მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თენგიზ არჩვაძე - მე დავრგავ ათას კედარს!..
თენგიზ არჩვაძე - მე დავრგავ ათას კედარს!..

შენი ხე­ლით გა­მო­ზარ­დე კე­და­რი - 2015 წლის 18 აპ­რილს "კვი­რის პა­ლიტ­რა" 20 წლის იუ­ბი­ლეს კედ­რის ტყის გა­შე­ნე­ბით აღ­ნიშ­ნავს! ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ს ძა­ლი­ან უყ­ვარს მცე­ნა­რე­ე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­რადმწვა­ნე კე­და­რი მოს­წონს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, "კვი­რის პა­ლიტ­რის" ჩა­ნარ­თი "მა­მულ-დე­დუ­ლი" სწო­რედ პატ­რი­არ­ქის სურ­ვი­ლით და ლოც­ვა-კურ­თხე­ვით გა­მო­დის, სწო­რედ ამი­ტომ ჩვენ­მა გა­ზეთ­მა ამ მა­რადმწვა­ნე მცე­ნა­რის გამ­რავ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა პრო­ექ­ტით: "ერ­თად გა­ვა­შე­ნოთ ტყე!"

ეს სა­კი­თხი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მტკივ­ნე­უ­ლად აწუ­ხებს, ცნო­ბილ მსა­ხი­ობ თენ­გიზ არჩვა­ძეს...

- მე დავრგავ ათას კე­დარს!.. ჩემს აგარკზე ვარ­დე­ბი დავრგე, ვაზი, ვაშ­ლი... 82 წლის კაცი ვარ და ისევ მსურს, სულ რა­ღა­ცას ვრგავ­დე.. მი­მას­წავ­ლეთ, სად უნდა დავრგო და ერთ დღე­ში იმ­დენს დავრგავ, რამ­დენ­საც ჩემი ბე­ბე­რი სხე­უ­ლი მო­ა­ხერ­ხებს, სა­ნამ ქან­ცი არ გა­მი­წყდე­ბა... მე რი­გი­თი ადა­მი­ა­ნი ვარ და არ ვთვლი რომ უფ­ლე­ბა მაქვს ვინ­მეს რამე მო­ვუ­წო­დო. ახალ­გაზ­რდებს თა­ვად უნდა ჰქონ­დეთ ამის სურ­ვი­ლი. პატ­რი­არ­ქის მო­წო­დე­ბას ყვე­ლამ უნდა და­უ­ჯე­როს! დარ­გეთ ხე, გიყ­ვარ­დეთ მოყ­ვას­ნი თქვე­ნი, ვი­თარ­ცა თავი თქვე­ნი.. თბი­ლი­სი სულ გა­ი­ჩე­ხაო, რომ ჩი­ვი­ან ყმაწ­ვი­ლე­ბი, ვინ გა­ჩე­ხა? - მა­მათ­ქვე­ნებ­მა, ბი­ძათ­ქვე­ნებ­მა და თქვენ­მა მთავ­რო­ბამ! მე თბი­ლი­სე­ლი კაცი ვარ და კარ­გად მახ­სოვს, თბი­ლი­სი რაც იყო. არ უყ­ვართ ამ ხალ­ხს თბი­ლი­სი და და­ე­ტყო კი­დეც ჩვენს ქა­ლაქს... 82 წლის კაცი ვარ, ისე­დაც სულ რა­ღა­ცას ვრგავ, შე­იძ­ლე­ბა ხვალ უკვე აღარ ვიყო, მაგ­რამ დღეს ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებ­სა და მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე ვზრუ­ნავ! ჩემი ყო­ვე­ლი სი­ტყვა იქ­ნე­ბა იმ ხალ­ხის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რომ­ლებ­მაც ჩემი თბი­ლი­სი გა­ჩე­ხა! თა­ვი­ანთ სინ­დის­ში, გულ­ში ჩა­ი­ხე­დონ, თუ აქვთ... გა­იხ­სე­ნონ - "იას უთხა­რით ტურ­ფა­სა", "ხმე­ლი წი­ფე­ლი".. თუმ­ცა, ზოგს ალ­ბათ არც წა­უ­კი­თხავს ვაჟა ფშა­ვე­ლა. ვაჟა რომ კარ­გად ეცო­დი­ნე­ბა ადა­მი­ანს, ის ხე­ებს უდი­ე­რად აღარ მო­ე­პყრო­ბა! ისე ვნერ­ვი­უ­ლობ, სულ მა­კან­კა­ლებს, თბი­ლი­სი რომ ამ დღე­შია. რა­საც ვამ­ბობ, ნა­ხევ­რად გი­ჟის ნათ­ქვა­მია ეს სი­ტყვე­ბი. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, შენი ქა­ლა­ქი ამ დღე­ში ჩა­აგ­დო. ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც ძუძუ გა­წო­ვა! და­მარ­ხეს ქა­ლა­ქი. ვინ­მემ მი­პა­სუ­ხოს, რა­ტომ გა­ი­ჩე­ხა ვა­კის პარ­კი? არ­ნა­ხუ­ლი ხე­ივ­ნე­ბი იყო იქ... არ­ცერთ გა­ზეთ­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ას მიწ­ვე­ვა­ზე არ ვთან­ხმდე­ბი, მაგ­რამ ეს თემა ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლია და იმი­ტომ გე­სა­უბ­რე­ბით. და­წე­რეთ, რომ ქარ­თუ­ლი სული, სა­ქარ­თვე­ლო და სიმწვა­ნე ერ­თდრო­უ­ლად ამო­ძირ­კვეს!

იხი­ლეთ ასე­ვე:

- "თუ გვინ­და, რომ ჩვენ­მა შვი­ლებ­მა ისუნ­თქონ, ამ წა­მო­წყე­ბას ხელი უნდა შე­ვუ­წყოთ" – ექ­სპერ­ტე­ბი "კვი­რის პა­ლიტ­რის" პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ

- შან­სი მათ­თვის, ვი­საც ხე ჯერ არ და­ურ­გავს!

თენგიზ არჩვაძე - მე დავრგავ ათას კედარს!..

თენგიზ არჩვაძე - მე დავრგავ ათას კედარს!..

შენი ხელით გამოზარდე კედარი - 2015 წლის 18 აპრილს "კვირის პალიტრა" 20 წლის იუბილეს კედრის ტყის გაშენებით აღნიშნავს! ცნობილია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ძალიან უყვარს მცენარეები, განსაკუთრებით მარადმწვანე კედარი მოსწონს. მოგეხსენებათ, "კვირის პალიტრის" ჩანართი "მამულ-დედული" სწორედ პატრიარქის სურვილით და ლოცვა-კურთხევით გამოდის, სწორედ ამიტომ ჩვენმა გაზეთმა ამ მარადმწვანე მცენარის გამრავლება გადაწყვიტა პროექტით: "ერთად გავაშენოთ ტყე!"

ეს საკითხი განსაკუთრებულად მტკივნეულად აწუხებს, ცნობილ მსახიობ თენგიზ არჩვაძეს...

- მე დავრგავ ათას კედარს!.. ჩემს აგარკზე ვარდები დავრგე, ვაზი, ვაშლი... 82 წლის კაცი ვარ და ისევ მსურს, სულ რაღაცას ვრგავდე.. მიმასწავლეთ, სად უნდა დავრგო და ერთ დღეში იმდენს დავრგავ, რამდენსაც ჩემი ბებერი სხეული მოახერხებს, სანამ ქანცი არ გამიწყდება... მე რიგითი ადამიანი ვარ და არ ვთვლი რომ უფლება მაქვს ვინმეს რამე მოვუწოდო. ახალგაზრდებს თავად უნდა ჰქონდეთ ამის სურვილი. პატრიარქის მოწოდებას ყველამ უნდა დაუჯეროს! დარგეთ ხე, გიყვარდეთ მოყვასნი თქვენი, ვითარცა თავი თქვენი.. თბილისი სულ გაიჩეხაო, რომ ჩივიან ყმაწვილები, ვინ გაჩეხა? - მამათქვენებმა, ბიძათქვენებმა და თქვენმა მთავრობამ! მე თბილისელი კაცი ვარ და კარგად მახსოვს, თბილისი რაც იყო. არ უყვართ ამ ხალხს თბილისი და დაეტყო კიდეც ჩვენს ქალაქს... 82 წლის კაცი ვარ, ისედაც სულ რაღაცას ვრგავ, შეიძლება ხვალ უკვე აღარ ვიყო, მაგრამ დღეს ჩემს შვილიშვილებსა და მომავალ თაობაზე ვზრუნავ! ჩემი ყოველი სიტყვა იქნება იმ ხალხის საწინააღმდეგოდ, რომლებმაც ჩემი თბილისი გაჩეხა! თავიანთ სინდისში, გულში ჩაიხედონ, თუ აქვთ... გაიხსენონ - "იას უთხარით ტურფასა", "ხმელი წიფელი".. თუმცა, ზოგს ალბათ არც წაუკითხავს ვაჟა ფშაველა. ვაჟა რომ კარგად ეცოდინება ადამიანს, ის ხეებს უდიერად აღარ მოეპყრობა! ისე ვნერვიულობ, სულ მაკანკალებს, თბილისი რომ ამ დღეშია. რასაც ვამბობ, ნახევრად გიჟის ნათქვამია ეს სიტყვები. როგორ შეიძლება, შენი ქალაქი ამ დღეში ჩააგდო. ქვეყანა, რომელმაც ძუძუ გაწოვა! დამარხეს ქალაქი. ვინმემ მიპასუხოს, რატომ გაიჩეხა ვაკის პარკი? არნახული ხეივნები იყო იქ... არცერთ გაზეთსა და ტელევიზიას მიწვევაზე არ ვთანხმდები, მაგრამ ეს თემა ჩემთვის ყველაზე მტკივნეულია და იმიტომ გესაუბრებით. დაწერეთ, რომ ქართული სული, საქართველო და სიმწვანე ერთდროულად ამოძირკვეს!

იხილეთ ასევე:

- "თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა ისუნთქონ, ამ წამოწყებას ხელი უნდა შევუწყოთ" – ექსპერტები "კვირის პალიტრის" პროექტის შესახებ

- შანსი მათთვის, ვისაც ხე ჯერ არ დაურგავს!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია