პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითური ბადე - როგორ ატყუებენ ამერიკაში დასაქმების მსურველ ქართველებს
თაღლითური ბადე - როგორ ატყუებენ ამერიკაში დასაქმების მსურველ ქართველებს

"ფე­ის­ბუქ­ში" და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი გვერ­დი "ამე­რი­კის მწვა­ნე ბა­რა­თის - "გრინ­ქარ­დის" ლა­ტა­რეა და სა­ვი­ზო მომ­სა­ხუ­რე­ბა" თაღ­ლი­თურ ბა­დეს ამ­ხელს, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლე­ბის ალი­ას­კა­ზე და­საქ­მე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

თაღ­ლი­თუ­რი ბადე - "და­საქ­მე­ბა ალი­ას­კა­ზე"

ამე­რი­კა­ში სა­მუ­შა­ოდ და სა­ცხოვ­რებ­ლად წას­ვლის ბევ­რი მსურ­ვე­ლი არ­სე­ბობს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე დიდი ხა­ნია მუ­შა­ობს თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბი ამე­რი­კის ალი­ას­კა­ზე ან სუ­ლაც კა­ნა­და­ში თევ­ზის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბელ ქარ­ხა­ნა­ში ან სხვა ტი­პის სა­წარ­მო­ში და­საქ­მე­ბას გპირ­დე­ბი­ან.

ტი­პი­უ­რი რეკ­ლა­მა შემ­დეგ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: "და­საქ­მე­ბა ალი­ას­კა­ზე (ამე­რი­კა) თევ­ზის და ზღვის ნო­ბა­თის გა­და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა. 6 თვი­ა­ნი ან 1 წლი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტი. ასა­კი 21 - 55. აუ­ცი­ლე­ბე­ლია რუ­სუ­ლი ენის ცოდ­ნა".

ახლა აგიხ­სნით სქე­მა რო­გორ მუ­შა­ობს: პირ­ველ რიგ­ში ალ­ბათ გთხო­ვენ პას­პორ­ტე­ბის ან პი­რა­დო­ბის ორი­გი­ნა­ლე­ბის ან ას­ლე­ბის მი­ტა­ნას, შემ­დეგ სხვა და­მა­ტე­ბით სა­ბუ­თებს. ჯერ უნდა ინ­გლი­სუ­რად თარ­გმნოთ და მი­ი­ტა­ნოთ გარ­კვე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი (ხში­რად საკ­მა­ოდ ბევრ სა­ბუ­თებს გაგ­რო­ვე­ბი­ნე­ბენ). ეს ეფექ­ტის­თვის კეთ­დე­ბა, რომ ვი­თომ მარ­თლა აკე­თე­ბენ რა­ღა­ცას. შემ­დეგ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო - ამას­თან ერ­თად უნდა მი­ი­ტა­ნოთ გარ­კვე­უ­ლი თან­ხა - 500 დო­ლა­რი ან 1000 ლარი, შე­იძ­ლე­ბა მეტი ან ნაკ­ლე­ბი, გა­აჩ­ნია ვინ რამ­დენს ითხოვს. ჩა­ა­ბა­რებთ ამ სა­ბუ­თებს და ფულს და იწყე­ბა მო­ლო­დი­ნი ანუ თქვე­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბის გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი, რომ­ლე­ბიც ვი­თომ იგ­ზავ­ნე­ბა ამე­რი­კა­ში და მათ იქ გა­და­ხე­და­ვენ, გა­ნი­ხი­ლა­ვენ და გა­და­წყვე­ტენ აგიყ­ვა­ნონ თუ არა სამ­სა­ხურ­ში.

...ასე გა­დის 1, 2, ან 3 თვე. შემ­დეგ გე­კონ­ტაქ­ტე­ბი­ან და გე­ტყვი­ან. თქვენს სა­ბუ­თებს სამ­წუ­ხა­როდ უარი ეთ­ქვაო. ზოგ­ჯერ რა­ღაც ზღაპ­რუ­ლი მი­ზე­ზი მოჰ­ყავთ, ზოგ­ჯე­რაც მი­ზეზს სულ არ გე­უბ­ნე­ბი­ან. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და თქვე­ნი ნდო­ბის მო­სა­პო­ვე­ბე­ლი ია­რა­ღი არის ის, რომ თქვენს მიერ მი­ტა­ნილ თან­ხას უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში 100%-ით გიბ­რუ­ნე­ბენ უკან.

გი­ლო­ცავთ! თქვენ უპ­რო­ცენ­ტოდ გა­ა­სეს­ხეთ თან­ხა, რომ­ლი­თაც თაღ­ლით­მა იხე­ი­რა.

სა­ვა­რა­უ­დოდ ალ­ბათ გაჩ­ვე­ნე­ბენ და­მა­დას­ტუ­რე­ბელ ფო­ტო­სუ­რა­თებს და ვი­დე­ო­ებ­საც კი ინ­ტერ­ნეტ­ში, YouTube-ზე ან სხვა სა­ი­ტებ­ზე, რომ­ლებ­შიც ნაჩ­ვე­ნე­ბია თუ რო­გორ მუ­შა­ობს იქ ჩა­სუ­ლი ხალ­ხი. ეს თაღ­ლი­თუ­რი სქე­მა რუ­სე­თი­დან შე­მო­ვი­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უკვე ის მრა­ვა­ლი წე­ლია არ­სე­ბობს, ხალ­ხი მა­ინც ებ­მე­ბა მათ ბა­დე­ში.

სა­ინ­ტე­რე­სოა თქვე­ნი აზ­რის მოს­მე­ნა თუ გქო­ნი­ათ შე­ხე­ბა მსგავს სქე­მას­თან. გა­ვაფრ­თხი­ლოთ ერ­თმა­ნე­თი და გა­ვუფრ­თხილ­დეთ ერ­თმა­ნეთს!".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

თაღლითური ბადე - როგორ ატყუებენ ამერიკაში დასაქმების მსურველ ქართველებს

თაღლითური ბადე - როგორ ატყუებენ ამერიკაში დასაქმების მსურველ ქართველებს

"ფეისბუქში" დარეგისტრირებული გვერდი "ამერიკის მწვანე ბარათის - "გრინქარდის" ლატარეა და სავიზო მომსახურება" თაღლითურ ბადეს ამხელს, რომელიც ქართველების ალიასკაზე დასაქმებას უკავშირდება. გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

თაღლითური ბადე - "დასაქმება ალიასკაზე"

ამერიკაში სამუშაოდ და საცხოვრებლად წასვლის ბევრი მსურველი არსებობს ჩვენს ქვეყანაში. საქართველოში უკვე დიდი ხანია მუშაობს თაღლითური სქემა, რომლის მიხედვითაც გარკვეული პირები ამერიკის ალიასკაზე ან სულაც კანადაში თევზის გადამამუშავებელ ქარხანაში ან სხვა ტიპის საწარმოში დასაქმებას გპირდებიან.

ტიპიური რეკლამა შემდეგნაირად გამოიყურება: "დასაქმება ალიასკაზე (ამერიკა) თევზის და ზღვის ნობათის გადასამუშავებელი ქარხანა. 6 თვიანი ან 1 წლიანი კონტრაქტი. ასაკი 21 - 55. აუცილებელია რუსული ენის ცოდნა".

ახლა აგიხსნით სქემა როგორ მუშაობს: პირველ რიგში ალბათ გთხოვენ პასპორტების ან პირადობის ორიგინალების ან ასლების მიტანას, შემდეგ სხვა დამატებით საბუთებს. ჯერ უნდა ინგლისურად თარგმნოთ და მიიტანოთ გარკვეული დოკუმენტები (ხშირად საკმაოდ ბევრ საბუთებს გაგროვებინებენ). ეს ეფექტისთვის კეთდება, რომ ვითომ მართლა აკეთებენ რაღაცას. შემდეგ ყველაზე საინტერესო - ამასთან ერთად უნდა მიიტანოთ გარკვეული თანხა - 500 დოლარი ან 1000 ლარი, შეიძლება მეტი ან ნაკლები, გააჩნია ვინ რამდენს ითხოვს. ჩააბარებთ ამ საბუთებს და ფულს და იწყება მოლოდინი ანუ თქვენი დოკუმენტების განხილვის პროცესი, რომლებიც ვითომ იგზავნება ამერიკაში და მათ იქ გადახედავენ, განიხილავენ და გადაწყვეტენ აგიყვანონ თუ არა სამსახურში.

...ასე გადის 1, 2, ან 3 თვე. შემდეგ გეკონტაქტებიან და გეტყვიან. თქვენს საბუთებს სამწუხაროდ უარი ეთქვაო. ზოგჯერ რაღაც ზღაპრული მიზეზი მოჰყავთ, ზოგჯერაც მიზეზს სულ არ გეუბნებიან. ყველაზე საინტერესო და თქვენი ნდობის მოსაპოვებელი იარაღი არის ის, რომ თქვენს მიერ მიტანილ თანხას უმეტეს შემთხვევაში 100%-ით გიბრუნებენ უკან.

გილოცავთ! თქვენ უპროცენტოდ გაასესხეთ თანხა, რომლითაც თაღლითმა იხეირა.

სავარაუდოდ ალბათ გაჩვენებენ დამადასტურებელ ფოტოსურათებს და ვიდეოებსაც კი ინტერნეტში, YouTube-ზე ან სხვა საიტებზე, რომლებშიც ნაჩვენებია თუ როგორ მუშაობს იქ ჩასული ხალხი. ეს თაღლითური სქემა რუსეთიდან შემოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ის მრავალი წელია არსებობს, ხალხი მაინც ებმება მათ ბადეში.

საინტერესოა თქვენი აზრის მოსმენა თუ გქონიათ შეხება მსგავს სქემასთან. გავაფრთხილოთ ერთმანეთი და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს