პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხომ მიიღეთ დემოკრატია და თავისუფლად ხომ სუნთქავთ?" - თეა თუთბერიძე მერაბ მეტრეველს ნიშანს უგებს
"ხომ მიიღეთ დემოკრატია და თავისუფლად ხომ სუნთქავთ?" - თეა თუთბერიძე მერაბ მეტრეველს ნიშანს უგებს

"თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის ცენ­ტრის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი თეა თუთ­ბე­რი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ჟუ­რა­ლისტ მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლის სტა­ტუსს ეხ­მუ­რე­ბა, რო­მე­ლიც მან გუ­შინ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თულ აქ­ცი­ებს მი­უ­ძღვნა.

"ხომ მი­ი­ღეთ დე­მოკ­რა­ტია და თა­ვი­სუფ­ლად ხომ სუნ­თქავთ? :))))) ღირ­სე­ბაც ხომ აღიდ­გი­ნეთ? ხო და აბა და­ნარ­ჩე­ნი და­ი­კი­დეთ", - წერს თუთ­ბე­რი­ძე.

გუ­შინ მე­რაბ მეტ­რევ­ლმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"მხო­ლოდ ერთ რე­გი­ონ­ში რომ მი­ვარ­დნოდ­ნენ "ნა­ცებს", კი­დევ შე­იძ­ლე­ბო­და გვე­ფიქ­რა, რომ ხალ­ხი თა­ვი­სით აღ­შფოთ­და მათ და­ნახ­ვა­ზე, მარ­გამ ხუთ რე­გი­ონ­ში ერ­თად რომ და­ესხნენ თავს, აქ უკვე ყვე­ლა­ფე­რი ცხა­დია. "ოც­ნე­ბა" მგო­ნი მა­რაზმში "ნა­ცებს" ჯობ­ნის!

ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი რომ ხალ­ხს არ ევა­სე­ბა, ეს კი არ მიკ­ვირს, არა­მედ ის არ მომ­წონს, რომ ეს სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მიერ არის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. ხალ­ხის სპონ­ტა­ნუ­რი რე­აქ­ცია რომ იყოს, ხმას არ ამო­ვი­ღებ­დი, მაგ­რამ ასე ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ერ­თბა­შად გა­გიჟ­დეს ხალ­ხი, არ ხდე­ბა და ასე­ვე ყვე­ლას სა­ი­დან ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, სად მი­დი­ოდ­ნენ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი?".

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ დე­პუ­ტა­ტე­ბი გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი და ლე­ვან ბეჟაშ­ვი­ლი თე­ლა­ვის ცენ­ტრში თე­ლა­ვის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის მე­ო­რე ეტა­პის და­წყე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით აქ­ცია-ბრი­ფინ­გის გა­მარ­თვას გეგ­მავ­დნენ, თუმ­ცა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" 50-მდე აქ­ტი­ვის­ტმა მათ ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. ისი­ნი სკან­დი­რებ­ნენ "მკვლე­ლე­ბი". მათ გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვილს ცო­ცხი გა­დას­ცეს და შე­ახ­სე­ნეს, რომ "მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცი­ხე­ში ხალ­ხს აწა­მებ­და" და მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ ჰქონ­დათ აქ­ცია გა­ე­მარ­თათ. სი­ტუ­ა­ცია სი­ტყვი­ერ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და და მათ მან­ქა­ნას კვერ­ცხი ეს­რო­ლეს. მა­ნამ­დე ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და ანაკ­ლი­ა­შიც, სა­დაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს ასე­ვე და­გეგ­მი­ლი ჰქონ­დათ ბრი­ფინ­გი, რაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტეს. მხა­რე­ებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. კო­ა­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მო­ი­თხო­ვეს, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებს ანაკ­ლი­ის ტე­რი­ტო­რია და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ.

იხი­ლეთ ასე­ვე: გიგი უგუ­ლა­ვას კვერ­ცხე­ბი ეს­რო­ლეს

sponsored by ContentRoom

"ხომ მიიღეთ დემოკრატია და თავისუფლად ხომ სუნთქავთ?" - თეა თუთბერიძე მერაბ მეტრეველს ნიშანს უგებს

"ხომ მიიღეთ დემოკრატია და თავისუფლად ხომ სუნთქავთ?" - თეა თუთბერიძე მერაბ მეტრეველს ნიშანს უგებს

"თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურალისტ მერაბ მეტრეველის სტატუსს ეხმურება, რომელიც მან გუშინ "ნაციონალების" წინააღმდეგ გამართულ აქციებს მიუძღვნა.

"ხომ მიიღეთ დემოკრატია და თავისუფლად ხომ სუნთქავთ? :))))) ღირსებაც ხომ აღიდგინეთ? ხო და აბა დანარჩენი დაიკიდეთ", - წერს თუთბერიძე.

გუშინ მერაბ მეტრევლმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"მხოლოდ ერთ რეგიონში რომ მივარდნოდნენ "ნაცებს", კიდევ შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ ხალხი თავისით აღშფოთდა მათ დანახვაზე, მარგამ ხუთ რეგიონში ერთად რომ დაესხნენ თავს, აქ უკვე ყველაფერი ცხადია. "ოცნება" მგონი მარაზმში "ნაცებს" ჯობნის!

ნაციონალები რომ ხალხს არ ევასება, ეს კი არ მიკვირს, არამედ ის არ მომწონს, რომ ეს სხვა პოლიტიკური პარტიის მიერ არის ორგანიზებული. ხალხის სპონტანური რეაქცია რომ იყოს, ხმას არ ამოვიღებდი, მაგრამ ასე ყველა რეგიონში ერთბაშად გაგიჟდეს ხალხი, არ ხდება და ასევე ყველას საიდან ჰქონდა ინფორმაცია, სად მიდიოდნენ ნაციონალები?".

შეგახსენებთ, გუშინ დეპუტატები გიორგი ღვინიაშვილი და ლევან ბეჟაშვილი თელავის ცენტრში თელავის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით აქცია-ბრიფინგის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა "ქართული ოცნების" 50-მდე აქტივისტმა მათ ამის საშუალება არ მისცა. ისინი სკანდირებნენ "მკვლელები". მათ გიორგი ღვინიაშვილს ცოცხი გადასცეს და შეახსენეს, რომ "მათი ხელისუფლება ციხეში ხალხს აწამებდა" და მორალური უფლება არ ჰქონდათ აქცია გაემართათ. სიტუაცია სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა და მათ მანქანას კვერცხი ესროლეს. მანამდე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ანაკლიაშიც, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს ასევე დაგეგმილი ჰქონდათ ბრიფინგი, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კოალიციის წარმომადგენლებმა მოითხოვეს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ანაკლიის ტერიტორია დაეტოვებინათ.

იხილეთ ასევე: გიგი უგულავას კვერცხები ესროლეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს