კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დარღვევები ქონებრივ დეკლარაციებში - რომელ შპს-ებში აქვთ წილი და რა უძრავ ქონებას ფლობენ გამგებლები და მათი მოადგილეები
დარღვევები ქონებრივ დეკლარაციებში - რომელ შპს-ებში აქვთ წილი და რა უძრავ ქონებას ფლობენ გამგებლები და მათი მოადგილეები

"სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლო" თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის მო­ნი­ტო­რინგს გა­ნაგ­რძობს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ, პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბის მიერ შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში ხარ­ვე­ზე­ბი გა­მოვ­ლინ­და - დე­პუ­ტა­ტებ­მა სრუ­ლად არ ასა­ხეს მათ მფლო­ბე­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. ამ­ჯე­რად, სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის, იმე­რე­თი­სა და აჭა­რის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­თა ნა­წი­ლის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­შია ქო­ნე­ბა და ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა არას­რუ­ლად ასა­ხუ­ლი.

სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თი

სე­ნა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, გოჩა დგე­ბუ­ა­ძემ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2013 წ. სექ­ტემ­ბერ­ში შე­ავ­სო. იგი შპს "კოლ­ხი 99"-ის პარტნი­ო­რია, თუმ­ცა მი­თი­თე­ბუ­ლი არ აქვს, რომ ამ შპს-ს 33.34%-იანი წი­ლის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი მე­უღ­ლე, ლალი ნა­და­რა­ია-დგე­ბუ­ა­ძეა. შპს "კოლ­ხი 99" სე­ნაკ­ში, ჭავ­ჭა­ვა­ძის ქუჩა #12ა-ში მდე­ბა­რე­ობს. დგე­ბუ­ა­ძე არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის ნაკ­ვეთ­საც ფლობს, რომ­ლის ფარ­თო­ბი 5 032 კვ.მ. ამ მი­წა­ზე, ხუთი სხვა­დას­ხვა შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბაა. დგე­ბუ­ა­ძის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არაა, რომ თა­ვად, შპს "დი­ტო­მო­ტორ­სის" 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლა, მისი მე­უღ­ლე კი - შპს "თრე­ვე­ლე­რის" 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი და დი­რექ­ტო­რი. არც სე­ნაკ­ში, დე­მუ­რი­ას #31-ში მდე­ბა­რე, 426 კვ.მ. ფარ­თის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო (სა­კარ­მი­და­მო) მიწა შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბა, სა­ერ­თო ფარ­თო­ბით 444 კვ.მ. აქვს დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი.

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ედი­შერ თო­ლო­რა­ი­ამ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2014 წლის თე­ბერ­ვალ­ში შე­ავ­სო, მაგ­რამ არ მი­უ­თი­თა, რომ მე­უღ­ლე, მაკა ღურწკა­ია 2011 წლი­დან შპს "თბი­ლი კერა 2011"-ის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია, მისი და, ეკა­ტე­რი­ნე თო­ლო­რა­ია კი, შპს "ორ­თეს" 50%-იან წილს ფლობს. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არც მაკა ღურწკა­ი­ას სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­სად­გო­მია მი­თი­თე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, ნუ­ცუ­ბი­ძის #14ა-ში მდე­ბა­რე­ობს.

ფო­თის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე და­ვით ბა­ბი­ლუ­ამ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2014 წლის თე­ბერ­ვალ­ში შე­ავ­სო და არ მი­უ­თი­თა, რომ შპს "ორი­ო­ნი - ფო­თის ჯგუ­ფის" 50%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია. 2013 წლის თე­ბერ­ვალ­ში შევ­სე­ბულ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში, მი­თი­თე­ბუ­ლი არ ჰქონ­და, რომ იმ პე­რი­ოდ­ში, შპს "მ.კ."-ს 50%-იან წილს ფლობ­და. ხარ­ვე­ზი ახალ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში გა­მო­ას­წო­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ამ­ჟა­მად, ამა­ვე კომ­პა­ნი­ა­ში, 100%-იან წილს ფლობს (?!). დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ წე­რია, რომ და­ვით ბა­ბი­ლუ­ას შვი­ლი, ვა­სილ ბა­ბი­ლუა, ფოთ­ში, კლდი­აშ­ვი­ლის 66-ში, არა­სა­სოფ­ლოლ-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის, 535 კვ/მ მი­წის ნაკ­ვეთს ფლობს.

ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან კონ­ჯა­რი­ამ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2013 წლის აგ­ვის­ტო­ში შე­ავ­სო და არ მი­უ­თი­თა, რომ მე­უღ­ლე ია ხვინ­გი­ამ, პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან 2013 წლის 27 ივ­ნისს, ერთჯე­რა­დი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის (შე­მო­სავ­ლის) სა­ხით, 10 814 ლარი მი­ი­ღო. 2011 წლი­დან, ია ხვინ­გია არა­კო­მერ­ცი­უ­ლი არა­სა­მე­წარ­მეო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის (ააიპ) "სიბ­რძნის პი­რა­მი­დის" გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რეა. 2011 წლი­დან იგი ასე­ვე ასო­ცი­ა­ცია "გა­ე­ნა­თის" გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე გახ­ლავთ. ორი­ვე ორ­გა­ნი­ზა­ცია და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს სხვა­დას­ხვა სა­გან­ში კერ­ძო გაკ­ვე­თი­ლებს სთა­ვა­ზობს. დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში გა­ურ­კვე­ვე­ლია, მი­ი­ღო თუ არა ხვინ­გი­ამ რა­ი­მე სა­ხის ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ლე­ვან კონ­ჯა­რია მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში იყო ვალ­დე­ბუ­ლი ეს მო­ნა­ცე­მი დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში შე­ე­ტა­ნა, თუ მისი მე­უღ­ლე, აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან შე­მო­სა­ვალს მი­ი­ღებ­და.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი იმე­რეთ­ში

ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, თე­მურ ჩუ­ბი­ნი­ძემ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2013 წლის 28 დე­კემ­ბერს წა­რად­გი­ნა. დო­კუ­მენ­ტში მი­თი­თე­ბუ­ლი არაა მისი მე­უღ­ლის, ნინო ცი­რე­კი­ძის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი7%-იანი წილი, შპს "სამ­თო სა­ინ­ვეს­ტი­ციო კორ­პო­რა­ცი­ა­ში", რო­მელ­საც იგი სა­მე­წარ­მეო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ფლობს.

ქუ­თა­ი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ლე­ვან კირ­კი­ტა­ძემ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2013 წლის ივ­ნის­ში შე­ავ­სო და არ მი­უ­თი­თა სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი 25%-იანი წილი შპს "ნა­ტახ­ტა­რი - იმე­რეთ­ში", რო­მელ­საც კირ­კი­ტა­ძე სა­მე­წარ­მეო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად ფლობს.

რო­გორ ავ­სე­ბენ დეკ­ლა­რა­ცი­ებს აჭა­რა­ში

აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის სა­კი­თხთა კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე მე­დეა ვა­სა­ძემ, ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2013 წლის 21 დე­კემ­ბერს წა­რად­გი­ნა. შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შა­ოს გრა­ფა­ში 2013 წელს სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი - 1735 ლარი მი­უ­თი­თა. ვა­სა­ძე აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რი 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად გახ­და. ამ პო­ზი­ცი­ა­ზე არ­ჩე­ვის შემ­დეგ, სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 64-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის თა­ნახ­მად, მას კა­ნო­ნით ეკ­რძა­ლე­ბო­და, სხვა სა­ხის ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სა­მუ­შა­ოც შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რმა, ირაკ­ლი ჯაშ­მა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­თა ფი­ნან­სუ­რი დეკ­ლა­რა­ცია 2014 წლის 6 იან­ვარს შე­ავ­სო, მაგ­რამ არ მი­უ­თი­თა, რომ 2012 წლის 23 აპ­რილს რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, შპს "სალ­ხი­ნოს" 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლია. ჯაში აჭა­რის ნარ­დი­სა და სა­მა­გი­დო სპორ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და აღ­მას­კო­მის წევ­რია, მაგ­რამ უც­ნო­ბია, მი­ი­ღო თუ არა შე­მო­სა­ვა­ლი ამ პო­ზი­ცი­ი­დან. სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, მე­უღ­ლე, გულ­ნა­რა ჯაში, 2018 კვ.მ. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წას ფლობს ბა­თუ­მის და­სახ­ლე­ბა კა­ხა­ბერ­ში, მაგ­რამ ჯაშ­მა ეს ქო­ნე­ბა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ მი­უ­თი­თა.

შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე იური ქა­თა­მა­ძემ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია 2013 წლის 5 მარტს წა­რად­გი­ნა და არ მი­უ­თი­თა, რომ მის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლია უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა: შუ­ა­ხე­ვის რა­ი­ო­ნის საკ­რე­ბუ­ლო უჩამ­ბა­ში მდე­ბა­რე სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის 4 ნაკ­ვე­თი (220 კვ.მ; 756 კვ.მ; 2 327 კვ.მ, 3 579 კვ.მ).

რა ცვლი­ლე­ბებს ითხო­ვენ ექ­სპერ­ტე­ბი კა­ნონ­ში?

აღ­ნიშ­ნუ­ლი კვლე­ვა "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს" ზუგ­დი­დის ოფი­სის ხელ­მძღვა­ნელ­მა, მალ­ხაზ ჭკა­დუ­ამ ჩა­ა­ტა­რა. მას შემ­დგე, რაც კვლე­ვის შე­დე­გე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ვებგ­ვერ­დზე გან­თავ­სდა, მალ­ხაზ ჭკა­დუ­ას რამ­დე­ნი­მე სა­ჯა­რო მო­ხე­ლე და­უ­კავ­შირ­და და ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბას და­პირ­და, თუმ­ცა უშე­დე­გოდ: "ხარ­ვე­ზე­ბი არ გა­მო­ას­წო­რეს, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ნა­ცე­მე­ბი არ შეც­ვლი­ლა. ისე­თი შემ­თხვე­ვაც გვქონ­და, დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ჩან­და, რომ სა­ჯა­რო მო­ხე­ლემ შეც­დო­მა და­უშ­ვა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, სხვა ვი­თა­რე­ბაა. მა­გა­ლი­თად, წა­ლენ­ჯი­ხის რა­ი­ო­ნის გამ­გე­ბელ­მა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­უ­თი­თა შე­მო­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც მი­სი­ვე სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ შპს-დან მი­ი­ღო. არა­და, გამ­გებ­ლად და­ნიშ­ვნის შემ­დეგ, კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, მან ეს შპს და­ტო­ვა; აჭა­რის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს დე­პუ­ტატ­მა მე­დეა ვა­სა­ძე­მაც, შე­მო­სა­ვა­ლი სა­ად­ვო­კა­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბი­დან 2012 წლის ოქ­ტომ­ბრამ­დე მი­ი­ღო, ვიდ­რე დე­პუ­ტა­ტი გახ­დე­ბო­და. ხში­რად, დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში არ ჩანს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა, რო­მელ­საც სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი ან მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი ფლო­ბენ".

რა სან­ქცი­ას ით­ვა­ლის­წი­ნებს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის არა­სახ­ვის შემ­თხვე­ვა­ში? რო­გორ უნდა და­ი­სა­ჯოს ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ჯა­რო მო­ხე­ლე? მალ­ხაზ ჭკა­დუ­ას გან­მარ­ტე­ბით, ასეთ შემ­თხვე­ვებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს და მთა­ვა­რი რე­კო­მენ­და­ცია, რომ­ლი­თაც "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბის" მკვლე­ვა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თა­ვენ, კა­ნონ­ში ამ ტი­პის ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნაა: "მაქ­სი­მა­ლუ­რი სან­ქცია, ჯა­რი­მაა. სამ­წუ­ხა­როდ, კა­ნონ­ში არაა გა­წე­რი­ლი, რომ ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის არას­წო­რად წარ­დგე­ნი­სას ან სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის და­მალ­ვი­სას, სა­ჯა­რო მო­ხე­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გეს. მი­მაჩ­ნია, ეს სა­კი­თხი პარ­ლა­მენ­ტმა უნდა გა­ნი­ხი­ლოს და კა­ნო­ნი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით დახ­ვე­წოს, რათა სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბა ამაღ­ლდეს. თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა კი მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით უნდა შე­ავ­სონ დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი".

კვლე­ვა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბის ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში აღ­მო­ჩე­ნილ ანა­ლო­გი­ურ ხარ­ვე­ზებს ეხე­ბო­და, კახა ური­ად­მყო­ფელ­მა ჩა­ა­ტა­რა. რა სან­ქცი­ე­ბი არ­სე­ბობს "ქო­ნე­ბის დამ­მა­ლა­ვი" დე­პუ­ტა­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ? "ვერ­სი­ას­თან" სა­უბ­რი­სას კახა ური­ად­მყო­ფელ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ კა­ნო­ნი არც ამ შემ­თხვე­ვა­ში ით­ვა­ლის­წი­ნებს პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის და­ჯა­რი­მე­ბას. თუ გა­ირ­კვე­ვა, რომ დე­პუ­ტა­ტი სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ახორ­ცი­ე­ლებს, რაც კა­ნო­ნით ეკ­რძა­ლე­ბა, სა­კითხს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს და ხარ­ვე­ზის გა­მოს­წო­რე­ბას მო­ი­თხოვს. მკაცრ სან­ქცი­ებს კი, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მაია მი­შე­ლა­ძე

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დარღვევები ქონებრივ დეკლარაციებში - რომელ შპს-ებში აქვთ წილი და რა უძრავ ქონებას ფლობენ გამგებლები და მათი მოადგილეები

დარღვევები ქონებრივ დეკლარაციებში - რომელ შპს-ებში აქვთ წილი და რა უძრავ ქონებას ფლობენ გამგებლები და მათი მოადგილეები

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგს განაგრძობს. რამდენიმე თვის წინ, პარლამენტის დეპუტატების მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციებში ხარვეზები გამოვლინდა - დეპუტატებმა სრულად არ ასახეს მათ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება. ამჯერად, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთისა და აჭარის თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ნაწილის ქონებრივ დეკლარაციებშია ქონება და ბიზნესსაქმიანობა არასრულად ასახული.

სამეგრელო-ზემო სვანეთი

სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, გოჩა დგებუაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2013 წ. სექტემბერში შეავსო. იგი შპს "კოლხი 99"-ის პარტნიორია, თუმცა მითითებული არ აქვს, რომ ამ შპს-ს 33.34%-იანი წილის თანამფლობელი მეუღლე, ლალი ნადარაია-დგებუაძეა. შპს "კოლხი 99" სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩა #12ა-ში მდებარეობს. დგებუაძე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთსაც ფლობს, რომლის ფართობი 5 032 კვ.მ. ამ მიწაზე, ხუთი სხვადასხვა შენობა-ნაგებობაა. დგებუაძის დეკლარაციაში მითითებული არაა, რომ თავად, შპს "დიტომოტორსის" 100%-იანი წილის მფლობელა, მისი მეუღლე კი - შპს "თრეველერის" 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი. არც სენაკში, დემურიას #31-ში მდებარე, 426 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწა შენობა-ნაგებობა, საერთო ფართობით 444 კვ.მ. აქვს დეკლარირებული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, ედიშერ თოლორაიამ ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის თებერვალში შეავსო, მაგრამ არ მიუთითა, რომ მეუღლე, მაკა ღურწკაია 2011 წლიდან შპს "თბილი კერა 2011"-ის 100%-იანი წილის მფლობელია, მისი და, ეკატერინე თოლორაია კი, შპს "ორთეს" 50%-იან წილს ფლობს. დეკლარაციაში არც მაკა ღურწკაიას საკუთრებაში არსებული ავტოსადგომია მითითებული, რომელიც თბილისში, ნუცუბიძის #14ა-ში მდებარეობს.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუამ ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის თებერვალში შეავსო და არ მიუთითა, რომ შპს "ორიონი - ფოთის ჯგუფის" 50%-იანი წილის მფლობელია. 2013 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში, მითითებული არ ჰქონდა, რომ იმ პერიოდში, შპს "მ.კ."-ს 50%-იან წილს ფლობდა. ხარვეზი ახალ დეკლარაციაში გამოასწორა და აღნიშნა, რომ ამჟამად, ამავე კომპანიაში, 100%-იან წილს ფლობს (?!). დეკლარაციაში არ წერია, რომ დავით ბაბილუას შვილი, ვასილ ბაბილუა, ფოთში, კლდიაშვილის 66-ში, არასასოფლოლ-სამეურნეო დანიშნულების, 535 კვ/მ მიწის ნაკვეთს ფლობს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიამ ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის აგვისტოში შეავსო და არ მიუთითა, რომ მეუღლე ია ხვინგიამ, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 2013 წლის 27 ივნისს, ერთჯერადი ფინანსური დახმარების (შემოსავლის) სახით, 10 814 ლარი მიიღო. 2011 წლიდან, ია ხვინგია არაკომერციული არასამეწარმეო იურიდიული პირის (ააიპ) "სიბრძნის პირამიდის" გამგეობის თავმჯდომარეა. 2011 წლიდან იგი ასევე ასოციაცია "გაენათის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე გახლავთ. ორივე ორგანიზაცია დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა საგანში კერძო გაკვეთილებს სთავაზობს. დეკლარაციაში გაურკვეველია, მიიღო თუ არა ხვინგიამ რაიმე სახის ფინანსური შემოსავალი ამ ორგანიზაციებიდან. კანონის მიხედვით, ლევან კონჯარია მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო ვალდებული ეს მონაცემი დეკლარაციაში შეეტანა, თუ მისი მეუღლე, აღნიშნული პოზიციიდან შემოსავალს მიიღებდა.

ქონებრივი დეკლარაციები იმერეთში

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ ჩუბინიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 28 დეკემბერს წარადგინა. დოკუმენტში მითითებული არაა მისი მეუღლის, ნინო ცირეკიძის საკუთრებაში არსებული7%-იანი წილი, შპს "სამთო საინვესტიციო კორპორაციაში", რომელსაც იგი სამეწარმეო რეესტრის მონაცემების შესაბამისად ფლობს.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან კირკიტაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის ივნისში შეავსო და არ მიუთითა საკუთრებაში არსებული 25%-იანი წილი შპს "ნატახტარი - იმერეთში", რომელსაც კირკიტაძე სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად ფლობს.

როგორ ავსებენ დეკლარაციებს აჭარაში

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე მედეა ვასაძემ, ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 21 დეკემბერს წარადგინა. შესრულებული ანაზღაურებადი სამუშაოს გრაფაში 2013 წელს საადვოკატო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი - 1735 ლარი მიუთითა. ვასაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგად გახდა. ამ პოზიციაზე არჩევის შემდეგ, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მას კანონით ეკრძალებოდა, სხვა სახის ანაზღაურებადი სამუშაოც შეესრულებინა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირაკლი ჯაშმა საჯარო მოხელეთა ფინანსური დეკლარაცია 2014 წლის 6 იანვარს შეავსო, მაგრამ არ მიუთითა, რომ 2012 წლის 23 აპრილს რეგისტრირებული, შპს "სალხინოს" 100%-იანი წილის მფლობელია. ჯაში აჭარის ნარდისა და სამაგიდო სპორტული თამაშების ასოციაციის პრეზიდენტი და აღმასკომის წევრია, მაგრამ უცნობია, მიიღო თუ არა შემოსავალი ამ პოზიციიდან. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მეუღლე, გულნარა ჯაში, 2018 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას ფლობს ბათუმის დასახლება კახაბერში, მაგრამ ჯაშმა ეს ქონება დეკლარაციაში არ მიუთითა.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იური ქათამაძემ ქონებრივი დეკლარაცია 2013 წლის 5 მარტს წარადგინა და არ მიუთითა, რომ მის სახელზე გაფორმებულია უძრავი ქონება: შუახევის რაიონის საკრებულო უჩამბაში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 4 ნაკვეთი (220 კვ.მ; 756 კვ.მ; 2 327 კვ.მ, 3 579 კვ.მ).

რა ცვლილებებს ითხოვენ ექსპერტები კანონში?

აღნიშნული კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა, მალხაზ ჭკადუამ ჩაატარა. მას შემდგე, რაც კვლევის შედეგები ორგანიზაციის ვებგვერდზე განთავსდა, მალხაზ ჭკადუას რამდენიმე საჯარო მოხელე დაუკავშირდა და ხარვეზის გამოსწორებას დაპირდა, თუმცა უშედეგოდ: "ხარვეზები არ გამოასწორეს, შესაბამისად, მონაცემები არ შეცვლილა. ისეთი შემთხვევაც გვქონდა, დეკლარაციის მიხედვით, ჩანდა, რომ საჯარო მოხელემ შეცდომა დაუშვა, სინამდვილეში კი, სხვა ვითარებაა. მაგალითად, წალენჯიხის რაიონის გამგებელმა დეკლარაციაში მიუთითა შემოსავალი, რომელიც მისივე საკუთრებაში არსებულ შპს-დან მიიღო. არადა, გამგებლად დანიშვნის შემდეგ, კანონის შესაბამისად, მან ეს შპს დატოვა; აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედეა ვასაძემაც, შემოსავალი საადვოკატო მომსახურებიდან 2012 წლის ოქტომბრამდე მიიღო, ვიდრე დეპუტატი გახდებოდა. ხშირად, დეკლარაციებში არ ჩანს უძრავი ქონება, რომელსაც საჯარო მოხელეები ან მათი ოჯახის წევრები ფლობენ".

რა სანქციას ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა დეკლარაციაში საკუთრებაში არსებული ქონების არასახვის შემთხვევაში? როგორ უნდა დაისაჯოს ამ შემთხვევაში საჯარო მოხელე? მალხაზ ჭკადუას განმარტებით, ასეთ შემთხვევებს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და მთავარი რეკომენდაცია, რომლითაც "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მკვლევარები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, კანონში ამ ტიპის ცვლილების შეტანაა: "მაქსიმალური სანქცია, ჯარიმაა. სამწუხაროდ, კანონში არაა გაწერილი, რომ ქონებრივი დეკლარაციების არასწორად წარდგენისას ან საკუთრებაში არსებული ქონების დამალვისას, საჯარო მოხელის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. მიმაჩნია, ეს საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოს და კანონი ამ მიმართულებით დახვეწოს, რათა საჯარო მოხელეების საქმიანობის გამჭვირვალობა ამაღლდეს. თანამდებობის პირებმა კი მეტი პასუხისმგებლობით უნდა შეავსონ დეკლარაციები".

კვლევა, რომელიც პარლამენტის დეპუტატების ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილ ანალოგიურ ხარვეზებს ეხებოდა, კახა ურიადმყოფელმა ჩაატარა. რა სანქციები არსებობს "ქონების დამმალავი" დეპუტატების წინააღმდეგ? "ვერსიასთან" საუბრისას კახა ურიადმყოფელმა აღნიშნა, რომ კანონი არც ამ შემთხვევაში ითვალისწინებს პარლამენტარების დაჯარიმებას. თუ გაირკვევა, რომ დეპუტატი სამეწარმეო საქმიანობასაც ახორციელებს, რაც კანონით ეკრძალება, საკითხს საკანონმდებლო ორგანოს საპროცედურო საკითხთა კომისია განიხილავს და ხარვეზის გამოსწორებას მოითხოვს. მკაცრ სანქციებს კი, საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

მაია მიშელაძე

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია