საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განათლების სამინისტრო #53-ე სკოლის მშობლების სატელეფონო ზარების ჩანაწერებს აქვეყნებს
 განათლების სამინისტრო #53-ე სკოლის მშობლების სატელეფონო ზარების ჩანაწერებს აქვეყნებს

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს ვი­დე­ო­კად­რებს და ცხელ ხაზ­ზე და­ფიქ­სი­რე­ბულ მშობ­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რებს, სა­დაც ისი­ნი #53-ე სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის აღ­დგე­ნას მო­ი­თხო­ვენ. სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი ცხად­ყოფს, რომ სა­ხე­ზეა, თუ რო­გორ იმარ­თე­ბა #53-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ.

"კად­რებ­ში ნათ­ლად ჩანს გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, შო­რე­ნა ნო­და­რიშ­ვი­ლი-გამ­ყრე­ლი­ძე, რო­მე­ლიც სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ზე ნა­კის­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად შლი­და გაკ­ვე­თი­ლებს. ვი­დე­ო­ში ასა­ხუ­ლია, თუ რო­გორ უშ­ლიდ­ნენ ხელს გა­ფი­ცუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი იმ პე­და­გოგს, რომ­ლებ­საც სურ­დათ გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბა. ად­გი­ლი ჰქონ­და ასე­ვე სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას. ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ამ რა­მი­ნაშ­ვი­ლის და, ლიკა რა­მი­ნაშ­ვი­ლი ორ­გა­ნი­ზე­ბას უწევ­და #53-ე სკო­ლის წინ დღეს გა­მარ­თულ აქ­ცი­ას, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო გა­ფი­ცუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის წარ­წე­რი­ა­ნი მა­ი­სუ­რე­ბი და საკ­ვე­ბი.

მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე რე­კავ­დნენ #53-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გვთხო­ვენ დრო­უ­ლად უზ­რუნ­ველ­ვყოთ სკო­ლა­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბა.

გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 35-ე მუხ­ლი­თა და "ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-9 მუხ­ლით აღი­ა­რე­ბუ­ლი და და­ცუ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის მიერ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა. სხვა­დას­ხვა ტი­პის ფაქ­ტო­რი, რო­მე­ლიც უარ­ყო­ფით ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე არ­ღვევს პი­რის უფ­ლე­ბას, მი­ი­ღოს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა. ამ­დე­ნად, სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ხე­ლოვ­ნუ­რად ჩაშ­ლა გუ­ლის­ხმობს სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვას, რაც იწ­ვევს შე­სა­ბა­მის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

#53-ე სკო­ლის ეზო­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მე­სა­მე სას­წავ­ლო დღეა მიმ­დი­ნა­რე­ობს. შე­სა­ბა­მი­სად, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, სკო­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ამ რა­მი­ნაშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღ­დგე­ნას და სა­მი­ნის­ტრო­სა და სკო­ლის პე­და­გო­გებს შო­რის მე­დი­ა­ტო­რის და­ნიშ­ვნას ითხო­ვენ. სკო­ლა­ში დღეს, ახ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რი ეკა გა­ხა­რია მი­ვი­და, თუმ­ცა, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა იგი შე­ნო­ბა­ში არ შე­უშ­ვეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

განათლების სამინისტრო #53-ე სკოლის მშობლების სატელეფონო ზარების ჩანაწერებს აქვეყნებს

 განათლების სამინისტრო #53-ე სკოლის მშობლების სატელეფონო ზარების ჩანაწერებს აქვეყნებს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს ვიდეოკადრებს და ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ მშობლების ჩანაწერებს, სადაც ისინი #53-ე სკოლაში სასწავლო პროცესის აღდგენას მოითხოვენ. სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერები ცხადყოფს, რომ სახეზეა, თუ როგორ იმართება #53-ე საჯარო სკოლაში არსებული სიტუაცია გარკვეული ჯგუფების მიერ.

"კადრებში ნათლად ჩანს გათავისუფლებული დირექტორის მოადგილე, შორენა ნოდარიშვილი-გამყრელიძე, რომელიც სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე ნაკისრი პასუხისმგებლობის მიუხედავად, მიზანმიმართულად შლიდა გაკვეთილებს. ვიდეოში ასახულია, თუ როგორ უშლიდნენ ხელს გაფიცული მასწავლებლები იმ პედაგოგს, რომლებსაც სურდათ გაკვეთილის ჩატარება. ადგილი ჰქონდა ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას. ყოფილი დირექტორის, მარიამ რამინაშვილის და, ლიკა რამინაშვილი ორგანიზებას უწევდა #53-ე სკოლის წინ დღეს გამართულ აქციას, უზრუნველყოფილი იყო გაფიცული მოსწავლეებისთვის წარწერიანი მაისურები და საკვები.

მთელი დღის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე რეკავდნენ #53-ე საჯარო სკოლის ბავშვების მშობლები, რომლებიც გვთხოვენ დროულად უზრუნველვყოთ სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლითა და "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლით აღიარებული და დაცულია ნებისმიერი პირის მიერ ზოგადი განათლების მიღების უფლება. სხვადასხვა ტიპის ფაქტორი, რომელიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე არღვევს პირის უფლებას, მიიღოს ზოგადი განათლება. ამდენად, სასწავლო პროცესის ხელოვნურად ჩაშლა გულისხმობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, რაც იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას", - აღნიშნულია განცხადებაში.

#53-ე სკოლის ეზოში მოსწავლეებისა და პედაგოგების საპროტესტო აქცია მესამე სასწავლო დღეა მიმდინარეობს. შესაბამისად, სასწავლო პროცესი შეჩერებულია. აქციის მონაწილეები, სკოლის ყოფილი დირექტორის, მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენას და სამინისტროსა და სკოლის პედაგოგებს შორის მედიატორის დანიშვნას ითხოვენ. სკოლაში დღეს, ახლად დანიშნული დირექტორი ეკა გახარია მივიდა, თუმცა, აქციის მონაწილეებმა იგი შენობაში არ შეუშვეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია