მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
#53-ე სკოლაში აქცია დასრულდა, თუმცა პროტესტი გრძელდება
#53-ე სკოლაში აქცია დასრულდა, თუმცა პროტესტი გრძელდება

თბი­ლი­სის #53-ე სკო­ლის ეზო­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის აქ­ცია დას­რულ­და. რო­გორც სკო­ლის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თამ­ჯდო­მა­რემ, ქე­თე­ვან ნი­ჟა­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, სას­წავ­ლო პრო­ცე­სი მა­შინ­ვე აღ­დგე­ბა, რო­დე­საც მა­რი­ამ რა­მი­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრძა­ნე­ბა გა­უქ­მდე­ბა.

"კი­დევ ერთხელ გვინ­და გა­ვი­მე­ო­როთ, რომ მი­ნის­ტრი არის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­ლი, გე­ნინ­სპექ­ცი­ის დას­კვნა კი არის არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და უს­მარ­თლო. #53-ე სა­ჯა­რო სკო­ლის პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვი გა­ნაგ­რძობს გა­ფიც­ვას მა­ნამ, სა­ნამ არ დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი. კერ­ძოდ, გა­ბა­თილ­დეს მა­რი­ამ რა­მი­ნაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო ბრძა­ნე­ბა და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი აღ­დგე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ქე­თე­ვან ნი­ჟა­რა­ძემ.

#53-ე სკო­ლის პე­და­გო­გის, მა­რი­ნა ბა­სი­ლაშ­ვი­ლის თქმით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სწრა­ფად უნდა მი­ი­ღოს. "ჩვენ გვინ­და, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნას ძა­ლი­ან მალე, რათა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი აღ­დგეს. ამა­ზე ჩვენ­ზე მე­ტად არა­ვინ ნერ­ვი­უ­ლობს, ამი­ტომ აქ არის ორ­ნა­ი­რად დას­მუ­ლი სა­კი­თხი. ერთი - ჩვენ ვამ­ბობთ, რომ არ შევ­წყვეტთ პრო­ტესტს, სა­ნამ მა­რი­ა­მი არ და­უბ­რუნ­დე­ბა სა­მუ­შაო ად­გილს. თუ ასე არ მოხ­დე­ბა, მა­შინ დრო­ზე მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და 98 პე­და­გო­გი გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლონ სამ­სა­ხუ­რი­დან. დღეს რო­გორც ახალ­მა დი­რექ­ტორ­მა ბრძა­ნა, რიგი არის მას­წავ­ლებ­ლე­ბის, რომ­ლებ­საც უნ­დათ მუ­შა­ო­ბა და სურთ მი­ი­ღონ ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ნა ბა­სი­ლაშ­ვილ­მა.

#53-ე სა­ჯა­რო სკო­ლას­თან აქ­ცია დი­ლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკო­ლის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ამ რა­მი­ნაშ­ვი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე აღ­დგე­ნას ითხოვ­დნენ. მოს­წავ­ლე­ებ­მა და მას­წავ­ლებ­ლებ­მა მო­ახ­დი­ნეს სკო­ლის შე­სას­ვლე­ლე­ბის ბლო­კი­რე­ბა, რი­თაც ახ­ლად და­ნიშ­ნულ დი­რექ­ტორს, ეკა გა­ხა­რი­ას შე­ნო­ბა­ში შეს­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

#53-ე სკოლაში აქცია დასრულდა, თუმცა პროტესტი გრძელდება

#53-ე სკოლაში აქცია დასრულდა, თუმცა პროტესტი გრძელდება

თბილისის #53-ე სკოლის ეზოში მოსწავლეებისა და მასწავლებლების აქცია დასრულდა. როგორც სკოლის სამეურვეო საბჭოს თამჯდომარემ, ქეთევან ნიჟარაძემ განაცხადა, სასწავლო პროცესი მაშინვე აღდგება, როდესაც მარიამ რამინიშვილთან დაკავშირებული ბრძანება გაუქმდება.

"კიდევ ერთხელ გვინდა გავიმეოროთ, რომ მინისტრი არის შეცდომაში შეყვანილი, გენინსპექციის დასკვნა კი არის არაკვალიფიციური და უსმართლო. #53-ე საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი განაგრძობს გაფიცვას მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები. კერძოდ, გაბათილდეს მარიამ რამინაშვილთან დაკავშირებული უკანონო ბრძანება და სასწავლო პროცესი აღდგება", - აღნიშნა ქეთევან ნიჟარაძემ.

#53-ე სკოლის პედაგოგის, მარინა ბასილაშვილის თქმით, განათლების სამინისტრომ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღოს. "ჩვენ გვინდა, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნას ძალიან მალე, რათა სასწავლო პროცესი აღდგეს. ამაზე ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს, ამიტომ აქ არის ორნაირად დასმული საკითხი. ერთი - ჩვენ ვამბობთ, რომ არ შევწყვეტთ პროტესტს, სანამ მარიამი არ დაუბრუნდება სამუშაო ადგილს. თუ ასე არ მოხდება, მაშინ დროზე მიიღონ გადაწყვეტილება და 98 პედაგოგი გაგვათავისუფლონ სამსახურიდან. დღეს როგორც ახალმა დირექტორმა ბრძანა, რიგი არის მასწავლებლების, რომლებსაც უნდათ მუშაობა და სურთ მიიღონ ის მასწავლებლები", - განაცხადა მარინა ბასილაშვილმა.

#53-ე საჯარო სკოლასთან აქცია დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სკოლის ყოფილი დირექტორის, მარიამ რამინაშვილის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვდნენ. მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მოახდინეს სკოლის შესასვლელების ბლოკირება, რითაც ახლად დანიშნულ დირექტორს, ეკა გახარიას შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია