... ალბათ გახსოვთ 19 წლის გენადი ორიოლ-გაბოძე, ბიჭი, რომელიც კასპიდან დედაქალაქში ფაქტობრივად ყველა წიგნის პრეზენტაციაზე დადის( ზოგჯერ დილის 7 საათზე მატარებელსაც მოჰყვება), მათ ავტორებს ავტოგრაფებს სთხოვს და მერე ეს წიგნები კასპში მიაქვს, რათა იქ ბიბლიოთეკა გააკეთოს. ახლა მისი და, - 19 წლის მარიამ ორიოლი-გაბოძე უნდა გაგაცნოთ. თუმცა ძალიან ვშიშობ, რომ მარიამის წარმოდგენას ისე ვერ შევძლებ, როგორსაც იმსახურებს, - იმდენად არ უნდოდა რომ მასზე რაიმე დამეწერა, მისი მოძღვრის მამა ანდრიას(მიდოდაშვილი) შეწუხებაც კი მომიხდა დასათანხმებლად. მერე ძალიან მთხოვა, - ჩემზე ისე ნურაფერს ნუ დაწერთ, თითქოს სხვებისაგან გამორჩეული ვიყოო. აბა, როგორ უნდა გამოვხატო ის განცდა, რასაც 19 წლის მარიამის დაწერილი ხატები ანიჭებენ ადამიანს?!
ისე კი მარიამს პირობა მართლაც მივეცი, არაფრით არ განგადიდებ, უბრალოდ მიამბე, ხატმწერი როგორ გახდი-მეთქი... და მანაც მიამბო:
- კასპში, სადაც ახლა წმინდა გიორგის ტაძარია, ერთი ნიშა იყო. იქ ჩემმა მოძღვარმა მამა ანდრიამ ხატწერის მასწავლებელი მოიყვანა, რომ ბავშვებს ხატწერა გვესწავლა. მამა არ მყავს, დედამ მითხრა, - იქნებ შენც ისწავლო ხატწერაო. ვუთხარი, - დედი, რას ამბობ, ფურცელზე ხაზის გავლებაც არ ვიცი-მეთქი. მაინც წადიო. მაშინ 15 წლის ვიყავი და მრცხვენოდა, - ის ორნამენტებიც კი ვერ გამომყავდა, რომელსაც ხატწერაში პირველ რიგში ასწავლიან. გავიდა ერთი თვე და უკვე ფიცარზე ფერადი საღებავით დავიწყე წერა. სულ ეს არის. იმის შემდეგ ვწერ ხატებს.
- ანუ ხატების დასაწერად ხის მასალა გჭირდება, ის კი ძნელი საშოვნელია; როგორ შოულობ?
- ხან როგორ, ხან როგორ. მე ხომ ჩემთვის არ ვწერ ხატებს, რაც დავწერე ყველა გაჩუქებული მაქვს... მასალას, ვის, მაგრამ მასალა ძალიან ძვირი ღირს, - 15 ლარიდან 40 ლარამდე, თორემ თავად ვიყიდიდი.
- ვიცი, რომ კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში შენი დაწერილი ხატების გამოიფინა. ვინც შენი დაწერილი ხატები იხილა, ყველამ მითხრა, რომ ამ ხატებმა სიხარული და სიმშვიდე მიანიჭეს. რატომ არ გინდა ამაზე ლაპარაკი? ქვეყნად იმდენი ბოროტება ხდება, თუ ადამიანებს სიმშვიდებს მიანიჭებ, მადლობა როგორ არ უნდა გითხრათ?
- არ მგონია, რომ სხვებზე მეტი შემეძლოს. მხოლოდ ღვთის მადლი მეხმარება...
იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე