მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავი არ დამიკარგავს" - ქრისტინე იმედაძე პაპარაცებზე, შოუბიზნესში თავის დამკვიდრებასა და ია ფარულავას რჩევებზე
"თავი არ დამიკარგავს" - ქრისტინე იმედაძე პაპარაცებზე, შოუბიზნესში თავის დამკვიდრებასა და ია ფარულავას რჩევებზე

მომ­ღე­რალ­სა და ტე­ლე­წამ­ყვან ქრის­ტი­ნე იმე­და­ძეს რამ­დე­ნი­მე კი­თხვით მივ­მარ­თეთ. რეს­პონ­დენ­ტმა გულ­წრფე­ლად უპა­სუ­ხა შე­კი­თხვებს და ვფიქ­რობთ, მკა­ფი­ოდ მო­ი­ხა­ზა სა­კუ­თა­რი ხა­სი­ა­თის შტრი­ხე­ბიც...

- შო­უ­ბიზ­ნეს­ში თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა შენ­თვის რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შო­უ­ბიზ­ნეს­ში დამ­კვიდ­რე­ბა რთუ­ლი იყო, ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც ად­ვი­ლად მო­მე­ცა. არ მო­მი­წია "სი­ბინ­ძუ­რე­ებ­ში" თა­ვის გა­ყო­ფამ და არც გავ­ყა­ვი.

- რას გუ­ლის­ხმობ?

- რა­ღა­ცის­თვის რომ მი­მეღ­წია, რა­ღა­ცე­ბის დათ­მო­ბა და რა­ღა­ცებ­ზე წას­ვლამ არ მო­მი­წია. მოკ­ლედ, თავი არ და­მი­კარ­გავს, თუმ­ცა ეს გზა გა­ცი­ლე­ბით რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ყვე­ლა­ფე­რი დიდი ენერ­გი­ი­სა და ნერ­ვე­ბის ფა­სად და­მიჯ­და...

რაც დრო გა­დის, ვცდი­ლობ, რომ ჩემ გარ­შე­მო იყ­ვნენ კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი: კე­თი­ლე­ბი, საყ­ვარ­ლე­ბი, ამი­ტო­მაც მი­ხა­რია სამ­სა­ხურ­ში მის­ვლა. რა პრობ­ლე­მაც არ უნდა მქონ­დეს, იქ ყოფ­ნით, იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით, მიმ­სუ­ბუქ­დე­ბა. მი­ხა­რია სახ­ლში მის­ვლაც... მოკ­ლედ, არ მი­წევს მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ყოფ­ნა. თუ შემ­თხვე­ვით რთულ გა­რე­მო­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოვ­ჩნდი, იქა­უ­რო­ბას მარ­ტი­ვად ვეც­ლე­ბი... წლე­ბის შე­დე­გად, ბევ­რი რამ გა­ი­ფილტრა და სა­ერ­თოდ, ნაკ­ლე­ბად ვი­ღი­ზი­ა­ნებ თავს.

- პა­პა­რა­ცუ­ლი ფოტო ბევ­რჯერ გა­და­უ­ღი­ათ შენ­თვის?

- პა­პა­რა­ცუ­ლი ფოტო დი­დად მსი­ა­მოვ­ნებ­სო, რომ გი­თხრა, არა... ერთხელ პა­პა­რა­ცი ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სი­ა­ში, ჯვრის­წე­რი­სას შე­მოგ­ვი­ვარ­და, არა­და, გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი არ მქო­ნია... ჩემს ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან ჯვა­რი რომ და­ვი­წე­რე, ძა­ლი­ან პა­ტა­რა სუფ­რა გავ­შა­ლეთ. რა­ტომ უნ­დო­და იმ ყვე­ლაფ­რის ისე ძა­ლი­ან გა­და­ღე­ბა, ვერ მივ­ხვდი... თუმ­ცა ზო­გი­ერთს პა­პა­რა­ცის ასე­თი თავ­დას­ხმა მოს­წონს. ალ­ბათ, ამ ყვე­ლა­ფერს რომ გა­უძ­ლო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფსი­ქი­კა გჭირ­დე­ბა. თუ ამ ქა­ოს­ში ჩა­ებ­მე­ბი, მერე უკვე იქე­დან გა­მოს­ვლა რთუ­ლია. ეს არც ად­რე­ულ წლებ­ში მინ­დო­და და არც - ახლა; თუნ­დაც ის, რომ ჩემი ოჯა­ხუ­რი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ფი­ნონ ამა თუ იმ გა­მო­ცე­მის გა­რე­კან­ზე...

- სა­მოსს სად იძენ და აქვს თუ არა შენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მე­ლი ბრენ­დის ტან­საც­მელს ჩა­იც­ვამ?

- ბრენ­დს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. უბ­რა­ლოდ მიყ­ვარს ხა­რის­ხი­ა­ნი ჩან­თი­სა და ფეხ­საც­მლის შე­ძე­ნა, კარ­გი სათ­ვა­ლი­სა და კი­დევ რა­ღაც აქ­სე­სუ­ა­რე­ბის. ამ ყვე­ლა­ფერს მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ, გარ­დე­რობ­ში ნაკ­ლე­ბად მაქვს ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის სა­მო­სი, რად­გა­ნაც ვი­მე­ო­რებ, ბრენ­დს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. ძა­ლი­ან კარ­გად შე­მიძ­ლია ისე­თი ტან­საც­მლით შე­მოს­ვა, რო­მელ­საც რა­ღაც ცნო­ბი­ლი დამ­ღა არც არ­ტყია. და თუ ვთქვათ, რო­მე­ლი­მე ბრენ­დია, ვცდი­ლობ, რომ დამ­ღა არ ემ­ჩნე­ო­დეს. უბ­რა­ლოდ მიყ­ვარს და მჭირ­დე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მო­სი.

- ზოგს მა­გა­ლი­თად, და­სა­ლა­გე­ბელ სახ­ლში ყოფ­ნა სი­ა­მოვ­ნებს. შენ?

- თუ სახ­ლი და­სა­ლა­გე­ბე­ლია, იქ გა­ჩე­რე­ბა არ შე­მიძ­ლია. ყვე­ლა­ფერს რომ გა­ვა­სუფ­თა­ვებ, მი­ვა­ლა­გებ, მერე ვჯდე­ბი და იმ სუფ­თა გა­რე­მო­ში ვის­ვე­ნებ. მომ­წონს, რო­დე­საც სახ­ლში ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია. ზო­გი­ერ­თი სი­ა­მოვ­ნე­ბას ქა­ო­სის­გან იღებს, ეს ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. გან­სა­კუთ­რე­ბით მიყ­ვარს, რო­დე­საც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში წეს­რი­გია. ის კი არა, სტუმ­რად მე­გობ­რებ­თან როცა მივ­დი­ვარ, თუ მათი სამ­ზა­რე­უ­ლო ვთქვათ, და­სა­ლა­გე­ბე­ლია, სა­ნამ ყვე­ლა­ფერს არ მო­ვუ­წეს­რი­გებ, მი­ვუ­ლა­გებ, მას­თან სა­სა­უბ­როდ არ ვჯდე­ბი (სიც­ლით ამ­ბობს).

- ადა­მი­ა­ნებს თუ აკ­რი­ტი­კებ?

- თუ ვგრძნობ, რომ ვინ­მეს და­უნ­დობ­ლად აკ­რი­ტი­კე­ბენ, მისი დაც­ვის სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა, სულ ერ­თია იმ ადა­მი­ან­ზე რა აზრი მაქვს. მისი დაც­ვა მინ­დე­ბა... ბოლო დროს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სამ­წუ­ხა­როდ, აგ­რე­სი­ამ მო­ი­მა­ტა. ამი­ტომ ის, ვინც აგ­რე­სი­უ­ლია, ვურ­ჩევ­დი, მზის სხი­ვებს ხში­რად და­ე­ნახ­ვოს, გა­ი­რუ­ჯოს, ან სო­ლა­რი­უმ­ში ია­როს (ამ­ბო­ბენ, იქ ადა­მი­ა­ნე­ბი ბედ­ნი­ე­რე­ბის სხი­ვე­ბით იმუხ­ტე­ბი­ა­ნო), ბევ­რი შო­კო­ლა­დი ჭა­მოს, ივარ­ჯი­შოს, სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­ი­სე­ირ­ნოს. მი­წას­თან იმუ­შა­ოს, ყვა­ვი­ლე­ბი დარ­გოს, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა ადა­მი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბით აკე­თილ­შო­ბი­ლებს...

- შენ თუ და­გირ­გავს ხე?

- კი, გამ­წვა­ნე­ბის აქ­ცი­ა­ში მი­მი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - დი­ღომ­ში ხე­ე­ბი დავრგეთ. რამ­დე­ნი იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ვივ­ლი, სულ ის მახ­სენ­დე­ბა, რომ იქ ხე­ე­ბი მაქვს დარ­გუ­ლი...

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: შან­სი მათ­თვის, ვი­საც ხე ჯერ არ და­ურ­გავს!

ქოთ­ნის ყვა­ვი­ლებს ვყი­დუ­ლობ ხოლ­მე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ახა­ლი­სებს სახ­ლს და რაც მეტი სიმწვა­ნეა გარ­შე­მო, ადა­მი­ანს მით უკე­თე­სი გან­წყო­ბა ექ­მნე­ბა.

- რა გა­ღი­ზი­ა­ნებს?

- ჩემი მა­მი­და ია (ფა­რუ­ლა­ვა) სულ მე­უბ­ნე­ბო­და, რომ 30 წლის რომ გახ­დე­ბი, რაც ახლა გა­ღი­ზი­ა­ნებს, ნერ­ვებს აღარ მო­გიშ­ლი­სო. ახლა 30-ს უკვე ვუ­კა­კუ­ნებ და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვიწ­ვრთე­ნი კი­დეც, იშ­ვი­ა­თად ვღი­ზი­ან­დე­ბი. არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია დი­დად აღარ მაბ­რა­ზებს... ისე, ვერ ვე­გუ­ე­ბი ზე­აქ­ტი­ურ, ზედ­მე­ტად თავ­და­ჯე­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, რომ ჰგო­ნი­ათ, სამ­ყა­რო მათ­ზე ტრი­ა­ლებს. მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, ამ ყვე­ლა­ფერს ყუ­რა­დღე­ბას აღარ ვაქ­ცევ...

სამ­სა­ხურ­ში რო­გორც უკვე ვთქვი, ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა. ჩემს გა­და­ცე­მა­ში ("სხვა შუ­ა­დღე") ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი შეგ­როვ­დნენ, რომ­ლებ­თა­ნაც ურ­თი­ერ­თო­ბა მსი­ა­მოვ­ნებს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"თავი არ დამიკარგავს" - ქრისტინე იმედაძე პაპარაცებზე, შოუბიზნესში თავის დამკვიდრებასა და ია ფარულავას რჩევებზე

"თავი არ დამიკარგავს" - ქრისტინე იმედაძე პაპარაცებზე, შოუბიზნესში თავის დამკვიდრებასა და ია ფარულავას რჩევებზე

მომღერალსა და ტელეწამყვან ქრისტინე იმედაძეს რამდენიმე კითხვით მივმართეთ. რესპონდენტმა გულწრფელად უპასუხა შეკითხვებს და ვფიქრობთ, მკაფიოდ მოიხაზა საკუთარი ხასიათის შტრიხებიც...

- შოუბიზნესში თავის დამკვიდრება შენთვის რთული აღმოჩნდა?

- მიუხედავად იმისა, რომ შოუბიზნესში დამკვიდრება რთული იყო, ეს ყველაფერი რაღაც ადვილად მომეცა. არ მომიწია "სიბინძურეებში" თავის გაყოფამ და არც გავყავი.

- რას გულისხმობ?

- რაღაცისთვის რომ მიმეღწია, რაღაცების დათმობა და რაღაცებზე წასვლამ არ მომიწია. მოკლედ, თავი არ დამიკარგავს, თუმცა ეს გზა გაცილებით რთული აღმოჩნდა. ყველაფერი დიდი ენერგიისა და ნერვების ფასად დამიჯდა...

რაც დრო გადის, ვცდილობ, რომ ჩემ გარშემო იყვნენ კარგი ადამიანები: კეთილები, საყვარლები, ამიტომაც მიხარია სამსახურში მისვლა. რა პრობლემაც არ უნდა მქონდეს, იქ ყოფნით, იმ ადამიანებთან ურთიერთობით, მიმსუბუქდება. მიხარია სახლში მისვლაც... მოკლედ, არ მიწევს მძიმე სიტუაციებში ყოფნა. თუ შემთხვევით რთულ გარემოში მოულოდნელად აღმოვჩნდი, იქაურობას მარტივად ვეცლები... წლების შედეგად, ბევრი რამ გაიფილტრა და საერთოდ, ნაკლებად ვიღიზიანებ თავს.

- პაპარაცული ფოტო ბევრჯერ გადაუღიათ შენთვის?

- პაპარაცული ფოტო დიდად მსიამოვნებსო, რომ გითხრა, არა... ერთხელ პაპარაცი ქაშუეთის ეკლესიაში, ჯვრისწერისას შემოგვივარდა, არადა, გრანდიოზული ქორწილი არ მქონია... ჩემს ყოფილ მეუღლესთან ჯვარი რომ დავიწერე, ძალიან პატარა სუფრა გავშალეთ. რატომ უნდოდა იმ ყველაფრის ისე ძალიან გადაღება, ვერ მივხვდი... თუმცა ზოგიერთს პაპარაცის ასეთი თავდასხმა მოსწონს. ალბათ, ამ ყველაფერს რომ გაუძლო, განსაკუთრებული ფსიქიკა გჭირდება. თუ ამ ქაოსში ჩაებმები, მერე უკვე იქედან გამოსვლა რთულია. ეს არც ადრეულ წლებში მინდოდა და არც - ახლა; თუნდაც ის, რომ ჩემი ოჯახური ფოტოები გამოფინონ ამა თუ იმ გამოცემის გარეკანზე...

- სამოსს სად იძენ და აქვს თუ არა შენთვის მნიშვნელობა, რომელი ბრენდის ტანსაცმელს ჩაიცვამ?

- ბრენდს მნიშვნელობა არ აქვს. უბრალოდ მიყვარს ხარისხიანი ჩანთისა და ფეხსაცმლის შეძენა, კარგი სათვალისა და კიდევ რაღაც აქსესუარების. ამ ყველაფერს მნიშვნელობას ვანიჭებ, გარდერობში ნაკლებად მაქვს ცნობილი ბრენდების სამოსი, რადგანაც ვიმეორებ, ბრენდს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან კარგად შემიძლია ისეთი ტანსაცმლით შემოსვა, რომელსაც რაღაც ცნობილი დამღა არც არტყია. და თუ ვთქვათ, რომელიმე ბრენდია, ვცდილობ, რომ დამღა არ ემჩნეოდეს. უბრალოდ მიყვარს და მჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ხარისხიანი სამოსი.

- ზოგს მაგალითად, დასალაგებელ სახლში ყოფნა სიამოვნებს. შენ?

- თუ სახლი დასალაგებელია, იქ გაჩერება არ შემიძლია. ყველაფერს რომ გავასუფთავებ, მივალაგებ, მერე ვჯდები და იმ სუფთა გარემოში ვისვენებ. მომწონს, როდესაც სახლში ყველაფერი წესრიგშია. ზოგიერთი სიამოვნებას ქაოსისგან იღებს, ეს ჩემთვის მიუღებელია. განსაკუთრებით მიყვარს, როდესაც სამზარეულოში წესრიგია. ის კი არა, სტუმრად მეგობრებთან როცა მივდივარ, თუ მათი სამზარეულო ვთქვათ, დასალაგებელია, სანამ ყველაფერს არ მოვუწესრიგებ, მივულაგებ, მასთან სასაუბროდ არ ვჯდები (სიცლით ამბობს).

- ადამიანებს თუ აკრიტიკებ?

- თუ ვგრძნობ, რომ ვინმეს დაუნდობლად აკრიტიკებენ, მისი დაცვის სურვილი მიჩნდება, სულ ერთია იმ ადამიანზე რა აზრი მაქვს. მისი დაცვა მინდება... ბოლო დროს საზოგადოებაში სამწუხაროდ, აგრესიამ მოიმატა. ამიტომ ის, ვინც აგრესიულია, ვურჩევდი, მზის სხივებს ხშირად დაენახვოს, გაირუჯოს, ან სოლარიუმში იაროს (ამბობენ, იქ ადამიანები ბედნიერების სხივებით იმუხტებიანო), ბევრი შოკოლადი ჭამოს, ივარჯიშოს, სუფთა ჰაერზე გაისეირნოს. მიწასთან იმუშაოს, ყვავილები დარგოს, ეს საქმიანობა ადამიანს განსაკუთრებით აკეთილშობილებს...

- შენ თუ დაგირგავს ხე?

- კი, გამწვანების აქციაში მიმიღია მონაწილეობა - დიღომში ხეები დავრგეთ. რამდენი იმ ტერიტორიაზე გავივლი, სულ ის მახსენდება, რომ იქ ხეები მაქვს დარგული...

ასევე დაგაინტერესებთ: შანსი მათთვის, ვისაც ხე ჯერ არ დაურგავს!

ქოთნის ყვავილებს ვყიდულობ ხოლმე, ძალიან მიყვარს, ახალისებს სახლს და რაც მეტი სიმწვანეა გარშემო, ადამიანს მით უკეთესი განწყობა ექმნება.

- რა გაღიზიანებს?

- ჩემი მამიდა ია (ფარულავა) სულ მეუბნებოდა, რომ 30 წლის რომ გახდები, რაც ახლა გაღიზიანებს, ნერვებს აღარ მოგიშლისო. ახლა 30-ს უკვე ვუკაკუნებ და ამ მიმართულებით გავიწვრთენი კიდეც, იშვიათად ვღიზიანდები. არსებული სიტუაცია დიდად აღარ მაბრაზებს... ისე, ვერ ვეგუები ზეაქტიურ, ზედმეტად თავდაჯერებულ ადამიანებს, რომ ჰგონიათ, სამყარო მათზე ტრიალებს. მაგრამ ვიმეორებ, ამ ყველაფერს ყურადღებას აღარ ვაქცევ...

სამსახურში როგორც უკვე ვთქვი, ძალიან გამიმართლა. ჩემს გადაცემაში ("სხვა შუადღე") ისეთი ადამიანები შეგროვდნენ, რომლებთანაც ურთიერთობა მსიამოვნებს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება