მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
53-ე სკოლის პედაგოგებმა შესაძლოა შიმშილობა დაიწყონ
53-ე სკოლის პედაგოგებმა შესაძლოა შიმშილობა დაიწყონ

53-ე სკო­ლის პე­და­გო­გებ­მა შე­საძ­ლოა შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყონ. რო­გორც სკო­ლის გა­ფი­ცუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მხო­ლოდ მათი მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აღ­დგე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში კი, შე­საძ­ლე­ბე­ლია მას­წავ­ლებ­ლებ­მა შიმ­ში­ლო­ბა და­ი­წყონ.

გა­ფი­ცუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებს 53-ე სკო­ლის პე­და­გოგ­მა ინგა თუთ­ბე­რი­ძემ გა­აც­ნო.

"სას­წავ­ლო პრო­ცე­სი აღ­დგე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გა­იწ­ვე­ვენ ახ­ლად და­ნიშ­ნულ დი­რექ­ტორს და სკო­ლის მარ­თვა გა­და­ე­ცე­მათ დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე­ებს, რისი უფ­ლე­ბაც კა­ნო­ნით აქვთ. ახ­ლად და­ნიშ­ნულ­მა დი­რექ­ტორ­მა და­არ­ღვია ეთი­კის კო­დექ­სი და ჩვენ მას ვერ გა­მო­ვუ­ცხა­დებთ ნდო­ბას და ვერ მი­ვი­ღებთ სკო­ლა­ში. თუ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­მა მი­მარ­თონ უკი­დუ­რეს ზო­მას, შიმ­ში­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ინგა თუთ­ბე­რი­ძემ.

53-ე სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლებს ცოტა ხნის წინ მთაწ­მინ­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლი შეხ­ვდა და მათ პრობ­ლე­მებს ად­გილ­ზე გა­ეც­ნო.

ზაზა პა­პუ­აშ­ვილ­მა პე­და­გო­გებს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნი­სა­კენ მო­უ­წო­და.

"სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უნდა აღ­დგეს და უნდა შე­მო­ვი­დეს ახა­ლი დი­რექ­ტო­რი. მე, რო­გორც ამ რა­ი­ო­ნის მა­ჟო­რი­ტარ დე­პუ­ტატს, მინ­და მშვი­დო­ბი­ა­ნად, კა­ნო­ნი­ე­რად გა­და­წყდეს სა­კი­თხი ყო­ველ­გვა­რი არე­უ­ლო­ბის გა­რე­შე", - გა­ნა­ცხა­და ზაზა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, 53-ე სკო­ლის დი­რექ­ტორ­მა, მა­რი­ამ რა­მი­ნაშ­ვილ­მა დავა სა­სა­მარ­თლო გზით უნდა გა­და­წყვი­ტოს.

რო­გორც ზაზა პა­პუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, იგი ხვალ მა­რი­ამ რა­მი­ნაშ­ვილს შეხ­ვდე­ბა და მის­გან პი­რა­დად მო­ის­მენს ინ­ფორ­მა­ცი­ას შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ.

53-ე სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლე­ბი ზაზა პა­პუ­აშ­ვი­ლის შე­თა­ვა­ზე­ბას გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ და აღ­ნიშ­ნეს, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნის სურ­ვი­ლი აქვთ, თუმ­ცა მათი მო­თხოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ­დე სას­წავ­ლო პრო­ცე­სი არ აღ­დგე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

53-ე სკოლის პედაგოგებმა შესაძლოა შიმშილობა დაიწყონ

53-ე სკოლის პედაგოგებმა შესაძლოა შიმშილობა დაიწყონ

53-ე სკოლის პედაგოგებმა შესაძლოა შიმშილობა დაიწყონ. როგორც სკოლის გაფიცული მასწავლებლები აცხადებენ, სასწავლო პროცესი მხოლოდ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში აღდგება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, შესაძლებელია მასწავლებლებმა შიმშილობა დაიწყონ.

გაფიცული მასწავლებლების განცხადება ჟურნალისტებს 53-ე სკოლის პედაგოგმა ინგა თუთბერიძემ გააცნო.

"სასწავლო პროცესი აღდგება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაიწვევენ ახლად დანიშნულ დირექტორს და სკოლის მართვა გადაეცემათ დირექტორის მოადგილეებს, რისი უფლებაც კანონით აქვთ. ახლად დანიშნულმა დირექტორმა დაარღვია ეთიკის კოდექსი და ჩვენ მას ვერ გამოვუცხადებთ ნდობას და ვერ მივიღებთ სკოლაში. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, შეიძლება მასწავლებლებმა მიმართონ უკიდურეს ზომას, შიმშილობას", - განაცხადა ინგა თუთბერიძემ.

53-ე სკოლის მასწავლებლებს ცოტა ხნის წინ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი შეხვდა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო.

ზაზა პაპუაშვილმა პედაგოგებს სასწავლო პროცესის აღდგენისაკენ მოუწოდა.

"სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს და უნდა შემოვიდეს ახალი დირექტორი. მე, როგორც ამ რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს, მინდა მშვიდობიანად, კანონიერად გადაწყდეს საკითხი ყოველგვარი არეულობის გარეშე", - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, 53-ე სკოლის დირექტორმა, მარიამ რამინაშვილმა დავა სასამართლო გზით უნდა გადაწყვიტოს.

როგორც ზაზა პაპუაშვილმა აღნიშნა, იგი ხვალ მარიამ რამინაშვილს შეხვდება და მისგან პირადად მოისმენს ინფორმაციას შექმნილი ვითარების შესახებ.

53-ე სკოლის მასწავლებლები ზაზა პაპუაშვილის შეთავაზებას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ სასწავლო პროცესის აღდგენის სურვილი აქვთ, თუმცა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სასწავლო პროცესი არ აღდგება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია