პირი დააკავა

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ აჭარაში ექვსი პირი დააკავა. როგორც ბათუმის იუსტიციის სახლში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გენერალური ინსპექციის ოპერატიული სამმართველოს უფროსმა ლევან როსტომაშვილმა განაცხადა, 2013 წლის 21 დეკემბრიდან მიმდინარეობს გამოძიება ე.წ. ამზომველების საქმეზე. მისივე განმარტებით, არსებობდა ეჭვი, რომ სოფლის რწმუნებულების დახმარებით, მიწის ამზომველი კომპანიები, ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე ადგენდნენ ყალბ საბუთებსა და ნახაზებს, რის შედეგადაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლები მოქალაქეების საკუთრებაში არეგისტრირებდნენ მდინარეების - ჭოროხი და აჭარისწყალი - კალაპოტებს, ჭალებსა და წყალში მდებარე კუნძულებს.

ლევან როსტომაშვილის განმარტებით, უკანონოდ დარეგისტრირებული მდინარის კალაპოტები, ჭალები და წყალში მდებარე კუნძულები, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაა, მოქალაქეების მიერ სხვისდებოდა ჰესის მშენებელ კომპანიაზე.

"გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად და შესაბამისი სასამართლო განჩინების საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე დაკავებულ იქნენ: საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსი დ.გ., სამსახურის უფროსის მოადგილე რ.ზ. და ამავე სამსახურის სპეციალისტი ე.ქ. ასევე დაკავებულია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მარადიდის რწმუნებული ჯ.ლ. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, შპს "გეო"-ს ამზომველი ხ.ლ. - ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, მოქალაქე შ.ლ. დიდი ოდენობით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე. ამასთან, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ: ხელვაჩაურის რაიონის აჭარისწყლის თემის სოფელ მირვეთის და მაჭახლისპირის რწმუნებული ნ.ზ. და კირნათის თემის სოფელ გვარას ორგანიზატორები - ფ.ლ. და რ.შ. სულ საქმეში 45 პირი ფიგურირებს, მათ შორის ათამდე ამზომველი კომპანიაა. გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია შემდეგი: საამზომველო კომპანიების წარმომადგენლები, ფულადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ, ამზადებდნენ ყალბ საკადასტრო აზომვით ნახაზებს მდინარე ჭოროხის და აჭარისწყლის კალაპოტში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ მიწებზე, როგორიცაა მდინარის კალაპოტი, მდინარის ჭალა და წყალში მდებარე კუნძულები. ყალბ ნახაზებზე ასახული ფართების მოქალაქეების პირად სარგებლობაში არსებობის ფაქტს უკანონოდ ადასტურებდნენ ადგილობრივი რწმუნებულები. ამ გზით შექმნილი ყალბი დოკუმენტების წარდგენა მოქალაქეების მიერ ხდებოდა საჯარო რეესტრის ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში, რომლის თანამშრომლებიც, სათანადო გადამოწმების გარეშე, ახორციელებდნენ უძრავი ქონების რეგისტრაციებს. ხშირ შემთხვევაში, ამგვარად მოპოვებული საკუთრება მოქალაქეების მიერ გასხვისებულ იქნა ჰესების მშენებელ კომპანიაზე, რის შედეგადაც ისინი დაეუფლნენ დიდი ოდენობის თანხებს", - აღნიშნა ლევან როსტომაშვილმა. მისივე განმარტებით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების წარმოებას განაგრძობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ