ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბა - და­ბა­ლი ხა­რის­ხის პი­ა­რი თუ აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვის უკე­თე­სი ფორ­მა?

ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბა - და­ბა­ლი ხა­რის­ხის პი­ა­რი თუ აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვის უკე­თე­სი ფორ­მა?

ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბა "მო­დუ­რი სე­ნი" გახ­ლავთ, რომ­ლი­თაც დღეს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნია "და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი": სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ცნო­ბი­ლე­ბი, უც­ნო­ბე­ბი, მო­ზარ­დე­ბი, ბავ­შ­ვე­ბი, ხან­დაზ­მუ­ლე­ბი... ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ჭეს­თან მჯდო­მი ყვე­ლა­ზე ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნე­ბიც კი ხში­რად, ზრდი­ლო­ბას "სა­ბარ­გულ­ში ინა­ხა­ვენ" და ურჩ მძღო­ლებ­სა თუ ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე "კა­მი­კა­ძე­ებ­ზე" გაბ­რა­ზე­ბუ­ლე­ბი, გუ­ლი­ა­ნად იგი­ნე­ბი­ან. ზოგ­ჯერ ახალ­ბე­და მა­მებს რა­ტომ­ღაც, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ჰგვრით, რო­ცა მა­თი პირ­მ­შო გი­ნე­ბას სწავ­ლობს. "ა­ბა, მა­მი, შე­ი­გი­ნე!" - სიყ­ვა­რუ­ლით სთხო­ვენ ბი­ჭუ­ნას (იშ­ვი­ა­თად - გო­გო­ნა­საც) და რო­ცა ბავ­შ­ვი არც ისე წარ­მა­ტე­ბუ­ლად, მაგ­რამ გი­ნე­ბის მოს­მე­ნა-წარ­მოთ­ქ­მა­ში გა­წა­ფუ­ლი ყუ­რის­თ­ვის გა­სა­გე­ბად რა­ღაც უწ­მა­წურს იტყ­ვის, მშო­ბე­ლიც კმა­ყო­ფი­ლია და გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბუ­ლი დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბაც.

რაც შე­ე­ხე­ბა ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­როს: მა­გა­ლი­თად, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მი­ნი­მუმ, 1-2 უხამ­სი სიტყ­ვის შემ­ც­ვე­ლი "სტა­ტუ­სი" თუ არ და­გი­წე­რია, შე­საძ­ლოა, შენს მე­ამ­ბო­ხე და "პატ­რი­ო­ტულ" სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა­ში ეჭ­ვი შე­ე­პა­როთ; სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში უწ­მა­წურ გა­მოთ­ქ­მებს ჭარ­ბად იყე­ნე­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც თავს მწერ­ლე­ბად "არ მი­იჩ­ნე­ვენ", მაგ­რამ მა­ინც წე­რენ და ინ­ტერ­ვი­უ­ებ­საც მწერ­ლის სტა­ტუ­სით "ა­რი­გე­ბენ". ამ ადა­მი­ა­ნებს ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში მა­თი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სათ­ვის შე­სა­ფე­რი­სი ლექ­სი­კით "უ­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბი­ან", შემ­დეგ კა­მათ­ში "მწერ­ლის" მე­გობ­რე­ბი ერ­თ­ვე­ბი­ან და ერ­თ­გ­ვა­რი "შე­ჯიბ­რე­ბა" იმარ­თე­ბა - რა­ი­მე უხამ­სო­ბას ვინ უფ­რო "მახ­ვილ­გო­ნივ­რუ­ლად" იტყ­ვის. ბილ­წი სიტყ­ვე­ბის "ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბა­ა" ბლო­გე­რე­ბის "პოს­ტებ­შიც"... გა­დავ­წყ­ვი­ტე, სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის­თ­ვის მე­კითხა: - რა­ტომ ბილ­წ­სიტყ­ვა­ობს ხალ­ხი სა­ჯა­როდ, თა­ნაც - გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა, სქე­სი­სა თუ რე­ლი­გი­უ­რი მრწამ­სი­სა? რას ფიქ­რობს უხამ­სი გა­მოთ­ქ­მე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა?

ნი­ნო, 31 წლის:

- რა­ტომ ვბილ­წ­სიტყ­ვა­ობ? უბ­რა­ლოდ, გრძე­ლი სიტყ­ვა მოკ­ლედ ით­ქ­მის, გი­ნე­ბაა ამად კარ­გი, რა! რა­ტომ იცი­ნი? მე ზრდი­ლო­ბი­ა­ნად და ვრცლად ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან მე­ზა­რე­ბა, ამი­ტომ მოკ­ლედ და უზ­რ­დე­ლუ­რად ვამ­ბობ.

- სათ­ქ­მელს მოკ­ლედ, მაგ­რამ ზრდი­ლო­ბი­ა­ნად ვერ აყა­ლი­ბებ?

- ვა­ი­მე, მოკ­ლედ და ზრდი­ლო­ბი­ა­ნად არ ყა­ლიბ­დე­ბა! ვი­საც ჩე­მი ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბა არ სი­ა­მოვ­ნებს, შე­უძ­ლია, აღელ­დეს.

- ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბის­გან თავს რა შემ­თხ­ვე­ვა­ში იკა­ვებ?

- რო­ცა ბავ­შ­ვებ­თან ან სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად ვარ, სხვე­ბი - "მკი­დი­ა".

- რამ­დე­ნად "მა­ღალხა­რის­ხი­ა­ნად" იგი­ნე­ბი?

- რა თქმა უნ­და, გი­ნე­ბის "ა­კა­დე­მი­კო­სი" ვარ!

- ეს "გა­ნათ­ლე­ბა" სად მი­ი­ღე?

- სამ­შობ­ლომ აღ­მ­ზარ­და.

- შენ ხომ ქა­ლი ხარ და მე­ტი მოკ­რ­ძა­ლე­ბა გმარ­თებს?

- კდე­მა­მო­სი­ლი ვი­ყო და - "ნერ­ვებ­ჩა­ოხ­რე­ბუ­ლი"?! დაე, სხვამ ინერ­ვი­უ­ლოს!..

ქრის­ტი, 18 წლის:

- უფ­რო­სი თა­ო­ბის თან­დას­წ­რე­ბით არ ვბილ­წ­სიტყ­ვა­ობ, მხო­ლოდ - იმ თა­ნა­ტო­ლებ­თან, ვის­თა­ნაც კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს.

- შენს სა­მე­გობ­რო­ში გო­გო­ნე­ბი ხში­რად იგი­ნე­ბი­ან?

- სი­ტუ­ა­ცი­ას გა­აჩ­ნია: თუ ვერ­თო­ბით, შე­იძ­ლე­ბა, ამას 1-2 უცენ­ზუ­რო სიტყ­ვაც მოჰ­ყ­ვეს, მაგ­რამ ეს ხში­რად არ ხდე­ბა.

- დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი გყავს?

- კი, 4 ძმა მყავს.

- შენს ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შე­ნიშ­ვ­ნა არ მო­უ­ცი­ათ?

- შე­ნიშ­ვ­ნებს ყო­ველ­თ­ვის მაძ­ლე­ვენ, მაგ­რამ ვპა­სუ­ხობ, - თქვენ­გან ვის­წავ­ლე-მეთ­ქი (ი­ცი­ნის). ახ­ლა მინ­და, რომ ეს ცუ­დი ჩვე­ვა დავ­ძ­ლიო. ვნა­ხოთ, რა გა­მო­მი­ვა...

გი­ორ­გი, 28 წლის:

- ჩე­მი აზ­რით, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სის­ტე­მა­ტუ­რად ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბენ, არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პ­ლექ­სი აქვთ; ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბით "ტი­პო­ბენ" და ეს "კაი კა­ცო­ბა" ან "კაი ქა­ლო­ბა" ჰგო­ნი­ათ.

- უცენ­ზუ­რო სიტყ­ვე­ბი თა­ვად არას­დ­როს გა­მო­გი­ყე­ნე­ბია?

- კი, მაგ­რამ არ მი­მაჩ­ნია, რომ ასეთ დროს სწო­რად ვიქ­ცე­ვი. გან­რის­ხე­ბულს შე­მი­გი­ნე­ბია, მე­რე კი გულ­წ­რ­ფე­ლად მი­ნა­ნია. მან­დი­ლოს­ნის თან­დას­წ­რე­ბით არას­დ­როს ვი­გი­ნე­ბი.

- შე­ნი თან­დას­წ­რე­ბით, თა­ვად მან­დი­ლო­სანს თუ შე­უ­გი­ნე­ბია?

- კი და ეს სა­შინ­ლად არ მომ­წონს. ასე­თებს ქა­ლად ვერ აღ­ვიქ­ვამ.

ანი, 27 წლის:

- ამ­ჟა­მად, იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და გა­რე­მო­ში არ ვიმ­ყო­ფე­ბი, რომ ვი­ბილ­წ­სიტყ­ვაო. თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­სას მეც მით­ქ­ვამს "რა­ღაც"... რო­ცა ასა­კით უმ­ც­რო­სი ხარ და "გიქ­რის", შენ­ზე ზე­გავ­ლე­ნას გა­რე­მო იოლად ახ­დენს. ახ­ლა უკ­ვე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა მაქვს... ოჯახ­ში გაზ­რ­დი­ლი, ნამ­დ­ვი­ლი ქარ­თ­ვე­ლი კა­ცი ქა­ლის თან­დას­წ­რე­ბით არა­სო­დეს შე­ი­გი­ნებს. ჩე­მი ქმრის სწო­რედ ამ თვი­სე­ბამ მომ­ხიბ­ლა.

ეკა­ტე­რი­ნე, 42 წლის:

- უცენ­ზუ­რო სიტყ­ვებს ანეკ­დო­ტებ­ში ვი­ყე­ნებ. კი­დევ, "კა­ფი­ით" პრო­ტესტს ხში­რად გა­მოვ­ხა­ტავ, მაგ­რამ თუ­კი ამა თუ იმ სიტყ­ვას სხვე­ბი მძაფრ კონ­ტექ­ს­ტ­ში ამ­ბო­ბენ, მე ცო­ტა­თი ვამ­სუ­ბუ­ქებ.

- ანუ უხამ­სი სიტყ­ვა კარ­გად გა­რით­მუ­ლი თუ არის, არა უშავს?

- მი­მაჩ­ნია, რომ ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში უფ­რო კო­რექ­ტუ­ლია (ი­ცი­ნის).

- თქვე­ნი აზ­რით, ბო­ლო დროს ხალ­ხი ასე ხში­რად რა­ტომ ბილ­წ­სიტყ­ვა­ობს?

- ში­ნა­გა­ნი აგ­რე­სია აქვთ, რო­მელ­საც ამ ფორ­მით გა­მო­ხა­ტა­ვენ. შე­საძ­ლოა, ქვეც­ნო­ბი­ერ­ში რა­ღაც აქვთ და­ლე­ქი­ლი... მი­მაჩ­ნია, რომ ზრდას­რულ ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი სიტყ­ვა-პა­სუ­ხი­სა თუ საქ­ცი­ე­ლის კონ­ტ­რო­ლი უნ­და შე­ეძ­ლოს.

- ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნე­ბი სი­ხა­რულ­საც უხამ­სი სიტყ­ვე­ბით გა­მო­ხა­ტა­ვენ...

- ამ შემ­თხ­ვე­ვას მარ­თ­ლა ვერ ავ­ხ­ს­ნი... აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბის გა­მო­ხატ­ვა უამ­რა­ვი ლა­მა­ზი სიტყ­ვით შე­იძ­ლე­ბა, მით უმე­ტეს - ქარ­თ­ვე­ლებს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, უხ­ვ­სიტყ­ვი­ა­ნი ენა გვაქვს.

- ალ­ბათ გა­გი­გო­ნი­ათ, რო­ცა ვინ­მეს შე­სა­ხებ ამ­ბო­ბენ, - გი­ნე­ბა უხ­დე­ბაო. თქვე­ნი აზ­რით, გი­ნე­ბა რო­გორ ადა­მი­ანს უხ­დე­ბა?

- გი­ნე­ბა აგ­რე­სი­ის გა­მო­ხატ­ვას და სხვა ადა­მი­ა­ნის დამ­ცი­რე­ბას გუ­ლის­ხ­მობს. შე­საძ­ლოა, კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში ადა­მი­ანს გა­ვუ­გო - ალ­ბათ ნერ­ვე­ბი ვერ მო­თო­კა, მაგ­რამ ვერ გა­ვა­მარ­თ­ლებ. ყვე­ლა­ზე გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი დე­დის გი­ნე­ბაა.

ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, აზ­რი რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ადა­მი­ან­საც ვკითხეთ:

ბა­ტონ გი­ვი სი­ხა­რუ­ლი­ძის შე­სა­ხებ ხში­რად მსმე­ნია, - რა საყ­ვა­რე­ლი კა­ცია, მაგ­რამ ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბა უყ­ვარ­სო. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, სწო­რედ მას და­ვუ­რე­კე. სა­ტე­ლე­ფო­ნო ინ­ტერ­ვიუ ბა­ტო­ნი გი­ვის­თ­ვის ჩვე­ულ სტილ­ში წა­რი­მარ­თა:

- მა­შინ ისე უნ­და და­წე­როთ, რო­გორც გი­კარ­ნა­ხებთ!

- უცენ­ზუ­რო გა­მოთ­ქ­მე­ბით?

- არა. თქვენ მე­კითხე­ბით, - რო­ცა ხალ­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ყოფ­ნი­სას ბილ­წ­სიტყ­ვა­ობს, ამა­ზე რა აზ­რის ვარ, არა? მინ­და გითხ­რათ, რომ დღეს მსოფ­ლი­ოს სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ ჰყავს. ეს არის ბრბო! იმ ქვე­ყა­ნა­ში, იმ მსოფ­ლი­ო­ში, სა­დაც კა­ცი კაც­ზე თხოვ­დე­ბა, ქა­ლი - ქალ­ზე, პრე­ზი­დენ­ტე­ბი კი მათ გა­ბედ­ნი­ე­რე­ბას ულო­ცა­ვენ და ტაშს უკ­რა­ვენ, რო­მელ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე და ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობთ?!

- ბა­ტო­ნო გი­ვი, უხამ­სი გა­მოთ­ქ­მე­ბი თქვენც გჩვე­ვი­ათ...

- კი, ბა­ტო­ნო, ხში­რად ვბილ­წ­სიტყ­ვა­ობ. მირ­ჩევ­ნია, კა­ცი ბილ­წ­სიტყ­ვა­ობ­დეს და ალალ-მარ­თა­ლი იყოს, სამ­შობ­ლო უყ­ვარ­დეს და მარ­თ­ლა ოც­ნე­ბობ­დეს, რომ მსოფ­ლი­ო­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა იყოს და არა - ბრბო, ვიდ­რე - "ვი­თომ წე­სი­ე­რი" იყოს და ერ­თ­ს­ქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბას ტაშს უკ­რავ­დეს! მგო­ნი, ამა­ზე დი­დი სი­ბილ­წე და სა­ზიზღ­რო­ბა არა­ფე­რია!

- ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბის მოყ­ვა­რულ ქა­ლებ­ზე რას ფიქ­რობთ?

- ყვე­ლა უნ­და დახ­ვ­რი­ტო! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ქა­ლი ბილ­წ­სიტყ­ვა­ობ­დეს? ის რა­ღა ქა­ლია? ის არის ნა­გა­ვი!

- იქ­ნებ მა­გა­ლითს კა­ცე­ბი აძ­ლე­ვენ?

- კა­ცე­ბი? ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი "პე­და­რას­ტე­ბი" არი­ან და რა თქმა უნ­და, ყვე­ლა­ფერ­ში მა­გა­ლითს აძ­ლე­ვენ!

- რო­გორც ვი­ცი, ია ფა­რუ­ლა­ვას დიდ პა­ტივს სცემთ. არა­და, უხამს გა­მოთ­ქ­მებს ისიც ხში­რად იყე­ნებს.

- ია ჩე­მი შვი­ლო­ბი­ლია და ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ის უხამსს არა­ფერს ამ­ბობს. უბ­რა­ლოდ, ხალ­ხის ყუ­რადღე­ბის მი­საპყ­რო­ბად ლა­პა­რა­კობს.

- ანუ ხალ­ხის ყუ­რადღე­ბის მი­საპყ­რო­ბად გი­ნე­ბა გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია?

- არა, ია არა­სო­დეს იგი­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ, ამ­ბობს: - სექ­სი-კექ­სიო და მის­თა­ნე­ბი...

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში "კე­თილ­მო­სურ­ნე­ებს" ხომ აგი­ნებ­და?..

- რო­ცა შე­გა­გი­ნე­ბენ, შენც შე­ა­გი­ნებ. კა­ცი იქ­ნე­ბა თუ - ქა­ლი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს!

კო­ტე თო­ლორ­და­ვა, მსა­ხი­ო­ბი:

- არ­სე­ბობს რო­ლე­ბი, რომ­ლის­თ­ვი­საც მსა­ხი­ო­ბებს ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბა გვი­წევს, მაგ­რამ ამა­ვე დროს, ხმა­მაღ­ლა ვაცხა­დებ: "ძირს ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბა!" რაც უფ­რო გა­ლან­ტუ­რად, ელე­გენ­ტუ­რად და ინ­ტე­ლი­გენ­ტუ­რად ვი­სა­უბ­რებთ, მით უკე­თე­სია ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თ­ვის.

- წი­ნათ, ტე­ლე­ე­თერ­ში უხამს სიტყ­ვებს "ბლო­კავ­დ­ნენ". ახ­ლა ასე აღარ იქ­ცე­ვი­ან.

- ჩვენ ხომ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში აღარ ვართ? და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში ვცხოვ­რობთ. ვი­საც ამა თუ იმ ტი­პის ფილ­მის ყუ­რე­ბა არ უნ­და, სხვა არ­ხ­ზე გა­დარ­თოს. ცხა­დია, "თა­იმ­ცენ­ზი" უნ­და არ­სე­ბობ­დეს.

ქე­თი ორ­ჯო­ნი­კი­ძე, მომ­ღე­რა­ლი:

- ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბა არ მიყ­ვარს, ეს ცუდ ტო­ნად მი­მაჩ­ნია. შე­საძ­ლოა, უცენ­ზუ­რო გა­მოთ­ქ­მა წო­ნას­წო­რო­ბა დაკარგულმა ვთქვა, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი რამ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. ჩე­მი აზ­რით, უწ­მა­წურ სიტყ­ვებ­საც თა­ვი­სი კლა­სი­ფი­კა­ცია აქვს: არ­სე­ბობს მა­ღა­ლი და და­ბა­ლი დო­ნის უწ­მა­წუ­რი გა­მოთ­ქ­მე­ბი (ი­ცი­ნის)...

- შე­ნი აზ­რით, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ჯა­როდ რა­ტომ ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბენ?

- საკ­მა­ოდ თა­ვი­სუ­ფა­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ, მაგ­რამ არ­სე­ბობს ტაქ­ტი, ზრდი­ლო­ბა... მა­ყუ­რებ­ლებს პა­ტი­ვი უნ­და სცე - ისი­ნი ხომ "დი­ა­ლოგ­ში ვერ შე­მო­დი­ან"? ამი­ტომ "ოქ­როს შუ­ა­ლე­დი" უნ­და და­იც­ვა. შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც ყვე­ლას წა­მოს­ც­დეს - ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, მაგ­რამ უხამ­სი სიტყ­ვე­ბის გა­მიზ­ნუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა (თან, რო­ცა იცი, რომ ტე­ლე­ვი­ზორს ბავ­შ­ვე­ბიც უყუ­რე­ბენ), და­ბა­ლი ხა­რის­ხის პი­ა­რის მოყ­ვა­რუ­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

ირი­ნა ტა­ბუ­ცა­ძე, ფსი­ქო­ლო­გი, პრაქ­ტი­კუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­ის ცენტ "პი­კის" დი­რექ­ტო­რი:

- არ­სე­ბობს თე­ო­რია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც მხო­ლოდ ადა­მი­ა­ნი კი არ ქმნის ენას, არა­მედ - ენა ქმნის ადა­მი­ანს ანუ - პი­როვ­ნე­ბას რო­გო­რი ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გიც აქვს, იმ დო­ნე­ზე აზ­როვ­ნებს. ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის დე­ფი­ცი­ტის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მი­სი "ა­მოვ­სე­ბა" ბილ­წი სიტყ­ვე­ბით ხდე­ბა. აღ­შ­ფო­თე­ბი­სას და გაბ­რა­ზე­ბი­სას გი­ნე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა: ქარ­თულ ენის­თ­ვის მკვეთ­რი, გუ­ლი­დან ამო­სუ­ლი თან­ხ­მოვ­ნე­ბია და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. აკა­კი წე­რეთ­ლის სიტყ­ვებს გა­გახ­სე­ნებთ: "რუ­სე­ბი ამ­ბო­ბენ - "ლი­უბ­ლი­უ", მხო­ლოდ ტუ­ჩე­ბით და ენის წვე­რით ეხე­ბა კბი­ლებს; სო­მე­ხი ამ­ბობს - "სი­რუ­მემ", ისიც ტუ­ჩებს ამოძ­რა­ვებს და ენას არ აწუ­ხებს; ფრან­გი იტყ­ვის - "ჟე­ვუ­ზემ" ოდ­ნავ ტუ­ჩე­ბით, ნა­ზად; ქარ­თ­ვე­ლი სულ სხვა­ნა­ი­რად გა­მოთ­ქ­ვამს: - "მიყ­ვარ­ხარ", ის მთელ გულ­მ­კერდს ამო­ა­ყო­ლებს ამ სიტყ­ვას. გა­უ­ჩერ­დე­ბა ყელ­ში და თით­ქოს მას ახ­რ­ჩობს ეს გრძნო­ბა სიყ­ვა­რუ­ლი­სა". და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვეა გი­ნე­ბა­შიც (ი­ცი­ნის). გი­ნე­ბა­ში მხო­ლოდ ცუ­დი არ უნ­და და­ვი­ნა­ხოთ: სე­რი­ო­ზუ­ლი აგ­რე­სი­ის დროს ალ­ბათ, ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბას ჯო­ბია, იგი­ნე­ბო­დე.

- რო­გორ ფიქ­რობთ, მშობ­ლე­ბი ბავ­შ­ვებს ად­რე­ულ ასაკ­ში გი­ნე­ბას რა­ტომ ას­წავ­ლი­ან?

- რა­ტომ­ღაც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ გი­ნე­ბა მა­მა­კა­ცის­თ­ვის ვაჟ­კა­ცუ­რო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლია. ბავ­შ­ვი თუ იგი­ნე­ბა, თით­ქოს სა­სა­ცი­ლოა, მაგ­რამ - მხო­ლოდ გარ­კ­ვე­ულ ასა­კამ­დე: 3 წლის ბავ­შ­ვი რომ იგი­ნე­ბა, სი­ა­მოვ­ნებთ და უხა­რი­ათ; სკო­ლის მოს­წავ­ლე რომ ანა­ლო­გი­უ­რად იქ­ცე­ვა, შე­იძ­ლე­ბა, სცე­მონ. ბავ­შ­ვიც ვე­ღარ იგებს, რა არის ნე­ბა­დარ­თუ­ლი და რა - აკ­რ­ძა­ლუ­ლი... ასე­ვე, იმ ოჯახ­ში, სა­დაც ქრო­ნი­კუ­ლად იგი­ნე­ბი­ან, ცხა­დია, ბავ­შ­ვიც იმა­ვე ლექ­სი­კით ისა­უბ­რებს. შვი­ლი მშობ­ლის ქცე­ვას ით­ვი­სებს.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია