სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შირაკ ტოროსიანი: "გარწმუნებთ, ჯავახეთის მხრიდან სეპარატისტული გამოსვლები გამორიცხულია"
შირაკ ტოროსიანი: "გარწმუნებთ, ჯავახეთის მხრიდან სეპარატისტული გამოსვლები გამორიცხულია"

ახ­ლა­ხანს, სომ­ხურ სა­ინ­ფორ­მა­ციო პორ­ტალ "პა­ნო­რა­მა­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნდა სომ­ხე­თის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტის, ში­რაქ ტო­რო­სი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა გლო­ბა­ლუ­რი პრობ­ლე­მაა და სომ­ხუ­რი ეთ­ნო­სი ვერ აი­ტანს თურ­ქე­თის ჯარს იქ, სა­დაც თვი­თონ ცხოვ­რობ­სო.

ში­რაკ ტო­რო­სი­ანს ერე­ვან­ში და­ვუ­კავ­შირ­დით და ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რამ­დე­ნი­მე კი­თხვით მივ­მარ­თეთ...

- "სომ­ხუ­რი დი­ას­პო­რის მხრი­დან სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­მო­რი­ცხუ­ლია, თუმ­ცა არ­სე­ბობს ერთი "მაგ­რამ", - აღ­ნიშ­ნეთ სომ­ხურ გა­მო­ცე­მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, იქ­ნებ დაგ­ვი­კონ­კრე­ტოთ, რას გუ­ლის­ხმობ­დით?

- რაც შე­ე­ხე­ბა, ჯა­ვა­ხე­თის სომ­ხურ მო­სახ­ლე­ო­ბას და მათ მო­თხოვ­ნას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, მე ამ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის დროს და­ვა­ზუს­ტე და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ჯა­ვა­ხე­თის მხრი­დან სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი გა­მოს­ვლე­ბი გა­მო­რი­ცხუ­ლია, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს და სომ­ხეთს აქვთ სა­ერ­თო გლო­ბა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი. რო­გორც ის­ტო­რი­კო­სი, კარ­გად ვიც­ნობ ორი­ვე სა­ხელ­მწი­ფოს და გარ­წმუ­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის პირ­ველ­მა პი­რებ­მა ვერ შეძ­ლეს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბის გა­და­ლახ­ვა. ამით კი, კო­ზი­რი მის­ცეს ძა­ლას, რო­მე­ლიც ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში მე­სა­მე მხა­რედ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მგო­ნი, და­კონ­კრე­ტე­ბა არ არის სა­ჭი­რო, ვი­საც ვგუ­ლის­ხმობ...

- რაც შე­ე­ხე­ბა, თქვე­ნი ფრა­ზის მე­ო­რე ნა­წილს...

- ვი­მე­ო­რებ, რომ მას­ში ან­ტი­ქარ­თუ­ლი არა­ფე­რია. უბ­რა­ლოდ, ჩემი მო­საზ­რე­ბე­ბი ძა­ლი­ან ნათ­ლად არის მი­მარ­თუ­ლი თურ­ქე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რო­მელ­თა ქმე­დე­ბებ­ში მკვეთ­რად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი ან­ტი­სომ­ხუ­რი გან­წყო­ბე­ბი. მათი გეგ­მე­ბი ძა­ლი­ან ად­ვი­ლად გა­მო­საც­ნო­ბია, თუკი ნა­ტოს ფარ­გლებ­ში ჯა­ვა­ხე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­ვდე­ბი­ან. "ხელ­საყ­რელ შე­საძ­ლებ­ლო­ბას" ისი­ნი არას­დროს უშ­ვებ­დნენ ხე­ლი­დან. ამის მა­გა­ლი­თია, სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში თურ­ქე­ბის მხრი­დან სომ­ხე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მა­სობ­რი­ვი გე­ნო­ცი­დი. თუ ნა­ტოს თურ­ქუ­ლი ჯა­რე­ბი ჯა­ვა­ხე­თის რე­გი­ო­ნის გა­კონ­ტრო­ლე­ბას მო­ინ­დო­მე­ბენ, ამას ჯა­ვა­ხე­ლი სომ­ხე­ბის მწვა­ვე რე­აქ­ცია მოყ­ვე­ბა.

- რის შე­დე­გა­დაც შე­საძ­ლოა გაღ­ვივ­დეს სე­პა­რა­ტიზ­მი?

- არა, მე ეს არ მით­ქვამს... სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბო­ბენ მიზ­ნა­მი­მარ­თუ­ლად მოქ­მე­დი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ბუ­ზის­გან სპი­ლო შექ­მნან, - ანუ ქარ­თულ-სომ­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­ამ­წვა­ვონ. ეს მათ ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის... ისი­ნი ბნელ ოთახ­ში შავ კა­ტას ეძე­ბენ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

შირაკ ტოროსიანი: "გარწმუნებთ, ჯავახეთის მხრიდან სეპარატისტული გამოსვლები გამორიცხულია"

შირაკ ტოროსიანი: "გარწმუნებთ, ჯავახეთის მხრიდან სეპარატისტული გამოსვლები გამორიცხულია"

ახლახანს, სომხურ საინფორმაციო პორტალ "პანორამაზე" გამოქვეყნდა სომხეთის პარლამენტის დეპუტატის, შირაქ ტოროსიანის განცხადება - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გლობალური პრობლემაა და სომხური ეთნოსი ვერ აიტანს თურქეთის ჯარს იქ, სადაც თვითონ ცხოვრობსო.

შირაკ ტოროსიანს ერევანში დავუკავშირდით და ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენიმე კითხვით მივმართეთ...

- "სომხური დიასპორის მხრიდან სეპარატისტული მოქმედებები გამორიცხულია, თუმცა არსებობს ერთი "მაგრამ", - აღნიშნეთ სომხურ გამოცემასთან ინტერვიუში, იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რას გულისხმობდით?

- რაც შეეხება, ჯავახეთის სომხურ მოსახლეობას და მათ მოთხოვნას დამოუკიდებლობის შესახებ, მე ამ განცხადების გაკეთების დროს დავაზუსტე და ახლაც გავიმეორებ, რომ ჯავახეთის მხრიდან სეპარატისტული გამოსვლები გამორიცხულია, რადგან საქართველოს და სომხეთს აქვთ საერთო გლობალური ინტერესები. როგორც ისტორიკოსი, კარგად ვიცნობ ორივე სახელმწიფოს და გარწმუნებთ, რომ საქართველოსა და სომხეთის პირველმა პირებმა ვერ შეძლეს ერთმანეთის მიმართ უნდობლობის გადალახვა. ამით კი, კოზირი მისცეს ძალას, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მესამე მხარედ არის წარმოდგენილი. მგონი, დაკონკრეტება არ არის საჭირო, ვისაც ვგულისხმობ...

- რაც შეეხება, თქვენი ფრაზის მეორე ნაწილს...

- ვიმეორებ, რომ მასში ანტიქართული არაფერია. უბრალოდ, ჩემი მოსაზრებები ძალიან ნათლად არის მიმართული თურქების საწინააღმდეგოდ, რომელთა ქმედებებში მკვეთრად არის გამოხატული ანტისომხური განწყობები. მათი გეგმები ძალიან ადვილად გამოსაცნობია, თუკი ნატოს ფარგლებში ჯავახეთის ტერიტორიაზე მოხვდებიან. "ხელსაყრელ შესაძლებლობას" ისინი არასდროს უშვებდნენ ხელიდან. ამის მაგალითია, საუკუნის დასაწყისში თურქების მხრიდან სომხების მიმართ განხორციელებული მასობრივი გენოციდი. თუ ნატოს თურქული ჯარები ჯავახეთის რეგიონის გაკონტროლებას მოინდომებენ, ამას ჯავახელი სომხების მწვავე რეაქცია მოყვება.

- რის შედეგადაც შესაძლოა გაღვივდეს სეპარატიზმი?

- არა, მე ეს არ მითქვამს... სამწუხაროდ, საქართველოში არსებობენ მიზნამიმართულად მოქმედი ძალები, რომლებიც ცდილობენ ბუზისგან სპილო შექმნან, - ანუ ქართულ-სომხური ურთიერთობები გაამწვავონ. ეს მათ ინტერესებში შედის... ისინი ბნელ ოთახში შავ კატას ეძებენ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა